Topuria Clinic

  • Home
  • Topuria Clinic

Topuria Clinic We specialize in expert care for ear and nose conditions, offering treatments and personalized care.

10/07/2026

ცხვირის სპრეის გარეშე ვერ სუნთქავთ? შესაძლოა თქვენი პრობლება გადიდებული ნიჟარები იყოს!
ზურაბ გიორგაძე საუბრობს ტურბინოპლასტიკის თანამედროვე მეთოდზე.

#ოტორინოლარინგოლოგი #ოტორინოლარინგოლოგია #ცხვირი #ჯანმრთელობა #ცხვირითსუნთქვისგაძნელება

01/06/2026

ცხვირით სუნთქვის გაძნელება - რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს და არის თუ არა რეკომენდებული ცხვირის სპრეების ხანგრძლივი, რეგულარული გამოყენება?

#ოტორინოლარინგოლოგი #ოტორინოლარინგოლოგია #ყური #ცხვირი #ჯანმრთელობა

31/05/2026

რა საფრთხეს შეიცავს ყურსასმენებით მუსიკის ხმამაღლა მოსმენა?

#ოტორინოლარინგოლოგია #ოტორინოლარინგოლოგი #ყური #ჯანმრთელობა #რჩევები

18/05/2026

როგორ ვითარდება ჩირქოვანი სინუსიტი?

13/05/2026

ვსაუბრობთ სინუსიტის და ფრონტიტის გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობაზე

25-26 აპრილს გაიმართა საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა (ENT) ასოციაციის პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც ...
28/04/2026

25-26 აპრილს გაიმართა საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა (ENT) ასოციაციის პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც თოფურიას კლინიკა წარმოდგენილი იყო საკუთარი გამოცდილებითა და ქირურგიული პრაქტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა თანამედროვე ოტორინოლარინგოლოგიის ორი რთული და მაღალტექნოლოგიური მიმართულება:

✔ ოტოგენური წარმოშობის სახის ნერვის პარეზის ქირურგიული მართვა - ტიმპანო-მასტოიდური მიდგომა
✔ შუბლის წიაღის ოსტეომების ენდოსკოპიური ქირურგია

აღნიშნული თემები წარადგინეს თოფურიას კლინიკის ქირურგებმა:
თემო მჭედლიშვილი
ზურა გიორგაძე
ლიზა თოფურია
თანაავტორი: გრიგოლ თოფურია

წარმოდგენილი ნაშრომები ასახავს თანამედროვე ქირურგიული მიდგომების სიზუსტეს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და კლინიკურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ პრაქტიკას.

თოფურიას კლინიკა განაგრძობს აქტიურ ჩართულობას სამეცნიერო და პროფესიულ სივრცეში, რაც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მკურნალობის უახლესი, უსაფრთხო და ეფექტური სტანდარტების დანერგვას.

უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას გეგმავს! 📅 4 და 5 მაისს ჩატარდება ცხვირის პლასტიკური ქი...
16/04/2026

უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას გეგმავს!

📅 4 და 5 მაისს ჩატარდება ცხვირის პლასტიკური ქირურგის კონსულტაციები მოწვეული თურქი ექსპერტ-კონსულტანტის მონაწილეობით.

Profesör Doktor Denizhan Dizdar - - პროფესორი დენიზჰან დიზდარი არის ოტორინოლარინგოლოგიის და სახის პლასტიკური ქირურგიის მაღვალკვალიფიციური ქირურგი, რომელიც მოღვაწეობს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში.

პროფესორის შესახებ:
▪️ დაამთავრა Istanbul University Cerrahpaşa Medical Faculty
▪️ სპეციალიზაცია გაიარა Şişli Etfal Training and Research Hospital-ში
▪️ 2014 წელს გახდა European Board-ის ასოცირებული წევრი (ENT)
▪️ 2020 წელს მიიღო ასოცირებული პროფესორის აკადემიური წოდება
▪️ აქტიურად მუშაობს და მოღვაწეობს Acıbadem Health Group-ში
▪️ არის ევროპული და თურქული ცხვირის პლასტიკური ქირურგიის ასოციაციების წევრი და რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და კვლევებში.

🔹 რას გთავაზობთ?
✔️ ზუსტი დიაგნოსტირება - თქვენთვის კონსულტაციებს ჩაატარებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესორი დენიზჰან დიზდარი თოფურიას კლინიკის ოტორინოლარინგოლოგიურ გუნდთან ერთად.
✔️ რთული შემთხვევების ერთობლივი განხილვა.
✔️ თანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტზე.

მისი პრაქტიკა აერთიანებს, როგორც ფუნქციურ, ასევე ესთეტიკურ მიდგომებს, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივ და ინდივიდუალურ შედეგებს თითოეული პაციენტისთვის.

კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

პირველი ფოტო გადაღებულია ოპერაციის დღეს, ხოლო მეორე ფოტო - 4 დღის შემდეგ.პაციენტი უჩიოდა მხედველობის გაორებას, თვალის არ...
31/03/2026

პირველი ფოტო გადაღებულია ოპერაციის დღეს, ხოლო მეორე ფოტო - 4 დღის შემდეგ.

პაციენტი უჩიოდა მხედველობის გაორებას, თვალის არეში ზეწოლას, ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას.

