Zurab Kakhabrishvili ზურაბ კახაბრიშვილი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Zurab Kakhabrishvili ზურაბ კახაბრიშვილი

Zurab Kakhabrishvili  ზურაბ კახაბრიშვილი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Zurab Kakhabrishvili ზურაბ კახაბრიშვილი, Doctor, Tbilisi.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის განცხადება BPC-157-ის გამოყენებასთან დაკავშირებითსაქართველოს სპორტული მედიცინი...
10/08/2026

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის განცხადება BPC-157-ის გამოყენებასთან დაკავშირებით
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ექსპერიმენტული პეპტიდის BPC-157-ის საქართველოში თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და მისი გამოყენების პოპულარიზაციის გამო.
ბოლო პერიოდში BPC-157 აქტიურად იყიდება სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე, სადაც იგი მომხმარებლებს წარედგინება როგორც ანთების საწინააღმდეგო, ტრავმების შეხორცების, ქსოვილების რეგენერაციისა და აღდგენის ხელშემწყობი საშუალება. მსგავსი მარკეტინგული განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული ნივთიერების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებულია, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოების პოზიციას.
⚠️ BPC-157 არ არის დამტკიცებული ადამიანებში კლინიკური გამოყენებისთვის არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მათ შორის არც აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) და არც ევროპის წამლების სააგენტოს (EMA). ადამიანებში მისი უსაფრთხოება, ეფექტიანობა და სხვადასხვა სამედიცინო ჩვენებით გამოყენება არ არის დადასტურებული მაღალი ხარისხის კლინიკური კვლევებით.
⚠️ ამასთანავე, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) 2026 წლის აკრძალული სიის მიხედვით, BPC-157 შეტანილია S0 - „დაუმტკიცებელი ნივთიერებების“ კატეგორიაში, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება აკრძალულია ნებისმიერ დროს - როგორც შეჯიბრების პერიოდში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის თავისუფალი რეალიზაცია ან ინტერნეტპლატფორმებზე განთავსებული აღწერილობები არ ნიშნავს, რომ იგი არის უსაფრთხო, რეგისტრირებული ან სამედიცინო გამოყენებისთვის დამტკიცებული. მომხმარებლებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ისეთი ნივთიერებების გამოყენებისას, რომელთა ეფექტიანობა და უსაფრთხოება სათანადოდ არ არის დადასტურებული.
სპორტსმენებისთვის დამატებითი რისკია ისიც, რომ ანტიდოპინგური წესების მიხედვით, თითოეული სპორტსმენი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ორგანიზმში აღმოჩენილ აკრძალულ ნივთიერებაზე, მიუხედავად იმისა, როგორ ან რა მიზნით იყო პროდუქტი რეკლამირებული ან შეძენილი.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია მოუწოდებს:
⚠️ სპორტსმენებს - თავი შეიკავონ BPC-157-ისა და სხვა დაუმტკიცებელი ნივთიერებების გამოყენებისგან, რათა დაიცვან როგორც საკუთარი ჯანმრთელობა, ისე სპორტული კარიერა;
⚠️ ექიმებსა და სპორტსმენის დამხმარე პერსონალს - კლინიკურ პრაქტიკაში იხელმძღვანელონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებით და არ გაუწიონ რეკომენდაცია იმ ნივთიერებებს, რომელთა უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის სათანადოდ დადასტურებული;
⚠️მოქალაქეებს - ნუ მიიღებენ ექსპერიმენტულ ნივთიერებებს მხოლოდ ინტერნეტრეკლამის, სოციალური ქსელების ან არასამედიცინო წყაროების საფუძველზე. ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია კვალიფიციურ ექიმთან კონსულტაცია.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ BPC-157-ის საქართველოში რეალიზაციის კანონიერება და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
ჩვენი მთავარი მიზანია საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, სპორტში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპების მხარდაჭერა.
⚠️ არ გამოიყენოთ დაუმტკიცებელი ნივთიერებები ჯანმრთელობისა და სპორტული შედეგების გაუმჯობესების მიზნით!
✅ინფორმირებული გადაწყვეტილება საუკეთესო დაცვაა როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე სპორტული კარიერისთვის!

