კლინიკა ინიციო • Initio Clinic

კლინიკა ინიციო • Initio Clinic Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კლინიკა ინიციო • Initio Clinic, Hospital, დიდი დიღომი, მირიან მეფის 11ბ, Tbilisi.

👩‍⚕️ გაიცანით „ინიციოს“ გუნდის წევრი - გასტროენტეროლოგი თერაპევტი ეკატერინე ლაბაძე.თითოეული პაციენტის მიმართ ყურადღება დ...
14/09/2026

👩‍⚕️ გაიცანით „ინიციოს“ გუნდის წევრი - გასტროენტეროლოგი თერაპევტი ეკატერინე ლაბაძე.

თითოეული პაციენტის მიმართ ყურადღება და ინდივიდუალური მიდგომა მის პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

მისი პროფესიული გზა კი არაერთ მნიშვნელოვან გამოცდილებას აერთიანებს:

☑️ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული;
☑️ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის სადოქტორო პროგრამის გამარჯვებული;
☑️ AAF-ის ამერიკა-ავსტრიის ორგანიზაციის სტიპენდიატი;
☑️ ევროპის გასტროენტეროლოგთა საზოგადოების - UEG-ის წევრი;
☑️ კრონისა და კოლიტის საორგანიზაციო ევროპული ჯგუფის - C&C-ის წევრი;
☑️ საერთაშორისო სემინარებისა და კონფერენციების მონაწილე, სამეცნიერო სტატიების ავტორი და თანაავტორი.

🩺 თუ გაწუხებთ გასტროენტეროლოგიური ჩივილები, ნუ გადადებთ ექიმთან კონსულტაციას. დროული შეფასება და სწორი სამედიცინო მართვა მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
____
📩 ვიზიტის დასაჯავშნად:
🌐 ვებ-გვერდი: www.Initio.ge
📞 032 2 800 815 / 568 800 815
📍 მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქუჩა 11ბ
კლინიკა „ინიციო“ - ჯანმრთელობის დროა!

🎗️ სექტემბერი პროსტატის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა.პროსტატის კიბო ადრეულ ეტაპზე ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარ...
07/09/2026

🎗️ სექტემბერი პროსტატის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა.

პროსტატის კიბო ადრეულ ეტაპზე ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს - დროული დიაგნოსტიკა და პრევენციული გამოკვლევები კი დაავადების ეფექტური მკურნალობის მთავარი გასაღებია.

🖇 ამ ცნობიერების თვეში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის სიმპტომების გაჩენას ნუ დაელოდებით.

ასაკის, ოჯახური ისტორიისა და სხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ექიმთან დროული კონსულტაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ, როდის და რა ტიპის გამოკვლევა არის თქვენთვის საჭირო.

👨‍⚕️ კლინიკა „ინიციოში“ შეგიძლიათ მიიღოთ კვალიფიციური უროლოგების კონსულტაცია და ჩაიტაროთ ყველა საჭირო გამოკვლევა მშვიდ და კომფორტულ გარემოში.

_
📩 ვიზიტის დასაჯავშნად:
🌐 www.Initio.ge
📞 032 2 800 815 / 568 800 815
📍 თბილისი, მირიან მეფის ქ. 11ბ
კლინიკა „ინიციო“ – ჯანმრთელობის დროა!

01/09/2026

🌊 ზაფხულში გინეკოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ზღვა, აუზი, სიცხე, მოგზაურობა და ყოველდღიური რუტინის ცვლილება ზოგჯერ ორგანიზმზეც აისახება.

🎥 კლინიკა „ინიციოს“ გინეკოლოგი - სოფიო ანანიკოვი პასუხობს მნიშვნელოვან კითხვებს, რა შეიძლება იყოს დროებითი დისკომფორტი, რა მიუთითებდეს ინფექციაზე და რომელ სიმპტომებზეა საჭირო განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება.

👩‍⚕️ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგიური მიმართულებით გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მდგომარეობის დიაგნოსტიკასა და მართვაში დაგეხმარებიან.

