კლინიკა მედიქალ ჰაუსი • Medical House Clinic

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კლინიკა მედიქალ ჰაუსი • Medical House Clinic

კლინიკა მედიქალ ჰაუსი • Medical House Clinic Medical House - მულტიპროფილური, ყველა ასაკის პაციენტზე ორიენტირებული, ქართულ-ამერიკული კლინიკა.

„მედიქალ ჰაუსი“ მრავალპროფილური, ყველა ასაკის პაციენტზე ორიენტირებული საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკაა, რომელიც ამერიკული სტანდარტების შესატყვის, თანამედროვე და ხარჯთეფექტურ პირველად ჯანდაცვას სთავაზობს მოსახლეობას.

კლინიკა 2011 წელს დააფუძნა ამერიკაში მოღვაწე, ქალაქ სანდიეგოს საოჯახო მედიცინის კლინიკის ხელმძღვანელმა თიმ გურჩმა, მალხაზ კარტოზიასა და შავლეგ შავერდაშვილთან ერთად. დამფუძნებლების მიზანია ამერიკული კლინიკის ყველა მიღწევა და ინოვაცია საქართველოში დაინერგოს.

“მედიქალ ჰაუსი” აღჭურვილია უახლესი ევროპული წარმოების სამედიცინო აპარატურით. კლინიკაში დაგხვდებიან ყველა პროფილის ექიმი სპეციალისტები, რომლებსაც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ მიღებული და მუდმივად გადიან კლინიკის დამფუძნებელთან ტრენინგებსა და კონსულტაციებს.

”მედიქალ ჰაუსის” მყუდრო გარემოში თქვენთვის ლაბორატორიული კვლევების და ამბულატორიული მომსახურების სრული სპექტრია. დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე სქემებით და მსოფლიოში მიღებული პროტოკოლებით ხორციელდება.

“მედიქალ ჰაუსი” მდებარეობს სპორტის სასახლესთან, ბერბუკის ქუჩის 7 ნომერში. დამატებით ინფორმაციისათვის გაეცანით “მედიქალ ჰაუსის” ვებგვერდს http://medicalhouse.ge/.

🩺 17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა.პაციენტის უსაფრთხოება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მთ...
17/09/2026

🩺 17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა.

პაციენტის უსაფრთხოება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და მოიცავს როგორც სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესს, ისე პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის სწორ კომუნიკაციას.

💊 ექიმთან ვიზიტისას მნიშვნელოვანია მიაწოდოთ სრული ინფორმაცია იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ, არსებული ალერგიებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

❓ ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა - მკურნალობის პროცესისა და დანიშნულებების შესახებ ინფორმირებულობა თქვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

🗓️ ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
☎️ 2 33 08 33
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა

🩸 რას გვეუბნება ფერიტინი?ფერიტინი ცილაა, რომლის ფუნქცია ორგანიზმში რკინის შენახვა და ტრანსპორტირებაა. იგი ასახავს რკინის...
16/09/2026

🩸 რას გვეუბნება ფერიტინი?

ფერიტინი ცილაა, რომლის ფუნქცია ორგანიზმში რკინის შენახვა და ტრანსპორტირებაა. იგი ასახავს რკინის მარაგს და მისი განსაზღვრა რკინის დეფიციტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა.

ფერიტინის დაბალი დონე რკინის ნაკლებობაზე მიუთითებს, რაც ზოგჯერ ვლინდება:
• დაღლილობით
• სისუსტით
• თავბრუსხვევით
• კონცენტრაციის გაუარესებით

აღნიშნული ჩივილების მიზეზის გასარკვევად მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია.

თქვენი ჯანმრთელობა - თქვენი ყოველდღიური ენერგიის საფუძველია.

🗓️ ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
☎️ 2 33 08 33
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა

🍂 სექტემბერი - დროა, ისევ ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე:🩺 დაგეგმეთ ოჯახის ექიმთან ვიზიტი🥗 დააბალანსეთ კვება🏃‍♀️ დაუბრუნ...
14/09/2026

🍂 სექტემბერი - დროა, ისევ ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე:

🩺 დაგეგმეთ ოჯახის ექიმთან ვიზიტი
🥗 დააბალანსეთ კვება
🏃‍♀️ დაუბრუნდით ფიზიკურ აქტივობას
😴 მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი
✔️ ჩაიტარეთ საჭირო პროფილაქტიკური კვლევები

🗓️ ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
☎️ 2 33 08 33
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა

👩‍⚕️ გაიცანით „მედიქალ ჰაუსის“ ოჯახის ექიმი - ინგა ჩაფიძე.🩺 ოჯახის ექიმი არის სპეციალისტი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ჯ...
12/09/2026

👩‍⚕️ გაიცანით „მედიქალ ჰაუსის“ ოჯახის ექიმი - ინგა ჩაფიძე.

🩺 ოჯახის ექიმი არის სპეციალისტი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჩივილის, პროფილაქტიკური კონსულტაციისა და საჭირო კვლევების დაგეგმვისთვის.

🔎 საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმი დაგეხმარებათ შემდგომი კვლევებისა და შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტის დაგეგმვაში.

💙 ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება დროული კონსულტაციით.

🗓️ ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
☎️ 2 33 08 33
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა

🌊 ზღვიდან დაბრუნდით და ავად გახდით?ზაფხულში დაბინძურებულ წყალთან კონტაქტმა შესაძლოა სხვადასხვა ინფექციის, მათ შორის, კუჭ...
10/09/2026

🌊 ზღვიდან დაბრუნდით და ავად გახდით?

