Medi Prive • მედი პრივე

Medi Prive • მედი პრივე Medi Prive
The Outpatient Clinic

განსხვავებული კონცეფციის ბუტიკური ტიპის კლინიკა - "მედი პრივე" 2013 წლიდან ფუნქციონირებს. მყუდრო, მეგობრული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და დახვეწილი ინტერიერი, არღვევს სამედიცინო დაწესებულების სტერეოტიპს და ქმნის ადგილს, რომელსაც ყოველთვის პოზიტიური განწყობით სტუმრობთ. კლინიკა მაქსიმალურად მორგებულია, თქვენს მოთხოვნებზე და გიქმნით მეგობრულ გარემოს.

კლინიკა ყოველთვის ზრუნავს ჩვენი წევრების მაქსიმალურ კომფორტზე და განწყობაზე, მააღალკვალიფიციური პერსონალი კი მოგემსახურებათ დილის 09:00 დან საღამოს 10:00 საათამდე.

რატომ უნდა ავირჩიოთ „მედი პრივე“
• სამედიცინო დარგის საუკეთესო სპეციალისტები;
• წევრებზე მორგებული საათები;
• ვიზიტის დროის დანიშვნა ხდება პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნის გათვალისწინებით;
• თითოეული ვიზიტი არ არის დროში შეზღუდული;
• ჩვენთვის ყველა წევრი არის განსაკუთრებული;
• მეგობრული გარემო, სადაც ყოველთვის თბილად დაგხვდებიან. Tel:
00 995 570 30 90 90
00 995 322 90 30 90

Address:
Iakob Nikoladze Street 6
0179 Tbilisi, Georgia
იაკობ ნიკოლაძის ქუჩა 6, თბილისი 0179

Email:
Info@mediprive@gmail.com

ჯანსაღი კვებისთვის მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რომელ ზეთს ვიყენებთ და რა რაოდენობით.🫒 აირჩიეთ ზეითუნის ან სხვა თხევადი მ...
15/09/2026

ჯანსაღი კვებისთვის მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რომელ ზეთს ვიყენებთ და რა რაოდენობით.

🫒 აირჩიეთ ზეითუნის ან სხვა თხევადი მცენარეული ზეთი. გამოიყენეთ კარაქისა და სხვა მყარი ცხიმების ნაცვლად.

🥄 ჩვენს წონის მართვის პროგრამაში დამატებული ზეთის პრაქტიკული ორიენტირია დღეში 30 მლ-მდე - 2 სუფრის კოვზამდე, მომზადებისა და შეზავებისთვის ჯამურად. რაოდენობა ინდივიდუალურად შეირჩევა.

🌿 მეტი ზეთიც შეიძლება ჯანსაღ რაციონში ჩაჯდეს. PREDIMED-ის კვლევაში ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთის ჯგუფს დღეში სულ მცირე 4 სუფრის კოვზს ურჩევდნენ. ამ ხმელთაშუაზღვის კვების მოდელმა გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკი შეამცირა. 30 მლ ყველასთვის ზედა ზღვარი არ არის.

🍳 ზეთი წინასწარ გაზომეთ, არ მიიყვანოთ კვამლის გამოყოფამდე და გამოყენებული შესაწვავი ზეთი ხელახლა არ გამოიყენოთ.

📌 შეინახეთ ეს პრაქტიკული რჩევები ყოველდღიური კვებისთვის.

Healthy eating also means choosing your oils thoughtfully.

🫒 Choose olive oil or another liquid plant oil in place of butter and other solid fats.

🥄 In our weight-management programme, a practical target is up to 30 ml - 2 tablespoons - of added oil daily, including cooking and dressings. The amount is personalised.

🌿 Higher amounts can also fit a healthy diet. In PREDIMED, the extra-virgin olive oil group was advised to consume at least 4 tablespoons daily. This Mediterranean dietary pattern reduced cardiovascular events; the benefit reflects the dietary intervention as a whole. 30 ml is not a universal upper limit.

🍳 Measure your oil, avoid heating it until it smokes, and do not reuse frying oil.

