IDC პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • IDC პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრი

IDC პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრი პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი ტრენინგ ცენტრი

10/09/2026

ღია კარის დღე: პოზიტიური ფსიქოტერაპია, პრაქტიკული ფსიქოლოგია და არტ-თერაპია 🌿🎨

გაინტერესებთ ფსიქოლოგია, პოზიტიური ფსიქოტერაპია ან არტ-თერაპია? გსურთ შეიძინოთ პრაქტიკული ცოდნა და განვითარდეთ პროფესიულად თუ პიროვნულად?

მოხარული ვართ მოგიწვიოთ ღია კარის დღეზე, სადაც დეტალურად გაეცნობით ჩვენს სასწავლო კურსებს, შეხვდებით კურსების ხელმძღვანელს, ლალი ბადრიძეს და მიიღებთ პასუხებს ყველა საინტერესო კითხვაზე!

🗓 თარიღი: 12 სექტემბერი
🕖 დრო: 19:00 საათი
📍 მისამართი: „მეტაფორა“, აღმაშენებლის გამზ. №63ა

დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო რეგისტრაცია სავალდებულოა.

👉 დარეგისტრირდით ბმულზე:
https://idc.edu.ge/registration.html
რეგისტრაციისას მიუთითეთ ღია კარის დღე

გელოდებით, ერთად გადავდგათ ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ! ✨

03/09/2026

შეცვალეთ თქვენი კარიერა და ცხოვრება: ორმაგი სერტიფიკაცია!

უნიკალური შესაძლებლობა! პირველად საქართველოში — ინტეგრირებული ჰიბრიდული პროგრამა:
🌟 პრაქტიკული ფსიქოლოგია-ფსიქოთერაპია + ტრენერთა ტრენინგი
🌟
პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი (IDC) გთავაზობთ განსაკუთრებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც გაძლევთ:
✅ 2 საერთაშორისო სერტიფიკატს ერთ კურსში:
• პრაქტიკული ფსიქოლოგია-ფსიქოთერაპიის კურსის
• კვალიფიციური ტრენერის
✅ მოქნილი სწავლების ფორმატი: ონლაინ და ოფლაინ მეცადინეობების კომბინაცია

დაიწყეთ თქვენი პიროვნული და პროფესიული ტრანსფორმაცია დღესვე!

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. დარეგისტრირდით ახლავე!

✅ სასწავლო პროგრამა წარმოადგენს უნიკალურ მოგზაურობას ადამიანის შენაგან სამყაროში, სადაც ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ჰარმონიული ერთობლიობა ადამიანს თვითშემეცნებაში ეხმარება. ეს არის ხელოვნება, რომელიც აერთიანებს მეცნიერულ ცოდნასა და ადამიანურ სიღრმეებში წვდომის უნარს. ეს არის კურსი, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ გონების, არამედ გულის ჩართულობასაც.

კურსი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მათთვის, ვისაც სურს :

🔹პიროვნული და პროფესიული განვითარება
🔹ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენა
🔹სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრის მეთოდების ცოდნა
🔹თვითგანვითარება - საკუთარი თავის უკეთ შეცნობა და პიროვნული ზრდა.(გაიგო არა მხოლოდ ის, თუ რას აკეთებ, არამედ რატომ აკეთებ ამას.)
🔹პროფესიული უნარების გაფართოება - თერაპევტების, ფსიქოკონსულტანტების და ქოუჩებისთვის ეს ნიშნავს მეტი ინსტრუმენტის ფლობას კლიენტების დასახმარებლად.
🔹მრავალმხრივი ხედვა - ადამიანური ფსიქიკისა და ქცევის სხვადასხვა პერსპექტივიდან გააზრება.
🔹ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობა - სხვადასხვა ადამიანისთვის შესაფერისი თერაპიული მიდგომის შერჩევა.
🔹უწყვეტი პროფესიული განათლება - ფსიქოლოგიის სფეროში მიმდინარე ტენდენციების, კვლევების და ინოვაციების გაცნობა.
🔹კრიტიკული აზროვნების განვითარება - სხვადასხვა თეორიული ჩარჩოს გააზრება და შედარება.

