Natia Batsikadze ნათია ბაციკაძე - სომატური ფსიქოთერაპევტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Natia Batsikadze ნათია ბაციკაძე - სომატური ფსიქოთერაპევტი

Natia Batsikadze ნათია ბაციკაძე - სომატური ფსიქოთერაპევტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Natia Batsikadze ნათია ბაციკაძე - სომატური ფსიქოთერაპევტი, Psychotherapist, Tbilisi.

საქმიანობა:
• ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი " სტიმული" - სხეულზე ორიენტირებული თერაპევტი და ტრენერი;
• ბავშვთა და მოზარდთა, ზრდასრულთა - ფსიქოკონსულტირება, ფსიქოკორექცია, ფსიქოთერაპიის 9 წლიანი გამოცდილება;
• საქართველოში ბიოსინთეზის საერთაშორისო პროგრამის, მესამე ნაკადის, ასისტენტი;
• კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის (კსოფა)- წევრი და ორგანიზაციის ასისტენტი:
• ადრეული განათლების სპეციალური პედაგოგის 7 წლიანი გამოცდილება.

კვალიფიკაცია:

 2020-2023წწ. ბიოსინთეზის საერთაშორისო პროგრამის პირველი სასუპერვიზიო პროგრამა.(ბიოსინთეზის შვეიცარიის ინსტიტუტი.)
 2018-2020წწ. საქართველოში ბიოსინთეზის საერთაშორისო პროგრამის პირველი სბააზისო სასწავლო პროგრამისა. (ბიოსინთეზის სომატური ფსიქოთერაპევტი). –(ბიოსინთეზის შვეიცარიის ინსტიტუტი.)
 2016-2018წწ. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) სამაგისტრო პროგრამა - ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება ( მაგისტრის ხარისხი).
 2015/2016წწ. - ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი "სტიმული" - სტაჟირების პროგრამა "თანამედროვე ფსიქოკონსულტირება".
 2010-2014 წ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU), ( სოციალური მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში).

პროგრამები:
➢ ტრენინგი - „ეფექტური კომუნიკაცია“ - მართე შენი ტვინი NLP-ს მეშვეობით - ავტორი და ტრენერი.
➢ ტრენინგი - " ბავშვთა აგრესიულობის დიაგნოსტიკა და ფსიქოკორექცია" - თანაავტორი და ტრენერი.
➢ რთული ქცევა ბავშვებში - გამომწვევი მიზეზები და მისი მართვა - ავტორი და ტრენერი.
➢ სტაჟირების პროგრამა "თანამედროვე ფსიქოკონსულტირება"-ტრენერი, ფსიქოთერაპევტი.
➢ არტ-თერაპიის სასწავლო და თერაპიული ჯგუფის თანაავტორი და ტრენერი.
➢ ფესტივალის - "სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები ფსიქოთერაპიაში" - ასისტენტი.
➢ სტატიების ავტორი.
➢ სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტის და ჯგუფური თერაპიის მიწვეული სპიკერი.

🤗
02/03/2026

🤗

2025 წელს, უმაგრეს პროგრამაზე რეგისტრაციის დაწყებით, ვასრულებთ.🤗🥰🍾
29/12/2025

2025 წელს, უმაგრეს პროგრამაზე რეგისტრაციის დაწყებით, ვასრულებთ.🤗🥰🍾

ახალი კურსი — რეგისტრაცია დაიწყო!
ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი „სტიმული“ აცხადებს მიღებას კურსზე:
„ფსიქოსომატური მდგომარეობების დიაგნოსტიკა და თერაპია“
თუ გსურს:
✔ ფსიქოსომატიკის სიღრმისეული გაგება;
✔ ფსიქოსომატურ დაავადებებთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნის და უნარების გამომუშავება;
✔ ფსიქოსომატურ მდგომარეობებთან სამუშაო ეფექტური მიდგომების და ტექნიკების შესწავლა;
✔ პროფესიული ზრდა და განვითარება;
✔ მუშაობა ჰუმანურ და უსაფრთხო გარემოში
ეს კურსი შენთვის არის!
• ხანგრძლივობა - 3 თვე
• შეხვედრები — კვირაში ერთხელ
• ხანგრძლივობა — 3,5 საათი
• ღირებულება - თვეში 400 ლარი
• ფორმატი — ოფლაინ
🗓 რეგისტრაცია მიმდინარეობს 1 თებერვლამდე
⚠️ ადგილები შეზღუდულია!
📩 დეტალებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

