24/11/2017
როგორ ავიცილოთ თავიდან ხერხემლის მძიმე პათოლოგიები
სამედიცინო ცენტრ ,,ექსტრას“ ევროპის ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის ასოციაციის წევრი, ასევე საქართველოს სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტის მედიცინის ასოციაციის წევრი სერტიფიცირებული თერაპევტი მერი ობგაძე:
- ხერხემლის პრობლემების -ოსტეოქონდროზი, დისკის თიაქარი, რადიკულიტი, იშიაზი ძირითადი გამომწვევი მიზეზია ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ჭარბი წონა. ხერხემლის ჯანსაღი მდგომარეობის შესანარჩუნებლად საჭიროა სტაბილური ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას, რომ ხერხემალი იყოს ჯანმრთელი და მოქნილი. ხერხემლის დისკის თიაქრის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში კუნთის მოდუნების, ტრამვის, ან ჭარბი წონის (დიდი სიმძიმის) აწევის შედეგია. ეს ყველაფერი იწვევს ხერხემლის მექანიკურ დაზიანებას - დისკის თიაქარს. ამ შემთხვევაში მკურნალობის მხოლოდ ორი მეთოდი არსებობს: ხერხემლის დაჭიმვა და სამედიცინო ვარჯიშები, ან უნდა გაკეთდეს ოპერაცია (დისკექტომია). ოპერაციის შემდგომ რეციდივების შემთხვევაში როდესაც ტკივილი ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, არ არის გამორიცხული, რომ განმეორდეს დისკის თიაქარი. ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს კომპიუტერული დაჭიმვების კურსი.
სამედიცინო ცენტრ ,,ექსტრაში" აპარატი DRX 9000 უალტერნატივო მეთოდია მედიცინაში! მალთაშუა დისკის პათოლოგიების მკურნალობა ხდება ოპერაციის გარეშე, უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ: თიაქარი, დისკოზი, პროტრუზია, პროლაფსი, იშიაზი, ხერხემლის ოსტეოქონდროზი. აღნიშნული მეთოდით მკურნალობისას, არ აღინიშნება გვერდითი მოვლენები, არ საჭიროებს წოლით რეჟიმს. ,,ექსტრას" ხშირი ვიზიტორები არიან ნაოპერაციები პაციენტები, რომლებიც რეაბილიტაციისთვის, იტარებენ მანუალურ და ფიზიოთერაპიის კურსს.
აღნიშნული აპარატით დაჭიმვები და სამედიცინო ვარჯიშები აკრძალულია ონკოლოგიური დაავადებების, და ოსტეოპოროზის (ძვლის გამყიფება) დროს. ამიტომ აუცილებელია: დენსიტომეტრია (კვლევა ძვლის სიმყიფის დასადგენად) და კალცის რაოდენობის განსაღვრა სისხლში.
http://www.extra.asm.ge
აპარატი DRX 9000