18/08/2026
🔵 კავკასიის მედიცინის ცენტრის უროლოგიურმა დეპარტამენტმა, საქართველოს უროლოგთა ასოციაციასთან ერთად, წარმატებით მიიღო მონაწილეობა ერევანში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე BE ENDO 2026, რომელიც ენდოუროლოგიისა და მინიმალურად ინვაზიური ქირურგიის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას წარმოადგენს.
🔵 კონგრესის ფარგლებში მოხსენებით წარდგა კავკასიის მედიცინის ცენტრის უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამეცნიერო დირექტორი, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პროფესორი - დავით ნიკოლეიშვილი.
🔵 ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა არა მხოლოდ გაცნობოდნენ ენდოუროლოგიის, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის უახლეს ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ტენდენციებს, არამედ საერთაშორისო კოლეგებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, კლინიკური პრაქტიკა და პროფესიული მიღწევები.
ქართული დელეგაციის მონაწილეობა კონგრესზე წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. მიღწეული შეთანხმებით 2027 წელს ,,BE ENDO” კონგრესს საქართველო უმასპინძლებს.
🔵 კავკასიის მედიცინის ცენტრის უროლოგიური დეპარტამენტი მადლობას უხდის კონგრესის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს თანამშრომლობისა და თბილი მასპინძლობისთვის.