Psycho Arsi-ფსიქო არსი

Psycho Arsi-ფსიქო არსი ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი

ფსიქოფიზიოლოგიური ცენტრი „არსი“ ახორციელებს ფსიქოთერაპიულ, ფსიქორეაბილიტაციურ სამუშაოს სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური და ფსიქოსომატური პრობლემების მქონე პაციენტებთან.
ფსიქოთერაპიული მუშაობა ხდება როგორც ბავშვებთან, ასევე მოზარდებთან და ზრდასრულებთან. ორგანიზაცია ატარებს კონსულტაციებს მშობლებთან ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
„არსი“ ასევე ახორციელებს ფსიქოთერაპიული მეთოდოლოგიის, „ანთროპოანალიზის“ სწავლებას. „ანთროპოანალიზი“ თავისი არსით ფსიქოდინამიკური, სიღრმის ფსიქოლოგიის მიმდინარეობაა, რომელიც დაფუძნებულია კლასიკურ ფსიქოანალიზსა და განწყობის ფსიქოლოგიაზე.

🗣️😟 ერთი შეხედვით ისეთი უწყინარი ფრაზები, რომლებითაც მშობლები, პედაგოგები, აღმზრდელები ცდილობენ ბავშვის უსაფრთხოება და ქ...
03/08/2026

🗣️😟 ერთი შეხედვით ისეთი უწყინარი ფრაზები, რომლებითაც მშობლები, პედაგოგები, აღმზრდელები ცდილობენ ბავშვის უსაფრთხოება და ქცევის მართვა უზრუნველყონ, შესაძლოა გახდეს უამრავი შიშის გაჩენის მიზეზი ბავშვებში.
🫂😌 მაშ, როგორ ვესაუბროთ ბავშვებს მსგავს საფრთხის შემცველ სიტუაციებში ისე, რომ მათ არ ჩამოვუყალიბოთ შიშები?
📃 განაგრძე კითხვა სტატიაში 👇

‐------------------------------------
ფსიქოთერაპიის დასაწყებად ან კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში; მეილზე: [email protected] ან დაგვირეკეთ: 593 72 72 00
#ფსიქოლოგია #ფსიქოთერაპია #ფსიქოარსი

ბავშვობა ის სენსიტიური პერიოდია, როდესაც ყალიბდება ზოგადი ხედვა და რწმენა-წარმოდგენები საკუთარ თავზე, ჩვენს ირ.....

🌓💭ფსიქოთერაპიული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტროვერტები უფრო ხშირად მიდიან ფსიქოთერაპიაზე, ვიდრე ექსტროვერტები. ვითომ მათ...
28/07/2026

🌓💭ფსიქოთერაპიული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტროვერტები უფრო ხშირად მიდიან ფსიქოთერაპიაზე, ვიდრე ექსტროვერტები. ვითომ მათი ნევროტიზმის დონე ექსტროვერტებზე მაღალია?

🟣 ვაგრძელებთ თემას. წარმოგიდგენთ ფსიქოარსის დირექტორის, თამარ მერაბიშვილის სტატიას „ინტროვერსია vs. ექსტროვერსია - პარამეტრები და ფსიქოპათოლოგია“.

↔️ დასაწყისში, ჰ. აიზენკმა გამოყო ორი განზომილება: ინტროვერსია-ექსტრავერსია და ნევროტიზმი-სტაბილობა. მოგვიანებით კი მესამე განზომილება - ფსიქოტიზმი-ძლიერი სუპერეგო - დაუმატა. სწორედ, ეს განზომილებებია ის პირველადი საშენი მასალა, რომელთა კომბინაციები და მათზე სოციალურ-კულტურული ფაქტორების გავლენა წარმოადგენს რისკ-ფაქტორს კონკრეტული ფსიქოპათოლოგიისთვის.

📃 განაგრძე კითხვა სტატიაში 👇

‐------------------------------------
ფსიქოთერაპიის დასაწყებად ან კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში; მეილზე: [email protected] ან დაგვირეკეთ: 593 72 72 00

#ფსიქოლოგია #ფსიქოთერაპია #ფსიქოარსი

გ. ოლპორტი სამართლიანად განმარტავს, რომ ტემპერამენტი წარმოადგენს პირველად მასალას, ინტელექტთან და ფიზიკურ კონს...

