Tbilisi Gestalt Institute

Tbilisi Gestalt Institute Tbilisi Gestalt Institute offers you an opportunity to receive European accreditation as a psychotherapist or an organizational consultant.
(1)

თბილისის გეშტალტის ინსტიტუტი წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც დაარსდა 2013 წლის მარტში ევროპაში აკრედიტებული რიგის გეშტალტის ინსტიტუტის მხარდაჭერით. თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი გთავაზობთ 5 წლიან სასწავლო პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს შეიძინონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება ფსიქოთერაპიასა და ორგანიზაციულ კონსულტირებაში.

სასწავლო პროგრამა წ

არიმართება ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის (http://www.eagt.org/) მიერ აკრედიტებული რიგის გეშტალტთერაპიის ინსტიტუტის (http://www.gestalt.lv) ხელმძღვანელობით.

სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს და ჯგუფურ სამუშაოს. ლექციებსა და ტრენინგებს ატარებენ მოწვეული სპეციალისტები ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით.

სასწავლო პროგრამა იყოფა 2 ეტაპად და თითოეული ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იღებენ შესაბამის სერტიფიკატს:

3 წლიანი სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ - გეშტალტ-პრაქტიკოსის სერტიფიკატი;
სრული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - გეშტალტ-თერაპევტის სერტიფიკატი.

ნებისმიერი დონის სერტიფიკატზე მითითებული სასწავლო აკადემიური საათები აღიარებულია საერთაშორისო აკრედიტებული გეშტალტ-ინსტიტუტების მიერ.

💥 დღეს ჩვენი ინსტიტუტისთვის საამაყო და მნიშვნელოვანი დღეა! ✨ჩვენმა დირექტორმა, მაკა ისაკაძემ (Maka Isakadze), European A...
30/07/2026

💥 დღეს ჩვენი ინსტიტუტისთვის საამაყო და მნიშვნელოვანი დღეა! ✨

ჩვენმა დირექტორმა, მაკა ისაკაძემ (Maka Isakadze), European Association for Gestalt Therapy (EAGT)-ის 5-წლიანი რეაკრედიტაცია მიიღო! 🇪🇺 🎓

ვისაც ეს სფერო ესმის, იცის, რომ რეაკრედიტაცია უბრალოდ ფორმალობა ან ავტომატური პროცესი არ არის - ეს ნიშნავს, რომ ამ 5 წლის განმავლობაში არ გაჩერებულხარ, მუდმივად გადიოდი სუპერვიზიას, ინტერვიზიას, ესწრებოდი კონფერენციებსა და სემინარებს, ვითარდებოდი და ინარჩუნებდი პროფესიულ ფორმას.

ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მაკას უპირობო სიყვარულს თავისი საქმისადმი და იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომლითაც ის ჩვენს ინსტიტუტს უძღვება.

მთელი გუნდის სახელით, უდიდესი სიყვარულით ვულოცავთ ამ ეტაპის გადალახვას! გვიხარია და ვამაყობთ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვმუშაობთ. 🚀🤍

უაღრესად ამაყები ვართ, რომ სწორედ ქართველის - სოფია ვერულაშვილის სოფია ვერულაშვილი (EAGT Secretary, Vice President) ხელმოწერით დასტურდება ეს ევროპული რეაკრედიტაცია! 🇬🇪🇪🇺💛

#ევროპულიაკრედიტაცია #თბილისისგეშტალტინსტიტუტი

13/07/2026

🚀 სპეციალიზაციის კურსი „ექსპერიმენტი გეშტალტ-თერაპიაში“ დაიწყო!

I მოდული შედგა!
სემინარის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი — ექსპერიმენტის ფუნდამენტური საფუძვლების, ვან ბაალენის ფაზური მოდელის განხილვა, საოცარი დემოსესიები და მასტერკლასები ევგენი რიაბოისგან, იქვე პრაქტიკული ინტერვენციების მოსინჯვა მიკროჯგუფებში — ინტენსიურად მიღებული ცოდნის ასიმილაციის პროცესს მეტად ნაყოფიერს ხდის!