10/11/2025

თვითზრუნვაზე ორიენტირებულ თერაპიულ ჯგუფზე რეგისტრაცია.
📝🧘‍♂️🧘‍♀️ ,,სხეული, როგორც საიმედო ნავსაყუდელი”
თუ ხარ 18+ და
⬇️➡️ გრძნობ, რომ გიჭირს ჩვენს, Მუდმივად ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია,
➡️ვეღარ უმკლავდები სტრესს, შფოთვას, შიშს და ემოციურ დაძაბულობას,
➡️გიჭირს ჩაძინება, კონცენტრაცია, გრძნობ ქრონიკულ დაღლილობას და ვერ პოულობ რესურსს ყოველდღიური საქმიანობისთვის,
➡️განიცდი სიმყარის და სტაბილურობის ნაკლებობას ან არაარსებობას;
➡️გაქვს უიმედობის განცდა და ენთუზიაზმის ნაკლებობა;
➡️გრძნობ ფიზიკურ და სპაზმურ ტკივილს სხეულის სხვადასხვა არეში, ან გაქვს შეგრძნება თითქოს ის შენ არ გეკუთვნის. მაშინ ეს პროექტი შენთვის არის‼️ შემოგვიერთდი თვითზრუნვის თერაპიულ ჯგუფში, რომელიც შენი კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის დასაწყისი გახდება.
💁‍♀️✅️რას მიიღებთ:
🧘‍♀️ისწავლით სხეულის მოსმენას და მასთან კონტაქტში ყოფნას.
➡️შედეგად, მეტი გაცნობიერებულობა სხეულში მიმდინარე პროცესების მიმართ.
✅️აღმოაჩენთ თქვენში უკვე არსებულ და ახალ რესურსებს;
✅️შეძლებთ საკუთარი პირადი საზღვრების სწორად დაცვას;
✅️და მარტივად გაუმკლავდებით შიშს და შფოთვას;
✅️გაიგებთ, როგორ შეამციროთ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება სხეულში;
✅️როგორ მოახდინოთ გონების და სხეულის ინტეგრაციადა აქციოთ სხეული რესურსად;
💆‍♀️💃გაიუმჯობესებთ საერთო განწყობას და თვითაღქმას.
🤸‍♂️🧘‍♀️🫂ტრენინგზე დაგხვდებათ უსაფრთხო, კომფორტული და მიმღებლური გარემო, სადაც შეგეძლებათ საკუთარი თავი გამოხატოთ თავისუფლად, აკეთოთ ის, რასაც იშვიათად ან საერთოდ არ აკეთებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეივსოთ რესურსებით, რომელსაც ყოველი შეხვედრიდან მიიღებთ.
🕖ხანგრძლიობა 2 - 2,5 სთ.
რეგისტრაციის ბოლო თარიღი: 18 ნოემბერი 19:00 საათი. შეხვედრების რაოდენობა 12+2 (12 - ჯგუფური; 2 - ინდივიდუალური სესია). ღირებულება: ერთიანი წინასწარი გადახდით: 600 ₾- ყოველთვიური გადახდით: 260 ₾ თვეში

