ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა / Chichua Medical Center Mzera

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა / Chichua Medical Center Mzera

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა / Chichua Medical Center Mzera Chichua Medical Center Mzera

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი ,,მზერა" გარდა ოფთალმოლოგიური უმაღლესი ხარისხის ქირურგიისა და ამბულატორიისა გთავაზობთ სხვასხვა სამედიცინო მომსახურებებს:

• ონკო-გინეკოლოგია
• მამოლოგია
• პროქტოლოგია (ლაზერული ოპერაციები)
• ქირურგია
• ენდოკრინოლოგია
• კარდიოლოგია
• თერაპია
• გასტროენტეროლოგია
• დერმატო-ვენეროლოგია
• ექოსკოპია
• რენტგენოლოგია
• ლაბორატორია
• კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

პროფესიონალთა გუნდი ერთ სივრცეში!

გაწუხებთ ცრემლდენა, შეშუპება და სიწითლე?👉 ამის მიზეზი შეიძლება დაკრიოცისტიტი იყოს – ინფექცია, რომელიც საცრემლე არხის დახ...
28/08/2026

გაწუხებთ ცრემლდენა, შეშუპება და სიწითლე?

👉 ამის მიზეზი შეიძლება დაკრიოცისტიტი იყოს – ინფექცია, რომელიც საცრემლე არხის დახშობის შედეგად ვითარდება.

დაკრიოცისტიტის სიმპტომებია:

▫️ მუდმივი ცრემლდენა
▫️ შეშუპება, სიწითლე და ტკივილი
▫️ ჩირქოვანი გამონადენი საცრემლე წერტილიდან

როგორ ვმკურნალობთ?

🔹 მწვავე ინფექციის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები და თბილი კომპრესები
🔹 მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა
🔹 ქრონიკული დაკრიოცისტიტისას ტარდება ოპერაცია, რათა შეიქმნას ახალი სადინარი ცრემლისთვის

✅️ თუ გაქვთ ეს სიმპტომები, ნუ გადადებთ ვიზიტს! დროული მკურნალობა თავიდან აგარიდებთ სერიოზულ გართულებებს.

📍მის: თბილისი, წინანდლის ქ.9 (მეტროსთან "300 არაგველი")
☎ ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 117 711/ 032 2 775 588 / 596 56 55 88

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“ გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ✨
28/08/2026

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“ გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ✨

👇 გამოიცანით დაავადება სიმპტომების მიხედვით👁️ პაციენტმა შეამჩნია, რომ მხედველობა თანდათან დაებინდა, ფერები აღარ იყო ისეთ...
25/08/2026

👇 გამოიცანით დაავადება სიმპტომების მიხედვით

👁️ პაციენტმა შეამჩნია, რომ მხედველობა თანდათან დაებინდა, ფერები აღარ იყო ისეთი მკაფიო, როგორც ადრე, ხოლო ღამით ავტომობილის ფარები შუქი განსაკუთრებით აწუხებდა.

🤔 თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი?

A️⃣ მშრალი თვალი
B️⃣ კატარაქტა
C️⃣ ბადურის ჩამოცლა

დაწერეთ თქვენი პასუხი კომენტარებში.

📍მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველი“)
📞 ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
032 2 117 711 / 032 2 775 588 / 596 56 55 88

👉 ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი “მზერა"-ში შესაძლებელია ანგიოლოგიური მომსახურების მიღებაც.✅ ანგიოლოგია იკვლევს და მკურნალობ...
15/08/2026

👉 ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი “მზერა"-ში შესაძლებელია ანგიოლოგიური მომსახურების მიღებაც.

✅ ანგიოლოგია იკვლევს და მკურნალობს სისხლძარღვების - ვენების, არტერიებისა და ლიმფური სისტემის დაავადებებს.

ვენების მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენება არაინვაზიური და უმტკივნეულო მეთოდი - დუპლექსური ულტრაბგერითი კვლევა (დოპლერი)

👨‍⚕️ კონსულტაციას ატარებს მედიცინის დოქტორი ირაკლი პაპასქუა - ექიმი 27 წლიანი გამოცდილებით.

📍 მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველი“)
📞 ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
032 2 117 711 / 032 2 775 588 / 596 56 55 88

👁️ გაორებული მხედველობა (დიპლოპია) არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ერთი ობიექტის ნაცვლად ორ გამოსახულებას ხედავს.🔎 გა...
13/08/2026

👁️ გაორებული მხედველობა (დიპლოპია) არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ერთი ობიექტის ნაცვლად ორ გამოსახულებას ხედავს.

