Our Space ჩვენი სივრცე

Our Space ჩვენი სივრცე შემოაღე "ჩვენი სივრცის" კარი, შენელდი, შეარჩიე და მოარგე შენი გასაღები შენს სივრცეს.

ჩვენს სივრცეში ნახავთ პრაქტიკის, კვლევისა და სწავლების ჰარმონიულ ნაზავს, რაც ოპტიმალური ბალანსის საწინდარია ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტისთვის.

პრაქტიკული ფსიქოთერაპიის პროგრამის დამატებით ადგილებზე მიღება განახლდა! თუ გაინტრესებს, რეალურად რა ხდება ფსიქოთერაპევტი...
05/09/2026

პრაქტიკული ფსიქოთერაპიის პროგრამის დამატებით ადგილებზე მიღება განახლდა!

თუ გაინტრესებს, რეალურად რა ხდება ფსიქოთერაპევტის სამუშაო ოთახის კარს მიღმა;
გსურს, საკუთარ თავზე გამოსცადო სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მოდალობა;
ნახო, როგორ მუშაობენ სხვადასხვა მიმართულების ფსიქოთერაპევტები;
აითვისო უამრავი ტექნიკა, სავარჯიშო და უნარი; იექსპერიმენტირო უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში და, რაც მთავარია, თუ გსურს, რომ პიროვნულად და პროფესიულად გაიზარდო, ეს კურსი ნამდვილად შენთვისაა.

ადგილების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია!

პროგრამის შესახებ მეტი დეტალისა და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/S62bPbk5s1oNGAxq7

ვიწყებთ რეგისტრაციას პრაქტიკული ფსიქოთერაპიის კურსის მესამე ნაკადზე. ადგილები ძალიან, ძალიან შეზღუდული გვაქვს.

ეს პროგრამა შენთვისაა, თუ გინდა, რომ:

🌼გაიგო გამოცდილი პრაქტიკოსებისგან, სინამდვილეში რა არის ფსიქოთერაპია და რა ხდება ფსიქოთერაპევტის სამუშაო ოთახის კარს მიღმა;
🌼მეტი იცოდე ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მოდალობისა და მიმართულების შესახებ;
🌼საკუთარ თავზე გამოსცადო სხვადასხვა მიდგომა, ტექნიკა და პროცესი;
🌼შეივსო პრაქტიკული ცოდნის მარაგი, აითვისო უამრავი სავარჯიშო და აქტივობა და გაიმდიდრო სამუშაო რეპერტუარი;
🌼მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება, როდესაც ფსიქოთერაპევტს ირჩევ ან ურჩევ სხვას;
🌼მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება, როდესაც ირჩევ, თუ რომელი თერაპიული მოდალობა ისწავლო სიღრმისეულად და გახდე ლიცენზირებული სპეციალისტი;
🌼იპოვო საკუთარი პიროვნული და პროფესიული ლიმიტები და რესურსები;
🌼უკეთ გაიცნო საკუთარი თავი და გაიზარდო პიროვნულად;
🌼გაიზარდო პროფესიულად -- გამოსცადო საკუთარი თავი სამუშაო პროცესში და მიიღო ქმედითი უკუკავშირი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან;
🌼შეხვდე ახალ ადამიანებს და გაატარო დრო უსაფრთხო, კომფორტულ, მზრუნველ და სიყვარულით სავსე გარემოში.

კურსის შინაარსი

🌼შესავალი ფსიქოთერაპიაში: ფსიქოთერაპიული კონტექსტი, ურთიერთობა და დინამიკა. თერაპიული პროცესის რა და როგორ.
🌼ანალიტიკური ფსიქოთერაპია
🌼არტთერაპია და ქვიშის თერაპია
🌼ბგერითი თერაპია (sound healing)
🌼გეშტალტთერაპია
🌼ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია და ლოგოთერაპია
🌼კრეატიული წერა
🌼კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია
🌼ნეიროგრაფიკა
🌼ნეირო ლინგვისტური პროგრამირება და ქოუჩინგი
🌼ორგანიზაციული კონსულტირება
🌼პოზიტიური ფსიქოთერაპია, მაინდფულნესი და ფლოუ
🌼სექსოლოგია
🌼სიმბოლდრამა
🌼სისტემური განლაგება
🌼სქემა-თერაპია
🌼სხეულზე ორიენტირებული თერაპია (ბიოსინთეზი, ბიოენერგეტიკული ანალიზი, ბოდინამიკა, სომატური გამოცდილების თერაპია, პოლივაგალური თეორია)
🌼ტრანზაქციული ანალიზი
🌼ფსიქიატრია და პრაქტიკა ფსიქიატრიულ კლინიკაში (დამატებით 30 საათი)
🌼ფსიქოანალიზი
🌼ფსიქოდიაგნოსტიკა,
🌼ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდები და გამოყენების სფეროები
🌼ფსიქოდრამა
🌼ფსიქოსინთეზი
🌼ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები
🌼ქცევის გამოყენებითი ანალიზი
🌼წყვილთა ფსიქოთერაპია
🌼ჯგუფური ფსიქოთერაპია
🌼EMDR

