23/12/2020
👇 Sars-CoV-2 ვაქცინაცია რევმატულ პაციენტებში
🔷 უნდა ავიცრა თუ არა?
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ყველასთვის სწორი გადაწყვეტილებაა!
🔷 თუ უკვე მქონდა COVID-19 და გამოვჯანმრთელდი, უნდა ავიცრა თუ არა?
ამჟამად, მონაცემები არ არსებობს, თუმცა ვაქცინაცია COVID-19-ის გადატანის შემდეგ მიიჩნევა უსაფრთხოდ და პოტენციურად უზრუნველყოფს დამატებით დაცვას.
🔷 შემიძლია თუ არა ავიცრა, როცა ვიღებ ანტირევმატულ ან იმუნიტეტის დამაქვეითებელ მედიკამენტებს?
დიახ, შეგიძლიათ. ერთადერთი გამონაკლისი, შესაძლოა იყოს რიტუქსიმაბი. ამიტომ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს რევმატოლოგთან.
🔷 აქვს თუ არა ვაქცინას გავლენა წამლების მოქმედებაზე?
ცალსახად, არა
🔷 ვისთან უნდა გავიარო კონსულტაცია ვაქცინაციამდე? - პირად ექიმთან თუ რევმატოლოგთან?
თუ გაქვთ სპეციფიკური კითხვები თქვენს დაავადებასთან დაკავშირებით, ინფორმაციის წყარო სასურველია იყოს რევმატოლოგი
🔷 რა მონაცემებია საჭირო სწორი გადაწყვეტილების მისაღებად?
ინფორმაცია თქვენი დაავადების აქტივობის, მიმდინარე მკურნალობის და თანხმლები დაავადებების შესახებ.
🔷 რა უნდა ვიცოდე ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ?
მკაფიო პასუხის გაცემა ნაადრევია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვაქცინები, რომლებიც გამოიცადა უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსგავსია აქამდე არსებული გრიპის ვაქცინებისა.
🔷 რა უნდა გავაკეთო რევმატული დაავადების გამწვავების ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში?
გვერდითი მოვლენები ნაკლებსავარაუდოა, თუმცა თუ მაინც გამოვლინდა ან დაავადება გამწვავდა მიმართეთ თქვენს რევმატოლოგს
🔷 არსებობს თუ არა რისკი, რომ ვაქცინამ ჩემი დაავადება გააქტიუროს?
საკმარისი გამოცდილება არ არსებობს, თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა.
🔷 დამჭირდება თუ არა ყოველწლიური ვაქცინაცია, ისევე როგორც გრიპზე?
სავარაუდოდ, დაგჭირდებათ.
🔷 როგორც რევმატული დაავადების მქონე, ვარ თუ არა COVID-19-ით დაავადების მაღალი რისკის ქვეშ?
არა, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს რევმატული პაციენტები COVID-19-ით დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არ არიან.
🔷 მიმდინარეობს თუ არა COVID-19 რევმატულ პაციენტებში უფრო მძიმედ?
მხოლოდ რევმატული დაავადების არსებობა, არ არის ასოცირებული COVID-19 ის მძიმე მიმდინარეობასთან. თუმცა, ისევე როგორც სხვა, არარევმატული, დაავადებების შემთხვევაში, შესაძლოა რისკი გაიზარდოს, თუ სახეზეა სასიცოცხლოდ მნიშვნლოვანი ორგანოების მძიმე დაზიანება.
🔷 ზრდის თუ არა ანტირევმატული მკურნალობა COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობის რისკს?
რევმატოლოგიაში გამოყენებული მედიკამენტების უმრავლესობა არ ასოცირდება COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობასთან. დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ გლუკოკორტიკოიდები >10 მგ/დღეში და რიტუქსიმაბი შეიძლება კორელირებდეს COVID-19-ის შედარებით ცუდ გამოსავალთან
📌ევროპის რევმატოლოგთა ლიგის (EULAR) COVID-19-ის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით