Halotherapy - ჰალოთერაპია - მარილის ოთახი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Halotherapy - ჰალოთერაპია - მარილის ოთახი

Halotherapy - ჰალოთერაპია - მარილის ოთახი ჰალოთერაპია - მარილის მშრალი, მაღალდისპერსული აეროზოლით მკურნალობა

თანამედროვე ადამიანს სტრესულ და დაბინძურებულ გარემოში უწევს ცხოვრება, ორგანიზმი უდიდეს დატვირთვასა და სტრესს განიცდის, ყველაზე დაუცველი კი ხშირ შემთხვევაში სასუნთქი სისტემაა. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში გარემოს უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული შედეგები შეიძლება თავიდან შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ისინი თავს იჩენენ როგორც მძიმე და ქრონიკული დაავადებები, უფრო მგრძნობიარე ადამიანები კი ხშირად ავადმყოფობენ, უჩივიან ქრონიკულ დაღლილობასა და სტრესს, ხშირად ამის მიზეზი დათრგუნული იმუნური და სასუნთქი სისტემებია...
ჰალოთერაპიას საფუძვლად უდევს სპელეოთერაპიის მეთოდი,რაც გულისხმობს პაციენტების მკურნალობას ბუნებრივ მარილოვან მღვიმეებში. მეთოდს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია, ოფიციალურმა მედიცინამ ამ მეთოდს ყურადღება მიაქცია მას შემდეგ რაც 1843 წელს პოლონელმა ექიმმა ფელიქს ბოჩკოვსკიმ აღმოაჩინა რომ მარილის მაღაროებში მომუშავე მაღაროელები არ ავადდებოდნენ რესპირატორული დაავადებებით. 1958 წელს კრაკოვის მახლობლად გაიხსნა მსოფლიოში პირველი კურორტი რომელიც მარილის მაღაროში მდებარეობდა. მას შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამოქმედდა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს ჰალოკამერები სადაც პაციენტები გადიან ჰალოთერაპიის სეანსებს.
ჰალოთერაპია არის მკურნალობის არამედიკამენტოზური მეთოდი რომელიც ემყარება ბუნებრივი მარილის მღვიმის ანალოგიური მიკროკლიმატის გამოყენებას. მკურნალობის პროცესში მთავარი მოქმედი ფაქტორია მარილის მშრალი, მაღალდისპერსული აეროზოლი, რომელიც სპეციალური დანადგარის, ჰალოგენერატორის საშუალებით მიეწოდება ჰალოკამერაში (მარილის ოთახში) სადაც პაციენტები იმყოფებიან. ჰალოკამერაში არის ჰიპობაქტერიული და ჰიპოალერგენული გარემო, შეიძლება ითქვას რომ ჰაერი სტერილურია. მთელი ოთახი, კედლები, ჭერი და იატაკი დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა მარილით, რომელიც ჩამოტანილია ჰიმალაის მარილის მაღაროებიდან, ოთახში 5 ტონა მარილია, სწორედ ეს უწყობს ხელს იმ მიკროკლიმატის ჩამოყალიბებას რომელიც ჩვენს ხელოვნურ მღვიმეშია; ტემპერატურა მუდამ 20-23 გრადუსია, ტენიანობა 36-44%, ჰაერში მარილის აეროზოლის კონცენტრაცია რეგულირდება ჰალოგენერატორით და შეადგენს 1-16 მგ/მ3, მარილის აეროზოლის 80%-ს შეადგენს რესპირაბელური ფრაქცია, კერძოდ 1-5 მიკრონის ნაწილაკები. მარილის მშრალ აეროზოლს მრავალი უპირატესობა აქვს სველ აეროზოლთან შედარებით, კერძოდ; მშრალი აეროზოლის გამოყენებისას ორგანიზმში ხვდება მარილის უმნიშვნელო რაოდენობა რაც არანაირ უარყოფით გვერდით მოვლენებს არ იწვევს, მშრალ აეროზოლს გააჩნია შეღწევადობის უფრო მაღალი კოეფიციენტი და ის უმცირეს ბრონქებამდეც კი აღწევს, მშრალი აეროზოლის გამოყენებისას არ არსებობს ჰალოკამერაში პაციენტების ინფიცირების საშიშროება, რადგანაც მშრალი აეროზოლი ხელს უწყობს ჰალოკემარაში მიკროორგანიზმებისა და ალერგენებისგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბებას. ჰალოკამერის ერთ კუბურ მეტრ ჰაერში პროცედურის დროს საშუალოდ 90-200 საპროფიტული მიკრობია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხდვით კი ჰაერი სტერილურად ითვლება თუ ერთ კუბურ მეტრში 300 მიკრობამდეა.
