Mardaleishvili Medical Centre

Mardaleishvili Medical Centre "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი"

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" თავისი აღჭურვილობით და საუკეთესოდ მომზადებული პერსონალით ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობაზე. ჩვენს კლინიკაში შესაძლე

ბელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა დიაგნოსტიკური კვლევები, ქირურგიული და პოსტოპერაციული მომსახურება. ცენტრში ფუნქციონირებს თავისა და კისრის სიმსივნეების, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, აბდომინური ქირურგიის, თორაკალური ქირურგიის, ქიმიოთერაპიისა და უჯრედული თერაპიის განყოფილება. "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ასევე ფუნქციონირებს სადიაგნოსტიკო განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.

ბოლო თაობის აპარატურით მოწყობილ საოპერაციო ბლოკებში პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ქვეყნის საუკეთესო ქირურგები. ოპერაციის შემდგომი მომსახურება კიდევ უფრო გამოარჩევს კლინიკას, სადაც კეთილგანწყობილი და კარგად მომზადებული მედპერსონალი მუდმივად ზრუნავს პაციენტების სწრაფ გამოჯანმრთელებაზე.

04/08/2026

🔹LIVE ქირურგია და ინოვაციები ონკოლოგიაში - მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სესია მედიკოსთა მე-60 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო სრულად 👇

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📍თბილისი, ლ. ჩარკვიანის N 8,
📞+995 32 2 43 01 01
🌐 www.mmc.ge
📩[email protected]

#მარდალეიშვილისკლინიკა #მე-60მედიკოსთასაიუბილეოსაერთაშორისოკონფერენცია
#რობოტულიქირურგია #ონკოლოგია #იმუნოთერაპია

დიდი დანაკლისი განიცადა სამედიცინო საზოგადოებამ და მთელმა ქვეყანამ, გარდაიცვალა პროფესორი რემა ღვამიჩავა. განსაკუთრებით ...
02/08/2026

დიდი დანაკლისი განიცადა სამედიცინო საზოგადოებამ და მთელმა ქვეყანამ, გარდაიცვალა პროფესორი რემა ღვამიჩავა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო ბატონი რემას გარდაცვალება მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფისათვის, რადგან უკანსკნელი წლების განმავლობაში, ბატონი რემა, წარმატებით ხელმძღვანელობდა ჯგუფის ერთ ერთ მოწინავე დაწესებულებას -სხივური მედიცინის ცენტრს.

ბატონმა რემამ თავისი ცხოვრება სრულად მიუძღვნა ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას - ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და ონკოლოგიის განვითარებას საქართველოში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების დღიდან (1985 წ.), მისი პროფესიული გზა უწყვეტი შრომითა და უშრეტი ენერგიით იყო აღსავსე.

ბოლო ათეული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტს, მან ექიმების არაერთი თაობა აღზარდა. უდიდესია მისი ღვაწლი საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ჩამოყალიბებასა და მართვაში - სისტემების, რომლებმაც ათასობით ადამიანს აჩუქა სიცოცხლე და იმედი.

ჩვენი გუნდისთვის ბატონი რემა იყო არა მხოლოდ უმაღლესი დონის პროფესიონალი, არამედ გამორჩეული სითბოს, დიდსულოვნებისა და კოლეგიალობის მაგალითი. მისი პროფესიული სიბრძნე და ადამიანური მხარდაჭერა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობას ცვლიდა.

მთელი გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ბატონი რემა ღვამიჩავას ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას.

მისი სახელი და დატოვებული კვალი მუდამ დარჩება ქართული მედიცინის ისტორიასა და ჩვენს გულებში.

🔴 LIVE ქირურგია და ინოვაციური ონკოლოგია: მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი მედიკოსთა საიუბილეო კონფერენციაზე.👉🏻ჩაქვში გამ...
31/07/2026

🔴 LIVE ქირურგია და ინოვაციური ონკოლოგია: მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი მედიკოსთა საიუბილეო კონფერენციაზე.

👉🏻ჩაქვში გამართულ მედიკოსთა მე-60 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაზე ცალკე სესია დაეთმო მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს, რომელმაც კოლეგებს ონკოლოგიის სფეროში არსებული უახლესი ინოვაციები გაუზიარა.

