31/03/2026
პირველი ფოტო გადაღებულია ოპერაციის დღეს, ხოლო მეორე ფოტო - 4 დღის შემდეგ.
პაციენტი უჩიოდა მხედველობის გაორებას, თვალის არეში ზეწოლას, ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას.
პაციენტს აღენიშნებოდა დიდი ზომის ეთმოფრონტალური მუკოცელე (სითხით სავსე წარმონაქმნი), რომელიც აწვებოდა ორბიტას. შედეგად პაციენტს განუვითარდა ორბიტის მედიალური კედლის დესტრუქცია და ეგზოფთალმი (თვალბუდიდან თვალის კაკლის პათოლოგიური წინ წამოწევა, რომელიც ვითარდება სხვადასხვა ეტიოლოგიით)
რა სიმპტომები შეიძლება ახლდეს ასეთ შემთხვევას:
• თვალის არეში ზეწოლის ან ტკივილის შეგრძნება
• თვალის წინ წამოწევა (ეგზოფთალმი)
• მხედველობის გაუარესება ან სრული დაკარგვა
• ცხვირის მუდმივი გაჭედვა
• თავის ტკივილი, განსაკუთრებით შუბლისა და თვალის არეში.
რატომ არის ეს მდგომარეობა რთული?
მუკოცელე ნელა იზრდება და ხშირად საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, ზრდასთან ერთად იგი ზეწოლას ახდენს გარშემო სტრუქტურებზე - განსაკუთრებით თვალბუდეზე და ტვინთან ახლოს მდებარე ქსოვილებზე.
ორბიტის კედლის დესტრუქცია ნიშნავს, რომ პროცესმა უკვე დააზიანა ძვლოვანი სტრუქტურა, რაც ზრდის გართულებების რისკს, მათ შორის მხედველობის დაკარგვის და ინფექციის გავრცელების.
დროული დიაგნოსტიკა და სწორი ქირურგიული მართვა გადამწყვეტია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები და შევინარჩუნოთ პაციენტის სიცოცხლის ხარისხი.
საოპერაციო გუნდი:
• ქირურგი: გრიშა თოფურია
• ანესთეზიოლოგი: თამარ ტყეშელაშვილი
• ანესთეზიოლოგი: ვაკო მახარაძე
• საოპერაციო ექთანი: მზია აფციაური
• ანესთეზიის ექთანი: ნინო გოლოშვილი
• საოპერაციო ექთნის დამხმარე: ქეთევან ოდიშვილი