Medical World • მედიქალ ვორლდ

Medical World • მედიქალ ვორლდ 🌍 მსოფლიო ბრენდების ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის იმპორტიორი კომპანია საქართველოში!
(1)

კომპანია "მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ეწევა სამედიცინო აპარატურის როგორც იმპორტს, ასევე რეალიზაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვლიფიციური კადრებით, რაც ხარისხიანი მომსახურების მყარი გარანტიაა.

03/09/2026

✨ თანამედროვე ვეტერინარული მედიცინა მოითხოვს
არა მხოლოდ პროფესიონალიზმს, არამედ შესაბამის
ტექნოლოგიურ გარემოსაც. 🐾

სწორედ ამ მიზნით შედგა კალანდაძის ვეტერინარული კლინიკისა და „მედიქალ ვორლდ“-ის თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ქუთაისში ერთ-ერთი წამყვანი ვეტ-კლინიკა „მედიქალ ვორლდ“-ის მიერ აღიჭურვა
საჭირო სამედიცინო დანადგარებით. 🏥

პროექტის ფარგლებში ჩვენ გავნახორციელეთ როგორც კლინიკის საჭირო აპარატურით უზრუნველყოფა, ისე რადიოლოგიისა და საოპერაციო კაბინეტების სრული აღჭურვა თანამედროვე დანადგარებითა და უახლესი
ტექნოლოგიებით. ⚕️

მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი თანამშრომლობა, რომელიც პროფესიონალური ვეტერინარული მომსახურებისთვის საჭირო ტექნოლოგიური გარემოს შექმნას ემსახურება წარმატებით შედგა. 🤝

კალანდაძის ვეტ კლინიკა / kalandadze vet clinic Medical World • მედიქალ ვორლდ

27/08/2026

ქუთაისში ახლად გახსნილმა ვეტერინარულმა კლინიკა "NeoVet"-მა საკუთარი სივრცის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვა "Medical World"-ს მიანდო. 💙

კლინიკისთვის შევარჩიეთ და მივაწოდეთ თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე სამედიცინო აპარატურა, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში პროფესიონალებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში დაეხმარება.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ "NeoVet"-მა საკუთარი ახალი სივრცის აღჭურვაში პარტნიორად "Medical World" აირჩია. 🤝

ვულოცავთ "NeoVet"-ის გუნდს ახალი კლინიკის გახსნას და ვუსურვებთ წარმატებას, განვითარებასა და ბევრ ოთხფეხა პაციენტზე ზრუნვას! 🐾💙
Neovet • ვეტერინარული კლინიკა

12/08/2026

🤝"მედიქალ ვორლდ"-ის დამფუძნებელი, ლევან ქობალია და მისი მოწვევით საქართველოში მყოფი Zimmer MedizinSystems-ის ოფიციალური წარმომადგენელი, ლარს ტიმი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს ბალნეოლოგიურ კურორტს ეწვივნენ.

💦ვიზიტის ფარგლებში ლარს ტიმი გაეცნო კურორტის ღირსშესანიშნაობებს, უნიკალურ სამკურნალო მეთოდებსა და რეაბილიტაციის მიმართულებებს, ასევე დაათვალიერა Zimmer-ის ის თანამედროვე აპარატურა, რომელიც წყალტუბოს კურორტს მედიქალ ვორლდის მხარდაჭერით აქვს.

ვიზიტის ფარგლებში ლარს ტიმმა კურორტის ექიმებსა და სპეციალისტებს კიდევ ერთი პრაქტიკული მასტერკლასი ჩაუტარა და აპარატურის შესაძლებლობებსა და გამოყენების თანამედროვე მიდგომებზე ესაუბრა. 💙"

18 წელი აგვისტოს ომიდან! 🇬🇪დიდება გმირებს! 🇬🇪🇬🇪რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული! #ჩვენგვახსოვს  #დიდებაგმირებს
08/08/2026

18 წელი აგვისტოს ომიდან! 🇬🇪
დიდება გმირებს! 🇬🇪🇬🇪

რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული!

#ჩვენგვახსოვს #დიდებაგმირებს

🇦🇲 ერევანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში "მედიქალ ვორლდ" ეწვია Eugenia Voice Center-ს — ხმის, ხორხისა და პროფესიული ხმის ჯა...
07/08/2026

🇦🇲 ერევანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში "მედიქალ ვორლდ" ეწვია Eugenia Voice Center-ს — ხმის, ხორხისა და პროფესიული ხმის ჯანმრთელობაზე სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრს.

🏥 ვიზიტის ფარგლებში შევხვდით ცენტრის ხელმძღვანელს, ოტორინოლარინგოლოგსა და ფონიატრს, დოქტორ ანნა ჰაირაპეტიანს, რომელთანაც ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ერთობლივ გეგმებზე.