🔹სესია -“ინოვაციები თანამედროვე ონკოლოგიაში: კლინიკური გამოწვევები და განვითარების სტრატეგიები“ -დარგის წამყვან ქართველ სპეციალისტებს აერთიანებდა. თუმცა, დამსწრეთა განსაკუთრებული ინტერესი და აღფრთოვანება LIVE ქირურგიამ გამოიწვია.

🤖მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა მშრალი სტატისტიკის ნაცვლად საზოგადოებას ინოვაციის პრაქტიკული ჩვენება შესთავაზა. ონკოგინეკოლოგმა ნიკოლოზ სარაულმა პირდაპირ ეთერში, ოპერაციის დაწყებიდან დასრულებამდე წარადგინა, თუ როგორ ტარდება საშვილოსნოს კიბოს ოპერაცია რობოტული სისტემით და რით სჯობნის ის ტრადიციულ ლაპარასკოპიულ მეთოდს.

🔹სამედიცინო ქეისი კი იყო შემდეგი:ენდომეტრიული ადენოკარცინომის გამო პაციენტს ჩაუტარდა რადიკალური ჰისტერექტომია ორმხრივი ლიმფოდისექციით (ICG-ის გამოყენებით).

🔹რთული გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ პაციენტის სხეულის მასის ინდექსი (BMI) 100 კილოგრამს აღემატებოდა, რაც ონკოლოგიურ ქირურგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ შემთხვევად ითვლება. სწორედ ასეთ პაციენტებში ავლენს რობოტული ქირურგია უდიდეს უპირატესობას -ინარჩუნებს მაქსიმალურ სიზუსტესა და კონტროლს იქ, სადაც სტანდარტული ლაპარასკოპია ტექნიკურად საგრძნობლად რთულდება.

🧑‍⚕️ექიმმა ნიკოლოზ სარაულმა დამსწრეებს დეტალურად აჩვენა სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთის გადამწყვეტი ეტაპი. თემა განაგრძო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ემზარ ნადირაძემ, მოხსენებით: რობოტული ქირურგიის კლინიკურ სარგებელი ონკოლოგიაში.

🔬სესიას უძღვებოდნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ცენტრის დამფუძნებელი პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი და მედიცინის აკადემიური დოქტორი, ენდოკრინოლოგი, სამეცნიერო დირექტორი თამარ მაკარიძე.

🔴სესიის მეორე ნაწილი ონკოლოგიის თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს დაეთმო:

👩‍⚕️სოფო შარაშიძემ (ექიმი ციტოლოგი) ისაუბრა უჯრედული ბიოლოგიის მიღწევებსა და მათ გავლენაზე თანამედროვე ონკოლოგიურ დიაგნოსტიკაში.

🧑‍⚕️ამირან მათითაშვილმა (კლინიკური ონკოლოგი) მიმოიხილა იმუნოთერაპიის როლი და კონკრეტული კლინიკური ქეისების მაგალითზე აჩვენა, თუ როგორ შეცვალა ამ მეთოდმა მკურნალობის ტაქტიკა.

🏥მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სესიამ მონაწილეებს მისცა იშვიათი შესაძლებლობა, ეხილათ ის, რასაც ჩვეულებრივ მხოლოდ სახელმძღვანელოებში კითხულობენ - რობოტული ტექნოლოგიის შეუდარებელი სიზუსტე რეალურ დროში.

ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📍თბილისი, ლ. ჩარკვიანის N 8,
📞+995 32 2 43 01 01
🌐 www.mmc.ge
📩[email protected]

#მარდალეიშვილისკლინიკა #მე-60მედიკოსთასაიუბილეოსაერთაშორისოკონფერენცია
#რობოტულიქირურგია #ონკოლოგია #იმუნოთერაპია

🫁 მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი!🎯 ვის...
24/07/2026

🫁 მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი!

🎯 ვის ეკუთვნის უფასო სკრინინგი?
👉🏻 თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს;
👉🏻 45-დან 75 წლამდე ასაკის პირებს;
👉🏻 აქტიურ მწეველებს.