📌 Save these tips for everyday cooking.

ლიკა მინდაძე | ექიმი-ენდოკრინოლოგი
Dr Lika Mindadze | Endocrinologist

წყაროები / Sources: Harvard Healthy Eating Plate; PREDIMED, NEJM 2018; American Heart Association.

#ჯანსაღიკვება

🫒 შემდეგი თემა - ჯანსაღი ზეთები.რომელი ავირჩიოთ, რამდენი და როგორ გამოვიყენოთ ყოველდღიურ კვებაში.🫒 Next - Healthy Oils.W...
15/09/2026

🫒 შემდეგი თემა - ჯანსაღი ზეთები.

რომელი ავირჩიოთ, რამდენი და როგორ გამოვიყენოთ ყოველდღიურ კვებაში.

🫒 Next - Healthy Oils.

Which to choose, how much to use, and how to cook with them.

#ჯანსაღიკვება

ჯანსაღი კვებისთვის მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რას ვსვამთ.💧 წყალი - მთავარი ყოველდღიური სასმელი.☕ ყავაში არსებული კოფეინ...
10/09/2026

ჯანსაღი კვებისთვის მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რას ვსვამთ.

💧 წყალი - მთავარი ყოველდღიური სასმელი.

☕ ყავაში არსებული კოფეინი დროებით ზრდის სიფხიზლესა და ყურადღებას. კვლევებში ყავის მიღება უკავშირდება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და ღვიძლის ზოგიერთი დაავადების რისკის შემცირებას.

🍵 შავი და თეთრი ჩაი პოლიფენოლების წყაროა - მცენარეული ნაერთების, რომლებსაც ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ. მიირთვით დამატებული შაქრის გარეშე და დატკბით მათი ბუნებრივი გემოთი.

⚖️ კოფეინის დღიური ზედა ზღვარი: ჯანმრთელი ზრდასრულების უმეტესობისთვის 400 მგ-მდე; ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს 200 მგ-მდე. ჩათვალეთ ყველა წყარო, მათ შორის ორივე სახის ჩაი. თქვენთვის შესაფერისი რაოდენობა შეიძლება ნაკლები იყოს.

🌙 ბოლო კოფეინი დაძინებამდე მინიმუმ 6-8 საათით ადრე მიიღეთ; ზოგ ადამიანს უფრო ხანგრძლივი შუალედი სჭირდება.

📌 შეინახეთ პოსტი - სარგებლის, კოფეინისა და ყოველდღიური არჩევანის გზამკვლევი.

What we drink matters for healthy eating, too.

💧 Water - your main everyday drink.

☕ The caffeine in coffee temporarily improves alertness and attention. Studies link coffee consumption with a reduction in the risk of type 2 diabetes and some liver diseases.

🍵 Black and white tea provide polyphenols - plant compounds with antioxidant properties. Enjoy their natural flavours without added sugar.

⚖️ Daily caffeine upper limits: up to 400 mg across the day for most healthy adults; up to 200 mg during pregnancy and breastfeeding. Count all sources, including both teas. These are limits, not goals; your personal limit may be lower.

🌙 Stop caffeine at least 6-8 hours before bed; some people need longer.

📌 Save this guide to benefits, caffeine and everyday choices.

ლიკა მინდაძე | ექიმი-ენდოკრინოლოგი
Dr Lika Mindadze | Endocrinologist

#ჯანსაღიკვება

💧 წყალი · ☕ ყავა · 🍵 შავი და თეთრი ჩაიმომდევნო პოსტში - მათი სარგებელი და კოფეინის დღიური ზღვარი.Next - Drinks.Water, co...
10/09/2026

💧 წყალი · ☕ ყავა · 🍵 შავი და თეთრი ჩაი

მომდევნო პოსტში - მათი სარგებელი და კოფეინის დღიური ზღვარი.

Next - Drinks.
Water, coffee, black and white tea: benefits and daily caffeine limits.

