24/08/2026
✨ თენგიზ ორჯონიკიძე - მაღალკვალიფიციური რადიოლოგი, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით.
🏦 1975-1981 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. შემდგომ წლებში გაიარა პროფესიული გადამზადება და მიიღო კვალიფიკაცია რენტგენო-რადიოლოგიაში (1984-1985), ხოლო 1989 წელს ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში. 2004-2005 წლებში პროფესიული ტრეინინგი გაიარა ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
სამუშაო საქმიანობა დაიწყო 1981 წელს ქალაქ ფოთში, სადაც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა: ფოთის პორტში ექიმ-ეპიდემიოლოგად, ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმ-რეანიმატოლოგად და ფოთის სასწრაფო დახმარების სადგურში მორიგე ექიმად.
👨⚕️ 1984 წლიდან პროფესიული საქმიანობა დაუკავშირა ონკოლოგიურ სფეროს და 2011 წლამდე მუშაობდა ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში ექიმ რადიოლოგად. შემდგომ წლებში საქმიანობა განაგრძო საქართველოს ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ხოლო 2012 წლიდან — „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში“ ექიმი-რადიოლოგის პოზიციაზე.
თენგიზ ორჯონიკიძე გამოირჩევა დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, მაღალი პროფესიონალიზმითა და პაციენტებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით.