Georgian Association of Pediatric Endocrinology, Diabetes and Bone Health

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Georgian Association of Pediatric Endocrinology, Diabetes and Bone Health

Georgian Association of Pediatric Endocrinology, Diabetes and Bone Health Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Georgian Association of Pediatric Endocrinology, Diabetes and Bone Health, Medical and health, Tbilisi.

26/02/2026

მემკვიდრეობითი მეტაბოლური დაავადებები - დროული დიაგნოზი, კოორდინირებული მართვა

🧪 მემკვიდრეობითი მეტაბოლური დაავადებები წარმოადგენს იშვიათ გენეტიკურ დარღვევათა ჯგუფს, რომლებიც ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას აზიანებს და ხშირად ადრეულ ასაკში ვლინდება.

ამ პაციენტებისთვის გადამწყვეტია:
✔️ დროული დიაგნოზი
✔️ უწყვეტი მონიტორინგი
✔️ ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა

🏥 იაშვილის ჰოსპიტალში მეტაბოლური დაავადებების მართვაში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი:

🔹 პედიატრი
🔹 კლინიკური გენეტიკოსი
🔹 ენდოკრინოლოგი
🔹 ნევროლოგი
🔹 გასტროენტეროლოგი
🔹 ნეონატოლოგი
🔹 ინფექციონისტი
🔹 სპეციალიზებული ექთნები

ჩვენი ერთიანი მუშაობა მიზნად ისახავს გართულებების პრევენციას და ბავშვების ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურ გაუმჯობესებას.

💚 იშვიათი დაავადებები მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებას და გუნდურობას - სწორედ ეს არის ჩვენი ძალა.

📌CGM  სენსორების არჩევა - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ბაზარზე არსებული CGM სისტემის  არჩევისას მთავარი უნდა იყოს უსაფრ...
25/02/2026

📌CGM სენსორების არჩევა - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ბაზარზე არსებული CGM სისტემის არჩევისას მთავარი უნდა იყოს უსაფრთხოება, სიზუსტე და რეგულატორული სანდოობა — არა მხოლოდ ფასი ან რეკლამა.

რა არის MARD?

MARD (Mean Absolute Relative Difference) არის მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ახლოს არის სენსორის მონაცემები “რეალურ” (ლაბორატორიულ/რეფერენს) გლუკოზასთან.

რაც უფრო დაბალია MARD, მით უფრო მაღალია სენსორის სიზუსტე !

✅რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ სენსორი?

სენსორის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ:

✅რეგულატორული დამტკიცება (FDA / CE / თქვენი ქვეყნის რეგისტრაცია)

✅ასაკობრივი დაშვება (ბავშვი/მოზარდი/ზრდასრული)

✅სიზუსტე (MARD)

✅warm-up დრო (რამდენ ხანში იწყებს მუშაობას)

✅wear time (რამდენი დღე ძლებს)

✅კალიბრაციას საჭიროებს თუ არა

✅ალარმები/ტენდენციები/აპთან თავსებადობა

✅ინსულინის პომპასთან ინტეგრაცია (თუ საჭიროა)

✅ადგილობრივი ხელმისაწვდომობა და სერვისი - ძალიან მნიშვნელოვანი ⚠️

თუ სენსორს არ აქვს სანდო რეგულატორული დამტკიცება (მაგ. FDA/ევროპული რეგულაცია/ადგილობრივი ოფიციალური ავტორიზაცია), არ უნდა გამოვიყენოთ კლინიკური გადაწყვეტილებებისთვის — განსაკუთრებით ბავშვებში.

📚 ფოტოს წყარო:
ცხრილი აღებულია ISPAD Clinical Practice Consensus Guidelines 2024-ის “Diabetes Technologies: Glucose Monitoring” თავიდან, Table 2 (Comparison of widely available CGM systems), Hormone Research in Paediatrics 2024;97(6):615–635.

18/02/2026

ტიპი 1 დიაბეტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს ყოველდღე უწევს გლუკოზის კონტროლი და ინსულინის დოზის მუდმივი კორექცია. CGM სენსორები (გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგი) ამ კონტროლს რეალურს,უსაფრთხოსა და ზუსტს ხდის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სენსორი უფასოდ გაიცემოდეს ყველა ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანზე, ასაკისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად.

CGM-ის მთავარი სარგებელი არის ის, რომ გლუკოზის მაჩვენებელი მუდმივად და აჩვენებს არა მხოლოდ რიცხვს, არამედ ტრენდს (ზრდის/კლების მიმართულებას). ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ჰიპოგლიკემიის (განსაკუთრებით ღამის და შეუმჩნეველი ჰიპოების) რისკს, რადგან სენსორი წინასწარ აფრთხილებს ადამიანს და ოჯახს გლუკოზის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ. ასევე ეხმარება ჰიპერგლიკემიის უფრო სწრაფად კონტროლში, რაც ამცირებს დეკომპენსაციისა და DKA-ის (დიაბეტური კეტოაციდოზი) რისკს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, CGM ხელს უწყობს HbA1c-ის გაუმჯობესებას, Time in Range-ის ზრდას, ნაკლებ გლუკოზის “მერყეობას” და შესაბამისად ამცირებს დიაბეტის გართულებების (რეტინოპათია, ნეიროპათია, ნეფროპათია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები) განვითარების რისკს. ეს ნიშნავს ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას, ნაკლებ გადაუდებელ ვიზიტს და ნაკლებ ხარჯს ჯანდაცვის სისტემისთვის.

CGM არ არის ფუფუნება — ეს არის დიაბეტის მართვის თანამედროვე სტანდარტი, რომელიც თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანისთვის.

27/01/2026

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Association of Pediatric Endocrinology, Diabetes and Bone Health posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share