27/08/2026
🌿 დღევანდელი ვორქშოპი ოჯახურ ურთიერთობებში სირცხვილს, დანაშაულის განცდასა და საზღვრებს დავუთმეთ.
🌿 ვისაუბრეთ იმაზე, რომ სირცხვილი და დანაშაულის განცდა ერთი და იგივე არ არის.
🌿 დანაშაულის განცდა უფრო ხშირად უკავშირდება ქცევას:
„მე ცუდად მოვიქეცი.“
🌿 სირცხვილი კი მთლიანად საკუთარ თავზე გადადის :
„მე ვარ ცუდი.“
🌿 ეს განსხვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლობაში, რადგან დანაშაულის განცდამ შეიძლება მიგვიყვანოს პასუხისმგებლობამდე, ბოდიშამდე და გამოსწორებამდე, ხოლო სირცხვილმა კი თავდაცვამდე, საკუთარ თავზე შეტევამდე ან ბავშვისგან დისტანცირებამდე.
🌿 ვისაუბრეთ იმაზეც, როგორ მუშაობს ინტროექცია ანუ შინაგანად მიღებული „უნდა“-ები:
🌿 „კარგი დედა ყოველთვის მშვიდია.“
🌿 „კარგი მშობელი არ უნდა იღლებოდეს.“
🌿 „თუ ჩემი შვილი ჩემზე გაბრაზდა, რაღაც არასწორად გავაკეთე.“
🌿 და რამდენად მნიშვნელოვანია გავარჩიოთ:
🌿 „მე ბავშვს ზიანი მივაყენე“
🌿 თუ
🌿 „ბავშვს ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონა.“
🌿 შემდეგ გადავედით ოჯახურ საზღვრებზე, ანუ იმ უხილავ წესებზე, რომლებიც არეგულირებს სიახლოვეს, პირად სივრცეს, პასუხისმგებლობას, ავტონომიასა და ემოციურ ჩართულობას.
🌿 ჯანმრთელი საზღვრები არც დისტანციას ნიშნავს და არც ერთმანეთში აზელვას.
🌿 ეს არის უნარი:
🌿 ვიყოთ ახლოს და მაინც ცალკე ადამიანებად დავრჩეთ.
🌿 ვისაუბრეთ დიფუზურ და რიგიდულ საზღვრებზე, ბავშვის ასაკის შესაბამის პირად სივრცეზე, სხეულის საზღვრებზე, მშობლის საზღვრებზე და იმაზეც, რომ:
🌿 ბავშვის ემოცია დაშვებულია, მაგრამ ყველა ქცევა - არა.
🌿 ჯგუფს ჩემი საყვარელი ექსპერიმენტი გავუზიარე: ფეხებით ვხატავდით, რამ სხეულებრივად გვეგრძნო, სად იწყება და სად მთავრდება ჩვენი სივრცე, რამდენად ახლოს ვუშვებთ სხვას და როგორ ვგრძნობთ საკუთარ საზღვრებს.
🌿 ექსპერიმენტს იმდენი სიცილი და მხიარულება მოჰყვა, რომ ფოტოების გადაღება თითქმის დამავიწყდა 😊
🌿 ამიტომ ამჯერად ბევრი კადრი არ მაქვს, თუმცა პროფესიონალურ ფოტოებს ამ კვირის ბოლოს აუცილებლად გაგიზიარებთ.
🌿 და ალბათ დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი აზრი ასეთია:
🌿 შვილი შეიძლება ჩემზე გაბრაზდეს ისე, რომ მე ცუდი მშობელი არ ვიყო.
🌿 მე შეიძლება შეცდომა დავუშვა ისე, რომ ცუდი მშობელი არ ვიყო.
🌿 შეგვიძლია ერთმანეთი ძალიან გვიყვარდეს და მაინც გვქონდეს საკუთარი საზღვრები.
🌿 და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა: ფეხებით ხატვა ძალიან, ძალიან სახალისოა 😄