უროლოგი - კიმოთე მოდებაძე / urologist - Kimote Modebadze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • უროლოგი - კიმოთე მოდებაძე / urologist - Kimote Modebadze

უროლოგი - კიმოთე მოდებაძე / urologist - Kimote Modebadze უროლოგია, ანდროლოგია

02/01/2025

საშარდე გზებში არსებული კენჭები ლოკალიზაციის მიხედვით შესაძლებელია დაიყოს შემდეგ ძირითად ჯგუფებად:

☑️თირკმლის კენჭები
☑️ შარდსაწვეთის კენჭები
☑️შარდის ბუშტის კენჭები

კონკრემენტების(კენჭების) დაშლისა და მოცილების ერთ-ერთ თანამედროვე და ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიჩნეულია კონტაქტური, ლაზერული ლითოტრიფსია:

✅URS

✅ PCNL მეთოდებით

აღნიშნული პროცედურების უპირატესობები და დადებითი მხარეებია:
☑️ ნებისმიერი ზომის და სიმკვრივის კენჭის დაშლა.
☑️ ნაკლებტრავმული და მცირე ინვაზიური მიდგომა(ჭრილობისა და განაკვეთის გარეშე)
☑️ ზუსტი და ვიზუალურად კონტროლირებადი ენდოსკოპიური ჩარევა
☑️უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც ძირითადად ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში.
☑️ კლინიკაში დაყოვნების დრო საშუალოდ 2 დღე
☑️ პაციენტის სწრაფი რეაბილიტაცია

10/08/2022

რამდენიმე ფაქტი პროსტატის შესახებ:
✅სტატისტიკურად 65 წლის მამაკაცთა 50% და 90 წელს მიღწეულ მამაკაცთა 90% აქვს პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება, იგივე პროსტატის ადენომა.
✅ პროსტატის გადიდება ცალკეულად და დამოუკიდებლად ყოველთვის არ იწვევს მოშარდვის დარღვევებს.
✅ჩივილების სიმწვავე და ინტენსიურობა პირდაპირ კავშირში არ არის პროსტატის მოცულობასთან.
✅ 3-დან 1 მამაკაცს ცხოვრების მანძილზე აქვს პროსტატის და ქვემო საშარდე გზების სიმპტომები.
✅სტატისტიკურად 10-დან 1 მამაკაცს ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა დაავადებასთან დაკავშირებული ჩივილების გამო.
✅ქვემო საშარდე გზების სიმპტომებიდან და ჩივილებიდან, ყველა მათგანი არ არის დაკავშირებული პროსტატის გადიდებასთან, ზოგიერთი მაგალითად, სისხლიანი შარდვა, შარდის შეუკავებლობა და მტკივნეული შარდვა გამოწვეულია სხვა უროლოგიური ან ონკოუროლოგიური დაავადებებით.
✅პროსტატის სიმსივნის განვითარების რისკი არ იმატებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის(ადენომის) არსებობის შემთხვევაში.
✅პროსტატის სიმპტომების მქონე მამაკაცთა 30-40%, რაღაც დროის პერიოდში არ აღენიშნებათ ჩივილების გაუარესება და შესაძლოა არც დასჭირდეთ რაიმე სახის მკურნალობა.
✅იმ შემთხევაში თუ საჭიროა მკურნალობის დაწყება, ვიწყებთ მედიკამენტების გამოყენებას, რომელიც აუმჯობესებს მოშარდვის აქტს ან ახდენს პროსტატის გადიდებული(ადენომატოზური) კვანძების შეჭმუხვნას და მოცულობის შემცირებას.
✅ძლიერი და ინტენსიური ჩივილების შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა უშედეგოა და პროსტატის ადენომა იწვევს დამატებით გართულებებს, მსგავს შემთხვევებში ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.
✅სტატისტიკურად 100-დან 1 მამაკაცს უვითარდება შარდის მწვავე შეკავება, რომლის დროსაც საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

15/04/2021

🔥ისარგებლეთ უროლოგ კიმოთე მოდებაძესთან უფასო კონსულტაციით, კვირას, 18 აპრილს 👌⠀⠀
⠀⠀
🔵 უროლოგია მამაკაცის შარდ-სასქესო და ქალის საშარდე სისტემის დაავადებებს შეისწავლის ⠀⠀
⠀⠀
✅ ჩვენი კლინიკა მომხმარებლებს შემდეგი უროლოგიური პათოლოგიების მკურნალობას სთავაზობს:⠀⠀
⠀⠀
🔹 შარდ-კენჭოვანი დაავადებები;⠀⠀
🔹 პროსტატის ჰიპერპლაზია;⠀⠀
🔹უროლოგიურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები ენდოსკოპიური და ღია წესით.⠀⠀
⠀⠀⠀
✅ საჩხერის სამედიცინო ცენტრში ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეგიძლიათ ჩაიტაროთ სრული დიაგნოსტიკა, საუკეთესო და ხელმისაწვდომ ფასად 👌⠀⠀
⠀⠀⠀⠀
🔔 კონსულტაციები დაიწყება 10:00 სთ-დან⠀⠀⠀⠀
⠀⠀⠀⠀
⠀⠀⠀⠀
✅ საჩხერის სამედიცინო ცენტრი სიცოცხლისთვის.⠀⠀⠀
⠀⠀⠀
☎️ წინასწარი რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 591 70 30 90

04/01/2021

რამდენიმე ფაქტი პროსტატის შესახებ:
✅სტატისტიკურად 65 წლის მამაკაცთა 50% და 90 წელს მიღწეულ მამაკაცთა 90% აქვს პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება, იგივე პროსტატის ადენომა.
✅ პროსტატის გადიდება ცალკეულად და დამოუკიდებლად ყოველთვის არ იწვევს მოშარდვის სიმპტომებს და დარღვევებს.
✅ჩივილების სიმწვავე და ინტენსიურობა პირდაპირ კავშირში არ არის პროსტატის მოცულობასთან.
✅ 3-დან 1 მამაკაცს ცხოვრების მანძილზე აქვს პროსტატის და ქვემო საშარდე გზების სიმპტომები.
✅სტატისტიკურად 10-დან 1 მამაკაცს ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა დაავადებასთან დაკავშირებული ჩივილების გამო.
✅ქვემო საშარდე გზების სიმპტომებიდან და ჩივილებიდან, ყველა მათგანი არ არის დაკავშირებული პროსტატის გადიდებასთან, ზოგიერთი მაგალითად, სისხლიანი შარდვა, შარდის შეუკავებლობა და მტკივნეული შარდვა გამოწვეულია სხვა უროლოგიური ან ონკოუროლოგიური დაავადებებით.
✅პროსტატის სიმსივნის განვითარების რისკი არ იმატებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის(ადენომის) არსებობის შემთხვევაში.
✅პროსტატის სიმპტომების მქონე მამაკაცთა 30-40%, რაღაც დროის პერიოდში არ აღენიშნებათ ჩივილების გაუარესება და შესაძლოა არც დასჭირდეთ რაიმე სახის მკურნალობა.
✅იმ შემთხევაში თუ საჭიროა მკურნალობის დაწყება, ვიწყებთ მედიკამენტების გამოყენებას, რომელიც აუმჯობესებს მოშარდვის აქტს ან ახდენს პროსტატის გადიდებული(ადენომატოზური) კვანძების შეჭმუხვნას და მოცულობის შემცირებას.
✅ძლიერი და ინტენსიური ჩივილების შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა უშედეგოა და პროსტატის ადენომა იწვევს დამატებით გართულებებს, მსგავს შემთხვევებში ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.
✅სტატისტიკურად 100-დან 1 მამაკაცს უვითარდება შარდის მწვავე შეკავება, რომლის დროსაც საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

25/09/2020
საჩხერის სამედიცინო ცენტრში, განახლებული გრაფიკით, ყოველ ორშაბათს 10:00 დან 13:00 სთ-მდე  უროლოგიურ კონსულტაციებს  ჩაატა...
31/07/2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში, განახლებული გრაფიკით, ყოველ ორშაბათს 10:00 დან 13:00 სთ-მდე უროლოგიურ კონსულტაციებს ჩაატარებს ექიმი-უროლოგი კიმოთე მოდებაძე. უცვლელი რჩება ამ დრომდე არსებული მიღების საათები(პარასკევი, შაბათი 10:00 დან 16:00-მდე)
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირად ნომერზე 599470302

25/03/2020

უროლოგიური ორგანოები და მათი დაავადებები.