✨ ეს იყო უაღრესად საინტერესო, სასარგებლო და პროფესიული ზრდის საკვები! მადლობა ევგენი რიაბოის და ჩვენს არაჩვეულებრივ ჯგუფს! 📚 ნამდვილი შემოქმედება თერაპიაში სწორედ აქ იწყება.

#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #ექსპერიმენტი #გეშტალტთერაპია

03/07/2026

💥 გეშტალტ-ინტენსივზე მიღებული გამოცდილების სიტყვებით გადმოცემა რთულია...

✨ ერთი კვირაა, მხოლოდ 7 დღეა, მაგრამ სინამდვილეში — ეს იყო ინტენსიური პროცესებით სავსე პროფესიული განვითარების პერიოდი გამდიდრებული ადამიანური შეხვედრებით.

🌲 ბუნების წიაღში, კიდევ უფრო ცხადად ვიგრძენით: გეშტალტი მხოლოდ თეორია არ არის. ის ცოცხალი ურთიერთობაა — ნამდვილი კონტაქტი საკუთარ თავთან, სხვასთან და იმ შემოქმედებით პროცესთან, რომელიც სწორედ „აქ და ახლა“ იბადება.

🌿 ამ ერთი კვირის განმავლობაში ერთად ვსწავლობდით, ვიკვლევდით, მხარს ვუჭერდით ერთმანეთს და, რაც მთავარია — ერთად ვიზრდებოდით.

💛 ჩვენი ინსტიტუტის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, ვინც ამ ინტენსივის ნაწილი გახდა:

🌿 ჩვენს ლექტორებს — არტურ დომბროვსკისა ,ნატალია ვოლპრეტეს და ქეთევან ფილაურს — პროფესიონალიზმის, სითბოსა და იმ უსაფრთხო თერაპიული სივრცისთვის, სადაც თეორია ცოცხალ, შემოქმედებით გამოცდილებად იქცა;

🔅 სუპერვიზორებს, თერაპევტებსა და კლიენტებს — ნდობის, სიმამაცისა და ავთენტურობისთვის. სწორედ თქვენ შექმენით ის უნიკალური ველი, სადაც რეალური ცვლილება შესაძლებელი გახდა.

🌿 საერთაშორისო გეშტალტ ინტენსივი დასრულდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ახლა იწყება — ყველაფერი, რასაც ამ დღეებში შევეხეთ, თან გაგვყვება პირად ცხოვრებაში, თერაპიულ პრაქტიკასა და მომავალ შეხვედრებში. მადლობა, რომ ეს გამოცდილება ერთად შევქმენით. გეშტალტ-ინტენსივი 2026-ის ფარგლებში ცემში შექმნილი უნიკალური ველი და გამოცდილება კი, ახლა ასიმილაციის პროცესს გადის და კიდევ დიდხანს დარჩება თითოეული ჩვენგანის შინაგან საყრდენად 🚀💛

#გეშტალტინტენსივი #თბილისისგეშტალტინსტიტუტი

✨ გეშტალტ-ინტენსივი 2026 | დღე 4️⃣მე-5 კურსის სტუდენტების პრაქტიკული გამოცდა დასრულდა — ყველა სტუდენტმა წარმატებით გაიარ...
30/06/2026

✨ გეშტალტ-ინტენსივი 2026 | დღე 4️⃣

მე-5 კურსის სტუდენტების პრაქტიკული გამოცდა დასრულდა — ყველა სტუდენტმა წარმატებით გაიარა ეს ეტაპი! 🎓🎉 მთელი გულით ვულოცავთ მათ ამ დიდ ნაბიჯსა და პროფესიულ აღიარებას. 🤍

თუმცა სრულ სერტიფიცირებამდე წინ კიდევ ერთი ეტაპია: პრაქტიკული გამოცდის გარდა, სტუდენტებმა ოქტომბერში სადიპლომო ნაშრომები უნდა წარადგინონ და დაიცვან კომისიის წინაშე.

საგამოცდო მღელვარების მიღმა, დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: ჩატარდა ლექცია ველის თეორიაზე, შედგა სუპერვიზორების საჩვენებელი მუშაობა და შედგა კლიენტ-თერაპევტისა და თერაპევტ-სუპერვიზორის ინდივიდუალური მუშაობა.