ზაფხულში დაბინძურებულ წყალთან კონტაქტმა შესაძლოა სხვადასხვა ინფექციის, მათ შორის, კუჭ-ნაწლავის ინფექციის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

🤒 შესაძლო სიმპტომებია:
• სიცხე
• ყელის ტკივილი
• სისუსტე
• ფაღარათი ან ღებინება
• გამონაყარი

სიმპტომების გაძლიერების ან გახანგრძლივების შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში, მიმართეთ ექიმს.

🗓️ ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
☎️ 2 33 08 33
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა

🏥 გაიცანით ჩვენი კლინიკის ექიმები 👇👩  ნინო ბოჭორიშვილი - ნევროლოგი✍️ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:☎️ 𝟐 𝟑𝟑 𝟎𝟖...
31/08/2026

🏥 გაიცანით ჩვენი კლინიკის ექიმები 👇
👩 ნინო ბოჭორიშვილი - ნევროლოგი

✍️ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:
☎️ 𝟐 𝟑𝟑 𝟎𝟖 𝟑𝟑
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა
#ნინობოჭორიშვილი #ნევროლოგი

კლინიკა მედიქალ ჰაუსი გილოცავთ მარიამობას!დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 აგვისტოს კლინიკა იმუშავებს 10:00 საათიდან 15:00...
27/08/2026

კლინიკა მედიქალ ჰაუსი გილოცავთ მარიამობას!

დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 აგვისტოს კლინიკა იმუშავებს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე. #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა

💉 იმუნიზაცია დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.🛡️ ვაქცინაცია ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლი...
26/08/2026

💉 იმუნიზაცია დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.

🛡️ ვაქცინაცია ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლისთვის მომზადებაში და ამცირებს მძიმე გართულებების განვითარების რისკს. ის მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.

👨‍👩‍👧 მშობლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ვაქცინაციის კალენდრის დაცვა და ექიმთან გადამოწმება, არის თუ არა ყველა საჭირო აცრა დროულად ჩატარებული.

ℹ️ იმუნიზაციასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში ჯობს ინფორმაცია მიიღოთ ექიმისგან, რათა გადაწყვეტილება იყოს სწორ ცოდნასა და ინდივიდუალურ მდგომარეობაზე დაფუძნებული.

💙 პრევენცია ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

🗓️ ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
☎️ 𝟐 𝟑𝟑 𝟎𝟖 𝟑𝟑
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა
#იმუნიზაცია

🟣 ფსორიაზი ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად კანზე წითელი, აქერცლილი და გაღიზიანებული უბნებით ვლინდე...
24/08/2026

🟣 ფსორიაზი ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად კანზე წითელი, აქერცლილი და გაღიზიანებული უბნებით ვლინდება.

🔎 ფსორიაზი მხოლოდ კანის ესთეტიკური პრობლემა არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში მას შეიძლება ახლდეს ქავილი, დისკომფორტი, სახსრების ტკივილი ან ცხოვრების ხარისხის გაუარესება.

⚠️ დაავადება არ არის გადამდები, თუმცა საჭიროებს სწორ დიაგნოსტიკასა და ინდივიდუალურ მართვას. სიმპტომების თვითნებურად მკურნალობა ხშირად არ არის საკმარისი და შესაძლოა მდგომარეობა გააუარესოს.

✅ დერმატოლოგთან დროული კონსულტაცია დაგეხმარებათ მდგომარეობის შეფასებაში და მკურნალობის სწორად დაგეგმვაში.

🗓️ ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
☎️ 𝟐 𝟑𝟑 𝟎𝟖 𝟑𝟑
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა

🦟 კოღოს ნაკბენი ყოველთვის მხოლოდ კანის გაღიზიანებას არ ნიშნავს - ზოგიერთ შემთხვევაში კოღოები სხვადასხვა ინფექციის გადამტ...
20/08/2026

🦟 კოღოს ნაკბენი ყოველთვის მხოლოდ კანის გაღიზიანებას არ ნიშნავს - ზოგიერთ შემთხვევაში კოღოები სხვადასხვა ინფექციის გადამტანებიც შეიძლება იყვნენ.

🌍 განსაკუთრებით საყურადღებოა მოგზაურობის დროს, როდესაც ადამიანი ისეთ რეგიონში მიემგზავრება, სადაც კოღოებით გადამდები დაავადებების რისკი მაღალია.

🛡️ პრევენციისთვის მნიშვნელოვანია რეპელენტის გამოყენება, დახურული ტანსაცმლის ტარება, მწერებისგან დამცავი ბადის გამოყენება და დაგუბებულ წყლიანი ადგილებისგან თავიდან არიდება.

⚠️ ექიმთან კონსულტაცია საჭიროა, თუ კოღოს ნაკბენის შემდეგ განვითარდა მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, გამონაყარი, თავის ან კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ.

🗓️ ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
☎️ 𝟐 𝟑𝟑 𝟎𝟖 𝟑𝟑
🌐 www.medicalhouse.ge
📍 ბერბუკის 7, სპორტის სასახლესთან
👩‍⚕️👨‍⚕️ #მედიქალჰაუსი #მთელიოჯახისჯანმრთელობა

Address

ბერბუკის 7
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

+995322330833

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კლინიკა მედიქალ ჰაუსი • Medical House Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კლინიკა მედიქალ ჰაუსი • Medical House Clinic:

Shortcuts

Share

Category