კლინიკა კურაციო - Curatio Clinic

კლინიკა კურაციო - Curatio Clinic მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკა ოჯახის ექიმის სერვისით

კურაციო მრვალპროფილური ამბულატორიული კლინიკაა, რომელიც პაციენტებს ისეთი სახის მომსახურებებს უწევს, როგორიცაა: პირადი ექიმი/საოჯახო მედიცინა, პედიატრია, გინეკოლოგია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია, დერმატოლოგია, უროლოგია, ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, კარდიოლოგია, ანგიოლოგია, ფიზიოთერაპია, ტრავმატოლოგია, ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, ულტრასონოგრაფია, რენტგენოგრაფია
ენდოსკოპია, კლინიკური ლაბორატორია და სხვა.

👉 საკვერცხის კიბო - მიზეზები.🔵 ზუსტად არ არის ცნობილი, რა იწვევს საკვერცხის კიბოს, თუმცა ექიმებმა გამოავლინეს გარკვეული ...
01/09/2026

👉 საკვერცხის კიბო - მიზეზები.

🔵 ზუსტად არ არის ცნობილი, რა იწვევს საკვერცხის კიბოს, თუმცა ექიმებმა გამოავლინეს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ზრდის ამ დაავადების განვითარების რისკს.

✔️ საკვერცხის კიბო იწყება მაშინ, როცა საკვერცხის უჯრედებში ან მის სიახლოვეს ჩნდება ცვლილებები (მუტაციები) დნმ-ში. დნმ შეიცავს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიქცეს უჯრედი. ეს ცვლილებები იწვევს უჯრედების სწრაფ ზრდას და გამრავლებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება კიბოს მასა (სიმსივნე). ასეთი უჯრედები არ კვდებიან მაშინაც კი, როცა ნორმალური უჯრედები კვდებიან. ისინი შეიძლება გავრცელდნენ მეზობელ ქსოვილებში ან სხეულის სხვა ნაწილებშიც (მეტასტაზები).
🔺საკვერცხის კიბოს ტიპები

🔺კიბოს ტიპი დამოკიდებულია იმაზე, რომელ უჯრედში იწყება მისი ზრდა. ეს ასევე ეხმარება ექიმს, განსაზღვროს რომელი მკურნალობაა პაციენტისთვის ყველაზე ეფექტური.

• ეპითელური საკვერცხის კიბო - ყველაზე გავრცელებული ტიპი. მას აქვს რამდენიმე ქვეჯგუფი, მათ შორის სეროზული და მუცინოზური კარცინომა.

• სტრომული სიმსივნეები - იშვიათი ტიპია და ჩვეულებრივ უფრო ადრე დიაგნოსტირდება, ვიდრე სხვა ტიპის საკვერცხის კიბო.

• სასქესო უჯრედების სიმსივნეები - ასევე იშვიათია და უმეტესად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება.

🔺პრევენცია

🔻საკვერცხის კიბოს თავიდან ასაცილებლად 100%-იანი გზა არ არსებობს, თუმცა რისკის შემცირება შესაძლებელია:

•განსაზღვრეთ ტაბლეტების გამოყენება - ზოგი კვლევის მიხედვით, კონტრაცეპტული ტაბლეტები ამცირებს საკვერცხის კიბოს რისკს. თუმცა მათაც აქვს გვერდითი ეფექტები, ამიტომ ექიმთან განიხილეთ.

•განიხილეთ თქვენი რისკები ექიმთან - თუ თქვენი ოჯახის წევრს ქონდა ძუძუს ან საკვერცხის კიბო, აუცილებლად უთხარით ექიმს, შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალური ტესტების ჩატარება.
• პროფილაქტიკური ქირურგია - თუ აღმოჩნდება, რომ გაქვთ მაღალი რისკის გენეტიკური ცვლილება, შეიძლება ექიმმა შემოგთავაზოთ საკვერცხეების ამოკვეთა კიბოს თავიდან ასაცილებლად.