გვჯერა, რომ ეს შეხვედრა წარმატებული პარტნიორობის დასაწყისი იქნება და ჩვენი თანამშრომლობა მომავალში ნაყოფიერ და მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს. 🤝

06/08/2026

🔬 კომპანია Zimmer MedizinSysteme-ის ოფიციალური წარმომადგენელი ლარს ტიმი, "Medical World"-ის მოწვევით, სარეაბილიტაციო კლინიკა „რენეოს“ ეწვია.

🏥„რენეო“ თანამედროვე სარეაბილიტაციო კლინიკაა, რომელიც სრულად აღჭურვილია "Medical World"-ის მიერ მოწოდებული Zimmer MedizinSysteme-ის ინოვაციური ფიზიოთერაპიული აპარატურით და პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში, კლინიკის რეაბილიტოლოგებისა და ფიზიოთერაპევტებისთვის ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი კომბინირებული თერაპიის, დარტყმითტალღოვანი (Shockwave) და TECAR თერაპიის მიმართულებით.

🔹Zimmer MedizinSysteme-ის ოფიციალური წარმომადგენლის უშუალო ჩართულობით, მონაწილეებმა დეტალურად გაიარეს აპარატებთან მუშაობის სპეციფიკა, თანამედროვე თერაპიული პროტოკოლები და მათი კლინიკურ პრაქტიკაში ეფექტური გამოყენების მეთოდები.

🤝 მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს საქართველოში რეაბილიტაციის სფეროს განვითარებას, სპეციალისტების პროფესიულ ზრდასა და პაციენტებისთვის თანამედროვე, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას.

#ტრენინგი #ქუთაისი #რენეო #ფიზიოთერაპია #რეაბილიტოლოგი

03/08/2026

🩺 ცოდნა, პრაქტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები – ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საფუძველია.

"Medical World • მედიქალ ვორლდ" Doctor's-ის სამედიცინო აკადემიასთან პარტნიორობით აგრძელებს პროფესიული განათლების მხარდაჭერას.

ტრენინგის ფარგლებში ექიმებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკულად გაეცნენ დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის (ESWT) თანამედროვე შესაძლებლობებს და იმუშავეს გერმანული ბრენდის Zimmer MedizinSystems-ის აპარატურაზე.

გვჯერა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება სწორედ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე გადის.

მადლობას ვუხდით ტრენერ ლევან ძარიას, Doctor's-ის სამედიცინო აკადემიას და თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.

💙 "Medical World • მედიქალ ვორლდ" — საერთაშორისო ბრენდები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ცოდნის გაზიარება ქართული მედიცინის განვითარებისთვის.

31/07/2026

🔹 VINNO ULTIMUS 9E & VINNO 6

სიზუსტე . ინოვაცია . დიაგნოსტიკის ახალი სტანდარტი.

🎯 VINNO ULTIMUS 9E
✔ პრემიუმ კლასის ულტრაბგერითი სისტემა
✔ უმაღლესი ხარისხის გამოსახულება
✔ AI-ზე დაფუძნებული ინტელექტუალური ფუნქციები
✔ Advanced Color Doppler ტექნოლოგია
✔ სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა

🎯 VINNO 6
✔ კომპაქტური და მრავალფუნქციური სისტემა
✔ მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია
✔ მარტივი და კომფორტული მართვა
✔ ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკისთვის ოპტიმალური არჩევანი

VINNO – როცა ტექნოლოგია ზუსტ დიაგნოსტიკას ემსახურება.

📍 Medical World — მსოფლიო ლიდერი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

29/07/2026

💙 ერთად ჯანმრთელობისთვის.

🤝 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხარდაჭერა და პრევენციული მედიცინის ხელშეწყობა „მედიქალ ვორლდის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

💙 სწორედ ამიტომ, ჩვენ სიამოვნებით შევუერთდით ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Servier-ისა და საქართველოს კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიას „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ და გავხდით ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდამჭერი.

🩺 პროექტმა ერთ სივრცეში გააერთიანა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რათა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგი, სპეციალისტების კონსულტაცია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის შესახებ ინფორმაციის მიღება.

გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაში. სწორედ ამიტომ, „მედიქალ ვორლდი“ მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას.

#ჰიპერტენზია #სერვიე #კარდიოლოგია #გამოკვლევები #გაიზომეწნევა

Address

L. ANDRONIKASHVILI #3 ლ. ანდრონიკაშვილის #3
Tbilisi
0114

Telephone

+995322720888

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Medical World • მედიქალ ვორლდ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Medical World • მედიქალ ვორლდ:

Shortcuts

Share