უროლოგიურ ორგანოებს მიეკუთვნება თირკმელი, შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი, პროსტატა, შარდსადენი-ურეთრა, სასქესო ასო, სათესლე ჯირკვალი.

- რომელია ყველაზე გავრცელებული უროლოგიური დაავადებები?

უროლოგიური დაავადებები საკმაოდ გავრცელებული და მრავალფეროვანია. ესენია:

*შარდ-კენჭოვანი დაავადება
*თირკმლის კენჭები
*შარდსაწვეთის კენჭები
*პროსტატის კეთილთვსებიანი ჰიპერპლაზია - იგივე პროსტატის ადენომა
*პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე *თირკმლის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები
*თირკმლის კისტოზური წარმონაქმნები
*თირკმლის ჰიდრონეფროზული ტრანსფორმაცია
*შარდსაწვეთის სტრიქტურა - შევიწროვება
*შარდსაწვეთის სიმსივნე
*შარდის ბუშტის სიმსივნე
*შარდის ბუშტის კენჭები
*შარდის ბუშტის დივერტიკულები
*შარდსადენის - ურეთრის სტრიქტურა (შევიწროვება)
*სათესლე ჯირკვლის სიმსივნე
*სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ვარიკოცელე
*სათესლე ჯირკვლის წყალმანკი ჰიდროცელე
*სასქესო ასოს სიმსივნე
*ფიმოზი
*მოკლე ლაგამი

უროლოგიური ორგანოების ანთებითი პროცესები:
*თირკმლის მენჯ-ფიალოვანი სისტემის ანთება - პიელონეფრიტი
*შარდის ბუშტის ანთება - ცისტიტი
*წინამდებარე ჯირკვლის ანთება - პროსტატიტი
*შარდსადენის ანთება- ურეთრიტი.
*სათესლე ჯირკვლის და/ან მისი დანამატის ანთება - ორქიტი, ეპიდიდიმიტი,
ორქოეპიდიდიმიტი
*სასქესო ასოს თავის და/ან ჩუჩის ლორწოვანის ანთება - ბალანიტი, პოსტიტი, ბალანოპოსტიტი

ასევე აღსანიშნავია:

*მამაკაცის უნაყოფობა
*სქესობრივი დისფუნქცია
*შარდის შეუკავებლობა

- რა ჩივილების შემთხვევაში მივმართოთ უროლოგს?

უროლოგიური დაავადების არსებობაზე შესაძლოა მიუთითებდეს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი ან სიმპტომთა ერთობლიობა:

*ტკივილი წელის არეში
*ტკივილი მცირე მენჯის არეში
*ტკივილი შორისის არეში
*ტკივილი სათესლე ჯირკვლის არეში
*ტკივილი სასქესო ასოს არეში
*ტკივილი და დისკომფორტი სქესობრივი კავშირის დროს
*ტკივილი მოშარდვის დროს

გარდა ამისა, ყურადსაღები ჩივილებია:

*ხშირი შარდვა
*წვა ან დისკომფორტი მოშარდვის დროს
*შარდვის დაწყების გაძნელება
*დაუკმაყოფილებლობის (დაუცლელობის) შეგრძნება მოშარდვის შემდეგ
*მოშარდვის იმპერატიული სურვილი ე.წ. ,,ვერ მისწრების“ შეგრძნება
*ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაღვიძება მოშარდვის სურვილის გაჩენის გამო - ნოქტურია

მნიშვნელოვანი ნიშანია ასევე:

*სისხლიანი შარდის არსებობა
*მძაფრი სუნის მქონე შარდის არსებობა
*გამონადენის არსებობა შარდსადენიდან.

- როგორ შეიძლება უროლოგიური დაავადების გართულების თავიდან აცილება?
ადრეული დიაგნოსტიკა უაღრესად მნიშვნელოვანია უროლოგიური დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად. გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი პათოლოგიის არსებობის დროს სიმპტომების კლინიკური მანიფესტაცია (ადამიანისთვის შესამჩნევი ჩივილი) ხშირ შემთხვევაში საკმაოდ გვიან ხდება, გეგმიური საკონტროლო ანალიზების წარმოება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს და ამასთანავე ამცირებს მასთან დაკავშირებულ მატერიალურ დანახარჯებს.