პაციენტს აღენიშნებოდა დიდი ზომის ეთმოფრონტალური მუკოცელე (სითხით სავსე წარმონაქმნი), რომელიც აწვებოდა ორბიტას. შედეგად პაციენტს განუვითარდა ორბიტის მედიალური კედლის დესტრუქცია და ეგზოფთალმი (თვალბუდიდან თვალის კაკლის პათოლოგიური წინ წამოწევა, რომელიც ვითარდება სხვადასხვა ეტიოლოგიით)

რა სიმპტომები შეიძლება ახლდეს ასეთ შემთხვევას:
• თვალის არეში ზეწოლის ან ტკივილის შეგრძნება
• თვალის წინ წამოწევა (ეგზოფთალმი)
• მხედველობის გაუარესება ან სრული დაკარგვა
• ცხვირის მუდმივი გაჭედვა
• თავის ტკივილი, განსაკუთრებით შუბლისა და თვალის არეში.

რატომ არის ეს მდგომარეობა რთული?
მუკოცელე ნელა იზრდება და ხშირად საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, ზრდასთან ერთად იგი ზეწოლას ახდენს გარშემო სტრუქტურებზე - განსაკუთრებით თვალბუდეზე და ტვინთან ახლოს მდებარე ქსოვილებზე.
ორბიტის კედლის დესტრუქცია ნიშნავს, რომ პროცესმა უკვე დააზიანა ძვლოვანი სტრუქტურა, რაც ზრდის გართულებების რისკს, მათ შორის მხედველობის დაკარგვის და ინფექციის გავრცელების.

დროული დიაგნოსტიკა და სწორი ქირურგიული მართვა გადამწყვეტია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები და შევინარჩუნოთ პაციენტის სიცოცხლის ხარისხი.

საოპერაციო გუნდი:
• ქირურგი: გრიშა თოფურია
• ანესთეზიოლოგი: თამარ ტყეშელაშვილი
• ანესთეზიოლოგი: ვაკო მახარაძე
• საოპერაციო ექთანი: მზია აფციაური
• ანესთეზიის ექთანი: ნინო გოლოშვილი
• საოპერაციო ექთნის დამხმარე: ქეთევან ოდიშვილი

პაციენტი უჩიოდა სმენის მკვეთრ დაქვეითებას და აღენიშნებოდა ანატომიურად ძალიან ვიწრო სასმენი მილი.დიაგნოზი: ოტოსკლეროზი, თ...
24/03/2026

პაციენტი უჩიოდა სმენის მკვეთრ დაქვეითებას და აღენიშნებოდა ანატომიურად ძალიან ვიწრო სასმენი მილი.

დიაგნოზი: ოტოსკლეროზი, თანდართული ანატომიურად ვიწრო მილით.

პაციენტს ჩაუტარდა ყურის მიკროქირურგია, სმენის აღდგენის მიზნით.

ოტოსკლეროზი არის მდგომარეობა, როცა ყურის პატარა ძვალი - სტაფესი, კარგავს მოძრაობის უნარს.
ამის გამო ხმა ვერ გადაეცემა შიდა ყურში და ვითარდება სმენის დაქვეითება.

სიმპტომები:
• სმენის თანდათანობით დაქვეითება (ჩვეულებრივ ერთ ყურში იწყება)
• ყურში შუილი ან ხმაური (ტინიტუსი)
• პაციენტს საკუთარი ხმა ზედმეტად ხმამაღლა ესმის
• იშვიათად თავბრუსხვევა

მიზეზები:
• ხშირად მემკვიდრეობითია
• შესაძლოა გამოიწვიოს ჰორმონალურმა ცვლილებებმა (მაგ. ორსულობა)
• ზუსტი გამომწვევი ჯერ ბოლომდე უცნობია

დიაგნოსტიკა:
• სმენის ტესტი (აუდიომეტრია)
• ოტოსკოპია
• საჭიროების შემთხვევაში - კომპიუტერული ტომოგრაფია

მკურნალობა:
1. სმენის აპარატი - სმენას აუმჯობესებს
2. ქირურგიული ოპერაცია - სტაპესის მოძრაობის აღდგენა, უზანგის ჩანაცვლება პროტეზით.

ოტოსკლეროზი პროგრესირებს თანდათან, ამიტომ დროული მონიტორინგი მნიშვნელოვანია.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საოპერაციო გუნდი:

• ქირურგი: გრიშა თოფურია
• ანესთეზიოლოგი: თამარ ტყეშელაშვილი
• ანესთეზიოლოგი: ვაკო მახარაძე
• საოპერაციო ექთანი: მზია აფციაური
• ანესთეზიის ექთანი: ნინო გოლოშვილი
• საოპერაციო ექთნის დამხმარე: ქეთევან ოდიშვილი

13 თებერვალს ვუმასპინძლეთ პროფესორ  Ali Cemal Yumusakhuylu-ს, რომელიც  სტამბულში ყველაზე დიდი Memorial Hospital-ის ოტორი...
13/02/2026

13 თებერვალს ვუმასპინძლეთ პროფესორ Ali Cemal Yumusakhuylu-ს, რომელიც სტამბულში ყველაზე დიდი Memorial Hospital-ის ოტორინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
შეხვედრაზე განვიხილეთ მაღალტექნოლოგიური ოპერაციების მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

Address

Tbilisi, Nodar Bokhua Str 21

0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Topuria Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share