#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტინტენსივი

✨ გეშტალტ-ინტენსივი 2026 | დღე 3️⃣ეს დღე დაეთმო: საინტერესო და სასარგებლო ლექციას, ჯგუფურ შეხვედრებსა და საგამოცდო პროცე...
28/06/2026

✨ გეშტალტ-ინტენსივი 2026 | დღე 3️⃣

ეს დღე დაეთმო: საინტერესო და სასარგებლო ლექციას, ჯგუფურ შეხვედრებსა და საგამოცდო პროცესის გაგრძელებას 📚👥

კიდევ ოთხმა სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა პრაქტიკული გამოცდა! 🎓🎉 მთელი გულით ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვანი პროფესიული ნაბიჯის გადადგმასა და უდიდესი გამოცდილების მიღებას. ვამაყობთ თითოეული მათგანის სიმამაცით, ზრდითა და თერაპიული საყრდენით. 🤍

წინ კიდევ რამდენიმე საინტერესო დღე გველის! ✨

#გეშტალტინტენსივი #თბილისისგეშტალტინსტიტუტი

🌿 გეშტალტ-ინტენსივი 2026 | დღე 2️⃣✨ დღეს ჩატარდა: ინტენსიური ლექცია, ვორკშოპი, ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები და და...
26/06/2026

🌿 გეშტალტ-ინტენსივი 2026 | დღე 2️⃣

✨ დღეს ჩატარდა: ინტენსიური ლექცია, ვორკშოპი, ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები და დაიწყო მე-5 კურსის სტუდენტების პრაქტიკული სამუშაოს გამოცდა! 🎓

რამდენიმე სტუდენტმა გამოცდა უკვე წარმატებით ჩააბარა — ვულოცავთ მათ ამ უმნიშვნელოვანესი პროფესიული გამოცდილების მიღებას. ეს იყო საკუთარ თერაპიულ საყრდენთან, სიმამაცესთან და კოლეგებთან ნამდვილი შეხვედრა, სადაც ყველამ საოცარი ავთენტურობა და პროფესიონალიზმი აჩვენა 💛

წინ კიდევ ბევრი საინტერესო ნაბიჯია. პროცესი გრძელდება! 🚀

#გეშტალტინტენსივი
#თბილისისგეშტალტინსტიტუტი

💥 გეშტალტ-ინტენსივი 2026 ოფიციალურად დაიწყო! ეს ინტენსივი განსაკუთრებული იქნება, თავისი უჩვეულო ფორმატით და სიურპრიზებით...
25/06/2026

💥 გეშტალტ-ინტენსივი 2026 ოფიციალურად დაიწყო! ეს ინტენსივი განსაკუთრებული იქნება, თავისი უჩვეულო ფორმატით და სიურპრიზებით✨

#გეშტალტინტენსივი #თბილისისგეშტალტინსტიტუტი

💥 ჩვენი მესამე კურსის სტუდენტებმა პრაქტიკული სამუშაოს გამოცდები წარმატებით ჩააბარეს! 🎉 სტუდენტთა უკუკავშირებიდან ირკვევა...
22/06/2026

💥 ჩვენი მესამე კურსის სტუდენტებმა პრაქტიკული სამუშაოს გამოცდები წარმატებით ჩააბარეს! 🎉 სტუდენტთა უკუკავშირებიდან ირკვევა რომ ეს პროცესი უდიდესი გამოცდილებისა და პროფესიული შთაგონების წყაროდ იქცა. მონაწილეთა ემოციები, კმაყოფილება და კომისიის უკუკავშირი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად წარმატებით შეძლეს მათ ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა.

✨ თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია!

წინ კიდევ უფრო საინტერესო გამოწვევა გველოდება — მეორე ეტაპი, რაც სტუდენტურ კონფერენციაზე რეფერატების წარდგენას გულისხმობს. ეს იქნება სივრცე, სადაც სტუდენტები საკუთარ ნაშრომებსა და თეორიულ ხედვებს ფართო აუდიტორიას გაუზიარებენ.

💎 ამ უმნიშვნელოვანესი საფეხურის გავლის შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკოსის სერტიფიკატს და უკვე ოფიციალურად შეძლებენ სუპერვიზიის ქვეშ მუშაობის დაწყებას. ეს მათი პროფესიული დამოუკიდებლობისა და პრაქტიკული მოღვაწეობის დასაწყისი იქნება! პრაქტიკული მოღვაწეობა ხომ სწავლასთან ერთად პროფესიული ზრდის აუცილებელი ნაწილია!