- რომლებია გეგმიური საკონტროლო ანალიზები?
ნებისმიერი პაციენტის უროლოგიური ორგანოების პათოლოგიის გამოსავლენად საწყისი, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი საკონტროლო ანალიზების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

*საშარდე სისტემის ექოსკოპიური კვლევა სავსე შარდის ბუშტის პირობებში, ნარჩენი შარდის განსაზღვრით.
*შარდის საერთო ანალიზი
*კრეატინინი სისხლში
*უროლოგის კონსულტაცია
*მამაკაცების შემთხვევაში პროსტატის სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა (PSA)
ზემოაღნიშნული კვლევები საშუალებას გვაძლევს, საწყის ეტაპზე აღმოვაჩინოთ დაავადება, რაც სწრაფი განკურნების საწინდარია.
საჭიროების შემთხვევაში ასევე გამოიყენება ურეთრის ნაცხის მიკროსკოპია/ბაქტერიოლოგია, პროსტატის წვენის მიკროსკოპია/ბაქტერიოლოგია, სპერმოგრამა ანალიზატორით და ანალიზატორის გარეშე, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, ჰორმონალური სტატუსის შესწავლა, სათესლე ჯირკვლების და სასქესო ასოს ექოსკოპია და სხვა ფართომასშტაბიანი კვლევები.

ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არა დაავადების მკურნალობით, არამედ მისი განვითარების თავიდან აცილებით იწყება!

მიღებაზე(კონსულტაციაზე) ჩასაწერად დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 599470302, კონსულტაციები წარმოებს თბილისში და იმერეთის რეგიონში.

09/02/2020

შარდკენჭოვანი დაავადება

კონკრემენტი ანუ კენჭი შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგი კრიტერიუმებით: ზომა, ლოკალიზაცია, რენტგენოლოგიური მახასიათებლები, ეტიოლოგია, მინერალოგიური შემადგენლობა და განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხის მიხედვით.

კენჭის ზომა იზომება მილიმეტრებში. არსებობს 20 მმ ზომის კენჭები.

იმის მიხედვით თუ რომელ ანატომიურ სტრუქტურებში მდებარეობს კონკრემენტი, არჩევენ: ზემო, შუა, ქვედა ფიალების, თირკმლის მენჯის, შარდსაწვეთის ზედა, შუა ან დისტალური(ქვედა) ნაწილის კონკრემენტს, შარდის ბუშტში ლოკალიზებული კენჭებს.

კონკრემენტის მინეროლოგიური შემადგენლობიდან გამომდინარე მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული რენტგენოლოგიური პარამეტრები:

რენტგენოკონტრასტული ( კალციუმის დიჰიდრატ ოქსალატის, კალციუმის მონოჰიდრატ ოქსალატის, კალციუმ ფოსფატის შემადგენლობით )
ცუდი რენტგენოკონტრასტულობა ( ამონიუმის და მაგნიუმის ფოსფატები, აპატიტები, ცისტინები )
რენტგენონეგატიური კონკრემენტები ( ამონიუმის ურატი, ქსანტინური, 2,8–დიჰიდროქსიადენინური, მედიკამენტოზური და შარდმჟავა კენჭები )
ეტიოლოგიის მიხედვით არსებობს ინფექციური ან არაინფექციური პროცესების დროს წარმოქმნილი კენჭები, გენეტიკური დარღვევების შედეგად გაჩენილი და ასევე მედიკამენტების მიღების გამო წარმოქმნილი :

არაინფექციური ( კალციუმის ოქსალატი, კალციუმის ფოსფატი, შარდმჟავა )

ინფექციური ( ამონიუმის და მაგნიუმის ფოსფატი, აპატიტი, ამონიუმის ურატები )

გენეტიკური მიზეზით ( ცისტინი, ქსანტინი, 2,8–დიჰიდროქსიადენინი )

მედიკამენტოზური, რომლის შედეგად ითარდება ორი სახეობის კონკრემენტები:

წარმოქმნილი პრეპარატის ნაერთების კრისტალიზაციით
წარმოქმნილი პრეპარატის გავლენის შედეგად განვითარებული ცვლილებებისგან შარდის შემადგენლობაში
აქტიური ნაერთები რომლებიც კრისტალიზირდება შარდში