👩‍⚕️ ხშირად გვგონია, რომ ექიმთან მხოლოდ მაშინ უნდა წავიდეთ, როცა რამე შეგვაწუხებს. თუმცა, მედიცინის მთავარი ოქროს წესი ასეთია: ყველაზე დიდი გამარჯვება დაავადების თავიდან აცილება ან მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაა.

🫁 ფილტვის კიბო ხშირად „ჩუმად“ ვითარდება: პაციენტთა 75%-ში დიაგნოზი მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ისმება.

✨ თუმცა არსებობს იმედისმომცემი სტატისტიკაც: I სტადიაზე აღმოჩენისას, განკურნების მაჩვენებელი 80-90%-ს აღწევს!

გამოკვლევა ტარდება მსოფლიო ოქროს სტანდარტით - დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით (LDCT):
🔹 ბევრად ზუსტია, ვიდრე ჩვეულებრივი რენტგენი;
🔹 ხასიათდება მინიმალური დასხივებით;
🔹 გრძელდება სულ რამდენიმე წუთს და არ საჭიროებს მომზადებას.

💙 ზოგჯერ საკუთარი თავის მიმართ ყველაზე დიდი მზრუნველობა სწორედ ერთი წინდახედული ნაბიჯის გადადგმაა.

🩵 ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📍თბილისი, ლ. ჩარკვიანის N 8,
📞+995 32 2 43 01 01
🌐 www.mmc.ge
📩[email protected]

#მარდალეიშვილისკლინიკა #ფილტვისკიბოსუფასოსკრინინგი #ფილტვისკიბო #სკრინინგი

08/07/2026

✨“პაციენტი ჩემთვის არ არის ცალკეული დიაგნოზი, ეს არის ნდობა, უდიდესი პასუხისმგებლობა და თანაგრძნობა.”

👩‍⚕️ Tamuna Makaridze - ექიმი ენდოკრინოლოგი, მედ.აკად, დოქტორი.
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი.

🩵 ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📍თბილისი, ლ. ჩარკვიანის N 8,
📞+995 32 2 43 01 01
🌐 www.mmc.ge
📩[email protected]

#მარდალეიშვილისკლინიკა #ენდოკრინოლოგი #თამარმაკარიძე

03/07/2026

🥼“ექიმობა ჩემთვის მარტო პროფესია არ არის, ეს მართლა ჩემი ცხოვრებაა. “

👩‍⚕️ Tamuna Makaridze - ექიმი ენდოკრინოლოგი, მედ.აკად, დოქტორი.
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი.

🩵 ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📍თბილისი, ლ. ჩარკვიანის N 8,
📞+995 32 2 43 01 01
🌐 www.mmc.ge
📩[email protected]

#მარდალეიშვილისკლინიკა #ენდოკრინოლოგი #თამარმაკარიძე

👨‍⚕️თეიმურაზ სინჯიაშვილი - მედიცინის დოქტორი ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი.🥼მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სიძლიერეს, პ...
29/06/2026

👨‍⚕️თეიმურაზ სინჯიაშვილი - მედიცინის დოქტორი ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი.

🥼მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სიძლიერეს, პირველ რიგში, მისი გუნდი ქმნის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია ბატონი თემური, რომლის გზა მედიცინაში სამეცნიერო ნოვატორობით დაიწყო.

✔️1983 წლიდან აღმოსავლეთ ევროპაში პირველმა, აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის კლინიკაში, დაიწყო ხორხის ლაზერული ოპერაციები და 1986 წელს დაიცვა დისერტაცია “CO 2 ლაზერის გამოყენება ხორხის მიკროქირურგიაში”.

✔️ჩატარებული აქვს 5000-ზე მეტი ოპერაცია ხორხის სხვადასხვა პათოლოგიების დროს.

