28/08/2026
მინდა ჩემი წუხანდელი საღამოს ისტორია გაგიზიაროთ,გუშინ მიკბინა ფუტკარმა არ ვიცი როგორ რანაირად მოხვდა ჩემს ქოშზე,თან წინდა მეცვა და როგორც კი ავდექი და ფეხი გადავდგი მიკბინა,ძალიან დამეწვა საშინელი ტკივილი ვიგრძენი.🐝ამ მომენტში ჩაირთო ნეგატიური ფიქრები გამახსებდა წარსულიდან ისტორია სადაც მიკბინა ბზიკმა და მთელი სხეული შემიშუპდა კლინიკაში წასვლა და გადასხმა დამჭირდა .ამ ისტორიის გადათამაშება მოხდა ჩემს გონებაში წარსულის ისტორია გამახსენდა და მომავალში გადავედი ფიქრებით ,დავდგი ჩემს წარმოსახვაში სცენარი ახლა შემიშუპდება ,კლინიკაში წასვლა მომიწევს გადასხმის გაკეთება,კლინიკები ამ დროს გადატვირთულია პანდემიის გამო,რომ არ მოხდეს ჩემი მიღება არ იყოს ადგილები და ვერ ჩავიტარო პროცედურები.ყველაზე საშინელი სცენარი დავდგი ჩემს გონებაში.აქ და ამჟამად კი ყველაფერი კარგად იყო,დავლიე ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი, დავლიე დექსამეტაზონი,დავიდე ფეხზე ყინული და მხოლოდ ადგილობრივ მოხდა შეწითლება.არანაირი შეშუპება არ წავიდა მადლობა უფალს❤🙏
პ.ს რაც მთავარია კიდევ ღამე ფუტკარი ცოტა უძლური ყოფილა და ასევე ვერ მოასწრო ნესტარის დატოვება.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ ერთხელ გადაგვხვდა რაღაც ისტორია არ ნიშნავს რომ მსგავს სიტუაციაში კიდევ აღმოვჩნდებით და ისე განვითარდება მოვლენები.
თუ მსგავსი ისტორია შეგვემთხვა გადავიდეთ მოქმედებაზე და არ დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
#ისტორიისგაზიარება #მემორი #ფსიქოლოგიქეთიქოქაშვილი