ალოპურინოლი/ოქსიპურინოლი

ამოქსიცილინი/ამპიცილინი

ცეფტრიაქსონი

ციპროფლოქსაცინი

ეფედრინი

ინდინავირი

მაგნიუმის ტრისილიკატი

სულფონამიდი

ტრიამტერენი

შარდის შემადგენლობაე მოქმედი ნივთიერებები:

აცეტაზოლამიდი

ალოპურინოლი

ასკორბინის მჟავა

კალციუმი

ფუროსემიდი

მეტოქსიფლურანი

ვიტამინ D



მნიშვნელოვანია კონკრემენტების ზუსტი მინეროლოგიური შემადგენლობის განსაზღვრა, ვინაიდან შემდგომი დიაგნოსტიკის და მკურნალობის ტაქტიკა ამაზე არის დამოკიდებული. აგრეთვე, ეს კვლევა გვაძლევს ინფორმაციას სავარაუდო მეტაბოლურ დარღვევებზე. ძალიან ხშირად გვხდება კენჭები სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობით. ამ დროს უფრო მნიშვნელოვნად ითვლება ნივთიერება, რომელიც მეტადაა წარმოდგენილი კონკრემენტში. კონკრემენტის შემადგენლობის დადგენის ყველაზე მარტივი გზაა გამოძევებული კენჭის ანალიზი რენტგენული სხივების დიფრაქციის და ინფრაწითელი სპექტროსკოპიის მეთოდით ან სპეციალურ ლაბორატორიაში კენჭის მარილოვანი შემადგენლობის განსაზღვრა.

საყურადღებოა კენჭების შემდგომში გაჩენის რისკის ხარისხი და პროგნოზი. სტატისტიკურად დაახლოებით 50% პაციენტებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში აღინიშნება კონკრემენტის გაჩენის ერთი რეციდივი. რეციდივების დიდი რაოდენობა და სიხშირე აღინიშნება შარდკენჭოვანი დაავადების 10% შემთხვევებში.

კენჭის გაჩენის მაღალი რისკი:

ზოგადი ფაქტორები:

შარდკენჭოვანი დაავადების განვითარება ადრეულ ასაკში, განსაკუთრებულად ბავშვებში და მოზარდებში
შარდკენჭოვანი დაავადების ოჯახური ანამნეზი
ბრუშიტი კონკრემენტების შემადგენლობაში ( კალციუმის ჰიდროგენფოსფატი CaHPO4 * 2H2O )
ურატები და შარდმჟავა კონკრემენტების შემადგენლობაში
ინფექციური კონკრემენტები
ერთადერთი თირკმელი ( თავისთავად ეს ფაქტორი არ იწვევს კენჭის გაჩენის მაღალ რისკს, თუმცა ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო რეციდივის განვითარების პროფილაქტიკას )
დაავდებები დაკავშირებული შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებასთან:

ჰიპერპარათირეოიდოზი
ნეფროკალცინოზი
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და პათოლოგიები ( იეუნოილეალური შემოვლითი ანასთომოზი, ნაწლავის რეზექცია, კრონის დაავადება, მალაბსორბცია )
სარკოიდოზი
შარდკენჭოვანი დაავადების გენეტიკური მიზეზები:

ცისტინურია ( ტიპი A, B, AB )
პირველადი ჰიპეროქსალურია
თირკმლის მილაკოვანი აციდოზი 1–ტიპი
2,8––დიჰიდროქსიადენინი
ქსანტინურია
ლეშ–ნიქენის სინდრომი
მუკოვისციდოზი
ანატომიური და უროდინამიური დარღვევები:

მენჯ–შარდსაწვეთის ობსტრუქცია
ფიალის დივერტიკული ან კისტა
შარდსაწვეთის სტრიქტურა
შარდის ბუშტ–შარდსაწვეთ–თირკმელის რეფლუქსი
ნალისებური თირკმელი
ურეთეროცელე
შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია
მედულარული ღრუბლისებური თირკმელი ( ტუბულარული ექტაზია )
მედიკამენტების მიღება რომლებიც ხელს უწყობს კონკრემენტების წარმოქმნაში
დიაგნოსტიკა:

ვიზუალიზაციური დიაგნოსტიკა:

საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა, მიმოხილვითი ექსკრეტორული უროგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით.

ორსულებში:

პირველი რიგის ვიზუალიზაციური კვლევა (უპირატესობა მიენიჭოს) ულტრასონოგრაფიულ კვლევას, მეორე რიგის კვლევა მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას.

