თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკა

თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკა (+995 032) 96 66 19 tssu apolon urushadzis saxelobis stomatologiis klinika

2026 წლის 2-5 ივლსს ქ. მილანში (იტალია) სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (International College of Dentists-ICD) 69-ე ...
23/07/2026

2026 წლის 2-5 ივლსს ქ. მილანში (იტალია) სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (International College of Dentists-ICD) 69-ე კონგრესი ჩატარდა. საქართველო აღნიშნულ ღონისძიებაზე უკვე რამდენიმე წელია დამოუკიდებელი, მე-16 დისტრიქტის სახით მონაწილეობს.

მოხარული ვარ გაგიზიაროთ, რომ წელს ICD-ის საერთაშორისო კანცლერად პროფესორი მარინა მამალაძე — მე-16 დისტრიქტის ხელმძღვანელი (რეგენტი) აირჩიეს.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 17 სტომატოლოგი ვიყავით მიწვეული, მათგან 9 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი გახლდათ. პროფესორი მარინა მამალაძე, ასოცირებული პროფესორები - ლია სანოძე, ნათია ნიჟარაძე, დეა ვადაჭკორია, თეონა დანელია, ნინო ჭუჭულაშვილი, თამარ სულაძე, ასისტენტ-პროფესორები ეკატერინე ბეშკენაძე და თეა ჯანჯალაშვილი, ასევე 3 მოწვეული პედაგოგი - მანანა უსტიაშვილი, ლიკა მინაშვილი და ნინო უსანეთაშვილი. სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმები თამარ ჟღენტი, მაკა კოპალიანი, თამარ კუთხაშვილი, თსსუ-ის დოქტორანტი, New Dent XXI (ქ.ბათუმი) - ის ექიმი-სტომატოლოგი თამარ შავაძე და კლინიკა ექსპერტალის (ქ. ბათუმი) ექიმი-სტომატოლოგი ჯელო ჩელებაძე. წელს პირველად ღონისძიებას ჩვენთან ერთად ახალგაზრდა ICD-ის წევრებიც ესწრებოდნენ:მარიამ წივწივაძე, ანა გენძეხაძე, ანანო მახვილაძე, ნინო მშვიდობაძე და ნანი კონცელიძე.

თსსუ-ის დელეგაციის წევრებმა წელსაც აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა კონგრესის მთავარ — სამეცნიერო სესიაში. საგულისხმოა, რომ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება ICD-ის ჰუმანიტარულ საქმიანობასაც დაეთმო.

წელს ICD-ის ოჯახს საქართველოდან კიდევ 4 ახალი წევრი საზეიმოდ შემოუერთდა. თსსუ-ის ასოცირებული პროფესორები ნინო ჭუჭულაშვილი, თამარ სულაძე, თსსუ-ის მოწვეული პედაგოგი და თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ორთოდონტი ნინო უსანეთაშვილი და კლინიკა ექსპერტალის (ქ. ბათუმი) ექიმი-სტომატოლოგი ჯელო ჩელებაძე.

საქმიანმა შეხვედრებმა და იტალიაში გატარებულმა დღეებმა თითოეულ ჩვენგანზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
ICD-ის ევროპის სექციის საიუბილეო, 70-ე კონგრესი 2027 წლის 18–20 ივნისს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამა — “კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურ...
10/06/2026

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამა — “კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურსი” წარმატებით დასრულდა. პროგრამის მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც მათ მიერ შესაბამისი კვალიფიკაციის მიღებას ადასტურებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გადასცა. აღნიშნული კურსი წარმატებით გაიარა ჩვენი კლინიკის დირექტორმა, ოდინტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ლია სანოძემ.
დიდი მადლობა სასწავლო პროგრამის ავტორებს — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ზაზა ბოხუას და თამარ გაბუნიას, ასეთი აქტუალური, მაღალი დონისა და მნიშვნელოვანი პროგრამის შემუშავებისთვის.

2026 წლის 6 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისთვის კარი კიდევ ერთხელ სიყვარულით გააღო.💙ტ...
08/06/2026

2026 წლის 6 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისთვის კარი კიდევ ერთხელ სიყვარულით გააღო.💙ტრადიციულად, ამ მნიშვნელოვან დღეს, სტომატოლოგიის ფაკულტეტთან ერთად, ჩვენი კლინიკაც აქტიურად მასპინძლობდა მომავალ კოლეგებს. როგორც ყოველთვის, წელსაც განსაკუთრებული ინტერესი და სიცოცხლე იგრძნობოდა ჩვენს სტენდთან.💙🦷💙

ძვირფასო აბიტურიენტებო, მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ ეტაპზე! ჩვენ მოუთმენლად გელით ახალი სასწავლო წლიდან თსსუ-ის დიდ ოჯახში!🫶

2026 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს თსსუ-ის მოწვეული პროფესორი, ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინ...
02/06/2026

2026 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს თსსუ-ის მოწვეული პროფესორი, ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორი, მიუნჰენის (გერმანია) ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოქტორი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი, მიუნჰენის სტომატოლოგიური კლინიკის - ZiP-Zahnarzt in Pasing-ის ხელმძღვანელი ოთარ ვადაჭკორია ეწვია.