🔎 გაორებული მხედველობის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვებაა - ქრება თუ არა გაორება ერთ-ერთი თვალის დაფარვისას.

🧠 გაორებული მხედველობა შეიძლება გამოწვეული იყოს თვალის კუნთების, ნერვებისა და თვალის სხვა სტრუქტურების კოორდინაციის დარღვევით.

❗ თუ გაორებულ მხედველობას ამჩნევთ, მიმართეთ ნეირო-ოფთალმოლოგს.

👩‍⚕️ ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერაში“ კონსულტაციას გაგიწევთ ნეირო-ოფთალმოლოგი ნუცა ფარღალავა, რომელმაც სპეციალიზაცია გაიარა აშშ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში (UCLA).

📍 მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველი“)
☎ ჩასაწერად: 032 2 117 711 | 032 2 775 588 | 596 56 55 88

👁️ ნეირო-ოფთალმოლოგია სწავლობს მხედველობის პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია თავის ტვინთან, კრანიალურ ნერვებთან და თვა...
08/08/2026

👁️ ნეირო-ოფთალმოლოგია სწავლობს მხედველობის პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია თავის ტვინთან, კრანიალურ ნერვებთან და თვალის მამოძრავებელ კუნთებთან.

რომელი ნიშნები და ჩივილები უკავშირდება ნეირო-ოფთალმოლოგიას?

▫️ მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა
▫️ გაორებული მხედველობა
▫️ მხედველობის ნერვის შეშუპება
▫️ მხედველობის პრობლემები თავის ტკივილთან ერთად

როდის უნდა მიმართოთ ნეირო-ოფთალმოლოგს?

▫️თუ მხედველობა უეცრად ან ნელ-ნელა გიუარესდებათ
▫️თუ გაქვთ მუდმივი თავის ტკივილები მხედველობის გაუარესებასთან ერთად
▫️თუ ექიმმა შენიშნა თვალის მოძრაობის დარღვევა
▫️თუ პრობლემა მხედველობის ნერვს უკავშირდება

კონსულტაციას ჩაგიტარებთ მოზარდთა და ბავშვთა ნეირო-ოფთალმოლოგი და სტრაბიზმის სპეციალისტი ექიმი ნუცა ფარღალავა, რომელმაც სპეციალიზაცია გაიარა ნეირო-ოფთალმოლოგიასა და სტრაბიზმოლოგიაში აშშ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში (UCLA)

📍მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველი“)
☎ ჩასაწერად: 032 2 117 711 | 032 2 775 588 | 596 56 55 88

✅ დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირების შემთხვევაში, ბადურას ლაზეროკოაგულაცია ითვლება მკურნალობის "ოქროს სტანდარტად".ლაზე...
06/08/2026

✅ დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირების შემთხვევაში, ბადურას ლაზეროკოაგულაცია ითვლება მკურნალობის "ოქროს სტანდარტად".

ლაზერული თერაპია:

▫️ ხელს უშლის სისხლძარღვებიდან სითხის გაჟონვასა და სისხლჩაქცევების წარმოქმნას
▫️ ამცირებს ბადურის შეშუპებას
▫️ მნიშვნელოვნად ამცირებს სიბრმავის რისკს

🔹 პროცედურა გრძელდება მხოლოდ 15 წუთი
🔹 არის სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხო
🔹 არ საჭიროებს რეაბილიტაციის ხანგრძლივ პერიოდს

თუ ამჩნევთ ნათებებს ან ე.წ. "მფრინავ წერტილებს" თვალწინ, არ გადადოთ ვიზიტი ოფთალმოლოგთან!

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

📍მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველი“)
☎ ჩასაწერად: 032 2 117 711 | 032 2 775 588 | 596 56 55 88

🎓 მიღება რეზიდენტურაში გრძელდება!!📢 ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომის ...
29/07/2026

🎓 მიღება რეზიდენტურაში გრძელდება!!

📢 ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომის შემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე ოფთალმოლოგიაში – 1 ადგილი.

