08/08/2026
🫀განმეორებითი ოპერაცია გულზე - კლინიკური შემთხვევა
🔹პაციენტს 10 წლის წინ ჩატარებული ჰქონდა აორტული სარქვლის პლასტიკა.
დროის გასვლასთან ერთად განვითარდა აორტული სარქვლის ნაკლოვანება,
რამაც განსაზღვრა განმეორებითი ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა.
🔹 ჩატარებული ჩარევა - აორტული სარქვლის ჩანაცვლება მექანიკური პროთეზით.
🔹 რატომ არის განმეორებითი ოპერაცია მაღალი რისკის?
•წინარე ოპერაციის შედეგად განვითარებული ქსოვილოვანი შეხორცებები
• ანატომიური სტრუქტურების ცვლილება
•ქირურგიული ტექნიკის გაზრდილი სირთულე
•გართულებების მომატებული ალბათობა
🔹 მიუხედავად სირთულეებისა, ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
თანამედროვე მიდგომები და გუნდის გამოცდილება საშუალებას იძლევა,
მაღალი რისკის შემთხვევებშიც მივიღოთ კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგები.
🔹დროული მონიტორინგი;
🔹 სწორი ტაქტიკის შერჩევა;
🔹მულტიდისციპლინური გუნდის
კოორდინირებული მუშაობა;
ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს წარმატებულ საბოლოო შედეგს.
📞 ვიზიტის დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 501 501 105
ან მოგვწერეთ პირადი შეტყობინება
📍 მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №103,