10/07/2026
სასიამოვნო სიახლე ✨
ქალბატონი დაკა კაპანაძე არჩეულია ISTH 2026 Workshop-ის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრად.
ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება და შესაძლებლობა, რომ საქართველომ თავისი ადგილი დაიკავოს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში თრომბოზისა და ჰემოსტაზის მიმართულებით.
ISTH 2026 Workshop აერთიანებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსა და ექსპერტებს, რომელთა მიზანია თანამედროვე ცოდნის, გამოცდილებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების გაზიარება კლინიკურ პრაქტიკაში.
ვულოცავთ ქალბატონ დაკას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში. 🇬🇪✨