✅შეისწავლით:

განვითარების თეორიები - შეისწავლის ადამიანის ფსიქოლოგიურ ზრდას სხვადასხვა ეტაპზე, ადამიანის ცხოვრების მოგზაურობის რუკა, დაბადებიდან სიბერემდე.

კომუნიკაციის ფსიქოლოგია - იკვლევს ინფორმაციის გაცვლის პროცესებს, ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციას ადამიანებს შორის.

ბავშვთა ფსიქოლოგია - ფოკუსირდება ბავშვების ფსიქიკურ განვითარებაზე, ემოციურ და კოგნიტურ პროცესებზე დაბადებიდან მოზარდობამდე.

ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია - ეფუძნება ფროიდის თეორიას, მუშაობს არაცნობიერ პროცესებთან, ბავშვობის გამოცდილებებთან და შინაგან კონფლიქტებთან.

ტრანზაქციული ანალიზი - აანალიზებს ურთიერთობებს სამი ეგო-მდგომარეობის (მშობელი, ზრდასრული, ბავშვი) საშუალებით.

ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია - ეხმარება ადამიანებს დაუპირისპირდნენ არსებობის ფუნდამენტურ საკითხებს: თავისუფლება, სიკვდილი, იზოლაცია და უაზრობა.

ლოგოთერაპია - ფოკუსირდება ცხოვრების აზრის პოვნაზე, განსაკუთრებით რთულ პერიოდებში.

ფსიქოსინთეზი - აერთიანებს პიროვნების სხვადასხვა ასპექტებს ჰარმონიულ მთლიანობაში, ავითარებს უმაღლეს "მე"-ს.

ენელპე (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება) - სწავლობს წარმატებული ქცევის მოდელებს და ასწავლის მათ სხვებს, აქცენტს აკეთებს აზროვნების, ენისა და ქცევის კავშირებზე.

გეშტალტთერაპია - ფოკუსირდება აწმყოზე და პირად გამოცდილებაზე, იყენებს ცნობიერების ამაღლების ტექნიკებს.

პოზიტიური ფსიქოთერაპია -აქცენტს აკეთებს ადამიანის ძლიერ მხარეების,არსებული რესურსების, შესაძლებლობების ამოცნობას, განვითარებასა და გამოყენებაზე.

არტთერაპია - იყენებს შემოქმედებით პროცესს (ხატვა, მუსიკა, ცეკვა) თერაპიული მიზნებისთვის, ეხმარება ემოციების გამოხატვასა და გადამუშავებაში.

კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპია - ფოკუსირდება აზრების, ემოციებისა და ქცევის ურთიერთკავშირზე, მიზნად ისახავს დისფუნქციური აზროვნების შეცვლას და ახალი ქცევითი სტრატეგიების შემუშავებას.

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია - ეფუძნება იდეას, რომ სხეული და ფსიქიკა განუყოფელია, მუშაობს ფიზიკურ სენსაციებთან, სუნთქვასთან და მოძრაობასთან ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად.

ქოუჩინგი - მიმართულია მიზნების მიღწევასა და პოტენციალის რეალიზებაზე, არ არის ფსიქოთერაპია, მაგრამ იყენებს ფსიქოლოგიურ ტექნიკებს პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის

✅პრაქტიკული შეხვედრებზე განსაკუთრებულ ყურადღება ექცევა საინტერესო სავარჯიშოებს, განმავითარებელ თამაშებსა და ჯგუფურ მუშაობას, სადაც უსაფრთხო გარემოა შექმნილი პიროვნული ზრდისა და მხარდაჭერისათვის.

ვისთვის არის ეს კურსი

🔹ცვლილებაზე ორიენტირებული პიროვნებებისთვის, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ გაცნობა და უკეთესი მომავლი სურთ.
🔹ფსიქოლოგიის სტუდენტებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის, რომლებიც თერაპიული უნარების განვითარებას იწყებენ
🔹ფსიქოთერაპევტებისთვის, რომლებიც ახალ მეთოდოლოგიებსა და მიდგომებს ეძებენ პრაქტიკის გასამდიდრებლად
🔹ექიმებისთვის, რომლებსაც სურთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ინტეგრირებული მიდგომების დანერგვა
კურსი ასევე განკუთვნილია პროფესიონალებისთვის, რომლებიც თვითრეფლექსიის გაღრმავებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას და კლიენტებთან/პაციენტებთან უფრო ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას აპირებენ.

