ახალი სიცოცხლე/axali sicocxle

ახალი სიცოცხლე/axali sicocxle კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე'' კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა - ,,ახალი სიცოცხლე’’

კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე'' გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს! ✨მუდამ თქვენს გვერდით, თქვენი ჯანმრთელობისთვის.
28/08/2026

კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე'' გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს! ✨

მუდამ თქვენს გვერდით, თქვენი ჯანმრთელობისთვის.

🏥 თბილისის მერიის მხარდაჭერით, კლინიკა ,,ახალ სიცოცხლე’’ 2026 წლის 1 მაისიდან ჩაერთო ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგ...
14/08/2026

🏥 თბილისის მერიის მხარდაჭერით, კლინიკა ,,ახალ სიცოცხლე’’ 2026 წლის 1 მაისიდან ჩაერთო ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამაში.

✅ პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებია:
📍 თბილისში რეგისტრაცია;
🎂 ასაკი 45-დან 75 წლის ჩათვლით;
🚬 თამბაქოს მომხმარებელი, ან პირი, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარებას თავი დაანება;
🚫 არ უნდა იყოს კიბოს რეესტრში რეგისტრირებული ან სხვა კლინიკაში იგივე პროგრამაზე;
🤒 არ უნდა ჰქონდეს მიმდინარედ პნევმონიის (ფილტვის ანთების) ნიშნები: ცხელება, ხველა და ა.შ.

🔍 რას მოიცავს სკრინინგი:
• კლინიკური ონკოლოგის ან თერაპევტის კონსულტაციას;
• გულმკერდის დაბალდოზირებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კვლევის შედეგებს აფასებს 2 რადიოლოგი, განსხვავებული შეფასების შემთხვევაში ერთვება მესამე რადიოლოგი).
რატომ არის სკრინინგი მნიშვნელოვანი? ფილტვის კიბოს 85 – 90% დაკავშირებულია თამბაქოს მოწევასთან, ადრეულ სტადიაზე კი დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ. სკრინინგი არის ჯანმრთელი ადამიანების გამოკვლევა, რაც ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შესაძლებლობას გვაძლევს.

👉 ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი კიბო არ არის განაჩენი და განკურნება შესაძლებელია.

🕒კვლევის ჩატარება შესაძლებელია:
• ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით : 𝟭𝟬:𝟬𝟬-დან 𝟭𝟳:𝟬𝟬 საათამდე.
• შაბათს: 𝟭𝟬:𝟬𝟬 -დან 𝟭𝟯:𝟬𝟬 საათამდე.

📍 ქ. თბილისი, დიღომი, გ. ჟვანიას 𝗡𝟳
📲 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +𝟵𝟵𝟱 𝟯𝟮𝟮 𝟭𝟮 𝟮𝟱 𝟮𝟱

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შაქრიანი დიაბეტი სისხლში მხოლოდ გლუკოზის მაღალი ციფრები არ არის!ეს არის სისტემური დაავადება. ქრონიკული ჰიპერგლიკემია დრო...
14/08/2026

შაქრიანი დიაბეტი სისხლში მხოლოდ გლუკოზის მაღალი ციფრები არ არის!

ეს არის სისტემური დაავადება. ქრონიკული ჰიპერგლიკემია დროთა განმავლობაში იწვევს მრავალი ორგანოს პათოლოგიას, თუმცა ყველაზე ხშირია მიკროვასკულური (წვრილი სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე) გართულებები.

როგორც წესი, პირველ რიგში ზიანდება სამი მთავარი ორგანო:
👁️ თვალები (რეტინოპათია)
🩸 თირკმელები (ნეფროპათია)
🧠 პერიფერიული ნერვული სისტემა (ნეიროპათია)

⚠️ გახსოვდეთ: სიმპტომები ხშირად გვიან ვითარდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკრინინგის აუცილებლობას.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

🔹 რეტინოპათია: მხედველობის დაბინდვა, "მცურავი" ლაქების გაჩენა ან მხედველობის ველის შეზღუდვა.
🔹 ნეფროპათია: დიდხანს მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მოგვიანებით კი ვლინდება არტერიული ჰიპერტენზიითა და კიდურების შეშუპებით.
🔹 ნეიროპათია: ყველაზე გავრცელებული გართულებაა და დიაბეტის მქონე პაციენტების 50%-ს უვითარდება! გამოიხატება კიდურებში მგრძნობელობის შეცვლით — დაბუჟებით, წვის, ჩხვლეტის, ტკივილის შეგრძნებით ან მგრძნობელობის დაქვეითებით. ნეიროპათია მნიშვნელოვნად ზრდის დიაბეტური ტერფისა და შემდგომი ამპუტაციის რისკებს.