ჰალოტერაპიის აქვს ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, მუკოლიზური და იმუნომოდულატორული ეფექტი. შედეგად ნორმალიზდება იმუნური სისტემა,უმჯობესდება ბრონქული სეკრეტის რეოლოგიური თვისებები, ხდება ალვეოლარული მაკროფაგების აქტივაცია და მატება, ასევე მატულობს T-ლიმფოციტების და ფაგოციტების რაოდენობა, მატულობს IgA, ასევე უმჯობესდება მუკოცილიარული კლირენსი,ხდება ბრონქული ობსტრუქციის დაქვეითება, ბრონქების ჰიპერსეკრეცია ქვეითდება, ნორმალიზდება პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობა,უმჯობესდება სისხლის საერთო ფორმულა,მატულობს ჰემოგლობინი , ბრონქულ სეკრეტში ნორმალიზდება NaCl-ის შემცველობა რაც აუცილებელია ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხდება დეტოქსიკაცია, ლიმფოდრენაჟი , აღდგება და ძლიერდება კანის დამცველობითი ფუნქციები, უმჯობესდება კანის ფერი, ტურგორი და მიკროცირკულაცია, მცირდება ფორები, კანის ზედაპირი იწმინდება და ჯანმრთელ იერს იძენს.
მიუხედავად იმისა რომ ჰალოთერაპიას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია გააჩნია, არის მკურნალობის ეფექტური საშუალება და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია დანერგილი, დღემდე საქართველოში არ არსებობდა სამედიცინო ცენტრი რომელსაც შეეძლო თავისი პაციენტებისათვის შეეთავაზებინა ეს უნიკალური მეთოდი. მაგრამ ეს იყო ადრე .... დღეს კი თბილისში, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრში ფუნქციონირებს ჰალოთერაპიის ხელოვნური მღვიმე, რომელიც პირველი და ერთადერთია საქართველოში. ეს არის ხელოვნურად შექმნილი გარემო, რომელიც ზუსტად იმეორებს ბუნებრივი მარილოვანი მღვიმის მიკროკლიმატს. აქ თქვენ უჩვეულო და სასიამოვნო გარემოში მოხვდებით, აქ მკურნალობასთან ერთად საშუალება გაქვთ დაისვენოთ, ისუნთქოთ სუფთა ჰაერი, რომელიც გამდიდრებულია მარილის მშრალი აეროზოლით და უარყოფითი ნაწილაკებით. მარილის ოთახი მრავალი დაავადების პროფილაკტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება: სასუნთქი და ნერვული სისტემის დაავედებები, დერმატოლოგიური პრობლემები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები,ასევე გააჩნია ორგანიზმის ზოგადგამაჯანსარებელი ეფექტი და ა.შ . მარილის ოთახში შექმნილი მიკროკლიმატი დადებითად მოქმედებს ზოგადად ორგანიზმზე, ასევე მკურნალობის პროცესში არანაკლებად მნიშვნელოვანია მარილის ოთახის მშვიდი გარემო, სპეციალური განათება და რელაქსაციური სავარძლები, რომლებიც ხსნიან დაძაბულობას ზურგისა და წელის არეში. მარილის ოთახში ყველა პირობაა შექმნილი პაციენტის რელაქსაციისათვის.
რას მკურნალობს ჰალოთერაპია:
• ასთმა
• ბრონქიტი
• პნევმონია (მწვავე სტადიის შემდეგ)
• სასუნთქი სისტემის ხშირად მორეციდივე ინფექციები
• ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი
• მწეველთა ხველა
• სინუსიტი (ჰაიმორიტი, ფრონტიტი)
• ტონზილიტი
• ცისტური ფიბროზი
• ალერგია , პოლინოზი (სეზონური ალერგია)
• ფსორიაზი
• ეკზემა
• დერმატიტი, ნეიროდერმიტი
• აკნე
• სებორეა
• ცელულიტი
• ნევროზი
• რევმატიზმი
• ართრიტი
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
• სტრესი
• ძილის დარღვევები
• კონცენტრაციის დეფიციტი
• ასევე ჰალოთერაპია რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის ვარჯიშებისა და შეჯიბრებებისათვის მზადების პერიდში, ხელს უწყობს ძალების სწრაფ აღდგენას და მობილიზაციას.