✅გაიცემა სერთიფიკატი.( ქართულ და ინგლისურ ენებზე)
✅პროგრამას უძღვებიან უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალები.

პროგრამის ხელმძღვანელები -

ლალი ბადრიძე, საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი.

ნათია ბადრიძე - კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, აშშ-ს ქცევათმეცნიერების ანალიტიკოსი. ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის (New Vision University) მოწვეული ლექტორი.

დაწყების თარიღი - 05.10.2026

✅სწავლის ხანგრძლოვობა - 1 წელი

შეხვედრები: კვირაში ორჯერ (ორშაბათი და ოთხშაბათი, ცოცხალი(სურვილისამებრ
ონლაინ) შეხვედრები19.00-21.00 სთ. ონლაინ 21.00-23.00სთ)

სწავლა მიმდინარეობს ჰიბრიდულად (online, offline)

ღირებულება: 4000ლ.( განიხილება ინდივიდუალური გრაფიკი)

წინასწარი რეგისტრაციის თანხა: 500ლ
ანგარიში: GE11BG0000000499351374

📌სარეგისტრაციო ბმული:
https://idc.edu.ge/registration.html
რეგისტრაციისას მიუთითეთ პრაქტიკული ფსიქოლოგია

📌გისურვებთ წარმატებას

19/08/2026

⭕️პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაცია წარმოგიდგენთ პოზიტიური ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების შემსწავლელ საერთაშორისო,აკრედიტებულ პროგრამას!

❗️გაიცემა პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის (WAPP) სერტიფიკატი ვისბადენი, გერმანია.

რას მოიცავს საბაზისო კურსის პროგრამა?

📌ფსიქოკონსულტირების საბაზისო კურსი - ეს არის ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული კონსულტირების უნარების სწავლება პოზიტიური ფსიქოთერაპიის საფუძვლებსა და მეთოდიკაზე დაყრდნობით. “პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ერთწლიანი კურსის“ გავლისა და შესაბამისი გამოცდის შემდეგ, მსმენელი ხდება „პოზიტიური ფსიქოთერაპიის საბაზისო კონსულტანტი“, რაც დასტურდება შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატით (პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის (WAPP) სერთიფიკატი). ფსიქოთერაპიის მასტერ კურსი-ფსიქოთერაპევტის საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად, საბაზისო კურსის გავლის შემდეგ აუცილებელია 3,5 წლიანი EAP-ის მიერ აღიარებული სტანდარტის შესაბამისი მასტერ კურსის პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა ფსიქოთერაპევტის დიპლომი.

📌პროგრამას უძღვებიან WAPP და EAP აკრედიტებული უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალები. თეორიის გარდა სწავლება მოიცავს პრაქტიკულ მუშაობას კლიენტებთან, რასაც უზრუნველყოფს საერთაშორისო აკადემიის ქართული წარმომადგენლობა.

⭕️პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდი მოიცავს თეორიას, პრაქტიკას და პირად გამოცდილებას.პოზიტიური ფსიქოთერაპია არის თანამედროვე სამეცნიერო ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი, რომელიც აღიარებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოსა (WCP.www.worldpsyche.org) და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP.www.europsyche.org) მიერ.

📌პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდი დაფუძნებულია გამოჩენილი გერმანელი ფსიქიატრისა და ნევროლოგის ნ. პეზეშკიანის მიერ, რომელიც მას უწოდებდა ,,ფსიქოდინამიურ, ღრმა ფსიქოლოგიური წვდომის ფსიქოთერაპიულ მეთოდს, რომელიც ორიენტირებულია კროსკულტურულ ჰუმანისტურ მიდგომებზე, აგრეთვე კლიენტზე ცენტრირებული ფსიქოთერაპიის ახალ მეთოდიკასა და სხვადასხვა რესურსებზე ორიენტირებულ მოკლევადიან, სწრაფ ფსიქოთერაპიულ ტექნიკებზე."

