გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი

გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, Hospital, T. Gudava Street, N4 (ლისის წრესთან), Tbilisi.

ცენტრის მიზანს წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დღეს მსოფლიოში დამკვიდრებული ყველაზე მაღალი სტანდარტების დანერგვა და განვითარება.

აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია პროფესიული კეთილსინდისიერება, მაღალი პროფესიონალული სტანდარტები, სათანადო მრავალწლიანი გამოცდილება, პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა, მკურნალობის მაქსიმალური უსაფრთხოება/კომფორტულობა.

ცენტრი უზრუნველყოფს ყველა სახის ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური პრობლემის მკურნალობას და მართვას. ცენტრის პრიორიტეტულ მიმართულებას განეკუთვნება სტრესი და სტრესთან დაკავშირებული პრობლემები – შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევები, ფობიები (შიშები), ქცევითი აშლილობები, ადაპტაციის დარღვევები, სოციალური ფობიები, კვებითი დარღვევები, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ა.შ.

ჩვენს ცენტრში ფუნქციონირებს მრავალფეროვანი სერვისები, რომლებიც სრულ ინტეგრაციაშია ერთმენეთთან, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პიროვნების “ფსიქოლოგიური კეთილდღეობის” და სოციალური ფუნქციონირების სრულფასოვან აღდგენას.

ცენტრში მკურნალობის ხარისხს უზრუნველყოფენ ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით საქართველოს წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.
ცენტრის დამფუძნებელია გუგა (გიორგი) სიხარულიძე რომელსაც, გააჩნია კლინიკურ, სამეცნიერო თუ პედაგოგიურ საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილება. გუგა სიხარულიძე არის საქართველოში პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანადამფუძნებელი.

ცენტრის ფსიქოთერაპიულ და ფსიქორეაბილიტაციურ მიმართულებას უძღვება ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი ნანა მამულაშვილი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ფსიქოთერაპიული ასევე ფსიქოდიაგნოსტიკური და სექსოლოგიური მიმართულებით.

ცენტრში დღის სტაციონარულ მიმართულებას უძღვება ექიმი – ფსიქიატრი სოფო სალია, რომელსაც გააჩნია აღნიშნული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება.

გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში ხორციელდება შემდეგი სახის სერვისები: სამედიცინო (დიაგნოსტიკა/მკურნალობა), ფსიქოთერაპია (ინფდივიდუალური/ჯგუფური/ოჯახური), ფსიქოდიაგნოსტიკა, პიროვნების კვლევა (პიროვნების ფსიქოლოგიური პროფილი), ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, არტ_თერაპია.

ცენტრი თანამშრომლობს საქართველოში არსებულ წამყვან კლინიკებთან თუ სამედიცინო ცენტრებთან.

ცენტრის ბენეფიციარებს მოწვეული სპეციალისტების სახით კონსულტაციას უწევენ სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეიალისტები.

ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს სამეცნიერო მიმართულება, სადაც ის თანაშრომლობს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ უცხოელ მეცნიერებთან და უნივერსიტეტებთან.

ცენტრი ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების უწყვეტ განათლებაზე და კვალიფიკაციის შემდგომ ამაღლებაზე.

ცენტრში ასევე ფუნქციონირებს საგანმანათლებლო მიმართულება ფსიქოლოგიის სტუდენტებისათვის თუ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

01/09/2026

მავნეა თუ არა მარტოობა ფსიქიკისთვის? | #6

როდესაც ადამიანს მუდმივად აქვს განმარტოების სურვილი, ეს უკვე მენტალური პრობლემის მანიშნებელია.

პროექტის „100 კითხვა ფსიქიატრს“ მორიგ ეპიზოდში ექიმი-ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე საუბრობს მარტოობის ნეგატიურ გავლენასა და ორგანიზმში მიმდინარე იმ ქიმიურ პროცესებზე, რომლებსაც იზოლაცია იწვევს.

🔴 გაიგეთ მეტი, თუ როგორ იცავს სოციალური ურთიერთობები ჩვენს ფსიქიკას სტრესისგან 👇

#100კითხვაფსიქიატრს #მარტოობა #სტრესი #მენტალურიჯანმრთელობა #ფსიქიატრია #ფსიქოლოგია

25/08/2026

რა იწვევს სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას? ექიმი-ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე ორ მთავარ ფაქტორს გამოყოფს: მუდმივი ნეგატიური საინფორმაციო ნაკადი და ტვინის მიერ სიამოვნების მიღების არასწორი მექანიზმები.

გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესი და როგორ დავიცვათ საკუთარი მენტალური კეთილდღეობა ტოქსიკური შინაარსისგან.
🎥 სრული ვიდეოს სანახავად გადადით ჩვენს YouTube არხზე - “როცა კლინიკა იკეტება”

#100კითხვაფსიქიატრს

20/08/2026

იცოდით, რომ ძილის ერთ-ერთ კონკრეტულ ფაზაში ჩვენი ტვინი ტოქსიკური ნივთიერებებისგან თავისუფლდება?
გაიგეთ მეტი იმ 3 მთავარი ფაქტორის შესახებ, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობას განაპირობებს.
🎥 სრული ვიდეოს სანახავად გადადით ჩვენს YouTube არხზე: “როცა კლინიკა იკეტება”

17/08/2026

გადამდებია თუ არა დეპრესია?

ექიმი-ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე განმარტავს დეტალებს პროექტის „100 კითხვა ფსიქიატრს“ მორიგ ეპიზოდში.

🎥 სრული ვიდეოს სანახავად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი - "როცა კლინიკა იკეტება".

14/08/2026

რატომ არ შეიძლება ვიყოთ მუდმივად ბედნიერები?

პროექტის „100 კითხვა ფსიქიატრს“ მორიგ ეპიზოდში, ექიმი-ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე ბედნიერების რეალურ არსზე საუბრობს.

🔴 სრული პასუხის მოსასმენად გადადით ჩვენს YouTube არხზე - "როცა კლინიკა იკეტება"

12/08/2026

დეპრესია სისუსტეა თუ უნებისყოფობა?

რა ქიმიური პროცესები განაპირობებს ჩვენი ფსიქიკის ფუნქციონირებას?

🎥 კითხვაზე სრული პასუხი იხილეთ ჩვენს YouTube არხზე - "როცა კლინიკა იკეტება"

10/08/2026

„დეპრესია ნებისყოფის სისუსტეა.“ „პანიკის შეტევისგან შეიძლება მოკვდე.“ „ფსიქიკური აშლილობა არ იკურნება.“ „ანტიდეპრესანტი პიროვნებას ცვლის.“

ოთხივე მტკიცება მცდარია. და მაინც, ოთხივე დღემდე აშორებს ადამიანებს დახმარებას და პრობლემასთან მარტო ტოვებს.

სწორედ მითებისა და ფაქტების გასამიჯნად შეიქმნა ახალი ფსიქოსაგანმანათლებლო პროექტი - „100 კითხვა ფსიქიატრს“.

100-ნაწილიანი ვიდეოსერიის ფარგლებში ექიმი-ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე პასუხობს შეკითხვებს, რომლებიც 20-წლიანი კლინიკური პრაქტიკის განმავლობაში პაციენტებისგან დაგროვდა: დეპრესიიდან და შფოთვიდან მედიკამენტებთან დაკავშირებულ მითებამდე, ძილის დარღვევებიდან თერაპიის თანამედროვე მეთოდებამდე.

არავითარი რთული სამედიცინო ტერმინი. მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტები, ცოცხალი ანალოგიები და პრაქტიკული რჩევები.

ამ ას კითხვას შორის, ალბათ, თქვენიც მოიძებნება.

🔗 გამოიწერეთ ჩვენი YouTube-არხი „როცა კლინიკა იკეტება“ და არ გამოტოვოთ ახალი ეპიზოდები.

ფსიქიკური ჯანმრთელობა ცოდნით იწყება.

#100კითხვაფსიქიატრს #ფსიქიკურიჯანმრთელობა #მენტალურიჯანმრთელობა #ფსიქიატრია

05/08/2026

როგორ მოქმედებს მელატონინის დეფიციტი ძილსა და ტვინის განმტვირთავ პროცესებზე? 🌙

პოდკასტის ამ ეპიზოდში ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მელატონინის მაღალი დონე ახალგაზრდებში, რა გავლენას ახდენს სმარტფონების ყვითელი და ლურჯი შუქი ჩვენს ორგანიზმზე და როგორ უნდა ვერიდოთ ძილის წინ ეკრანებს.

სრული პოდკასტი იხილეთ ჩვენს Youtube არხზე.

27/07/2026

რატომ არ აქვს ანტიდეპრესანტს მყისიერი ეფექტი და როგორ მუშაობს მედიკამენტური თერაპია ტვინის რეცეპტორებზე? 💊

სრული პოდკასტი იხილეთ ჩვენს Youtube არხზე.

20/07/2026

როგორ უნდა ითანამშრომლონ ფსიქიატრმა და ნევროლოგმა პაციენტის მკურნალობისას? რა როლს ასრულებს მათი ერთობლივი ჩართულობა კომპლექსური პრობლემების მოგვარებაში? 🧠

პოდკასტის ამ ეპიზოდში განვიხილეთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მულტიდისციპლინური მიდგომა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

სრული პოდკასტი იხილეთ ჩვენს Youtube არხზე.

Address

T. Gudava Street, N4 (ლისის წრესთან)
Tbilisi
0183

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 11:00 - 17:00
Sunday 11:00 - 17:00

Telephone

+995322440550

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი:

Shortcuts

Share

Category