18/03/2017
" თუ ფიქრობ, რომ #მოწევა-ს თავს ვერასდროს დაანებებ, იქნებ ამ სტატიის შემდეგ მაინც დაკარგო მოწევის სურვილი. გაუფრთხილდი შენსა და გარშემომყოფების #ჯანმრთელობა-ს!
#თამბაქო-ს მწარე გემოს გადასაფარად ამატებენ ნივთიერებას, რომელიც კარგ გემოს სძენს, ამან კი სულ უფრო მეტი ადამიანი გახადა სიგარეტზე დამოკიდებული.
ამიაკი – ამატებენ, რათა #ნიკოტინი-ს ბოლი სწრაფად გაჯდეს ფილტვებში.
კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი, რომლებიც სიგარეტს უფრო გემრიელსა და არომატულს ხდიან:
ნიკელი – შხამი, რომელიც კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს;
ბენზოლი – გამოიყენება საღებავის შესაქმნელად;
დარიშხანი – თაგვის საწამლავის მოსამზადებლად იყენებენ;
ბუტანი – თხევადი აირი, რომელსაც სანთებელა შეიცავს;
ნახშიროჟანგი – მომწამლავი აირი;
კადმიუმი – ბატარეებისა და აკუმულატორების საწარმოებლად გამოიყენება;
ციანიდი – მომაკვდინებელი შხამი;
DDT – მომაკვდინებელი გაზი;
ეთილის ფუროატი – აზიანებს ღვიძლს;
ტყვია – ძლიერი მომწამლავი;
ფორმალდეჰიდი – გვამების ბალზამირებისა და შესანახად გამოიყენება;
ნაფტალინი – განმარტება არ სჭირდება;
მეთილიზოციანატი – 1984 წელს, ინდოეთში, მისმა შემთხვევითმა გაჟონვამ 2 000 ადამიანი იმსხვერპლა;
აცეტონი;
სიგარეტზე საუბრისას კი, მხოლოდ სამ შემადგენელ ნაწილს ახსენებენ: ნიკოტინი, ფისი და ნახშიროჟანგი
ნიკოტინი – ძლიერი შხამი, რომლის 1 წვეთი ცხენს კლავს;
ფისი – ნივთიერება რომელიც ფილტვებზე რჩება, შედეგად ფილტვები შავდება და ხველება გეწყებათ;
ნახშიროჟანგი – შხამიანი აირი, რომელიც ხელს უშლის სრულფასოვან სუნთქვას, აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. "
#ნუმოსწევ #ნუმაბოლებ