✅კურსის დასრულების შემდგომი კვალიფიკაცია: ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი (გერმანიის, ვისბადენის აკადემიის WIAP სერტიფიკატი )

რას მიიღებს საბაზისო კურსის დასრულების შედეგად მისი მონაწილე?

✅ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების პროფესიულ ცოდნასა და ტექნიკებს.

✅პოზიტიური ფსიქოთერაპიული მიდგომის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და ადამიანის ჰოლისტურ აღქმას.

✅ადამიანის პოზიტიური ბუნებისა და ქცევების ღრმა გაგებას.

✅კონფლიქტის არსის წვდომასა და მასთან მუშაობის უნარებს.

✅პოზიტიური ფსიქოთერაპიის საბაზისო კონსულტანტის სერთიფიკატს

ვინ დაიშვება პროგრამაზე?

✅პირები, რომელთაც აქვთ უმაღლესი სამედიცინო, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური (და სხვა ჰუმანიტარული ) განათლება. აგრეთვე უმაღლესი განათლების მქონე პირებს ვისაც გავლილი აქვს (ან გადის) პრაქტიკული ფსიქოლოგიის ერთწლიანი სასერტიფიკაციო კურსი, რომელიც შეთანხმებულია WAPP - სთან.

🔹სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე( თარგმნით).

🔹პროგრამის ხანგრძლივობა: 200 საათი (სესიები ტრენერთან: თეორია, პრაქტიკა, პირადი გამოცდილება, დემონსტრაციები, ინტერვიზიული ჯგუფები, დამოუკიდებელი სამუშაო)


✅ფსიქოკონსულტირების პროგრამა მოიცავს 5 მოდულს.

✅სწავლა იწყება 3-4 ოქტომბერს 2026 წ

ფსიქოთერაპიის მასტერ კურსი მოიცავს 18 მოდულს.

🔹გასაუბრება კურსის დაწყებამდე.

🔹ჩატარდება შესავალი ინტერვიუ კურსის ტრენერთან.

🔹თეორიული მოდულები აუცილებელია ყველა მოდულზე დასწრება და პრაქტიკულ დავალებებში მონაწილეობის მიღება.

🔹პრაქტიკული სემინარები.

🔹რეკომენდირებულია ყველა სემინარზე დასწრება (სერტიფიცირების პროცესი შესაძლებელია მინიმუმ 4 სემინარზე დასწრების შემთხვევაში).

🔹სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია გამოცდის ჩაბარება.

დეტალური ინფორმაცია↙️
https://docs.google.com/forms/d/1tp6w4c5VMvdcQhjvk21bf7Qp_2-mD1PSRdlcmWLujUE/prefill

წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
✔️პირადობის მოწმობის ასლი
✔️უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/დამამთავრებელი კურსის ცნობა

ღირებულება: 2000 ევროს ექვივალენტი ლარში( განიხილება ინდივიდუალური გრაფიკი)
წინასწარი რეგისტრაციის თანხა: 500ლ
ანგარიში: GE11BG0000000499351374

↘️პროგრამაში მონაწილეობისთის გაიარეთ რეგისტრაცია ლინკზე: https://idc.edu.ge/registration.html
რეგისტრაციისას მიუთითეთ: WAPP ფსიქოთერაპია

✅საკონტაქტო ტელეფონი - 593 753 377, 597 71 00 55

✉️ელ. ფოსტა : [email protected]

IDC გისურვებთ წარმატებას

17/07/2026

„იპოვე შენი ნატვრისთვალი“ ✨🔮
ხშირად გვეჩვენება, რომ ცხოვრება ქაოტურია, პრობლემები მოულოდნელად გვატყდება თავს და ყოველდღიურობა დინების საწინააღმდეგოდ დაუსრულებელ ბრძოლას ჰგავს. თუმცა, ამ ქაოსის მიღმა არსებობს უხილავი, მაგრამ მკაცრი და ლოგიკური კანონზომიერებები, რომლებიც ყველაფერს მართავს.

არაფერი ხდება შემთხვევით – ყოველ ქმედებას, ფიქრსა და არჩევანს თავისი ზუსტი შედეგი მოაქვს ჩვენს რეალობაში.