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:
https://forms.gle/dXtydLdF1KrKLeF77

რეგისტრაციის დასრულებამდე გვექნება ღია კარის დღე, გიპასუხებთ ყველა დასმულ კითხვაზე.

25 ივლისს ამ სეზონის ბოლო ოჯახური სისტემური განლაგების ერთდღიანი ვორქშოფი "სივრცე მოძრაობისთვის: ხილული და უხილავი სისტე...
26/07/2026

25 ივლისს ამ სეზონის ბოლო ოჯახური სისტემური განლაგების ერთდღიანი ვორქშოფი "სივრცე მოძრაობისთვის: ხილული და უხილავი სისტემაში" შედგა.

უდიდესი მადლიერება თითოეულ მონაწილეს, რადგან თქვენს გარეშე ეს ორი განსაკუთრებით უცნაური,
ჯადოსნური და საოცრებებით სავსე დღე ვერ შედგებოდა.

სექტემბრიდან ბევრი სიახლე და ახალი მოგზაურობები გელით ჩვენ სივრცეში

20/07/2026

🗝️ პრაქტიკული ფსიქოთერაპიის პროგრამის მეორე ნაკადიც დასრულდა 🎉

პროგრამის თითოეულ მონაწილეს ვულოცავთ ამ ეტაპის წარმატებით გავლას.

შეგახსენებთ, რომ მესამე ნაკადის მიღება უკვე დაწყებულია ❤️

დეტალებისთვის მიჰყევით ლინკს👇

https://forms.gle/4L4aeyB2Urjv4K4z9

სივრცე მოძრაობისთვის: ხილული და უხილავი სისტემაში🌼 ჩვენი ცხოვრება მხოლოდ პირადი გამოცდილებით არ იქმნება — მასში ერთმანეთ...
16/07/2026

სივრცე მოძრაობისთვის: ხილული და უხილავი სისტემაში

🌼 ჩვენი ცხოვრება მხოლოდ პირადი გამოცდილებით არ იქმნება — მასში ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული ოჯახური ისტორიები, მნიშვნელოვანი ურთიერთობები, წარსული გამოცდილებები და ის კონტექსტი, რომელშიც ვცხოვრობთ. ხშირად სწორედ ეს ხილული და უხილავი კავშირები განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს, განცდებსა და ცხოვრების მიმართულებას.

გთავაზობთ უსაფრთხო სივრცეს, სადაც სისტემური განლაგების მეთოდით შეძლებთ იმ დინამიკის დანახვას, რომელიც უკვე დიდი ხანია მოქმედებს თქვენს ცხოვრებაში, თუმცა შესაძლოა გიჭირდეთ ამის სიტყვებით გადმოცემა.

განლაგების ველში შესვლისას თითქოს დრო ჩერდება: უხმო მანიშნებლები, რომლებიც ადრე მხოლოდ ეჭვად გვესახებოდა, თანდათან იწყებს აჟღერებას და მტკიცე ხმად იქცევა; თანდათან იკვეთება ის წერტილები და ხაზები, თუ სად დაირღვა სიყვარულის ბუნებრივი მოძრაობა, რომელი განცდა ისწრაფვის გამოვლენისკენ და რა ემოციას სურს გათავისუფლება. თითოეული მოძრაობა უხილავი სისტემისეულ ჭეშმარიტებაზე მიგვითითებს — იმ ადგილზე, სადაც ჩვენი სულიერება და ბიოგრაფია ერთმანეთს ხვდება.