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, საქართველოს სპორტის სამინისტროს დახმარებითა და დაფინანსებით, სპორტსმენებისთვი...
04/08/2026

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, საქართველოს სპორტის სამინისტროს დახმარებითა და დაფინანსებით, სპორტსმენებისთვის თანამედროვე ფუნქციური შეფასებისა და რეაბილიტაციის ტექნოლოგიები შეიძინა

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპორტული მედიცინისა და სპორტული მეცნიერების მიმართულებით ტექნოლოგიური ბაზა კიდევ უფრო გააფართოვა.

სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ასოციაციამ VO₂Max სისტემა, Digital Wall და Homing System შეიძინა, რომლებიც სპორტსმენების ფუნქციური შეფასების, ფიზიოლოგიური ტესტირების, რეაბილიტაციისა და სპორტში უსაფრთხო დაბრუნების პროცესში იქნება გამოყენებული.

ახალი ტექნოლოგიები სპეციალისტებს საშუალებას აძლევს სპორტსმენების შეფასება ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით განახორციელონ და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად დაგეგმონ როგორც სავარჯიშო, ისე რეაბილიტაციის პროცესი.
VO₂Max სისტემა გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის დროს სპორტსმენის კარდიორესპირატორული და მეტაბოლური ფუნქციის შესაფასებლად. ტესტირების საშუალებით განისაზღვრება მაქსიმალური ჟანგბადის მოხმარება (VO₂Max), აერობული და ანაერობული ზღვრები, ინდივიდუალური სავარჯიშო ინტენსივობის ზონები და სხვა ფიზიოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც აუცილებელია ეფექტური სავარჯიშო პროცესის დაგეგმვისა და სპორტსმენის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისთვის.

TecnoBody Digital Wall წარმოადგენს მოძრაობის ანალიზისა და ფუნქციური შეფასების ციფრულ სისტემას, რომელიც 3D ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აფასებს სპორტსმენის მოძრაობის ხარისხს, ბალანსს, კოორდინაციას, სხეულის სიმეტრიასა და მოტორულ კონტროლს. სისტემა გამოიყენება როგორც ფუნქციური შეფასების, ასევე ტრავმის პრევენციის, რეაბილიტაციისა და სპორტში დაბრუნების პროცესში.

შეძენილი კომპლექტაციის ნაწილია TecnoBody Homing System, რომელიც რეაბილიტაციის დისტანციურად გაგრძელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. სისტემა სპეციალისტს საშუალებას აძლევს სპორტსმენს ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა დისტანციურად მიაწოდოს, აკონტროლოს მისი შესრულება, შეაფასოს პროგრესი და საჭიროების შემთხვევაში პროგრამა რეალურ დროში შეცვალოს. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც საწვრთნელ შეკრებებზე, რეგიონებში ან საზღვარგარეთ იმყოფებიან.

სამივე ტექნოლოგიის ერთობლივი გამოყენება უზრუნველყოფს სპორტსმენის შეფასების, დატვირთვის დაგეგმვის, რეაბილიტაციისა და სპორტში დაბრუნების პროცესის სხვადასხვა ეტაპის ერთმანეთთან დაკავშირებას. მიღებული მონაცემები სპორტულ ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს, მწვრთნელებსა და ფიზიკური მომზადების სპეციალისტებს საშუალებას აძლევს გადაწყვეტილებები ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ.
ახალი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული ნაკრებების, სპორტული ფედერაციების, პროფესიული კლუბებისა და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენებისთვის. მათი გამოყენება ხელს შეუწყობს სპორტსმენების ფუნქციური შესაძლებლობების შეფასების, ტრავმების პრევენციის, რეაბილიტაციისა და სპორტში უსაფრთხო დაბრუნების პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია აგრძელებს თანამედროვე სპორტული მედიცინისა და სპორტული მეცნიერების პრაქტიკაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვას, რათა ქართველ სპორტსმენებსა და სპეციალისტებს ხელმისაწვდომი ჰქონდეთ შეფასებისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები.