06/09/2025

ჩვენ დავბრუნდით!😇🥰

ძალიან აქტუალური და სასარგებლო ტრენინგი🤗
29/08/2025

ძალიან აქტუალური და სასარგებლო ტრენინგი🤗

⁉️რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი აგრესიულად იქცევა?
ხშირად პირველი იმპულსია – „გავაჩერო!“
მაგრამ სინამდვილეში აგრესია ხშირად არა ზიანის მიყენების სურვილია, არამედ შველის ძახილი.
შეიძლება ბავშვი:
📌თავს დაუცველად გრძნობს;
📌ვერ პოულობს სიტყვებს, რომ გამოხატოს საკუთარი ემოცია;
📌ან უბრალოდ არ იცის, როგორ მოიქცეს, როდესაც რაღაცა რთულია მისთვის.
ხშირად აგრესია არა პრობლემა, არამედ სიმპტომია.
⁉️ტრენინგზე ვისწავლით, როგორ გავიაზროთ ბავშვების ქცევების უკან არსებული მესიჯი — არა მხოლოდ დავინახოთ აგრესია, არამედ გავიგოთ, რას გვეუბნება ის.
და როცა ვუსმენთ სწორად — ბავშვი იჯერებს: „ჩემს გრძნობებს ხედავენ და ეს უსაფრთხოა.“
📣 ვისთვის არის ეს ტრენინგი?
✏️ფსიქოლოგებისთვის
✏️მშობლებისთვის
✏️პედაგოგებისთვის
✏️სოციალური მუშაკებისთვის
✏️ექიმებისთვის
✏️ყველასთვის, ვისაც ბავშვთა ფსიქოლოგიის სიღრმისეულად შესწავლა სურს!
📣 უნიკალური შესაძლებლობა ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის!
💬 გაიარეთ ინტენსიური ტრენინგ-კურსი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც მუშაობს ან აპირებს მუშაობას ბავშვებთან!
💬ხანგრძლივობა: 3 თვე
💬პირველი შეხვედრა 1 სექტემბერს!
გრაფიკი: სამშაბათი–ხუთშაბათი, 19:00 საათზე, ონლაინ (Zoom)
📣 ყოველი შეხვედრა მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ტექნიკებს — ხატვა, ზღაპარი, თამაში, ქვიშის თერაპია და სხვა ექსპრესიული მეთოდები
თემატიკა:
✏️განვითარების ეტაპები და სეპარაციის პროცესები;
✏️აღზრდის სტილები და მათი გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე;
✏️ტემპერამენტი და რეგულაციის ინსტრუმენტები — სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ელემენტებით;
✏️თვითშეფასება: როგორ ყალიბდება და როგორ შევუწყოთ ხელი ჯანსაღ განვითარებას;
✏️ემოციები და ემოციური ინტელექტი;
✏️აგრესია ბავშვთა ასაკში — როგორ ვმართოთ სწორად;
✏️შიშები და შფოთვა;
✏️მანიპულაციები და მათი ჯანსაღი ალტერნატივა;
✏️ფსიქოსომატური გამოვლინებები;
✏️სოციალიზაცია და მისი სირთულეები
და სხვა აქტუალური საკითხები ყოველდღიური პრაქტიკიდან
📌 ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
📌 ღირებულება: 900 ლარი (შესაძლებელია გადახდა სამ ნაწილად)
📌 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
🚸📣🔔🖊

20/08/2025

10 სექტემბრიდან
ფსიქოკონსულტირებისთვის მხოლოდ ბაკალავრის დიპლომი არ არის საკმარისი, აუცილებელია კვალიფოკაციის ხარისხიანი ამაღლება. ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი პროგრამა, სადაც პრაქტიკოსი ფიქოლოგები 12 სასწავლო თვის განმავლობაში ასწავლიან იმ ძირითად მიდგომებს, რომელიც თანამედროვე კონსულტირებაში გამოიყენება და ასევე ეხმარებიან დამწყებ კოლეგებს იმ უნარების ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია ფსიქოკონსულტირებისთვის.
ამისთვის რამდენიმე მიდგომას ვიყენებთ:
ქეისების განხილვა და თერაპიული ამოცანების ამოხსნა;
დემონსტრაციული სესიების ჩატარება;
აკვარიუმის სისტემით მუშაობა და სუპეევიზია;
პროგრამა ასევე მოიცავს თეორიულ კურსს, რომელიც აყალიბებს თერაპიულ ხედვას და ქმნის საფუძველს შემდგომ
ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი „სტიმული“ იწვევს დამწყებ ფსიქოლოგებს ერთ-წლიანი პროგრამის გასავლელად.
მოცემული პროგრამის საათები გეთვლებათ სამუშაო გამოცდილებაში


