01/09/2026
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ულოცავს ექიმს, მეცნიერს, პროფესორსა და საქართველოს ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, გელა ლეჟავას, 90 წლის იუბილეს.
ბატონი გელა ლეჟავას მრავალწლიანი პროფესიული და სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს ჯანდაცვის სფეროს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს უკავშირდება. მის საქმიანობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა სამედიცინო მეცნიერებისა და ნარკოლოგიის მიმართულებების განვითარებაში, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და ახალგაზრდა თაობების მომზადებაში. იკავებდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 1978-1986 წლებში.
დღესაც, 90 წლის ასაკში, ბატონი გელა ლეჟავა აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მუშაობს, რითაც კვლავ აქტიურად ემსახურება სფეროს განვითარებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.
გელა ლეჟავა არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი. მისი პროფესიული ღვაწლი აღინიშნა ღირსების ორდენით.
ვუსურვებთ ბატონ გელას ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.