ახალი ტექნოლოგიები საქართველოში აგვისტოს ბოლოს ჩამოვა და ქართველი ათლეტებისთვის, სექტემბრიდან, აღნიშნული სერვისები უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

საქართველოს სპორტის სამინისტრო

მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ, რომლის განხორციელებაც საქართველოს სპორტული მედიცინის ასოც...
13/05/2026

მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ, რომლის განხორციელებაც საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიასთან ერთად 2024 წელს წამოიწყო, მესამე წლის თავზე, აკადემიის წარდგენით, მოიპოვა აკრედიტაცია და მიენიჭა 12 უპგ ქულა.

სპორტული მედიცინა, ფიზიკური მედიცინა, კურორტოლოგია და რეაბილიტაცია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, პედიატრია, ნევროლოგია, რადიოლოგია, ოჯახის ექიმი, კარდიოლოგია, პულმონოლოგია, შინაგანი მედიცინა - სპეციალობები, რომლებიც კონფერენციაზე დასწრების შემდეგ მიიღებენ 12 უპგ ქულას.

გელოდებით ბათუმში 😍

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია აკრედიტირებულია - 12 უპგ ქულა!

სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადმიის წარდგენით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ - “სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის” აკრედიტაცია გაიარა და სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს მიერ, I ტიპის 12 უპგ ქულა მიენიჭა.

ბათუმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია წარმოადგენს საერთაშორისო პროფესიულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციისა და სპორტის მეცნიერების ქართველ და უცხოელ ექსპერტებს.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება სპორტსმენის ჯანმრთელობის, თანამედროვე დიაგნოსტიკის, რეაბილიტაციის, ფიზიკური მომზადებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მიდგომების აქტუალური საკითხები.

სპორტული მედიცინა, ფიზიკური მედიცინა, კურორტოლოგია და რეაბილიტაცია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, პედიატრია, ნევროლოგია, რადიოლოგია, ოჯახის ექიმი, კარდიოლოგია, პულმონოლოგია, შინაგანი მედიცინა - ეს ის სპეციალობებია, რომლებიც კონფერენციაზე დასწრების შემთხვევაში 12 უპგ ქულას მიიღებენ.

რეგისტრაცია გრძელდება 17 მაისის ჩათვლით.

28-29 მაისი, ჰილტონ ბათუმი

28 მაისი - პრეზენტაციების დღე

საერთაშორისო ექსპერტების მოხსენებები
29 მაისი - პრაქტიკული ვორკშოპები
რეალური პრაქტიკა

რეგისტრაციის საფასური:
სრული კონფერენცია (2 დღე) - 850 ლარი (მოიცავს სესიებს, 2 პრაქტიკულ ვორკშოპს, 12უპგ ქულას, ყავა შესვენებებსა და ლანჩს)

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 555183218

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სახელით, ვულოცავ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სამედიცინო და სამეცნიერო სფეროს წა...
31/12/2025

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სახელით, ვულოცავ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სამედიცინო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს 2026 წელს.
გისურვებთ მშვიდ, ჯანმრთელ და პროფესიულად ნაყოფიერ წელს - წელს, რომელიც თითოეული ადამიანის მიმართ პატივისცემას, პასუხისმგებლობასა და ერთობლივ პროგრესს დაეფუძნება.

ახალი წელი გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ არა მხოლოდ მიღწეული შედეგები, არამედ ის პასუხისმგებლობა, რომელიც სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართ გვაკისრია.