იქიდან გამომდინარე რომ ხშირად ისმევა შემდეგი კითხვები პასუხებს დავდებთ აქაც:
შეხვედრები ჩატარდება 2-ჯერ კვირაში,დღის საათებში. თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი.
ყოველთვიური გადასახადი- 400 ლარი,სტუდენტებისთვის- 330 ლარი.
სრული კურსის ხანგრძლივობა-12 თვე.
ამ ტრენინგის გავლა შეუძლიათ პირებს 22 წლიდან.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას.
მიღებული გამოცდილების გამოყენება შესაძლებელია ძირითად დიპლომთან ერთად.
წარჩინებულ მონაწილეებს რეკომენდაციას ვუწევთ და ხელს ვუწყობთ დასაქმებაში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
რისთვის არის საჭირო სტაჟირება ფსიქოლოგებისთვის?
- დამწყები ფსიქოლოგები, რომლებსაც არ აქვთ პრაქტიკა, განიცდიან პროფესიულ სირთულეებს - მათ აქვთ მუშაობის დაწყების სურვილი, მაგრამ არ გააჩნიათ ამისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და ტექნიკური ბაზა. სწორედ ამ უნარ-ჩვევების გამომუშავება და ფსიქოტექნოლოგიების შესწავლა ხდება სტაჟირების პროგრამაში.
რა სირთულეებს განიცდის ახალბედა სპეციალისტი?
- კლიენტის/პაციენტის დაკვეთის ჩამოყალიბება;
- ქვეცნობიერი ნდობის მოპოვება (რაპორტი);
- ტრენინგებსა და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება;
- პროცესის ქაოტურობა და სტრუქტურის არარსებობა;
- სწორი სიღრმის და ტექნიკის შერჩევა;
- საკუთარი პრობლემების გადატანა კლიენტზე;
- ადამიანთან მუშაობის დაწყების შიში...
რას მიიღებს ჩვენი სტაჟიორი?
- უკვე მიღებული თეორიული ბაზის ახალ ხედვას;
- უფრო ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ბაზას;
- ტრენერებისა და ჯგუფის მხარდაჭერას;
- უსაფრთხო სივრცეს მუშაობისთვის და შეცდომის დაშვების უფლებას;
- საკუთარ თავზე მუშაობის შესაძლებლობას;
- საკუთარი მუშაობის ანალიზსა და რეკომენდაციებს.
ვის შეუძლია პროგრამის გავლა?
- ფსიქოლოგებს;
- ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს;
- ექიმებს
- ადამიანებს, რომლებიც ისწრაფიან შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.
რითი მთავრდება სტაჟირების პროგრამა?
- სტაჟირების პროგრამის მსვლელობის დროს ხდება მონაწილეების მუშაობის შეფასება;
- შეფასებისა და მოსწრების ანალიზის საფუძველზე გაიცემა პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- წარჩინებული მონაწილეები ღებულობენ რეკომენდაციას, რაც ხელს უწყობს მათ დასაქმებას.
რატომ არის ეს პროგრამა ფასიანი?
მომავალი სპეციალისტების მომზადება არის შრომატევადი და მრავალმხრივი მუშაობა:
- სტაჟირებას ატარებენ მაღალკვალიფიციური ტრენერები;
- პროგრამის დრის სტაჟიორის მთავარი ფუნქციაა პიროვნული და პროფესიული ზრდა და ჩვენს ცენტრში ყოფნის დროს ის ასრულებს მხოლოდ მისთვის სასარგებლო საქმიანობას;
- ჩვენ ვუზრუნველყოფთ სტაჟიორებს სასწავლო მასალით.
ჩვენი მოთხოვნები სტაჟიორების მიმართ:
- მოტივაცია
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- პუნქტუალურობა და გაცდენების მინიმალური რაოდენობა (მაქსიმუმ 12 გაცდენა ერთი წლის განმავლობაში)
- დავალებების შესრულება.