✔️წლების განმავლობაში მან უხელმძღვანელა ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტს, თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📍თბილისი, ლ. ჩარკვიანის N 8,
📞+995 32 2 43 01 01
🌐 www.mmc.ge
📩[email protected]

#მარდალეიშვილისკლინიკა #თეიმურაზსინჯიაშვილი #ოტორინოლარინგოლოგი

დასრულდა “მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაციის ვიზიტი იტალიაში, ბაჯოვარას სამოქალაქო საავადმყოფოში (Ospedale Ci...
25/06/2026

დასრულდა “მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაციის ვიზიტი იტალიაში, ბაჯოვარას სამოქალაქო საავადმყოფოში (Ospedale Civile di Baggiovara). ქართველი ქირურგებს უმასპინძლა პროფესორმა მიქაელა პიკოლიმ, რომელიც ხელმძღვანელობს ზოგადი, გადაუდებელი ქირურგიისა და ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

ვიზიტის ძირითად მიზანს ფარისებრი ჯირკვლის რობოტული ქირურგიის თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური მეთოდების სიღრმისეული შესწავლა და კლინიკური გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

აღნიშნული ვიზიტი შედგა საქართველოს ბარიატრიულ და მეტაბოლურ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტის, მედიცინის აკადემიური დოქტორის დავით აბულაძის ხელშეწყობით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია: https://shorturl.at/sDie8

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📍თბილისი, ლ. ჩარკვიანის N 8,
📞+995 32 2 43 01 01
🌐 www.mmc.ge
📩[email protected]

#მარდალეიშვილისკლინიკა #ბაჯოვარასსამოქალაქოსაავადმყოფო #რობოტულიქირურგია #ფარისებრიჯირკვალი #ინვაზიურიმეთოდი #დავითღვინიაშვილი #გიორგილოლაძე #ემზარნადირაძე #დავითბახტურიძე #დავითაბულაძე

📝ახალ სამედიცინო ჟურნალ “N Factor”-ის სადებიუტო ნომერში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო გინეკოლოგიაში არსებულ აქტუალურ პრობ...
19/06/2026

📝ახალ სამედიცინო ჟურნალ “N Factor”-ის სადებიუტო ნომერში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო გინეკოლოგიაში არსებულ აქტუალურ პრობლემებსა და მათი ინოვაციური გადაჭრის გზებს.

👉🏻 ამ მიდგომების საილუსტრაციოდ, გაეცანით ჟურნალის მთავარ სტატიას, სადაც ჩვენი კლინიკის გინეკოლოგი Nika Sarauli დეტალურად საუბრობს ენდომეტრიოზის მართვის თანამედროვე სტანდარტებსა და რობოტული ქირურგიის როლზე ამ პროცესში.

👇 სტატია სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/My4Gj

#რობოტულიქირურგია #ნიკოლოზსარაული #მარდალეიშვილისკლინიკა

📝ახალ სამედიცინო ჟურნალ “N Factor”-ის სადებიუტო ნომერში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო გინეკოლოგიაში არსებულ აქტუალურ პრობ...
19/06/2026

📝ახალ სამედიცინო ჟურნალ “N Factor”-ის სადებიუტო ნომერში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო გინეკოლოგიაში არსებულ აქტუალურ პრობლემებსა და მათი ინოვაციური გადაჭრის გზებს.

👉🏻 ამ მიდგომების საილუსტრაციოდ, გაეცანით ჟურნალის მთავარ სტატიას, სადაც ჩვენი კლინიკის ონკო-გინეკოლოგი @ნიკა სარაული დეტალურად საუბრობს ენდომეტრიოზის მართვის თანამედროვე სტანდარტებსა და რობოტული ქირურგიის როლზე ამ პროცესში.

👇 სტატია სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/My4Gj

#რობოტულიქირურგია #ნიკოლოზსარაული #მარდალეიშვილის კლინიკა

ნიკა სარაულიენდომეტრიოზი: ფარული ეპიდემია, თანამედროვე ქირურგიის გამოწვევები და დედობის შენარჩუნებული შანსიმ...

Address

8 ლევან ჩარკვიანი
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 16:30
Tuesday 09:00 - 16:30
Wednesday 09:00 - 16:30
Thursday 09:00 - 16:30
Friday 09:00 - 16:30

Telephone

+995322430100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Mardaleishvili Medical Centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Mardaleishvili Medical Centre:

Shortcuts

Share