ჰალოთერაპიისას ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს. მაქსიმალური კომფორტისათვის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის ცალკე პროცედურები ტარდება.
უკუჩვენებები:
• ნებისმიერი დაავადება მწვავე სტადიაში
• ავთვისებიანი წარმონაქმნები
• ტუბერკულოზი
• სისხლდენა
• მაღალი ტემპერატურა

ჰალოთერაპიის კურსის გავლის შედეგად მიღებული დადებითი ეფექტი ხანგრძლივად ნარჩუნდება. მედიკამენტური მკურნალობა დაახლოებით 70%-ით მცირდება, გაცილებით უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი და მატულობს ორგანიზმის ამტანობა.

მარილი კანისთვის❄️‎ ჰალოთერაპიის დროს მარილის მიკროკრისტალები მთელ სხეულს ეხება და უნიკალურ დერმატოლოგიურ ეფექტს ქმნის:‎...
22/08/2026

მარილი კანისთვის❄️

ჰალოთერაპიის დროს მარილის მიკროკრისტალები მთელ სხეულს ეხება და უნიკალურ დერმატოლოგიურ ეფექტს ქმნის:


❄️ აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, რაც კანს ჯანსაღ, ბუნებრივ ელვარებას ანიჭებს.

❄️ანთების საწინააღმდეგო ეფექტი: მარილის ბუნებრივი ანტისეპტიკური თვისებები ამშვიდებს გაღიზიანებას, აკნეს, დერმატიტსა და ეგზემას.

❄️აქრობს გამონაყარს, აცხრობს შეშუპებას

❄️pH ბალანსის აღდგენა: წმენდს კანს მკვდარი უჯრედებისა და ტოქსინებისგან.
‎ ‎
❄️ აქვს მსუბუქი პილინგის ეფექტი

შეუთავსეთ ჯანმრთელობსა და სილამაზეზე ზრუნვა ერთმანეთ ვენს მყუდრო მარილის ოთახში

📲 დაჯავშნეთ თქვენი რელაქს-სეანსი 599227764

#მარილისოთახი #კანი #სუფთაკანი #შენთვის #გამონაყარი

განტვირთვა + ჯანმრთელობა‎ სრული 45 წუთი მხოლოდ შენთვის, სუფთა ჰაერისთვის და სრული სიმშვიდისთვის. 🌿✨‎ ‎ ჰალოთერაპია (მარი...
17/08/2026

განტვირთვა + ჯანმრთელობა

სრული 45 წუთი მხოლოდ შენთვის, სუფთა ჰაერისთვის და სრული სიმშვიდისთვის. 🌿✨


ჰალოთერაპია (მარილის ოთახი) საუკეთესო გზაა, რომ:


🌿გაიწმინდო სასუნთქი გზები და ისუნთქო თავისუფლად


🌿გააძლიერო იმუნიტეტი


🌿მოიშორო დაგროვილი სტრესი და უბრალოდ განიტვირთო


📲დასაჯავშნად დაგვირეკეთ 599 22 77 64

🔋 ენერგია და კონცენტრაცია‎ ‎  ჟანგბადის „გადატვირთვა“  ანუ  ჟანგბადი ტვინისთვის – მარილი ფილტვებისთვის‎ ‎ იცით, რატომ არ...
15/08/2026

🔋 ენერგია და კონცენტრაცია


ჟანგბადის „გადატვირთვა“ ანუ
ჟანგბადი ტვინისთვის – მარილი ფილტვებისთვის


იცით, რატომ არის თქვენი შვილი სულ დაღლილი, მოწყენილი და უყურადღებო?


ხშირად გვგონია, რომ ბავშვის მოუსვენრობა, ხშირი გაციება ან დაბალი კონცენტრაცია უბრალოდ „ბავშვობაა“ ან „ხასიათი“. სინამდვილეში, ეს შეიძლება ჟანგბადის ქრონიკული ნაკლებობის ბრალი იყოს!

დაბინძურებული ჰაერი, ალერგენები, მტვერი და გაჭედილი სასუნთქი გზები არ აძლევს ფილტვებს საშუალებას, ორგანიზმი სრულყოფილად მოამარაგოს ჟანგბადით .


წარმოიდგინეთ: ტვინი, რომელსაც მუდმივად ჟანგბადი აკლია, ვერ იქნება კონცენტრირებული. სხეული, რომელიც არასაკმარის ჟანგბადს იღებს, მუდმივად დაღლილია და ადვილად ავადდება.