🤝 განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ არტურ დომბროვსკის მისი უდიდესი მხარდაჭერისთვის, მასშტაბური ხედვისა და იმ უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც იგი საკუთარ უნიკალურ გამოცდილებას გვიზიარებს.

ძვირფასო სუფენტებო, ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და წარმატებებს გისურვებთ ამ საპასუხისმგებლო გზაზე! 🚀

#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტთერაპია #ფსიქოლოგია

🎓 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სიღრმისეულად გრძელდება! 🌿 მეორე კურსის სტუდენტებისთვის ჩატ...
02/06/2026

🎓 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სიღრმისეულად გრძელდება!

🌿 მეორე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა გეშტალტ-თერაპიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სემინარი თემაზე: „სელფის თეორია“.

სწავლებას ინსტიტუტის დირექტორი — მაკა ისაკაძე უძღვებოდა. 🤝💫

📚 თეორიული ნაწილის გარდა, სემინარი დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ინტერაქციით. სტუდენტებმა საკუთარ გამოცდილებაში გამოსცადეს, თუ როგორ მუშაობს სელფის ფუნქციები თერაპიულ პროცესში.💎

✨ ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, როდესაც ინსტიტუტის დირექტორი ასე უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული სასწავლო-აკადემიურ პროცესში.

🌿✨ მაკა ისაკაძის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, სიღრმე და სტუდენტებთან ცოცხალი, დიალოგური კონტაქტი ჩვენი სწავლების მაღალი ხარისხის უმთავრესი გარანტიაა. ❤️🤝

🌟 მომავალი ფსიქოთერაპევტებისთვის ამ ფუნდამენტური თეორიის ათვისება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია პროფესიული ოსტატობისკენ! 🚀

#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტთერაპია #ფსიქოთერაპია

💥 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში სუპერვიზიის სასწავლო პროგრამა დასასრულს უახლოვდება! 🎓 შემაჯამებელ  სიღრმისეულ სემინარს უკრ...
21/04/2026

💥 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში სუპერვიზიის სასწავლო პროგრამა დასასრულს უახლოვდება! 🎓

შემაჯამებელ სიღრმისეულ სემინარს უკრაინელი ექსპერტი, საერთაშორისო ტრენერი — ლარისა დიდკოვსკა უძღვებოდა 🇺🇦

მთავარი თემა: „სუპერვიზორის პირადი სტილის ჩამოყალიბება, მომზადების დონისა და თერაპევტ-სუპერვიზორის ალიანსის თავისებურებების გათვალისწინებით. გამოცდილების ასიმილაცია“. 💫

✍️ სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა:
* სუპერვიზორის ინდივიდუალური ხელწერა — საკუთარი სტილის გამოკვეთა პროფესიული მომზადების შესაბამისად;

* თერაპევტ-სუპერვიზორის ალიანსი — ნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული თანამშრომლობის შექმნა;

* გამოცდილების ასიმილაცია — მიღებული პრაქტიკული ცოდნის შინაგან რესურსად ქცევა;

* სუპერვიზიული პროცესის დინამიკა და მისი გავლენა თერაპიის ხარისხზე.

🌿 სუპერვიზია გეშტალტ-მიდგომაში არის არა მხოლოდ კონტროლი, არამედ უწყვეტი ზრდისა და მხარდაჭერის პროცესი.

✨ ლარისა დიდკოვსკასთან მუშაობამ მონაწილეებს საშუალება მისცა, კიდევ უფრო ღრმად ჩაეხედათ სუპერვიზიის ხელოვნებაში და გაეძლიერებინათ თავიანთი პროფესიული იდენტობა.

✨ მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სტუდენტებსა და კოლეგებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან!

#თბილისისგეშტალტინსტიტუტი #გეშტალტთერაპია #სუპერვიზია

Address

Ghambashidze Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 17:00

Telephone

+995555330177

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi Gestalt Institute posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Tbilisi Gestalt Institute:

Shortcuts

Share