ეს ვორქშოპი არ არის მისტიკა. ეს არის სივრცე, სადაც თანამედროვე მეცნიერება და მსოფლიო სიბრძნე ერთმანეთს ხვდება, რათა მოგცეთ ცხოვრების მართვის კონკრეტული მატრიცა და პრაქტიკული ინსტრუმენტები. დროა, შეწყვიტოთ ენერგიის ფუჭი ხარჯვა და ისწავლოთ სამყაროსთან გონივრული „თანამშრომლობა“.

რას განვიხილავთ და შევცვლით 3 საათში?

🔗 მიზეზ-შედეგობრივი კავშირები: როგორ ვაპროგრამებთ თავად ჩვენს მომავალს დღევანდელი არჩევანით და როგორ შევცვალოთ ეს კოდი.

⚖️ ენერგიისა და რესურსების ბალანსი: სად ვარღვევთ სამყაროს კანონებს, რის გამოც ვიფიტებით, და როგორ აღვადგინოთ შინაგანი წონასწორობა.

🌊 დინების კანონი: როგორ შევწყვიტოთ წინააღმდეგობა და შევიდეთ იმ მდგომარეობაში, სადაც მოვლენები ჩვენს სასარგებლოდ ლაგდება.

💎 შენი „ნატვრისთვალი“: აღმოაჩენთ იმ უნიკალურ შინაგან რესურსს, რომელიც გეხმარებათ საკუთარი ბედისა და რეალობის გააზრებულ შექმნაში.

ეს არის შანსი, შეხედოთ თქვენს ცხოვრებას ზემოდან, დაინახოთ მისი კანონზომიერებები და გახდეთ საკუთარი რეალობის შემოქმედი. 🌿

📅 როდის? 30 ივლისს, 19:30 საათზე
📍 სად? სივრცე „მეტაფორა“
🗺️ მისამართი და მოსასვლელი გზა: დავით აღმაშენებლის გამზ. 63ა.
გზამკვლევი: მოსასვლელი არის აღმაშენებლის გამზირის 61 ნომერთან (მოზაიკის ბიზნეს ცენტრი, რომლის პირველ სართულზეც თიბისი ბანკია). შლაგბაუმს რომ გამოსცდებით, გამოჰყევით სამანქანო გზას და ამოდით ზედა პარკინგზე. აქ დაგხვდებათ ორი ოთხსართულიანი კორპუსი, მათ შორის შემომავალ სამანქანო გზას შემოჰყევით და პირდაპირ შავ ჭიშკარს მოადგებით – სწორედ აქ არის ჩვენი „მეტაფორა“.

⏳ ხანგრძლივობა: 3 საათი

☕🥐 ვორქშოფის მსვლელობისას გათვალისწინებულია კოფე ბრეიქი და მსუბუქი ხემსი.
🤝 დასრულების შემდეგ, მსურველებისათვის იქნება ნეთვორქინგის შესაძლებლობა, სადაც მყუდრო გარემოში შეძლებთ ერთმანეთის გაცნობასა და აზრების გაზიარებას.

💰 მონაწილეობის ღირებულება: 70 ლარი
🚨 ადგილები შეზღუდულია!
📌 შენიშვნა: დარეგისტრირებულად ჩაითვლებით თანხის 50%-ის ჩარიცხვის შემდეგ.

👉 დარეგისტრირდით ან დაპლიუსდით და ჩვენ დაგიკავშირდებით.

რეგისტრაციის ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe-_IikbcQAm0RHTBovchAL5Bi2RodE8ftlaE1ta-9mKLHkiQ/viewform?usp=pp_url

☀️ პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საზაფხულო მიღება “მეტაფორამ“ პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საზაფხულო მიღებას ...
16/07/2026

☀️ პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საზაფხულო მიღება “მეტაფორამ“ პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საზაფხულო მიღებას უმასპინძლა. ეს იყო საღამო, სადაც პროფესიული სიღრმე და უბრალო, ადამიანური სითბო ერთმანეთს იდეალურად შეერწყა.