დაგეგმეთ გინეკოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი კვლევები ერთ სივრცეში.
___
📩 ვიზიტის დასაჯავშნად:
🌐 www.Initio.ge
📞 032 2 800 815 / 568 800 815
📍 თბილისი, მირიან მეფის ქ. 11ბ
კლინიკა „ინიციო“ – ჯანმრთელობის დროა!

უხერხულობა, შიში, ტკივილის მოლოდინი თუ ფიქრი, რომ „თავისით გაივლის“ – პროქტოლოგთან ვიზიტის გადადების მიზეზი ბევრი შეიძლე...
31/08/2026

უხერხულობა, შიში, ტკივილის მოლოდინი თუ ფიქრი, რომ „თავისით გაივლის“ – პროქტოლოგთან ვიზიტის გადადების მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს.

თუმცა, ზოგიერთი გავრცელებული წარმოდგენა რეალობას არ შეესაბამება და დროული შეფასება გვეხმარება პრობლემის მიზეზის გარკვევაში და შესაბამისი მკურნალობის დროულად შერჩევაში.

თუ გაწუხებთ სისხლდენა, ქავილი, წვა, ტკივილი, დისკომფორტი, შეშუპება ან ნაწლავის მოქმედების ცვლილება, ნუ დაელოდებით სიმპტომების გაძლიერებას.

🔎 „ინიციოს“ ახალ ბლოგში განვიხილავთ 5 ყველაზე გავრცელებულ მითს პროქტოლოგიური პრობლემების შესახებ და ვხსნით, რა არის რეალობა.

👉 წაიკითხეთ სრული სტატია და გაიგეთ, რატომ არ ღირს პროქტოლოგთან ვიზიტის გადადება.

https://initio.ge/ka/blog/ratom-ar-ghirs-proqtologtan-vizitis-gadadeba-5-gavrtselebuli-miti-da-realoba

👨‍⚕️ კლინიკა „ინიციოში“ პროქტოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს გამოცდილი სპეციალისტი ბექა კევლიშვილი, რომელიც თავის გუნდთან ერთად დაგეხმარებათ პროქტოლოგიური დაავედებებისგან განკურნებაში როგორც კონსერვატიული ასევე ქირურგიული ჩერევების გზით.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგეგმოთ კონსულტაცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ერთ სივრცეში.
___
📩 ვიზიტის დასაჯავშნად:
🌐 ვებ-გვერდი: www.Initio.ge
📞 032 2 800 815 / 568 800 815
📍 მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქუჩა 11ბ
კლინიკა „ინიციო“ - ჯანმრთელობის დროა!

ფსორიაზი არის ქრონიკული, ანთებითი დაავადება, რომელიც აზიანებს კანს, ფრჩხილებსა და სახსრებს.🖇 დაავადება შეიძლება განვითარ...
25/08/2026

ფსორიაზი არის ქრონიკული, ანთებითი დაავადება, რომელიც აზიანებს კანს, ფრჩხილებსა და სახსრებს.

🖇 დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანებში. მის განვითარებაზე გავლენას ახდენს გენეტიკური და გარემო ფაქტორები, მათ შორის სტრესი.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ფსორიაზი არ არის სოკოვანი, ვირუსული ან ბაქტერიული დაავადება და არ გადადის კონტაქტით. თუმცა, მისი უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს, რადგან დაავადების არასწორმა ან დაგვიანებულმა მართვამ შესაძლოა მდგომარეობის გამწვავება და ცხოვრების ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს.

🔎 თუ გაქვთ ფსორიაზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დროულად მიმართეთ დერმატოლოგს – სპეციალისტის შეფასება დაგეხმარებათ ზუსტი დიაგნოზის დასმასა და თქვენზე მორგებული მკურნალობის შერჩევაში.
_

📩 ვიზიტის დასაჯავშნად:
🌐 ვებ-გვერდი: www.Initio.ge
📞 032 2 800 815 / 568 800 815
📍 მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქუჩა 11ბ
კლინიკა „ინიციო“ – ჯანმრთელობის დროა!

🏥 ჯანმრთელობის პრობლემის დროს ხშირად ექიმთან ვიზიტთან ერთად ანალიზების, დიაგნოსტიკური კვლევების ან სხვა სპეციალისტის კონ...
21/08/2026

🏥 ჯანმრთელობის პრობლემის დროს ხშირად ექიმთან ვიზიტთან ერთად ანალიზების, დიაგნოსტიკური კვლევების ან სხვა სპეციალისტის კონსულტაციის მიღებაც ხდება საჭირო.

როდესაც ეს სერვისები სხვადასხვა კლინიკაშია ხელმისაწვდომი, პაციენტი დამატებით დროს, ენერგიასა და რესურსს ხარჯავს მათ მოძიებასა და ვიზიტებზე. მულტიპროფილური კლინიკის მთავარი უპირატესობა კი სწორედ ისაა, რომ სხვადასხვა სამედიცინო მიმართულება ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

კლინიკა „ინიციოში“ ხელმისაწვდომია ამბულატორიული, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური სერვისები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული მკურნალობა.

👇 გაეცანით დეტალურად, რას მოიცავს მულტიპროფილური კლინიკის ფორმატი და რა სერვისებია ხელმისაწვდომი „ინიციოში“:

https://initio.ge/ka/blog/klinika-initsio-did-dighomshi-multiprofiluri-servisebi-da-statsionari-ert-sivrtseshi
___
📩 ვიზიტის დასაჯავშნად:
🌐 ვებ-გვერდი: www.Initio.ge
📞 032 2 800 815 / 568 800 815
📍 მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქუჩა 11ბ
კლინიკა „ინიციო“ - ჯანმრთელობის დროა!

🌿 ,,ჯანმრთელობის ფასი არაფერია" - ეს ფრაზა ალბათ ყველას არაერთხელ გვითქვამს. ფასდაუდებელია, ნამდვილად. მაგრამ არის ერთი ...
17/08/2026

🌿 ,,ჯანმრთელობის ფასი არაფერია" - ეს ფრაზა ალბათ ყველას არაერთხელ გვითქვამს. ფასდაუდებელია, ნამდვილად. მაგრამ არის ერთი რამ, რაც მას ნამდვილად აქვს - დრო.

⏳ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის საუკეთესო დრო არსებობს და ეს დრო არის - ახლა!

▪️ ბავშვობაში ჯანმრთელობას ვუყრით საფუძველს,
ახალგაზრდობაში საკუთარ თავსა და მომავალს ვუფრთხილდებით.

▪️ ზრდასრულ ასაკში ენერგია გვჭირდება, რომ ვიყოთ აქტიურები, შევქმნათ, გვიყვარდეს და ვიცხოვროთ სრულფასოვნად

▪️ წლებთან ერთად კი ვინარჩუნებთ ცხოვრების ხარისხს და იმას, რაც ყველაზე ძვირფასია.

☘️ ცხოვრების ყველა ეტაპს თავისი ფასი აქვს, ზრუნვას კი თავისი დრო.

არ არსებობს ასაკი, როცა საკუთარ თავზე ფიქრი ადრეა. მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს ეტაპი, როცა შეიძლება დავაგვიანოთ.

ამიტომ, არ უნდა დაველოდოთ დროს, როცა ზრუნვა ვალდებულება გახდება. ვიზრუნოთ დღეს - ჯანმრთელი მომავლისთვის.

👩‍⚕️👨‍⚕️ კლინიკა „ინიციო“ შექმნილია იმისთვის, რომ იყოს თქვენ გვერდით ცხოვრების თითოეულ ეტაპზე: მაღალი პროფესიონალიზმით, თანამედროვე გარემოთი და პერსონალიზებული ყურადღებით.

💙 კლინიკა ინიციო - ჯანმრთელობის დროა!
______
📩 ვიზიტის დასაჯავშნად:
🌐 ვებგვერდი: www.Initio.ge
📞 032 2 800 815 / 568 800 815
📍 მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქუჩა 11ბ.

