07/09/2026
სექტემბერი ახალი მიზნების დასახვისა და ამოცანების შესრულების დროა. ამ გზაზე ყველაზე მთავარი საკუთარი ჯანმრთელობაა. აქედან გამომდინარე, სექტემბერი შესაბამისი დროა, რომ დავუბრუნდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
ჩაიტარეთ კიბოს სკრინინგი. სკრინინგს შეუძლია დაავადება ჯერ კიდევ მაშინ გამოავლინოს, როცა სიმპტომები არ არსებობს და დაავადება ჯერ კიდევ არ არის მანიფესტირებული, ანუ კლინიკურად გამოხატული.
დროული აღმოჩენა კი წარმატებული მკურნალობის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.
მოდით, ეს სეზონი საკუთარ თავსა და ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე ზრუნვით დავიწყოთ.
ჩაიტარე კიბოს ერთი სკრინინგული კვლევა დღეს - მეტი სიმშვიდისთვის მთელი წლის განმავლობაში.
☎️📱კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს, ნომერზე: 2- 20 - 35 - 35.
ცენტრების მისამართებია: დიდუბე, აკ. წერეთლის გამზ. N69; ვარკეთილი, კალოუბნის ქ. N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა, საბურთალო, ქავთარაძის ქ. N23 (დროებით).
#სკრინინგი
#კიბოსსკრინინგი
#ჯანმრთელობა
#კიბოგანაჩენიარარის