19/06/2026
👣✈️ როცა ბავშვებთან ერთად სხვა ქვეყნებში ვმოგზაურობ, ვრწმუნდები რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებს, მათ გართობა - განვითარებას.
⚡ სამწუხაროდ ბავშვის გართობა, ძალიან ბევრ ოჯახში არ არის მიჩნეული, როგორც განვითარების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი.
👉მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში საზღვაო ტურიზმი განვითარებულია, ბავშვებისთვის გასართობი პროგრამები ძალიან მწირია..
არა და,
🙏 ყველაზე მეტად თამაშით სწავლობს ბავშვი. ერთ კარგად დაგეგმილ თამაშში შესაძლოა მოვაქციოთ მინიმუმ შემდეგი საკითხები:
- ერთმანეთის დახმარება,
- წაგების ცოდნა, ანუ მარცხის გემო და მასზე გადაბიჯების აუცილებლობა,
- სხვისი გამარჯვებით სიხარული,
- საკუთარი გამარჯვების გემო და ცოდნა იმისა, რომ ესეც დროებითია.
- მეგობრობა,
- გუნდურობა,
- კრეატიულობის განვითარება
- კრიზისების მართვა
- კონფლიქტების მართვა
- დათმობა,
- უარის თქმა,
- აზრის ხმამაღლა გაჟღერება,
- უფროსის პატივისცემა,
- ნებისყოფა,
- ბრძოლა მიზნისთვის.
.....ზოგადად სულ რაღაც 10-15 წლის წინ ბავშვის დაბადების დღე ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ ითვლებოდა ერთ ერთ ლეგიტიმურ საბაბად მამის მეგობრების ქეიფისათვის...
🙁მამის და მისი მეგობრების ქეიფის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა რატომ ჰგონიათ ამ დროს მშობლებს, რომ ბავშვს ამით ასიამოვნეს? ეს გაუგებარი რჩება...
☝️როცა მშობელს არ ცალია ბავშვთან სათამაშოდ, იგი აძლევს მას ტელეფონს, სმარტფონს, ზედმეტ ტკბილეულს, ამ დანაკლისის გამოსყიდვას ძვირად ღირებული სათამაშოებით აკეთებს...
მშობლის ყურადღებით, ზრუნვით და სიყვარულით გაჟღენთილი ბავშვები გაცილებით მარტივად ხდებიან დამოუკიდებლები და გაცილებით დალაგებულ საზოგადოებას ქმნიან..
ამის გარეშე დარჩენილები, კი მთელი ცხოვრება დედ - მამას ჩამოკიდებულნი რჩებიან და ის ღა დარჩენიათ დედის სადღეგრძელო რაც შეიძლება განსხვავებული სასმისით დალიონ...
💖ეთამაშეთ ბავშვებს!
ეს მათთვისაც, თქვენთვისაც და თქვენი ურთიერთობის სიჯანსაღისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია.
#ხათუნამუზაშვილი
#ასმ