2025 წელს საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ მნიშვნელოვნად გააფართოვა საქმიანობა - სპორტსმენთა სამედიცინო და პერფორმანსის შეფასებიდან, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამდე; მწვრთნელებისა და სპეციალისტების განათლებიდან, საერთაშორისო თანამშრომლობებისა და სამეცნიერო პლატფორმების გაძლიერებამდე. ეს იყო მიზანმიმართული შრომა იმისთვის, რომ სპორტში მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს მონაცემებს, მტკიცებულებებს და რეალურ პროფესიულ პასუხისმგებლობას.

ეს სამუშაო არ ემსახურებოდა ერთჯერად შედეგს. ის მიზნად ისახავდა მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც გადაწყვეტილებები ეფუძნება მეცნიერებას, პასუხისმგებლობას და სპორტსმენთა გრძელვადიან ინტერესებს. გასულმა წელმა ნათლად აჩვენა, რომ სპორტსმენთა ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და შესრულების გაუმჯობესება მოითხოვს სისტემურ, ცოდნაზე დაფუძნებულ და პასუხისმგებლიან მიდგომას - და სწორედ ამ მიმართულებით იმუშავა საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ მთელი წლის განმავლობაში.

ახალ, 2026 წელს ვხვდებით მკაფიო ხედვით - გავაგრძელოთ მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, გავაძლიეროთ ცოდნაზე დაფუძნებული პრაქტიკა და დავამკვიდროთ პროფესიული გარემო, სადაც სპორტული შედეგი მიიღწევა ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის ღირებულებაზე დაფუძნებული მუშაობის შედეგად.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია მომავალ წელსაც გააგრძელებს მუშაობას სპორტის ყველა რგოლთან ერთად - სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან, ფედერაციებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან - იმისთვის, რომ ქართული სპორტი განვითარდეს პასუხისმგებლიანად, უსაფრთხოდ და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სახელით, ვულოცავ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სამედიცინო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს 2026 წელს.

გისურვებთ მშვიდ, ჯანმრთელ და პროფესიულად ნაყოფიერ წელს - წელს, რომელიც თითოეული ადამიანის მიმართ პატივისცემას, პასუხისმგებლობასა და ერთობლივ პროგრესს დაეფუძნება.

პატივისცემით,
ზურაბ კახაბრიშვილი
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი

პროფ. ზურაბ კახაბრიშვილი, სამბოს მსოფლიო ფედერაციის სამედიცინო და ანტიდოპინგური კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს 🥰
09/11/2025

პროფ. ზურაბ კახაბრიშვილი სამბოს მსოფლიო ფედერაციის (FIAS) სამედიცინო და ანტიდოპინგურ კომისიას უხელმძღვანელებს.

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, 8 ნოემბერს, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის საარჩევნო კონგრესი გაიმართა, სადაც გარდა აღმასრულებელი კომიტეტისა, ორგანიზაციის სხვადასხვა კომისიების ხელმძღვანელი პირები აირჩიეს.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფ. ზურაბ კახაბრიშვილი ერთხმად იქნა არჩეული სამედიცინო და ანტიდოპინური კომისიის თავმჯდომარედ. კომისია აერთიანებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, მაროკო, ბრაზილია, კოლუმბია და ა.შ.

ყირგიზეთის დედაქალაქი ახლა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც შეჯიბრის მთავარი ექიმის რანგში მუშაობს პროფ. კახაბრიშვილი.

ვულოცავთ ასოციაციის პრეზიდენტს, მორიგ საერთაშორისო აღიარებას! 🇬🇪❤️🤍

😍
13/09/2025

😍

პოლონეთის ქალაქი გდანსკი, 13-14 სექტემბერს, ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) უნიკალურ პროექტს - Get Together Tour-ს მასპინძლობს, რომელიც მიზნად ისახავს ძიუდოს პოპულარიზაციას, ინკლუზიური სპორტის განვითარებასა და სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე სპორტსმენების ჩართულობას.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და EJU-ს სამედიცინო კომისიის წევრი პროფ. ზურაბ კახაბრიშვილი, გდანსკში, ტურის სამედიცინო ხელმძღვანელის როლში მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ "Get Together Tour"-ის პროექტებზე მხოლოდ პროფ. ზურაბ კახაბრიშვილია EJU-ს სამედიცინო კომისიიდან ჩართული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის აქტიურ საერთაშორისო ჩართულობასა და გამოცდილებას.