🔬 როგორ ავირიდოთ თავიდან გართულებები?

აღნიშნული პათოლოგიების დროული იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია:
ყოველწლიურად ოფთალმოლოგთან ვიზიტი 👓
თირკმლის ფუნქციის შეფასება 🧪

💡 განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებდი ელექტრონეირომიოგრაფიაზე (ენმგ), რომელიც ნეიროპათიის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია!

ის აფასებს, თუ როგორ ხდება ნერვული იმპულსის გატარება და გადაცემა ნერვიდან კუნთზე. ეს საშუალებას იძლევა დაზუსტდეს ნეიროპათიის რეალური მიზეზი — ის მართლაც დიაბეტით არის გამოწვეული თუ სხვა პათოლოგიით (მაგალითად: ხერხემლის თიაქრით გამოწვეული რადიკულოპათია, B12 ვიტამინის დეფიციტი თუ სხვა ნევროლოგიური დაავადება).

✨ გახსოვდეთ: დროული სკრინინგი თქვენი ჯანმრთელობისა და მშვიდი მომავლის მთავარი გარანტია!

👩‍⚕️ ნინო აბესაძე — ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

📱 +𝟵𝟵𝟱 𝟯𝟮𝟮 𝟭𝟮 𝟮𝟱 𝟮𝟱
📍 თბილისი, დიღომი, გ. ჟვანიას 𝟳

გისურვებთ ჯანმრთელობას!

13/08/2026

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ორგანიზებით, ნევროლოგებისა და ნეიროქირურგებისთვის
საინფორმაციო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე კლინიკის რადიოლოგიურმა გუნდმა სპეციალისტებს უახლესი ტექნოლოგიური სიახლე გააცნო.

𝗦𝗶𝗲𝗺𝗲𝗻𝘀 𝗠𝗮𝗴𝗻𝗲𝘁𝗼𝗺 𝗩𝗶𝗱𝗮-ს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული 𝗗𝗲𝗲𝗽 𝗥𝗲𝘀𝗼𝗹𝘃𝗲 პროგრამული განახლება დაინერგა, რომელიც კვლევის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს, გამოსახულების ხარისხს კი კიდევ უფრო აუმჯობესებს.

კვლევები ტარდება რეკორდულად მცირე დროში:
🔸თავის ტვინის 𝟯 ტესლა მრტ კვლევა - 𝟮 წუთში
🔸თავის ტვინის 𝟯 ტესლა მრტ კვლევა ანგიორეჟიმით - 𝟰 წუთში
🔸სახსრების 𝟯 ტესლა მრტ კვლევა - 𝟭𝟬 წუთში
🔸ხერხემლის სეგმენტის 𝟯 ტესლა მრტ კვლევა - 𝟴 წუთში
🔸მთლიანი ხერხემლის სვეტის 𝟯 ტესლა მრტ კვლევა - 𝟮𝟱 წუთში
🔸მთლიანი სხეულის სკრინგული 𝟯 ტესლა მრტ კვლევა - 𝟮𝟱 წუთში

უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ მეტი კონფერენციის შესახებ.

📱 +𝟵𝟵𝟱 𝟯𝟮𝟮 𝟭𝟮 𝟮𝟱 𝟮𝟱
📍 თბილისი, დიღომი, გ. ჟვანიას 𝟳

გისურვებთ ჯანმრთელობას!

📢 სპეციალური შეთავაზება ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის!კლინიკა „ახალი სიცოცხლისა“ და ლიბერთი ბანკის პა...
04/08/2026

📢 სპეციალური შეთავაზება ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის!

კლინიკა „ახალი სიცოცხლისა“ და ლიბერთი ბანკის პარტნიორობით, სოციალური ბარათის მფლობელებისთვის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

გადაიხადე ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათით კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და ისარგებლე განსაკუთრებული პირობებით:

✅ 100%-იანი ფასდაკლება (უფასო ვიზიტი):
• ნევროლოგი;
• ანგიოლოგი.