💫სივრცემ გააერთიანა როგორც ძველი კოლეგები, ისე ახალი სახეები და ისინიც, ვინც ახლა აპირებენ ამ დიდ ოჯახში შემოსვლას. ნაცნობები თუ უცნობები ერთმანეთს განსაკუთრებული მზრუნველობით ხვდებოდნენ, რაც საღამოს პირველივე წუთებიდანვე თბილ და მეგობრულ ატმოსფეროს ქმნიდა.

საღამოს მთავარი მომენტები:

✅ეთიკის კოდექსი: ასოციაციის წევრებმა ერთად განიხილეს პროფესიული საქმიანობის უმნიშვნელოვანესი გზამკვლევი.

✅ემოციური ფიცი: ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ახალდამთავრებული ფსიქოკონსულტანტების მიერ ფიცის დადება აღმოჩნდა. ასოციაციამ დიდი სიყვარულით მიიღო ახალი კოლეგები თავის რიგებში.

✅მუსიკალური სიურპრიზი: შეხვედრის დასასრულს სტუმრებს ნამდვილი სიურპრიზი ელოდათ, რადგან ეკვადორიდან ჩამოსული ინდიელი მუსიკოსის მოსმენით ყველამ უდიდესი სიამოვნება მიიღო.

საღამომ საოცარი ემოციებით, პროფესიული სიამაყითა და ერთიანობის განცდით ჩაიარა, რაც დიდხანს გაჰყვება თითოეულ მონაწილეს. 🌿

24/06/2026

👨‍👩‍👦‍👦ის, რასაც ბევრი მშობელი უკვე დიდი ხანია ელოდებოდა
🌱 ერიქსონის აკადემია ოფიციალურად აცხადებს პირველ მიღებას!
თუ გსურთ, რომ ამ ზაფხულს თქვენი შვილი უბრალოდ დროის გატარების ნაცვლად აღმოჩნდეს გარემოში, სადაც იზრდება, ვითარდება, მეგობრობს, ახალ გამოცდილებებს იღებს და საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენს - ეს პროგრამა სწორედ მისთვის შეიქმნა.
🏡 „აქ, ჩვენთან უბანში“
ერთთვიანი საზაფხულო პროგრამა 6-17 წლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
📍 ჭავჭავაძის გამზირი N2
⚠️ თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაზე მხოლოდ ერთი ჯგუფი ფორმირდება და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია : https://forms.gle/pJf44WoCYyzSeADF6

სახალისო ეთერი ფეხბურთისა და ფსიქოთერაპიის კავშირზე "მამების დრო"-ში ხვალ, 24 ივნისს. Lado Gogaladze და Misho Sakhvadze ...
23/06/2026

სახალისო ეთერი ფეხბურთისა და ფსიქოთერაპიის კავშირზე "მამების დრო"-ში ხვალ, 24 ივნისს.

Lado Gogaladze და Misho Sakhvadze დიდი მადლობა გადაცემაში მიწვევისათვის.

P.S. და არც კერლინგი დაგვრჩენია უყურადღებოდ🙂.

✅️ გადაცემის ავტორები და წამყვანები: მიშო სახვაძე და ლადო გოგოლაძე...

19/06/2026

გიზიარებთ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გადაცემას „ზღვარი“, სადაც შედგა საუბარი ისეთ საინტერესო თემაზე, როგორიცაა “სპორტი და ფსიქოთერაპია”.

ვისაც გაინტერესებთ ფსიქოთერაპევტის თვალით დანახული სპორტის კულისები, შეგიძლიათ უყუროთ ჩანაწერს.

მათთვის კი, ვისაც სრული 1 საათის ყურების დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ თქვენთვის საინტერესო ეპიზოდებს მოუსმინოთ.

👇 გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში:

❓ რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ფსიქოთერაპიის როლი ქართული სპორტის რეალობაში?

📢ეპიზოდების შინაარსი 1-ელ კომენტარში.

🌀  ღრმა, ტრანსფორმაციული ჰიპნოთერაპია მასტერკლას-ვორქშოპი.იდენტობა, ტრავმა და ცხოვრებისეული მისიაინტეგრაციული და ინტერაქ...
14/06/2026

🌀 ღრმა, ტრანსფორმაციული ჰიპნოთერაპია მასტერკლას-ვორქშოპი.