🎊 დღეს, 17 ივლისს, ფსიქოარსის დამფუძნებლის, გივი მერაბიშვილის, დაბადების დღეა. მას 86 წელი შეუსრულდა. ხანგრძლივი და ინტე...
17/07/2026

🎊 დღეს, 17 ივლისს, ფსიქოარსის დამფუძნებლის, გივი მერაბიშვილის, დაბადების დღეა. მას 86 წელი შეუსრულდა. ხანგრძლივი და ინტენსიურია მისი სამეცნიერო, კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც მრავალმხრივი და მრავალფეროვანია: ეხება განწყობის ფსიქოლოგიის კვლევებს, მძღოლის ფსიქოლოგიას, ზოგად და იურიდიულ ფსიქოლოგიას, პიროვნების ფსიქოლოგიას, ბავშვის ფსიქოლოგიასა და ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკას და რა თქმა უნდა, ფსიქოთერაპიას. ბ-ნი გივი ახალი, ფსიქოდინამიკური ორიენტაციის მქონე ფსიქოთერაპიული მოდალობის, „ანთროპოანალიზის“, ფუძემდებელია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი. იგი დღესაც, თავის გუნდთან ერთად, უწყვეტად ეწევა ფსიქოთერაპიულ საქმიანობას, ფსიქოთერაპიის სწავლებას და სუპერვიზიას დამწყები თუ მოქმედი ფსიქოთერაპევტებისთვის. სწორედ მისი დამსახურება და მონაპოვარია ის წარმატებული კლინიკური შედეგები და ფსიქოთერაპევტთა გუნდი, რომლითაც დაკომპლექტებულია დღეს „არსი“. ბევრი წარმატება კი კიდევ წინაა.

🎓🫂 ბატონი გივი არის ჩვენი მენტორი, მასწავლებელი, უფროსი კოლეგა და მეგობარი. მუდამ მზად არის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის, მისი მოსწავლეებისთვის, დღესაც მისი შეუპოვრობა, ცნობისმოყვარეობა და საქმისადმი ერთგულება სამაგალითო და ფასდაუდებელია.

🥂 ბატონო გივი, Givi Merabishvili გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას! დიდხანს იყავით ჩვენთან ერთად, კიდევ ბევრი გვაქვს თქვენგან სასწავლი!.. ❤️

📸 P.S. ფოტო გადაღებულია 1992 წელს, ამ დროისთვის ბატონ გივის დაწყებული აქვს ფსიქოანალიზური პრაქტიკა.

#ფსიქოარსი #გივიმერაბიშვილი

💭🐠 როგორც ა. აინშტაინი იტყოდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია...
14/07/2026

💭🐠 როგორც ა. აინშტაინი იტყოდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია“.

✅️ ვაგრძელებთ თემას. გთავაზობთ ფსიქოარსის დირექტორის, თამარ მერაბიშვილის სტატიას „ინტროვერსია vs. ექსტროვერსია - საქმიანობა, განათლება და პროფესია“

🌓 კარლ იუნგი თავის წიგნში „ორი ესე ანალიტიკურ ფსიქოლოგიაზე“ აღწერს ექსტროვერტსა და ინტროვერტს:
წამოვიდგინოთ ორი ახალგაზრდა, რომლებიც მოგზაურობისას ციხე-კოშკს მიადგნენ....

📃 განაგრძე კითხვა სტატიაში 👇

‐------------------------------------
ფსიქოთერაპიის დასაწყებად ან კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში; მეილზე: [email protected] ან დაგვირეკეთ: 593 72 72 00

#ფსიქოლოგია #ფსიქოთერაპია #ფსიქოარსი

კარლ იუნგი თავის წიგნში „ორი ესე ანალიტიკურ ფსიქოლოგიაზე“ აღწერს ექსტროვერტსა და ინტროვერტს: წამოვიდგინოთ ორი ...

🧸მშობელს არ მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ და თავიდანვე მაძლევს მითითებას: „არ იყო საკუთარი თავი, იყავი სხვა ბავშვი.“🌓 ინტ...
07/07/2026

🧸მშობელს არ მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ და თავიდანვე მაძლევს მითითებას: „არ იყო საკუთარი თავი, იყავი სხვა ბავშვი.“

🌓 ინტროვერტებსა და ექსტროვერტებს შორის განსხვავება მრავალი პარამეტრის მიხედვით დასტურდება კვლევებით (რაზეც შემდგომში გიამბობთ) და მერწმუნეთ, საერთოდ არ არის საჭირო შეჯიბრი, აქ არ არსებობს „სწორი“ და „არასწორი“ ტიპი, „კარგი“ და „ცუდი“ პიროვნების ვერსია, ეს ყველაფერი დისპოზიციური მოცემულობაა.