👉 ჩაწერისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

✉️[email protected]
🌐https://curatio.ge/ka/
📍ოთარ ლორთქიფანიძე N 31
📞2430101

💙კლინიკა “კურაციო” გილოცავთ მარიანობას!👉🏻შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტო “კურაციოში” დასვენების დღეა!
27/08/2026

💙კლინიკა “კურაციო” გილოცავთ მარიანობას!

👉🏻შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტო “კურაციოში” დასვენების დღეა!

🦠 რესპირატოორული სინციტიური ვირუსი (RSV)👉 რესპირატორული სინციტიური ვირუსი (RSV) იწვევს ფილტვებისა და სასუნთქი გზების ინფ...
25/08/2026

🦠 რესპირატოორული სინციტიური ვირუსი (RSV)

👉 რესპირატორული სინციტიური ვირუსი (RSV) იწვევს ფილტვებისა და სასუნთქი გზების ინფექციებს. ის იმდენად გავრცელებულია, რომ ბავშვების უმეტესობა 2 წლის ასაკამდე ინფიცირდება ვირუსით. რესპირატორული სინციტიური ვირუსით ასევე შეიძლება დაინფიცირდნენ მოზრდილები.
მოზრდილებში და ჯანმრთელ უფროს ბავშვებში RSV-ის სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქია და გაციების ნიშნებს ჰგავს. როგორც წესი, საკმარისია თვითმოვლის მარტივი ღონისძიებები დისკომფორტის შესამსუბუქებლად.

❕რესპირატორულმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინფექცია - მათ შორის ერთ წლამდე ასაკის ჩვილებში (განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებულებში), ხანდაზმულებში, გულისა და ფილტვების დაავადების მქონე პირებში, ან იმ ადამიანებში, ვისაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა (იმუნოკომპრომეტირებული პირები).

👉სიმპტომები
❕რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ინფექციის ნიშნები და სიმპტომები ყველაზე ხშირად ვირუსთან კონტაქტიდან დაახლოებით ოთხიდან ექვს დღემდე ვლინდება. მოზრდილებსა და უფროსი ასაკის ბავშვებში RSV, როგორც წესი, გაციების მსგავს მსუბუქ ნიშნებსა და სიმპტომებს იწვევს. ეს შეიძლება მოიცავდეს:

• ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი
• მშრალი ხველა
• დაბალი ტემპერატურის სიცხე
• ყელის ტკივილი
• ცემინება
• თავის ტკივილი

👉მძიმე შემთხვევებში
❕RSV ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ქვედა სასუნთქ გზებში და გამოიწვიოს პნევმონია ან ბრონქიოლიტი - ეს არის ფილტვებში შესასვლელი მცირე სასუნთქი გზების ანთება. ასეთ შემთხვევებში სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
• სიცხე
• ძლიერი ხველა
• ხიხინი - მაღალი სიხშირის ხმა, რომელიც ჩვეულებრივ ამოსუნთქვისას ისმის
• სწრაფი ან გაძნელებული სუნთქვა - ავადმყოფს ურჩევნია ჯდომა, ვიდრე წოლა
• კანის ლურჯი შეფერვა ჟანგბადის დეფიციტის გამო (ციანოზი)
ჩვილები ყველაზე მძიმედ იტანენ RSV ინფექციას. ჩვილებში მძიმე ფორმის ნიშნებია:
• მოკლე, ზედაპირული და სწრაფი სუნთქვა
• სუნთქვის გაძნელება - გულმკერდის კუნთების და კანის ჩაზნექა ყოველი ამოსუნთქვისას
• ხველა
• ცუდი კვება
• უჩვეულო დაღლილობა (ლეთარგია)
• გაღიზიანება
ბავშვებისა და მოზრდილების უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება 1–2 კვირაში.�
✔️მძიმე ან სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია, რომელიც მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას, შეიძლება განვითარდეს ნაადრევად დაბადებულ ჩვილებში ან გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პირებში.

👉 ჩაწერისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

✉️[email protected]
🌐https://curatio.ge/ka/
📍ოთარ ლორთქიფანიძე N 31

📢 გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში კლინიკა „კურაციო“ ახალ ფილიალს ხსნის მისამართზე: დ. გურამიშვილის გამზირი N55...
21/08/2026

📢 გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში კლინიკა „კურაციო“ ახალ ფილიალს ხსნის მისამართზე: დ. გურამიშვილის გამზირი N55.

🔹ახალი ფილიალი სრული დატვირთვით მოემსახურება პაციენტებს და შესთავაზებს მათ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო სერვისებს.

💧 დეჰიდრატაცია - რას ნიშნავს და როგორ ავიცილოთ თავიდან?👉🏻დეჰიდრატაცია ვითარდება მაშინ, როცა ორგანიზმი მეტ სითხეს კარგავს...
11/08/2026

💧 დეჰიდრატაცია - რას ნიშნავს და როგორ ავიცილოთ თავიდან?

👉🏻დეჰიდრატაცია ვითარდება მაშინ, როცა ორგანიზმი მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს -შედეგად ორგანიზმს არ ჰყოფნის წყალი ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

🔍 მიზეზები:�🔸 არასაკმარისი წყლის მიღება�🔸 ცხელი / ნესტიანი ამინდი და ინტენსიური ოფლიანობა�🔸 ღებინება ან დიარეა�🔸 მაღალი ტემპერატურა (ცხელება) და სხვა დაავადებები�🔸 ინტენსიური ფიზიკური აქტივობა

⚠️ სიმპტომები:�🔸 წყურვილი და პირის სიმშრალე�🔸 შარდვის სიხშირის შემცირება, მუქი ფერის შარდი�🔸 თავბრუსხვევა, სისუსტე�🔸 თავის ტკივილი�🔸 კანის ელასტიურობის დაქვეითება

✅ რჩევები:�🔸 დღის განმავლობაში რეგულარულად მიირთვით წყალი, ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას�🔸 ცხელ ამინდში და ფიზიკური აქტივობისას გაზარდეთ სითხის მიღება�🔸 ავადმყოფობის დროს (განსაკუთრებით ღებინება/დიარეის დროს) მნიშვნელოვანია დამატებითი სითხის მიღება�🔸 აკონტროლეთ შარდის ფერი,რაც უფრო ღია და გამჭვირვალეა, მით უკეთესია ჰიდრატაციის დონე

🏥 როდის მიმართოთ სპეციალისტს:�🔸 დიარეა გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს�🔸 გაძლიერებული სისუსტე, დაბნეულობა ან უჩვეულო ძილიანობა�🔸 სითხის მიღების შეუძლებლობა (ღებინების გამო)�🔸 მაღალი ტემპერატურა (38.9°C-ზე მეტი)

👉 ჩაწერისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📞+ 995 32 243 01 01
📞2430101
✉️[email protected]
🌐https://curatio.ge/ka/
📍ოთარ ლორთქიფანიძე N 31

☀️ მზის ალერგია - რა უნდა იცოდეთზაფხულში კანზე გამოსული წითელი ლაქები, ქავილი ან პაპულები ყოველთვის დამწვრობა არ არის - ...
05/08/2026

☀️ მზის ალერგია - რა უნდა იცოდეთ
ზაფხულში კანზე გამოსული წითელი ლაქები, ქავილი ან პაპულები ყოველთვის დამწვრობა არ არის - შესაძლოა საქმე გქონდეთ მზის ალერგიასთან (ფოტოდერმატიტი).

რატომ ვითარდება?
�კანი მზის სხივების (UV) მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ხდება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს:�🔸 გენეტიკური მიდრეკილებით;�🔸 გარკვეული მედიკამენტების მიღებით (ანტიბიოტიკები, ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი);�🔸 კოსმეტიკური საშუალებებით ან პარფიუმით, რომელიც მზესთან რეაქციაში შედის;�🔸 ზოგიერთი მცენარესთან კონტაქტით მზეზე გასვლამდე.

სიმპტომები:
�✔️ წითელი, შეშუპებული ლაქები ან პაპულები;�✔️ ძლიერი ქავილი, ზოგჯერ წვის შეგრძნება;�✔️ ჩნდება ღია უბნებზე - სახე, კისერი, ხელები, დეკოლტე;�✔️ ვლინდება მზეზე ყოფნიდან წუთებში ან საათებში.