იდენტობა, ტრავმა და ცხოვრებისეული მისია

ინტეგრაციული და ინტერაქციული, შედეგზე ორიენტირებული ვორკშოპი. თუ მზად ხარ, თვალი გაუსწორო შენს არაცნობიერ პროგრამებს და გამოიყენო ჰიპნოზის ძალა ახალი რეალობის შესაქმნელად, ეს გამოცდილება შენთვისაა.

ყველაზე დიდი ცვლილებები იწყება მაშინ, როდესაც გონების ზედაპირულ შრეებს ვცდებით და არაცნობიერში ჩავდივართ. სწორედ იქ ინახება როგორც ჩვენი მთავარი ბლოკები, ისე უდიდესი რესურსები.

👨‍⚕️ ვორკშოპის წამყვანი: გური ხეცურიანი

ექიმი, კლინიკური ფსიქოლოგი, კლინიკური ჰიპნოთერაპევტი.

რიჩარდ ბენდლერის ჰიპნოზის ლიცენზირებული პრაქტიკოსი (NHR ™).

Marisa Peer-ის ტრანსფორმაციული ჰიპნოთერაპიის პრაქტიკოსი (RTT ™).

IACT-ის მიერ აკრედიტებული და ბორდის მიერ სერთიფიცირებული ჰიპნოთერაპევტი.

ერიქსონის ჰიპნოზის სპეციალისტი და პროფესიონალი ჰიპნოთერაპევტი

🗺️ პროგრამის სტრუქტურა

ნაწილი 1: უმთავრესი გამოცდილება და ღრმა ტრანსფორმაცია

45-დან 60 წუთამდე ხანგრძლივობის სპეციალური ჰიპნოზური სესია.

ჩაძირვა არაცნობიერში და პირდაპირი წვდომა იმ შრეებთან, სადაც ჩვენი ქცევები და ემოციები ფორმირდება.

ნაწილი 2: ტრავმისა და ნეგატიური გამოცდილების დამუშავება

წარსულის ბარგის, ძველი ტრავმული გამოცდილებებისა და ნეგატიური ემოციური ბლოკების ტრანსფორმაცია.

ბირთვული რწმენა-შეხედულებების გადაპროგრამირება უშუალოდ არაცნობიერ დონეზე.

ნაწილი 3: ახალი იდენტობის ინტეგრაცია

ძველი პროგრამებისგან გათავისუფლების შემდეგ, ახალი და ძლიერი „მე“-ს სტრუქტურის ჩამოყალიბება.

აქამდე დაბლოკილი შინაგანი რესურსების გააქტიურება.

ნაწილი 4: ცხოვრებისეული მისია და მიზნის მანიფესტაცია

როდესაც ქვეცნობიერი თავისუფალია, მუშაობა მომავალზე იწყება.

ნამდვილი მისიის გაცნობიერება და მიზნების მანიფესტაციის ეფექტური ტექნიკები.

📅 ორგანიზაციული დეტალები

📅 თარიღი: 27 ივნისი
⏰ დრო:15:00 საათი
⏳ ხანგრძლივობა:4-5 საათი
📍 ლოკაცია.IDC
🗺️ მისამართი:ჭავჭავაძის გამზირი 2/2
💰 ღირებულება:190 ლარი

⚠️ მნიშვნელოვანი ჩანაწერი: ვინაიდან ვორკშოპი ძალიან ღრმა მუშაობას ითვალისწინებს, მონაწილეთა რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია, რათა შენარჩუნდეს მაქსიმალური კონფედენციალობა და უსაფრთხო გარემო.

📩 როგორ დარეგისტრირდე?

გამოიყენე შესაძლებლობა და მიიღე ძლიერი ტრანსფორმაციული გამოცდილება. ადგილის დასაჯავშნად დარეგისტრირდი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

რეგისტრაციის ბმული:
https://forms.gle/fRpSJpo9Eky4wAYb9

Address

ჭავჭავაძის გამზ. 2/2. სად. V სართ. 2
Tbilisi
0173

Telephone

+995598324020

Alerts

Be the first to know and let us send you an email when IDC პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to IDC პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრი:

Shortcuts

Share

Category