✅ 50%-იანი ფასდაკლება:
• ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაცია (მათ შორის ონკოლოგის კონსულტაცია).

✅ 20%-იანი ფასდაკლება ყველა ტიპის ტექნოლოგიურ დიაგნოსტიკაზე (როგორც სრული ღირებულებიდან, ისე ნაწილობრივი თანაგადახდისას):
• რენტგენი და ულტრაბგერა (ექოსკოპია);
• კომპიუტერული ტომოგრაფია (CT);
• მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), მათ შორის ანესთეზიით;
• ელექტრონეირომიოგრაფია და ელექტროენცეფალოგრაფია;
• ენდოსკოპიური კვლევები: გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია, პროქტოსკოპია, ლარინგოსკოპია, სიგმოიდოსკოპია;
• კარდიოლოგიური კვლევები: ექოკარდიოგრაფია, ეკგ, ჰოლტერი, ტრედმილი;
• მამოგრაფია (2D და 3D ტომოსინთეზით);
• სპირომეტრია, კოლპოსკოპია, დერმატოსკოპია, აუდიომეტრია, ტიმპანომეტრია.

✅ 50%-იანი ფასდაკლება დღის სტაციონარული სერვისების თანაგადახდაზე:
• ვენების ლაზერული აბლაცია;
• პოლიპექტომია;
• ბიოფსიები ი/ვ ანესთეზიით;
• ლიპომის და ათერომის ამოკვეთა.

📱კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით:
𝟬𝟯𝟮 𝟮𝟭𝟮 𝟮𝟱 𝟮𝟱
📍მისამართი: თბილისი, დიღომი, გ. ჟვანიას N𝟳

გისურვებთ ჯანმრთელობას!

31/07/2026

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აგრძელებს მოსახლეობაზე ზრუნვას.

ამჯერად კლინიკის ექიმებმა საზღვრისპირა სოფელ ტყვიავში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გამართეს. აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, უფასოდ მიეღო სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაცია და საჭირო მედიკამენტები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობას სამედიცინო სერვისებზე წვდომა შეზღუდული აქვს.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.

📱 +𝟵𝟵𝟱 𝟯𝟮𝟮 𝟭𝟮 𝟮𝟱 𝟮𝟱
📍 თბილისი, დიღომი, გ. ჟვანიას 𝟳

გისურვებთ ჯანმრთელობას!

30/07/2026

ხერხემლის სეგმენტის 𝟯 ტესლა მრტ კვლევა - მხოლოდ 𝟴 წუთში!

მთლიანი ხერხემლის სვეტის 𝟯 ტესლა მრტ კვლევა - 𝟮𝟱 წუთში!

ეს რეალობაა , მხოლოდ კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში’’!

Deep Resolve - უნივერსალური, უნიკალური ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით აღჭურვილი 𝟯 ტესლა მრტ აპარატი 𝗦𝗶𝗲𝗺𝗲𝗻𝘀 𝗠𝗔𝗗𝗡𝗘𝗧𝗢𝗠 𝗩𝗜𝗗𝗔 𝟯𝗧

კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“, სადაც თანამედროვე ტექნოლოგია და პროფესიონალიზმი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურშია!

📱 +𝟵𝟵𝟱 𝟯𝟮𝟮 𝟭𝟮 𝟮𝟱 𝟮𝟱
📍 თბილისი, დიღომი, გ. ჟვანიას 𝟳

გისურვებთ ჯანმრთელობას!

29/07/2026

სახსრების 3 ტესლა მრტ კვლევა მხოლოდ 10 წუთში.

ეს რეალობაა კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში’’.

ტარდება ყველა სახსრის გამოკვლევა სწრაფად, კომფორტულ გარემოში .

𝗗𝗲𝗲𝗽 𝗥𝗲𝘀𝗼𝗹𝘃𝗲 - ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის პროგრამა - მინიმალურ დროში მაქსიმალურად იდეალური გამოსახულება!

კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“, სადაც თანამედროვე ტექნოლოგია და პროფესიონალიზმი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურშია!