"Get Together Tour" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებს, მწვრთნელებს და სამედიცინო პერსონალს, რათა გაიზიარონ ცოდნა, ხელი შეუწყონ ინკლუზიურობას და შექმნან სპორტული გარემო, სადაც ყველა მონაწილე თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს.

The Polish city of Gdańsk, on 13–14 September, is hosting the European Judo Union (EJU) unique project – the Get Together Tour, which aims at promoting judo, developing inclusive sport, and involving athletes with different abilities.

The President of the Georgian Sports Medicine Association and a member of the EJU Medical Commission, Prof. Zurab Kakabadze, is working in Gdańsk in the role of medical leader of the tour.

It is noteworthy that only Prof. Zurab Kakabadze is engaged from the EJU Medical Commission in the projects of the “Get Together Tour,” which once again underlines his active international involvement and experience.

The “Get Together Tour” is particularly important, since it unites athletes, coaches, and medical personnel from different countries in order to share knowledge, promote inclusiveness, and create a sporting environment where every participant makes maximum use of their abilities. European Judo Union

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ კახაბრიშვილი, 11-15 აგვისტოს, მსოფლიო თამაშები 202...
26/07/2025

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ კახაბრიშვილი, 11-15 აგვისტოს, მსოფლიო თამაშები 2025-ზე საერთაშორისო ფედერაციის (IF Commitment) ოფიციალური წარმომადგენლის რანგში იმუშავებს, რომელიც წელს პირველად ჩენდუში, სიჩუანის პროვინციაში (ჩინეთი) გაიმართება.

მსოფლიო თამაშები ჩენდუში 7-17 აგვისტოს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 5,000 სპორტსმენი 100-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიება მოიცავს 34 სპორტულ სახეობას, 60-ზე მეტ დისციპლინას და 250-ზე მეტ მედლისთვის ბრძოლას. თამაშების გახსნის ცერემონია Tianfu International Convention Centre-ში 7 აგვისტოს გაიმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება – Dong'an Lake Sports Park Stadium-ზე 17 აგვისტოს.

პროფ. ზურაბ კახაბრიშვილი ჩენდუში ოფიციალურად იმუშავებს, როგორც საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი (IF Commitment), სადაც მისი პასუხისმგებლობები შეეხება სპორტული მედიცინის საკითხებს, სპორტსმენების უსაფრთხოებასა და ორგანიზაციული პროცესების მონიტორინგს. მისი ჩართულობა ხაზს უსვამს საქართველოს აქტიურ მონაწილეობას და ექსპერტიზას საერთაშორისო სპორტულ არენაზე.

მსოფლიო თამაშები (The World Games) არის მრავალსახეობრივი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს უმსხვილესი არაოლიმპიური სპორტის სახეობები აერთიანებს. 2025 წლის თამაშები მნიშვნელოვანი იქნება როგორც მასშტაბით, ასევე იმით, რომ პირველად ჩენდუში სრულად დაინერგება IWGA-ს ახალი სტრატეგია Growth Beyond Excellence, რაც ღონისძიების ხარისხისა და ინოვაციური მიდგომების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

25/03/2025

👇

28/12/2024

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ 2024 წელი შეაჯამა დ გამორჩეული მედიკოსები დააჯილდოვა 🥰

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციას, შემდეგი 4 წლის ვადით, კვლავ ზურაბ კახაბრიშვილი უხელმძღვანელებს
27/12/2024

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Zurab Kakhabrishvili ზურაბ კახაბრიშვილი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category