🌼ეს ჯგუფი შენთვისაა, თუ გსურს, რომ

• საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები უფრო ფართო პერსპექტივიდან დაინახო
• შეამჩნიო შენი ცხოვრების ხილული და უხილავი კავშირები და დინამიკები, რომლებიც გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, არჩევანსა და ცხოვრების გზაზე
• მიუახლოვდე იმას, რაც სიტყვების მიღმა რჩება და მზად არის მოძრაობისთვის

ასე რომ, ეს ერთდღიანი ჯგუფი არის სივრცე კვლევისთვის, შეხვედრისა და იმ მოძრაობისთვის, რომელიც შესაძლოა უკვე მზად არის თქვენს ცხოვრებაში.

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/ggg7mKMYbjmpC2Ks8

🌼"ყველა ერთისათვის" -- სისტემური განლაგების ჯგუფური სესია სახელდახელოდ ერთი ადამიანისთვის.🌼უდიდესი მადლიერება თითოეულ ად...
09/07/2026

🌼"ყველა ერთისათვის" -- სისტემური განლაგების ჯგუფური სესია სახელდახელოდ ერთი ადამიანისთვის.

🌼უდიდესი მადლიერება თითოეულ ადამიანს, ვინ სურვილი გამოთქვა და შეძლო ან ვერ შეძლო მონაწილეობა.

შემოდგომიდან პრაქტიკული ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამის მესამე ნაკადის შეხვედრებს ვიწყებთ.ადგილები ძალიან, ძალიან შეზღუ...
15/06/2026

შემოდგომიდან პრაქტიკული ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამის მესამე ნაკადის შეხვედრებს ვიწყებთ.

ადგილები ძალიან, ძალიან შეზღუდული გვაქვს.

ყველა კითხვაზე პასუხებისთვის გეპატიჟებით ღია კარის დღეზე ჩვენთან, რეალურ და ვირტუალურ სივრცეში ღია კარის დღეზე შაბათს, 20 ივნისს 18:00 საათზე.

გაგვიხარდება თქვენი ადგილზე მასპინძლობა მისამართზე გალაკტიონ ტაბიძის 3/5.

ვინც ფიზიკურად ვერ მოხვალთ, მიჰყევით ზუმბმულს: https://us06web.zoom.us/j/7300148149?pwd=ZBuBYCdzhQI4KQdOzw7WfJkS8N2HPr.1

10/06/2026

თიკო ბაქანიძის საავტორო შემეცნებითი პროგრამა მოზარდებისთვის “მე და ჩემი სუპერძალა” წარმატებით დასრულდა🌟

🍀თითოეულმა მონაწილემ ჩვენს სივრცეში საკუთარი საოცარი ძალა, ხმა და უნიკალური შესაძლებლობები უფრო ახლოდან გაიცნო.

🍀მადლობა, რომ ერთად ვიყავით ამ მოგზაურობის ნაწილი და შევქმენით საუკეთესო თავგადასავალი

🍀 შევხვდებით შემოდგომაზე ახალი თემებით და აღმოჩენებით.

ხოლო მანამდე…
რა ჩანს თქვენი ფანჯრებს მიღმა?💜

30 მაისს "გამთლიანების" დღე გვქონდა Lili Khechuashviliთან ერთად.  მადლობა თითოეულ მონაწილეს თავისი უნიკალური ყოფნისთვის ...
30/05/2026

30 მაისს "გამთლიანების" დღე გვქონდა Lili Khechuashviliთან ერთად.
მადლობა თითოეულ მონაწილეს თავისი უნიკალური ყოფნისთვის და ერთიანობის ველის Შექმნისთვის 🌼

28 მაისს პრაქტიკული ფსიქოთერაპიის პროგრამის ფარგლებში ნეიროგრაფიკის მასტერკლასი გვქონდა, რომელსაც ნეიროგრაფიკის  ინსტრუქ...
29/05/2026

28 მაისს პრაქტიკული ფსიქოთერაპიის პროგრამის ფარგლებში ნეიროგრაფიკის მასტერკლასი გვქონდა, რომელსაც ნეიროგრაფიკის ინსტრუქტორი Diana Nikolaishvili გაუძღვა, ნეიროგრაფიკის პრაქტიკოს Melisa Sudash_ის ასისტირებით.

მადლობა საინტერესო, ფერადი და აღმოჩენებით სავსე მოგზაურობისთვის. 😍🙏

23/05/2026

გეპატიჟებით თიკო ბაქანიძის საავტორო განმავითარებელ პროგრამაზე მოზარდებისთვის “მე და ჩემი სუპერძალა”. ❤️

დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://forms.gle/tSLPfrA75VUxicXG6

Address

გალაკტიონ ტაბიძის 3/5
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Our Space ჩვენი სივრცე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share