რა ხდება ჩვენთან? ჩვენ ვქმნით ჟანგბადის სრულყოფილ გარემოს. მარილის აეროზოლი ბუნებრივად წმენდს სასუნთქ სისტემას, აფართოებს ბრონქებს და უზრუნველყოფს ჟანგბადის მაქსიმალურ შეწოვას. ეს არ არის უბრალოდ „სუნთქვა“, ეს არის სრულიად ახალი დონის ჟანგბადის მიწოდება ორგანიზმისთვის.


მარილის პროცედურების შემდეგ თქვენი შვილი გახდება უფრო ენერგიული, გაუმჯობესდება ყურადღება და კონცენტრაცია, მადა და ძილი.
ეს მას სწავლის პროცესშიც დაეხმარება და რაც მთავარია, დაივიწყებთ გაუთავებელ ავადმყოფობებს.


⭕️ კურსი 10-15 პროცედურა


⭕️ მისამართი: ზ.ანჯაფარიძის 2. დავით ტატიშვილის რეაბილიტაციის ცენტრი


📲ჩასაწერად დაგვირეკეთ 599227764

🔴 ჭინჭრის ციება/ურტიკარია ‎  ჭინჭრის ციება (იგივე ურტიკარია) ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი კანის პრობლემაა. მუდმივი ქავი...
04/08/2026

🔴 ჭინჭრის ციება/ურტიკარია


ჭინჭრის ციება (იგივე ურტიკარია) ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი კანის პრობლემაა.
მუდმივი ქავილი, გამონაყარი და წვა მოსვენებას არ გაძლევთ, მედიკამენტები კი ხშირად მხოლოდ დროებით შველის.


ჰალოთერაპია დაგეხმარებათ ურტიკარიის დროს:


✅ ხსნის ქავილს და შეშუპებას - მოქმედებს როგორც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება.


✅ ასუფთავებს კანს - კლავს ბაქტერიებს და აღადგენს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს.


✅ ამშვიდებს ნერვულ სისტემას - რაც ხშირად კანის პრობლემების გამამწვავებელი მიზეზია (სტრესი).


✅ არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტური საშუალება ალერგიის წინააღმდეგ.


📩 მოგვწერეთ პირადში ან დაგვირეკეთ
📞 ტელ: 599 22 77 64

#ურტიკარია #ჭინჭრისციება #ალერგია #კანი

💥დიათეზი ან დერმატიტი აწუხებს თქვენს პატარას?‎ ‎  გავაქრობთ ყოველგვარი მალამოს გარეშე!💥მხოლოდ მარილის მშრალი აეროზოლი, რ...
01/08/2026

💥დიათეზი ან დერმატიტი აწუხებს თქვენს პატარას?


გავაქრობთ ყოველგვარი მალამოს გარეშე!💥

მხოლოდ მარილის მშრალი აეროზოლი, რომელიც კანისთვის სასწაულებს ახდენს!

აი, ასე უმარტივესად👌💥

მარილის ოთახი შუცვლელია პატარებისთვის, რადგანაც მკურნალობა ხდება წამლის გარეშე, მხოლოდ ბუნებრივი მეთოდით!💪
‎ ‎
📲ჩასაწერად დარეკეთ 599227764



#კანი #დიათეზი #დერმატიტი #ალერგია #მარილისოთახი

ჰალოთერაპიას აქვს ბუნებრივი ანტიჰისტამინური ეფექტი!‎ ‎ მშრალი მარილის აეროზოლი მოქმედებს როგორც ‎ 📍ბუნებრივი სორბენტი — ...
29/07/2026

ჰალოთერაპიას აქვს ბუნებრივი ანტიჰისტამინური ეფექტი!


მშრალი მარილის აეროზოლი მოქმედებს როგორც

📍ბუნებრივი სორბენტი — ის „აშრობს“ და ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას მედიკამენტების დამატებითი დოზების გარეშე.
‎ ‎
📍ლოკალური იმუნური ბუსტერი:
‎ ‎
მარილიანი ჰაერი აძლიერებს სასუნთქი გზების დამცავ ბარიერს, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს გარემოდან შემოსულ ალერგენებს.

📍რეგენერაცია და კანის დაცვა:

მტვერი და გამონაბოლქვი კანსაც აზიანებს. მარილის იონები მომენტალურად ამშვიდებენ გაღიზიანებას და აუმჯობესებენ კანის სტრუქტურას.



📍 მისამართი: ზ.ანჯაფარიძის 2. დ.ტატიშვილის რეაბილიტაცის ცენტრი

📞 დაჯავშნეთ ვიზიტი:599227764 See less

27/07/2026

თქვენი სასუნთქი სისტემა „ზეგანაკვეთურად“ მუშაობს. თქვენი ორგანიზმი ცდილობს დაბლოკოს მილიონობით უხილავი ალერგენი, რაც იწვევს:


🔥 ქრონიკულ დაღლილობას

🔥ცხვირის შეშუპებას და გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს.