როგორ დავიცვათ თავი?
�🧴 გამოიყენეთ მაღალი SPF-ის მზისგან დამცავი კრემი;�👕 ატარეთ ღია ტანსაცმელი, რომელიც კანს ფარავს;�🕶️ მოერიდეთ პირდაპირ მზეზე ყოფნას 11:00-დან 16:00 საათამდე;�💊 თუ იღებთ მედიკამენტებს, გაარკვიეთ ზრდის თუ არა ისინი მზისადმი მგრძნობელობას.

როდის მიმართოთ ექიმს?
�თუ გამონაყარი არ ქრება რამდენიმე დღეში, ან თან ახლავს ცხელება, შეშუპება თუ ინტენსიური ტკივილი - აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.


👉 ჩაწერისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📞+ 995 32 243 01 01
📞2430101
✉️[email protected]
🌐https://curatio.ge/ka/
📍ოთარ ლორთქიფანიძე N 31

🕷️ ტკიპის ნაკბენი -რა უნდა იცოდეთ?❕ ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით მატულობს ტკიპის ნაკბენის რისკი - ტყეში, პარკებში, მაღ...
03/08/2026

🕷️ ტკიპის ნაკბენი -რა უნდა იცოდეთ?

❕ ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით მატულობს ტკიპის ნაკბენის რისკი - ტყეში, პარკებში, მაღალბალახიან ადგილებში სეირნობისას. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ სწორად.

👇რა უნდა გააკეთოთ ნაკბენის აღმოჩენისთანავე:

• ტკიპა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაშოროთ კანს -არ დაელოდოთ ექიმთან ვიზიტს
• გამოიყენეთ წვრილწვერა პინცეტი, ჩაავლეთ ტკიპას კანთან რაც შეიძლება ახლოს და ფრთხილად, თანაბარი ძალით გამოწიეთ, ისე რომ არ დაატრიალოთ
• ნაკბენის ადგილი დაიბანეთ საპნით და წყლით ან სპირტიანი ხსნარით
• სასურველია ტკიპას ფოტო გადაუღოთ ან შეინახოთ - შეიძლება ექიმს დასჭირდეს ტიპის დასადგენად
❗️როდის მიმართოთ ექიმს:
• თუ ნაკბენის ადგილას გამოჩნდა წითელი, გაფართოებადი გამონაყარი (განსაკუთრებით რგოლისებრი, "ხარის თვალის" ფორმის)
• სიცხის, თავის ტკივილის, კუნთების/სახსრების ტკივილის ან დაღლილობის შემთხვევაში, ნაკბენიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში
• თუ ტკიპის მოცილება სრულად ვერ მოხერხდა
• თუ ჩნდება ნაკბენის არეში ინფექციის ნიშნები - შეშუპება, გამონადენი, ტკივილის გაძლიერება
პრევენცია:
• ტყე-პარკში სეირნობისას ატარეთ ღია ფერის, ხელ-ფეხის დამფარავი ტანსაცმელი
• გამოიყენეთ ტკიპებისგან დამცავი საშუალებები
• სეირნობის შემდეგ საფუძვლიანად შეამოწმეთ სხეული, განსაკუთრებით საფარველიანი ადგილები
ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ჩვენს კლინიკას - დროული რეაგირება ამცირებს გართულებების რისკს.

👉 ჩაწერისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📞+ 995 32 243 01 01
📞2430101
✉️[email protected]
🌐https://curatio.ge/ka/
📍ოთარ ლორთქიფანიძე N 31

💧ჰიპოვოლემიის დროს ადამიანის ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით წყალსა და მარილებს (სოდიუმს). სოდიუმი წარმოადგენს ნივთიერ...
28/07/2026

💧ჰიპოვოლემიის დროს ადამიანის ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით წყალსა და მარილებს (სოდიუმს). სოდიუმი წარმოადგენს ნივთიერებას, რომელსაც ასევე ეწოდება „ელექტროლიტი“.