📃 გთავაზობთ ფსიქოარსის დირექტორის, თამარ მერაბიშვილის სტატიას „ინტროვერსია vs. ექსტროვერსია (ნეტავ, შესაჯიბრია აქ რამე?!)“

📰 ვრცლად ამ საკითხზე სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ 👇
______________
ფსიქოთერაპიის დასაწყებად ან კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში; მეილზე: [email protected] ან დაგვირეკეთ: 593 72 72 00.
#ფსიქოლოგია #ფსიქოთერაპია #ფსიქოარსი

მშობელს არ მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ და თავიდანვე მაძლევს მითითებას: „არ იყო საკუთარი თავი, იყავი სხვა ბავშვი.....

მოგესალმებით, მეგობრებო!📢 💻 ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „არსი“ წარმოგიდგენთ ორგანიზაციის ვებ გვერდს  psychoar...
14/06/2026

მოგესალმებით, მეგობრებო!

📢 💻 ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „არსი“ წარმოგიდგენთ ორგანიზაციის ვებ გვერდს psychoarsi.ge, სადაც მიიღებთ ინფორმაციას ზოგადად ფსიქოარსის მიზნებისა და ამოცანების, მისი გუნდის წევრების შესახებ და კონკრეტულად გაეცნობით ფსიქოარსის სერვისებს:

💭👩‍🎓მასში გაერთიანებულია როგორც ფსიქოთერაპიული მომსახურება, ასევე გივი მერაბიშვილის ფსიქოთერაპიის სასწავლო აკადემიის ფარგლებში ფსიქოთერაპიის შემსწავლელი პროგრამები.

📃 ვებ გვერდზე განთავსდება სტატიები სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თემატიკასა და პრობლემატიკაზე, რომლებიც ყოველკვირეულად განახლდება და გაგიზიარებთ ჩვენს ფეისბუქ გვერდებზეც.

🪴 17 მაისს, ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „არსში“ გაიმართა ღია კარის დღე. ორგანიზაციამ გივი მერაბიშვილის ფსიქოთე...
24/05/2026

🪴 17 მაისს, ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „არსში“ გაიმართა ღია კარის დღე. ორგანიზაციამ გივი მერაბიშვილის ფსიქოთერაპიის სასწავლო აკადემიის ფარგლებში წარმოადგინა ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის ევროპული სტანდარტიზებული პოსტდიპლომური სასწავლო პროგრამა.

🟣 შეხვედრას უძღვებოდნენ ფსიქოარსის დამფუძნებელი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გივი მერაბიშვილი და ფსიქოარსის დირექტორი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სამედიცინო ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თამარ მერაბიშვილი.

📚 აკადემიაში სწავლის მსურველ კანდიდატებს გავაცანით პროგრამა, სწავლის პირობები და მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

👩‍🎓 მაშასადამე, ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „არსი“ იწვევს მსურველებს ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის შესასწავლად ევროპულ სტანდარტიზებულ პროგრამაზე, პოსტდიპლომური განათლების ფარგლებში. ცენტრი ამჟამად არის EAP-ის (European Association for Psychotherapy) წარმომადგენლის NUO-ს (National Umbrella Organization) წევრი.

პროგრამის მიზანია კანდიდატებმა, მომავალმა ფსიქოთერაპევტებმა, სიღმისეულად შეისწავლონ ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის წარმოება; ანთროპოანალიზის წარმოება, რათა ეფექტურად გამოიყენონ კლინიკურ პრაქტიკაში.

პროგრამის ზოგადი მიმოხილვა:
სწავლის ხანგრძლივობა და მიმდინარეობა: 4 წელი, 7-8 საათიანი დატვირთვა კვირას.

სასწავლო და პრაქტიკული კომპონენტები:
1. თეორია-მეთოდოლოგია
2. პირადი ფსიქოთერაპია
3. კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ
4. სუპერვიზია
5. კვლევითი ნაშრომი

სწავლის შეფასების ინდიკატორები:
• ანალიზური წერა (რეფერატი; პრეზენტაცია)
• პრაქტიკული სამუშაო
• Case Study
• საკუთარი კლინიკური პრაქტიკიდან ქეისის ორგანიზება/მოდელირება
• კვლევითი ნაშრომი

პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
ბაკალავრის, მაგისტრის და/ან დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატები სოციალურ და ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში: ფსიქოლოგია, მედიცინა, ფილოსოფია, სოციალური მუშაობა...