🔥 ქუთუთოების ქავილს

🔥სურდოს და აშ

🔥 ხველა

🔥 გამონადენი ცხვირიდან

ჰალოთერაპიას აქვს ბუნებრივი ანტიჰისტამინური ეფექტი!


📍 მისამართი: ზ.ანჯაფარიძის 2. დ.ტატიშვილის რეაბილიტაცის ცენტრი

📞 დაჯავშნეთ ვიზიტი:599227764 See less

25/07/2026

როდესაც სასუნთქი გზები მტვრით და ლორწოთია გაჭედილი, ორგანიზმი „გადარჩენის რეჟიმშია“ და არა „განვითარების“.


იმუნიტეტი მაშინ კი არ ძლიერდება, როცა ბევრ წამალს სვამთ, არამედ მაშინ, როცა მას მუშაობაში ხელს არაფერი უშლის.


მარილის თერაპია არის ორგანიზმის წმენდა და იმუნიტეტის გაძლიერება:


✅ მარილის მშრალი აეროზოლი სასუნთქი გზებიდან გამოდევნის მტვერს, ალერგენებს, ტოქსინებს და დაგროვილ ლორწოს.

✅ ფილტვები იწყებს 100%-ით მუშაობას.
‎ ‎
✅ ჟანგბადი უკეთ მიეწოდება ტვინს და სახვადასხვა ქსოვილებს

ეს არის სივრცე, სადაც ერთი პროცედურით მრავალ დადებით შედეგს ღებულობთ

📲ჩასაწერად დაგვირეკეთ: 599227764 See less

#მარილისოთახი #იმუნიტეტი #ალერგია #ბრონქიტი

🛑 ჯერ კიდევ ქალაქში ხართ? ‎ სანამ ზღვაზე ან მთაში გამგზავრებას გეგმავთ (ან თუ წელს ქალაქში გიწევთ ზაფხულის გატარება), თქ...
22/07/2026

🛑 ჯერ კიდევ ქალაქში ხართ?

სანამ ზღვაზე ან მთაში გამგზავრებას გეგმავთ (ან თუ წელს ქალაქში გიწევთ ზაფხულის გატარება), თქვენს შვილს სუფთა, სამკურნალო ჰაერს ნუ მოაკლებთ


🎯 ახლა საუკეთესო დროა შემოდგომის ვირუსების სეზონისთვის მოსამზადებლად!


თუ გსურთ, რომ სექტემბერში ბაღსა და სკოლას ბავშვი ძლიერი იმუნიტეტით შეხვდეს და დაუსრულებელი გაციების ციკლი თავიდან აირიდოთ, მისი ფილტვების „გენერალური დალაგება“ დღესვე უნდა დაიწყოთ.



🌊 1 სეანსი = ზღვაზე გატარებულ 3 დღეს!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მარილის ოთახში გატარებული 1 ინტენსიური სეანსი თავისი სამკურნალო თვისებებითა და იონების კონცენტრაციით უდრის ზღვის სანაპიროზე გატარებულ 3 სრულ დღეს!


🧸ბავშვს ოთახში გაჩერება არ უჭირს!

მშობლების მთავარი შიში ხშირად არის: „ჩემი შვილი ცელქია, 40 წუთი ერთ ადგილას როგორ გაჩერდება?“


მარილში ზუსტად ისე თამაშობენ სათამაშოებით, როგორც ქვიშაში, უყურებენ მულტფილმებს

მშვიდი გარემო: სივრცე იმდენად მყუდრო და მშვიდია, რომ ბავშვები ვერც აღიქვემენ რომ სამკურნალო დაწესებულებაში არიან, შესაბამისად არ ისტრესებიან


✨ არ გადადოთ ბავშვის ჯანმრთელობა შემოდგომამდე. შექმენით მისი იმუნური ფარი დღესვე!


📍 გვეწვიეთ: ზ.ანჯაფარიძის 2. დავით ტატიშვილის რეაბილიტაციის ცენტრი
📞 დაჯავშნეთ თქვენი ვიზიტი : 599227764

Address

ზ. ანჯაფარიძის #2 დ. ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 10:00 - 18:30
Tuesday 10:00 - 18:30
Wednesday 10:00 - 18:30
Thursday 10:00 - 18:30
Friday 10:00 - 18:30
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995599227764

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Halotherapy - ჰალოთერაპია - მარილის ოთახი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category