პროგრამის ხანგრძლივობა - 390 აკადემიური საათი
მოდულები:
პროფესიული ეთიკა (გაცნობა, საზღვრები, ვიზუალი, ქეისების განხილვა)
შესავალი ფსიქოთერაპიაში (ფსიქოთერაპიის მოდელი, ნლპ-კომუნიკაცია, ქოუჩინგის ელემენტები)
გეშტალტ-თერაპია (ცხელი სკამი, ორი სკამის მეთოდი, სიზმრებთან მუშაობა, ტრანსული ტექნიკების გამოყენება გეშტალტ-თერაპიაში)
ემოციურ-ხატოვანი ფსიქოთერაპია (კონცეფცია, თერაპიული ტრანსფორმაციები, ტრანსული ტექნიკების გამოყენება ემოციურ-ხატოვან ფსიქოთერაპიაში, მუშაობა ფსიქოსომატურ დაავადებებთან)
განვლილი მასალის შეჯამება, მიღებული ცოდნის სტრუქტურირება და თერაპიულ მუშაობაში ინტეგრაცია, სიტუაციური ამოცანები
არტ-თერაპია (დიაგნოსტიკა და თერაპია ხელოვნების მეშვეობით)
ქვიშით თერაპია (დიაგნოსტიკა და თერაპია ქვიშით თერაპიის მეშვეობით)
განვლილი მასალის შეჯამება, მიღებული ცოდნის სტრუქტურირება და თერაპიულ მუშაობაში ინტეგრაცია, სიტუაციური ამოცანები
ნლპ (პირადი ისტორიის თერაპია, მომავლის ოპტიმიზაცია ტრანსული ტექნიკების მეშვეობით)
სიმბოლდრამა (ძირითადი მოტივები, სიმბოლდრამის ძირითადი პრინციპები, ინდივიდუალური ტრანსული მუშაობა)
პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია დამატებითი მოდული - ფსიქიატრია (21 აკად. სთ).
ტრენერები:
დიანა ნიკოლაიშვილი - ექიმი-ფსიქოთერაპევტი.
ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი „სტიმული“-ს დამფუძნებელი.
სახელმწიფო სერტიფიკატი: სპეციალობა - ფსიქოთერაპია (საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოც. დაცვის სამინისტრო).
ნათია ბაციკაძე - ბიოსინთეზის სომატური და სიღრმეზე ორიენტირებული ფსიქოკოთერაპევტი.
ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი „სტიმული“-ს ფსიქოკონსულტანტი და ტრენერი .
შორენა რაზმაძე - ექიმი ფსიქიატრი.
ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი „სტიმული“-ს მოწვეული სპეციალისტი.
ნინო ღონღაძე - ფსიქოკონსულტანტი. ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი ,,სტიმული"-ს ფსიქოკონსულტანტი და ტრენერი.
ლიკა ცაავა -ბიოსინთეზის სომატური და სიღრმეზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი ,,სტიმულის” ტრენერი.
მელისა სუდაშ - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი ,,სტიმული"-ს კურსდამთავრებული. სხეულზე ორიენტირებული პროგრამის,ბიოსინთეზის დიპლომის მაძიებელი, ნეიროგრაფიკის სპეციალისტი.
ღირებულება - თვეში 400 ლარი სტუდენტებისთვის - 330 ლარი.
დამატებითი ინფორმეციისთვის და ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში თქვენი სურვილის შესახებ.
რეგისტრაციის ნაბიჯები:
1 - გვწერთ პირად შეტყობინებაში თქვენი სურვილის შესახებ
2 - ეწერებით და ესწრებეთ საორგანიზაციო შეხვედრას
3 - გადადიხართ დახურულ ჩატში და ელოდებით ჯგუფის დაწყებას
დამატებითი ინფორმაციისთვის
დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:
598 45 48 08

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Natia Batsikadze ნათია ბაციკაძე - სომატური ფსიქოთერაპევტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share