✔ რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:

1) საბუთების მიღების ვადა: 2026 წლის 15 აგვისტომდე
2) გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად: ზეპირი გამოცდა ოფთალმოლოგიაში, ტესტირება ინგლისურში

🔺 კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა, ან შესაბამისი ცნობა.
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი ( დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი)
გ) ავტობიოგრაფია (CV)
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ე) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

📞 ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 558 627 062
📧 ელ-ფოსტა : [email protected]

🏥 მზერა – სწორი არჩევანი მომავალი პროფესიონალებისათვის!

👁️‍🗨️ ქუთუთოების კუნთები უნებლიედ იკუმშება? გაწუხებთ თვალების ხშირი ხამხამი ან ქუთუთოების უნებლიე დახურვა? ეს შეიძლება ნ...
22/07/2026

👁️‍🗨️ ქუთუთოების კუნთები უნებლიედ იკუმშება? გაწუხებთ თვალების ხშირი ხამხამი ან ქუთუთოების უნებლიე დახურვა? ეს შეიძლება ნევროლოგიური დაავადება - ბლეფაროსპაზმი იყოს.

რა სიმპტომები ახასიათებს?

▫️ ხშირი ხამხამი
▫️ ქუთუთოების უნებლიე სპაზმი
▫️ თვალების გახელის გაძნელება
▫️ სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა
▫️ თვალების წვა, სიმშრალე ან გაღიზიანება
▫️ სიმპტომების გაძლიერება სტრესის, დაღლილობის, ძლიერი სინათლის ან ქარის დროს

მნიშვნელოვანია იცოდეთ:

ბლეფაროსპაზმი მხედველობას არ აზიანებს, თუმცა ხშირი სპაზმის გამო ადამიანს შეიძლება დროებით გაუჭირდეს თვალების გახელა და ყოველდღიური საქმიანობის შესრულება.

👉 დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, არის თუ არა ბლეფაროსპაზმი პირველადი (კეთილთვისებიანი), თუ გამოწვეულია სხვა ნევროლოგიური ან თვალის დაავადებით.

📍 მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველი“)

☎ ჩასაწერად: 032 2 117 711 | 032 2 775 588 | 596 56 55 88

👁️‍🗨️ დიაბეტური რეტინოპათია დღეს უკვე სიბრმავეს აღარ ნიშნავს 👇თანამედროვე ოფთალმოლოგიაში არსებობს 3 ეფექტური მეთოდი, რომ...
09/07/2026

👁️‍🗨️ დიაბეტური რეტინოპათია დღეს უკვე სიბრმავეს აღარ ნიშნავს 👇

თანამედროვე ოფთალმოლოგიაში არსებობს 3 ეფექტური მეთოდი, რომლებიც მხედველობის შენარჩუნებაში გვეხმარება:

▪️ანტი-VEGF ინექციები: თვალშიგა (ინტრავიტრეალური) ინექციები ბლოკავს იმ ნივთიერებას (VEGF), რომელიც ახალი პათოლოგიური სისხლძარღვების ზრდას და მაკულის შეშუპებას იწვევს. პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო (ადგილობრივი ანესთეზიით), გრძელდება რამდენიმე წამი და პაციენტებს მხედველობის შენარჩუნებასთან ერთად, ხშირად მის საგრძნობ გაუმჯობესებაშიც ეხმარება.

▪️ლაზერკოაგულაცია: გამოიყენება დაზიანებული, მჟონავი სისხლძარღვების მოსაწვავად, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი სისხლჩაქცევები.

▪️ვიტრექტომია (ქირურგია): თუ თვალის შიგნით (მინისებრ სხეულში) უკვე ჩაიღვარა დიდი რაოდენობით სისხლი, რომელიც თავისით არ იწოვება, ან განვითარდა ბადურის ჩამოცლა, ტარდება მიკროქირურგიული ოპერაცია. მღვრიე სითხე იცვლება, რაც მხედველობის დაბრუნების შანსს იძლევა.

✅ თუ გაქვთ დიაბეტური რეტინოპათია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მხედველობის შენარჩუნების საუკეთესო გზაა.

📍 მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველთან“)
📞 ტელეფონი: 032 2 117 711 | 032 2 775 588 | 596 56 55 88

Address

9 Tsinandali Str
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:30 - 17:30
Tuesday 09:30 - 17:30
Wednesday 09:30 - 17:30
Thursday 09:30 - 17:30
Friday 09:30 - 17:30
Saturday 09:30 - 16:00

Telephone

032 2 77 55 88

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა / Chichua Medical Center Mzera posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა / Chichua Medical Center Mzera:

Shortcuts

Share

Category