ბატონი ოთარი 2021 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რეგულარულად ატარებს საჯარო ლექციებს და აუდიტორიას საკუთარ მდიდარ კლინიკურ გამოცდილებას უზიარებს.

პროფესორმა თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის, ასევე მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციები თემაზე - „ზედა ყბის წიაღის ფსკერის პლასტიკა და თანამედროვე აუგმენტაციის როლი კბილთა იმპლანტაციაში“ ქართულ და ინგლისურ ენებზე მოახსენა. პრეზენტაცია სრულად ეფუძნებოდა პროფესორის პირად, მრავალწლიან კლინიკურ გამოცდილებას და მის მიერ მართულ საინტერესო შემთხვევებს.

შეხვედრას სტუდენტებთან ერთად კლინიკის ექიმები, რეზიდენტები და თსსუ-ის აკადემიური პერსონალი ესწრებოდნენ. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა. ღონისძიების დასასრულს კი ტრადიციული ფოტოსესია მოეწყო.

ჩვენ კი, უდიდესი მადლიერებითა და პატივისცემით, კვლავ მოუთმენლად ველით მის მომავალ ჩამობრძანებას!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!🇬🇪🇬🇪🇬🇪
26/05/2026

გილოცავთ საქართველოს
დამოუკიდებლობის დღეს!🇬🇪🇬🇪🇬🇪

ლექცია,🔥 რომელსაც ყველა ველოდებით!
15/05/2026

ლექცია,🔥 რომელსაც ყველა ველოდებით!

📚📖თსსუ-ის მოწვეული პროფესორის, ოთარ ვადაჭკორიას (მიუნჰენი, გერმანია) საჯარო ლექციები თსსუ-ში!

📅28 მაისი, 2026

🕑 13:00 საათი (I ნაწილი (ქართულ ენაზე)
🕑 14:00 საათი (II ნაწილი (ქართულ ენაზე)
🕑 16:00 საათი (Part I (Lecture in English)
🕑 17:00 საათი (Part II (Lecture in English)

🌎ლექციები ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე

🔹‘’ზედა ყბის წიაღის ფსკერის პლასტიკა და თანამედროვე აუგმენტაციის როლი კბილთა იმპლანტაციაში’’.
🔹‘’Sinus Floor Plastic and Advanced Augmentation Procedures in Modern Dental Implantology’’.

📍მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, I სართული, საკონფერენციო დარბაზი №2

🔎ვრცლად: https://shorturl.at/88Cdb

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძ...
25/04/2026

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებათა ციკლი ფაკულტეტების კვირეული წარმატებით ჩატარდა. ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს, როგორც შემეცნებით, ისე გასართობ აქტივობებს და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ორიგინალურად წარმოაჩინონ საკუთარი ფაკულტეტი.

კვირეულის ფარგლებში გამართულმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თითოეულ ფაკულტეტს საკუთარი პროფესიის წარმოჩენის სრულიად განსხვავებული და საინტერესო გზა აქვს.

ღონისძიების ფარგლებში, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორმა, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) წევრმა ლია სანოძემ გამართა ლექცია თემაზე: „განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობის საჭიროება ოდონტოლოგიაში“, რომელმაც სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სტომატოლოგიის ფაკულტეტი კი, როგორც ყოველთვის, გამორჩეული და კრეატიული იყო, რამაც კვირეულს განსაკუთრებული ენერგია შემატა.

პროექტის დასასრულს შვიდ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები, ხოლო ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისა და გამოხატული მხარდაჭერისთვის მოწვეულ სპიკერებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

მადლობა თსსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და ჩვენს სტუდენტებს აქტიური ჩართულობისთვის!❤️

გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!🙏
11/04/2026

გილოცავთ ბრწყინვალე
აღდგომის დღესასწაულს!🙏

🙏
18/03/2026

🙏

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, არამედ ეროვნული ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ზნეობრივი ღირებულებების ურყევი სიმბოლო.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უსამძიმრებს მართლმადიდებელ ეკლესიას, მრევლს და სრულიად საქართველოს!

Address

აღმაშენებლის გამზირი 126
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 16:00

Telephone

+995322966619

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category