პროგრამაში ჩართვის მიზნით კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები მეილზე:
[email protected]

6. პირადობის მოწმობის ასლი
7. CV (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
8. ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის დიპლომის ასლი

დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, კანდიდატების პროგრამაზე მიღება მოხდება გასაუბრების საფუძველზე და შემდგომ გაფორმდება მათთან ხელშეკრულება.

სწავლის ღირებულება და გადახდის პირობები: წელიწადში 2500 ევროს ექვივალენტი ლარში. (გადახდა შესაძლებელია 3-4 ნაწილად)

სწავლის დაწყება: 04. 10. 2026

პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა: 10. 09. 2026

💭⚖️ ორგანიზაციული, პროფესიული ეთიკა და პასუხისმგებლობა🎯 ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „არსის“ მიზანია:🌱ფსიქიკური...
30/03/2026

💭⚖️ ორგანიზაციული, პროფესიული ეთიკა და პასუხისმგებლობა

🎯 ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „არსის“ მიზანია:
🌱ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა;
🌱ფსიქოთერაპიის პროფესიული და ეთიკური პრაქტიკის განვითარება;
🌱მაღალი ხარისხის ფსიქოთერაპიული მომსახურების უზრუნველყოფა;
🌱განათლება და კვლევა ფსიქოთერაპიის სფეროში.

„არსის“ ყველა თანამშრომელი ხელმძღვანელობს
☂️ ორგანიზაციული და პროფესიული ეთიკით,
☂️ კეთილსინდისიერებით,
☂️ პროფესიული კომპეტენციითა და პასუხისმგებლობით;
☂️ ზრუნავს პაციენტის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე;
☂️ იცავს პროფესიულ საზღვრებს.

👤 ორგანიზაცია უზრუნველყოფს კონფიდენციალობას და პაციენტთა პირადი მონაცემების დაცვას.

💭 ფსიქოთერაპიული მომსახურება მიეწოდება ყველას, განურჩევლად:
✅️ სქესის, ასაკის, ეთნიკური კუთვნილებისა;
✅️ რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებებისა;
✅️ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა;
✅️ სოციალური სტატუსისა.

🤝„არსის“ გუნდი კოლეგიალურია.
ორგანიზაცია ხელს უწყობს პროფესიულ თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემას.
⬆️ ზემოთაღნიშნული პრინციპების დაცვა უზრუნველყოფს
🌳 ფსიქოთერაპიული საქმიანობის უსაფრთხოებას,
⚖️ პროფესიონალიზმსა და ადამიანის უფლებების დაცვას.

🌿 ფსიქოთერაპიის დასაწყებად ან კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, 📧 მეილზე: [email protected] ან
📞 დაგვირეკეთ: 593 72 72 00.

🌿გაიცანით ჩვენი გუნდის წევრებიმარიამ დემეტრაშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქოკონსულტირების ...
24/03/2026

🌿გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები

მარიამ დემეტრაშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქოკონსულტირების მაგისტრი.
🪷 ქცევის თერაპევტი, ადრეული
განვითარების სპეციალისტი, ქცევის ანალიზის საერთაშორისო სუპერვიზორის მოსამზადებელი კურსის სტუდენტი.

💭💻მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან პირადი შეხვედრების ფორმატში, ასევე ზრდასრულებთან პირად და ონლაინ რეჟიმში.

✅️სამუშაო ენა: ქართული

🌿გაიცანით ჩვენი გუნდის წევრებიმარიამ ხმალაძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი; სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის მაგისტრი.💭💻...
22/03/2026

🌿გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები

მარიამ ხმალაძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი; სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის მაგისტრი.

💭💻მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან პირადი შეხვედრების ფორმატში, ასევე ზრდასრულებთან პირად და ონლაინ რეჟიმში.

✅️სამუშაო ენა: ქართული, რუსული.

Address

N 51a A. Kazbegi Street
Tbilisi
0177

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Psycho Arsi-ფსიქო არსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share