✔️ჩვეულებრივ, ადამიანის ორგანიზმი შეიცავს ელექტროლიტების ბალანსირებულ რაოდენობას, რაც უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

💧ჰიპოვოლემიას ასევე უწოდებენ დეჰიდრატაციას, რაც არცთუ ისე სწორია, ვინაიდან ეს ორი ტერმინი სითხის სხვადასხვა ტიპის დაკარგვას გულისხმობს:
▫️ჰიპოვოლემია – გულისხმობს წყლისა დაელექტროლიტების კარგვას. ჰიპოვოლემია ვითარდება პირღებინების, დიარეის ან ჭარბი ოფილიანობის დროს. ასეთ დროს არასაკმარისი რაოდენობის სითხისა და ელექტროლიტებს მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
▫️დეჰიდრატაცია – გულისხმობს მხოლოდ წყლის კარგვას ან არასაკმარისი წყლის რაოდენობის მიღებას. დეჰიდრატაცია ვითარდება ჯანმრთელობისისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც ორგანიზმიდან გამოიყოფა ნორმალურზე მეტი რაოდენობით შარდი. ასევე, თუ ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი წყალი.

👉ქვემოთ ჩამოთვლილმა სიმპტომებმა, შესაძლოა გამოიწვიოს ნორმალურზე მეტი რაოდენობით სითხის დაკარგვა, კერძოდ:
▫️პირღებინება
▫️დიარეა
▫️ჭარბი ოფლიანობა
▫️შარდმდენი პრეპარატების გამოყენება

💧ადრეულ სიმპტომებს მიეკუთვნება:
●დაღლილობის შეგრძნება
●კუნთების კრუნჩხვა
●პირის სიმშრალე
●კანის ელასტიურობის დაკარგვა
●თავბრუსხვევა

👨‍⚕️დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვისა და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

✍️ზოგ შემთხვევებში ჰიპოვოლემია თავისით ინკურნება, თუ ორგანიზმი შეწყვეტს წყლისა და ელექტროლიტების კარგვას.

👉მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ორგანიზმს უნდა მიეწოდოს წყალი და ელექტროლიტები. მსუბუქ შემთხვევებში ამის მიღწევა ყველას შეუძლია, კერძოდ:
▫️ელექტროლიტებით გაჯერებული სითხეების მიღება - მაგალითად, „ორალური რეჰიდრატაციის ხსნარების“, ელექტროლიტური სითხეებისა და წვნიანების მიღება. რეკომენდირებულია პატარა პორციების მიღება ყოველ 15-30 წუთში ერთხელ.
▫️საკვების მიღება – რეკომენდირებულია მჭლე ხორცის, ხილის, ბოსტნეულისა და პურის მიღება. თუ ორგანიზმი იღებს მხოლოდ წყალს, ძალიან მნიშვნელოვანია კვებით ხელშეწყობაც, ვინაიდან ამით ორგანიზმს ხელს ვუწყობთ წყლისა და ელექტროლიტური ბალასის შენარჩუნებაში.

👩🏻‍⚕️მწვავე შემთხვევებში, შესაძლოა ჰოსპიტალში მკურნალობა გახდეს საჭირო. სადაც გადასხმის მეშვეობით არეგულირებენ წყლისა და ელექტროლიტების ბალანსს.

👉 ჩაწერისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📞+ 995 32 243 01 01
📞2430101
✉️[email protected]
🌐https://curatio.ge/ka/
📍ოთარ ლორთქიფანიძე N 31

🦠კანის კიბოა ნებისმიერი ავთვისებიანი წარმონაქმნი, როდესაც კანის ნორმალური უჯრედები გარდაიქმნებიან  პათოლოგიურ უჯრედებად....
22/07/2026

🦠კანის კიბოა ნებისმიერი ავთვისებიანი წარმონაქმნი, როდესაც კანის ნორმალური უჯრედები გარდაიქმნებიან პათოლოგიურ უჯრედებად.

👉არსებობს 2 ტიპის კანის კიბო: მელანომა და არა-მელანომური.

▫️კანის კიბოს არა-მელანომური ფორმები მარტივად ინკურნება.
ახასიათებს ნელი მიმდინარეობა.