კონკრემენტის შემადგენლობის ანალიზი:

რენტგენული სხივების დიფრაქცია

ინფრაწითელი სპექტროსკოპია

კენჭის მარილოვანი შემადგენლობის განსაზღვრა.

ლაბორატორიული კვლევები:

შარდის საერთო ანალიზი ნალექის მიკროსკოპიული კვლევით, შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინი, ელექტროლოტების განსაზღვრა.

მკურნალობა:

თირკმლის ჭვალის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხდება ტკივილის კუპირება.

პირველი ხაზის მედიკამენტები: არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: დიკლოფენაკი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი.

მეორე ხაზის მედიკამნტები: ჰიდრომორფინი, პენტაზოცინი, ტრამადოლი.

თირკმლის კოლიკის განმეორებითი შემთხვევების შესამცირებლად გამოიყენება: α-ბლოკატორები.

სეპტიურ პაციენტებში ობსტრუქციული კონკრემენტებით მოწოდებული მენჯ-ფიალოვანი სისტემის დაუყოვნებლივი ზედა საშარდე გზების დრენირება :

ტარდება შარდსაწვეთის სტენტირება ან პერკუტანეული ნეფროსტომია

მკურნალობა მიმართულია კენჭის მოცილებაზე და იქყება მხოლოდ მხოლოდ ინფექციური პროცესის სრულად ალაგების შემდგომ.

დრენირების შემდგომ კეთდება შარდი ბაქტერიოლოგიური ანალიზი ანტიბიოტიკების მგრძნობელობის განსაზღვრით.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით დაუყოვნებლივ ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია, საჭიროებისამებრ ინტენსიური თერაპიის სახითაც.

10 მმ–ზე ნაკლები ზომის, პირველად დიაგნოსტირებული თირკმლის ფიალის უსიმპტომო კონკრემენტის არსებობისას რომლის ზომაც 6 თვის განმავლობაში არ იცვლება, რეკომენდებულია დაკვირვება დინამიკაში, რეგულარული გამოკვლევებით.

დაკვირვებისას ასეთ პაციენტებში შესაძლებელია დაინიშნოს შესაბამისი მედიკამენტოზური თერაპია კონკრემენტის გამოძევების გასაადვილებლად.

ლითოკინეტიკური თერაპია მიმართულია შარდსაწვეთის გლუვი მუსკულატურის მოდუნებაზე (მაგ. a-1 ადრენორეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად ან კალციუმის არხების მაბლოკირებელი საშუალებებით(ნიფედიპინი)).

პაციენტს შარდკენჭოვანი დაავადების გამო მკურნალობა ენიშნება როდესაც აღინიშნება კონკრემენტის ზომაში ზრდა, ობსტრუქციის, ინფექციის, მწვავე ან ქრინიკული ტკივილის გაჩენისას, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ თერაპიას.

პერორალური ქემოლიზი:

გამატუტიანებელი პრეპარატის დოზა უნდა შერჩეულ იქნას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შარდის PH -ის გათვალისწინებით

შარდის PH უნდა გაიზომოს დღის განმავლობაში დროის ერთნაირ მონაკვეთებში. აგრეთვე უნდა გაიზომოს დილის შარდის PH.

პაციენტს მკაფიოდ უნდა აეხსნას სიზუსტის აუცილებლობა.



თირკმლის მენჯის და ფიალების კონკრემენტების მკურნალობის ალგორითმი კონკრემენტების ზომის მიხედვით:



პერკუტანეული ნეფროლითოტომია

დისტანციური ტალღოვანი ლითოტრიფსია

20 მმ–ზე მეტი -----------------> ურეთერორენოსკოპია

ლაპაროსკოპიული ნეფროლითოტომია



დისტანციური ტალღოვანი ლითოტრიფსია

10 – 20 მმ -------------------> პერკუტანეული ნეფროლითოტომია

ურეთერორენოსკოპია



დისტანციური ტალღოვანი ლითოტრიფსია

10 მმ–ზე ნაკლები --------------> ურეთერორენოსკოპია

პერკუტანეული ნეფროლითოტომია

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995599470302

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when უროლოგი - კიმოთე მოდებაძე / urologist - Kimote Modebadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to უროლოგი - კიმოთე მოდებაძე / urologist - Kimote Modebadze:

Shortcuts

Share

Category