🏥 ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპლექსურ მიდგომას, პროფესიულ გამოცდილებასა და თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებულ ს...
10/08/2026

🏥 ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპლექსურ მიდგომას, პროფესიულ გამოცდილებასა და თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებულ სამედიცინო მართვას მოითხოვს.

👩‍⚕️ ხათუნა ხაჭაპურიძე - იქიმი მეან-გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი.

☑️ გინეკოლოგიური პროფილით საექიმო საქმიანობის 19 წლიანი გამოცდილება.
☑️ საექიმო საქმიანობას ეწეოდა საქართველოსა და გერმანიის წამყვან კლინიკებში, მათ შორის ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა “შარიტე”-ში.
☑️ მისი საექიმო საქმიანობა მოიცავს გინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და შემდგომ მკურნალობას.
☑️ ექიმი სრულად ფლობს გინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის თანამედროვე სტანდარტებსა და საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციის შესაბამის მკურნალობის როგორც კონსერვატიულ, ასევე ქირურგიულ მეთოდებს.
☑️ 2025 წლიდან პაციენტების მიღებას, გამოკვლევასა და შემდგომ მკურნალობას ახორციელებს კლინიკა “ინიციო”-ში, სადაც ხელმისაწვდომია გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის როგორც კონსერვატიული ასევე ქირურგიული სერვისები.
______
📩 ვიზიტის დასაჯავშნად:
🌐 ვებგვერდი: www.Initio.ge
📞 032 2 800 815 / 568 800 815
📍 მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქუჩა 11ბ.
კლინიკა ინიციო - ჯანმრთელობის დროა!

👨‍👩‍👧‍👦 შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საჭიროებები შეიძლება განსხვავებული იყოს - კონსულტაცია,...
07/08/2026

👨‍👩‍👧‍👦 შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საჭიროებები შეიძლება განსხვავებული იყოს - კონსულტაცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა თუ ქირურგიული ჩარევა.

ინიციო მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრია, სადაც ჯანმრთელობაზე ზრუნვის სხვადასხვა ეტაპისთვის საჭირო სერვისები ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

🩺ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და გეგმიური ქირურგიული სერვისები სტაციონარის პირობებში, თანამედროვე აპარატურა და პროფესიონალური გუნდი - სანდო და ხარისხზე ორიენტირებული გარემო შენთვის და შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის.

ინიციო - შენი ოჯახის კლინიკა!✨
_____
📩 ვიზიტის დასაჯავშნად:🌐 ვებგვერდი: www.Initio.ge
📞 032 2 800 815 / 568 800 815
📍 მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქუჩა 11ბ.
კლინიკა ინიციო - ჯანმრთელობის დროა!

🏥 სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დროულ დიაგნოსტიკასა და პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს.👨‍⚕️ სწორედ ამ პრინციპით ...
05/08/2026

🏥 სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დროულ დიაგნოსტიკასა და პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს.

👨‍⚕️ სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს კლინიკა „ინიციოს“ მამოლოგი ბექა სამხარაძე, რომლის პროფესიული საქმიანობა მამოლოგიასა და ონკოლოგიას აერთიანებს.

☑️ ბექა სამხარაძე ახორციელებს სარძევე ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებისა და საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად.

☑️ მისი პროფესიული გამოცდილება უკავშირდება როგორც მამოლოგიურ, ისე ონკოლოგიურ პრაქტიკას, რაც პაციენტებს კომპლექსური შეფასებისა და მკურნალობის შესაძლებლობას აძლევს.

▫️ კლინიკა „ინიციოში“ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე მამოლოგიური კონსულტაცია, დროული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალურად დაგეგმილი სამედიცინო მართვა.
_____
📩 ვიზიტის დასაჯავშნად:
🌐 ვებგვერდი: www.Initio.ge
📞 032 2 800 815 / 568 800 815
📍 მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქუჩა 11ბ
კლინიკა „ინიციო“ - ჯანმრთელობის დროა!

Address

დიდი დიღომი, მირიან მეფის 11ბ
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 15:00
Sunday 10:00 - 14:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კლინიკა ინიციო • Initio Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category