❗️მაგრამ თუ არ ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა, ზოგიერთი არა-მელანომური კანის კიბო შესაძლოა გაიზარდოს და გავრცელდეს ორგანიზმში.

არა-მელანომური კანის კიბო შესაძლოა კანის ზედაპირზე, ნებისმიერ ადგილზე წარმოიქმნას. ხშირად გვხდება სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებზედაც უფრო ხშირია მზის სხივების ზემოქმედება. კერძოდ,
▫️თავზე, სახეზე, ყელზე, ხელებსა და ფეხებზე.

☀️უმრავლეს შემთხვევაში კანის კიბოს გამომწვევი მიზეზია მზის სხივების ზემოქმედება ან დამწვრობა.

👉შესაბამისად, უფრო ხშირია ღია შეფერილობის კანის მქონე ადამიანებში, რადგანაც ასეთი კანის ტიპი უფრო მარტივად იწვება.

❗️კანის კიბოს დროს კანის კონკრეტული ზონა გადაგვარებულია და ასევე, შესაძლოა გამოხატული იყოს შემდეგი სიმპტომები:
▫️კანი იყოს ვარდისფერი.
▫️კანი იყოს წითელი და შესიებული. ▫️კანი იყოს ატყავებული.
▫️გამოხატული იყოს სისხლდენა ან ღია წყლული.
▫️კანი იყოს სქელი ან ქერქიანი.

👉გარდა აღნიშნული სიმპტომებისა, შესაძლოა გამოვლინდეს კანის სხვა ცვლილებები. განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ კანის ღია შეფერილობა, შესაძლოა გამოუვლინდეთ ქერცლიანი, გაუხეშებული ან მუწუკოვანი ლაქები.

❗️👨‍⚕️კანის კიბოს ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ბიოფსიის ჩატარება, რაც გულისხმობს პათოლოგიური ქსოვილის მცირე ზომის ნაწილის ამოღებას ან მთლიანად პათოლოგიური ზონის ამოღებას და მიკროსკოპულ დათვალიერებას კიბოს უჯრედების აღმოსაჩენად.

👨‍⚕️თუ ექიმს აქვს ეჭვი, რომ კანის კიბო უკვე ორგანიზმშია გავრცელებული, აუცილებელია სხვა ტესტების ჩატარებაც, როგორიცაა გამოსახულებითი ტესტები.
სურათის მიხედვით დგინდება არის თუ არა ორგანიზმში გამოვლენილი პათოლოგიური ზრდის ნიშნები.

🏥სწორი მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია კანის კიბოს ტიპზე, ზომაზე და მდებარეობაზე. ასევე პაციენტის ასაკზე და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებზე.
👉არა-მელანომური კანის კიბოს დროს ინიშნება 1 ან მეტი ქვემოთ მოცემული მკურნალობის ტაქტიკა:
▫️ოპერაცია – კანის კიბოს დროს ჩვეულებრივ კეთდება სხვადასხვა ტიპის ოპერაცია კიბოს მოსაცილებლად. ▫️რადიაციული თერაპია – რადიაცია კლავს კიბოს უჯრედებს. ინიშნება, როდესაც შეუძლებელია ოპერაციის ჩატარება ან ოპერაციის შემდგომ, თუ კიბოს მოცილება ბოლომდე ვერ მოხერხდა.
▫️კანის კრემები – შესაძლოა დაინიშნოს ძლიერი კრემი. მსგავსს კრემებში არსებული მედიკამენტები კლავენ კიბოს უჯრედებს.
▫️ფოტოდინამიური თერაპია – კლავს კიბოს უჯრედებს. აღნიშნული თერაპიისთვის, გამოიყენება სპეციალური კრემი და სხივები.
▫️იმუნოთერაპია - გულისხმობს ისეთ მედიკამენტებს რომლებიც იმუნურ სისტემაზე მოქმედებს და ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
▫️მიზნობრივი თერაპია – ექიმის მიერ ინიშნება მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ სიმსივნეებზე, რომლებსაც აქვთ გარკვეული მახასიათებლები.
ეს მედიკამენტები ბლოკავენ კონკრეტულ პროტეინს ან მოლეკულას.

❗️☀️კანის კიბოს პრევენციისთვის აუცილებელია მზის სხივებისგან კანის დაცვა. ამისთვის გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები:
▫️მოერიდეთ მზეში გასვლას დღის შუა მონაკვეთში. (დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე)
▫️გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი და წაისვით ხშირად.
▫️ატარეთ ფართო ქუდი, გრძელმკლავიანი პერანგი ან გრძელი შარვალი.
▫️მოერიდეთ სოლარიუმებს.

👉 ჩაწერისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📞+ 995 32 243 01 01
📞2430101
✉️[email protected]
🌐https://curatio.ge/ka/
📍ოთარ ლორთქიფანიძე N 31

💧 დეჰიდრატაციამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს:▫️გადახურება - სითბური დაზიანება. ადამიანები, რომლებიც ინტენსიუ...
16/07/2026

💧 დეჰიდრატაციამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს:

▫️გადახურება - სითბური დაზიანება. ადამიანები, რომლებიც ინტენსიური ვარჯიშის და დიდი ოფლიანობის დროს საკმარის სითხეს არ სვამენ, შესაძლოა სითბური ტრავმა მიიღონ.
▫️შარდის ბუშტისა და თირკმელების პრობლემები – ხანგრძლივმა ან განმეორებულმა გაუწყლოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს შარდსასქესო გზების ინფექციები, თირკმლის კენჭები ან თირკმლის უკმარისობაც კი.
▫️კრუნჩხვები - ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი და სხვ.) დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული იმპულსების არასწორი გადაცემა, რაც კუნთების უნებლიე შეკუმშვასა და გონების დაკარგვას იწვევს.
▫️ჰიპოვოლემიური შოკი - დეჰიდრატაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება. სითხის დაკარგვამ თუ გამოიწვია სისხლის მოცულობის შემცირება, იკლებს წნევა და ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი. ეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

➡️ დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად:
✔️დალიეთ საკმარისი სითხე და
✔️მიიღეთ წყლით მდიდარი საკვები (ხილი, ბოსტნეული).
✔️მოერიდეთ კოფეინისა და მაღალი შაქრიანობის შემცველ სასმელებს, როგორიცაა გაზიანი სასმელები და ზოგი ენერგეტიკული სასმელი – ისინი ხელს უწყობენ გაუწყლოვნებას.

➡️ ზოგიერთი მდგომარეობა მოითხოვს სითხის დამატებით მიღებას:
▫️ღებინება ან დიარეა - განსაკუთრებით ბავშვებში, პირველი სიმპტომებისთანავე უნდა მიეწოდოს წყალი ან ელექტროლიტების შემცველი სპეციალური ხსნარი (ორალური რეჰიდრატაციის ხსნარი). არ დაელოდოთ გაუწყლოვნებას.
▫️ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა - უმჯობესია სითხის მიღება დაიწყოთ ვარჯიშის წინა დღესვე. სითხის მიღება ვარჯიშის მიმდინარეობისასაც მნიშვნელოვანია და მის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.
▫️ცხელი ან ცივი ამინდი - ცხელ ამინდში წყალი ეხმარება სხეულს ტემპერატურის რეგულაციაში და ოფლით დაკარგული სითხის ანაზღაურებაში. ცივ ამინდში კი წყლის დანაკარგს იწვევს ჰაერის სიმშრალე - განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.
▫️ავად ყოფნა - ხანდაზმულებს გაუწყლოვნება შეიძლება მცირე დაავადების დროსაც დაემართოთ (მაგალითად გრიპი, ბრონქიტი ან ცისტიტი). ამიტომ, საჭიროა სითხის დამატებით მიღება ცუდად ყოფნისას.


ჩაწერისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 👇

📞 +995 32 243 01 01
✉️ [email protected]
🌐 https://curatio.ge/ka/
📍ოთარ ლორთქიფანიძე N 31

Address

31, Otar Lortkipanidze Street
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 09:30 - 18:00
Sunday 10:00 - 16:00

Telephone

+995322430101

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კლინიკა კურაციო - Curatio Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კლინიკა კურაციო - Curatio Clinic:

Shortcuts

Share

Category