📱 +𝟵𝟵𝟱 𝟯𝟮𝟮 𝟭𝟮 𝟮𝟱 𝟮𝟱
📍 თბილისი, დიღომი, გ. ჟვანიას 𝟳

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ 𝟯.𝟬 ტესლა მრტ აპარატს ინოვაციური 𝗗𝗲𝗲𝗽 𝗥𝗲𝘀𝗼𝗹𝘃𝗲 (ხელოვნური ინტელექტის - 𝗔𝗜 პროგრამა) დაემატა. ეს...
28/07/2026

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ 𝟯.𝟬 ტესლა მრტ აპარატს ინოვაციური 𝗗𝗲𝗲𝗽 𝗥𝗲𝘀𝗼𝗹𝘃𝗲 (ხელოვნური ინტელექტის - 𝗔𝗜 პროგრამა) დაემატა. ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაქსიმალურად იდეალურ გამოსახულებას მინიმალურ დროში!

⚡ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არასოდეს ყოფილა ასეთი სწრაფი და კომფორტული. იხილეთ კვლევის რეკორდული დროები:

🔸სახსრების 𝟯.𝟬 ტესლა მრტ კვლევა – 𝟭𝟬 წუთში!

🔸ხერხემლის სეგმენტის 𝟯.𝟬 ტესლა მრტ კვლევა – 𝟴 წუთში!

🔸მთლიანი ხერხემლის სვეტის 𝟯.𝟬 ტესლა მრტ კვლევა – 𝟮𝟱
წუთში!

🔸მთელი სხეულის სკრინინგული კვლევა – 𝟮𝟱 წუთში!

🔸თავის ტვინის 𝟯.𝟬 ტესლა მრტ კვლევა - 𝟮 წუთში!

🔸თავის ტვინის 𝟯.𝟬 ტესლა მრტ კვლევა ანგიორეჟიმით - 𝟰 წუთში!

რატომ უნდა აირჩიოთ 𝗗𝗲𝗲𝗽 𝗥𝗲𝘀𝗼𝗹𝘃𝗲 ტექნოლოგია?

✅ უმაღლესი ხარისხის გამოსახულება – 𝗔𝗜 ალგორითმები ზრდის სიზუსტეს დეტალების დონეზე.
✅ უსაფრთხო – არ გამოიყენება მაიონიზებელი გამოსხივება.
✅ ულტრასწრაფი – კვლევის საგრძნობლად შემცირებული ხანგრძლივობა.
✅ მაქსიმალურად კომფორტული – აუდიო-ვიდეო მხარდაჭერა მშვიდი გარემოსთვის.
გადადგით ნაბიჯი ზუსტი დიაგნოსტიკისკენ დროის დაკარგვის გარეშე.

📱 +𝟵𝟵𝟱 𝟯𝟮𝟮 𝟭𝟮 𝟮𝟱 𝟮𝟱
📍 თბილისი, დიღომი, გ. ჟვანიას 𝟳

გისურვებთ ჯანმრთელობას!

22/07/2026

მთელი სხეულის სკრინინგული კვლევის ჩატარება, 𝟯.𝟬 ტესლა მრტ აპარატზე უკვე შესაძლებელი გახდა 𝟮𝟱 წუთში, მხოლოდ კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში’’.

𝗗𝗲𝗲𝗽 𝗿𝗲𝘀𝗼𝗹𝘃𝗲 – ტექნოლოგია 𝗔𝗜 - ჯანმრთელობაზე ზრუნვა არასოდეს ყოფილა ასეთი სწრაფი!

🔸 უმაღლესი ხარისხის გამოსახულება
🔸 უსაფრთხო ( არ გამოიყენება მაიონიზებელის გმოსხივება),
🔸 სწრაფი ( 25 წუთიანი)
🔸 კომფორტული ( აუდიო-ვიდეომხარდაჭერა) კვლევა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისთვის.

პრევენციული კვლევა - ჯანმრთელობაზე ზრუნვის საუკეთესო გზაა!

📱 +𝟵𝟵𝟱 𝟯𝟮𝟮 𝟭𝟮 𝟮𝟱 𝟮𝟱
📍 თბილისი, დიღომი, გ. ჟვანიას 𝟳
გისურვებთ ჯანმრთელობას!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Address

7 Givi Zhvania Street, T'bilisi 0178
Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალი სიცოცხლე/axali sicocxle posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ახალი სიცოცხლე/axali sicocxle:

Shortcuts

Share

Category