Dr. Nino Khujadze - ნინო ხუჯაძე

Dr. Nino Khujadze - ნინო ხუჯაძე ბავშვთა და მოზრდილთა ექიმი, თერაპევტ-ქირურგი 🦷

12/09/2026
📌 იცოდით, რომ კბილების არადომინანტური ხელით გახეხვა ტვინისთვის ვარჯიშია ? 🪥➡️ არადომინანტური ის ხელია, რომელსაც ყოველდღი...
08/09/2026

📌 იცოდით, რომ კბილების არადომინანტური ხელით გახეხვა ტვინისთვის ვარჯიშია ? 🪥

➡️ არადომინანტური ის ხელია, რომელსაც ყოველდღიურად ნაკლებად იყენებ.
მაგალითად:
თუ მემარჯვენე ხარ — არადომინანტური ხელი მარცხენაა.
თუ მემარცხენე ხარ — არადომინანტური ხელი მარჯვენაა.
ანუ კბილების არადომინანტური ხელით ხეხვა ნიშნავს, რომ გაიხეხო იმ ხელით, რომლითაც ჩვეულებრივ არ იხეხავ ხოლმე.

➡️ არადომინანტური ხელის გამოყენება აიძულებს ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად და აქტიურად მუშაობას, აუმჯობესებს კოორდინაციასა და მოტორულ კონტროლს.

➡️ შეიძლება თავიდან ცოტა უცნაური და ნელი იყოს, მაგრამ რამდენიმე დღეში ბუნებრივი პროცესი ხდება.

➡️ თუ ყოველთვის ერთი ხელით იხეხავ, შეიძლება ერთი მხარეს უფრო უკეთესი ჰიგიენა იყოს, ვიდრე მეორეში.
ხანდახან არადომინანტური ხელით გახეხვა, ტვინის ნახევარსფეროების გავარჯიშებასთან ერთად, ასევე გეხმარება შეამჩნიო ის ადგილები, რომლის ჰიგიენასაც შედარებით ნაკლებ დროს და ენერგიას უთმობდი

🦷

📌 სკოლაში წასასვლელად ემზადები? ალბათ გრძელი საყიდლების სია უკვე მზად გაქვს 📝🗓️📚🚩 სიას აუცილებლად მიაწერე მნიშვნელოვანი ...
01/09/2026

📌 სკოლაში წასასვლელად ემზადები?
ალბათ გრძელი საყიდლების სია უკვე მზად გაქვს 📝🗓️📚

🚩 სიას აუცილებლად მიაწერე მნიშვნელოვანი პუნქტი :

პროფილაქტიკური ვიზიტი სტომატოლოგთან ✅

🔴 მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ კბილებზე მზრუნველობა, მათი ჯანმრთელობის ხანგრძლივად შენარჩუნება, სწორედ პროფილაქტიკით იწყება 🫶

💥სტომატოლოგის პროფილაქტიკური დათვალიერება მოიცავს:

👉კბილების, ღრძილების და თანკბილვის შემოწმებას.
👉პროფესიულ წმენდას - პიგმენტური, რბილი და მაგარი ნადების მოსაშორებლად.
👉ფტორირებას - მინანქარის გაძლიერებისთვის.
👉ფისურების ჰერმეტიზაციას - მუდმივი საღეჭი კბილების კარიესისგან დასაცავად.
👉ინდივიდუალურ რეკომენდაციებს კვების, სახლის ყოველდღიური ჰიგიენის, ჯანსაღი ჩვევებისთვის.

📌 დაჯავშნე სტომატოლოგთან ვიზიტი და დაიწყე სასწავლო წელი თავდაჯერებულად 🤍🦷

ძლიერი ბიჭები,ზრუნავენ კბილებზე 💪💙🦷გიგი 5 წლის ✨
27/12/2025

ძლიერი ბიჭები,
ზრუნავენ კბილებზე 💪💙🦷

გიგი 5 წლის ✨

ტრენინგი - “გადაუდებელი მდგომარეობების მართვა და პედიატრიული პაციენტების თავისებურებების განხილვა სტომატოლოგიურ პრაქტიკა...
22/12/2025

ტრენინგი - “გადაუდებელი მდგომარეობების მართვა და პედიატრიული პაციენტების თავისებურებების განხილვა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში” 💛

ასეთ ატროფიას(განლევას) განიცდის უკბილო ყბა, დროთა განმავლობაში 👇
22/12/2025

ასეთ ატროფიას(განლევას) განიცდის უკბილო ყბა, დროთა განმავლობაში 👇

📌 პიერ ფოშარი (1678-1761)▪️ ფრანგი ექიმი, თანამედროვე სტომატოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფუძემდებელია.▪️ მი...
20/12/2025

📌 პიერ ფოშარი (1678-1761)

▪️ ფრანგი ექიმი, თანამედროვე სტომატოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფუძემდებელია.

▪️ მის ორტომეულ ნაშრომში, აღწერილია პირის ღრუს ანატომია, კბილებისა და ირგვლივი ქსოვილების დაავადებები და მკურნალობა,
კბილის დაბჟენის ტექნიკა, კბილების ორთოდონტიული და ორთოპედიული მკურნალობა. წიგნი ითვლება თანამედროვე სტომატოლოგიის სრულფასოვან ნაშრომად.

▪️ პრაქტიკაში ფოშარი იყენებდა მესაათების, დალაქების და იუველირების გადაკეთებულ ინსტრუმენეტებს.
კბილის დაბჟენისთვის - ტყვიას, კალას და იშვიათად ოქროს.
არასწორად ამოსული კბილებისთვის- მავთულს, აბრეშუმის ძაფს და ლითონის ფირფიტას.
კბილის დაკარგვის დროს კი- ბუნებრივი ძვლის ბლოკებისგან დამზადებულ კბილებს ამაგრებდა ოქროს მავთულების საშუალებით.

▪️ იგი ამტკიცებდა რომ, შაქარი გამოყოფდა კბილებისთვის საზიანო მჟავას.

▪️ კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, პაციენტებს ზღვის ღრუბლით გამოხეხვას ურჩევდა.

📌 გლუტენი - 👉 არის მცენარეული ცილა, რომელსაც სხვადასხვა მარცვლეული შეიცავს.👉 გლუტენის აუტანლობას "ცელიაკია" ეწოდება და ი...
16/12/2025

📌 გლუტენი -

👉 არის მცენარეული ცილა, რომელსაც სხვადასხვა მარცვლეული შეიცავს.

👉 გლუტენის აუტანლობას "ცელიაკია" ეწოდება და იწვევს: ალერგიულ რეაქციებს, დიარეას, რკინადეფიციტურ ანემიას, ნევროლოგიურ დარღვევებს, თავის ტკივილს, ოსტეოპენია/ ოსტეოპოროზს და ა.შ.

🆘 იცოდით რომ, კბილის პასტაც შეიძლება შეიცავდეს გლუტენს? 😲

კარგად დააკვირდით ანოტაციას, უგლუტენო კბილის პასტას უნდა ქონდეს, ფოტოზე გამოსახულის მსგავსი აღმნიშვნელი ნიშანი.

გისურვებთ ჯანმრთელობას 🤍

კბილების ფერის შეცვლის (დისქოლორიზაციის) მიზეზები 👇
12/12/2025

კბილების ფერის შეცვლის (დისქოლორიზაციის) მიზეზები 👇

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Nino Khujadze - ნინო ხუჯაძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category