#ჯანსაღიკვება

🍒🍓🍎ხილი - დაბალანსებული კვების ნაწილი.ჰარვარდის ჯანსაღი კვების თეფშის დაახლოებით ½ ბოსტნეულსა და ხილს ეთმობა. ამ ნახევარ...
08/09/2026

🍒🍓🍎ხილი - დაბალანსებული კვების ნაწილი.

ჰარვარდის ჯანსაღი კვების თეფშის დაახლოებით ½ ბოსტნეულსა და ხილს ეთმობა. ამ ნახევარში უფრო დიდი წილი ბოსტნეულს ეკუთვნის.

ხილი შეგიძლიათ ცალკე, პატარა ფიალაში მიირთვათ - ის იმავე კვების ნაწილია.

ყოველდღიურ კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ მთლიან ან დაჭრილ ხილს. კვირის განმავლობაში ცვალეთ სახეობები და ფერები.

Medi Privé-ის გზამკვლევის მიხედვით, წვენი და ხილის სმუზი პერიოდული და არა ყოველდღიური არჩევანია (თქვენი დროის 20%).

შეინახეთ ეს მასალა ყოველდღიური კვების იდეებისთვის.

🍎🍓🍒Fruit - part of a balanced meal.

On Harvard’s Healthy Eating Plate, vegetables and fruit together make up approximately half the meal, with vegetables taking the larger share.

Fruit can be served separately in a small bowl beside the main plate, as part of the same meal.

Choose whole fruit, including freshly cut pieces, and enjoy different colours and varieties throughout the week.

Our Medi Privé guide treats juice and fruit smoothies as occasional choices(only 20% of your time), with whole fruit as the everyday preference.

Save this guide for everyday meal inspiration.

ლიკა მინდაძე | ექიმი-ენდოკრინოლოგი
Dr Lika Mindadze | Endocrinologist

#ჯანსაღიკვება

🍒მომდევნო თემა - ხილი და მისი ადგილი დაბალანსებულ თეფშზე.Next - fruit and its place on a balanced plate.     #ჯანსაღიკვე...
08/09/2026

🍒მომდევნო თემა - ხილი და მისი ადგილი დაბალანსებულ თეფშზე.

Next - fruit and its place on a balanced plate.

#ჯანსაღიკვება

🥦🍅ჰარვარდის „ჯანსაღი კვების თეფშზე“ ბოსტნეულსა და ხილს ერთად დაახლოებით ½ ეთმობა - ამ ნაწილში ბოსტნეული უფრო დიდი წილით ...
03/09/2026

🥦🍅ჰარვარდის „ჯანსაღი კვების თეფშზე“ ბოსტნეულსა და ხილს ერთად დაახლოებით ½ ეთმობა - ამ ნაწილში ბოსტნეული უფრო დიდი წილით უნდა იყოს წარმოდგენილი.

ამ მასალაში ნახავთ:

• რომელი ბოსტნეული შეგვიძლია ავირჩიოთ;
• რატომ არის მნიშვნელოვანი ფერებისა და სახეობების მონაცვლეობა;
• რატომ არ ითვლება კარტოფილი ბოსტნეულის ნაწილში;
• როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ერთი დაბალანსებული თეფში.

ბოლო მაგალითში: დაახლოებით ½ - ბრიუსელის კომბოსტო, სტაფილო და წითელი კომბოსტო; ¼ - ინდაური; ¼ - ველური ბრინჯი.

ეს პროპორციები ვიზუალური ორიენტირია - ულუფა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.

On the Harvard Healthy Eating Plate, vegetables and fruit together fill approximately half of the plate, with vegetables making up the larger share.

This post explains which vegetables to choose, why varying colors and types matters, why potatoes are not counted within the vegetable section, and how the principle can look in a balanced meal.

The final example includes approximately ½ Brussels sprouts, carrots and red cabbage, ¼ grilled turkey, and ¼ wild rice.

These proportions are a visual guide rather than fixed serving sizes; individual portions should be adjusted accordingly.

წყარო / Source: Harvard T.H. Chan School of Public Health - Healthy Eating Plate

ლიკა მინდაძე | ექიმი-ენდოკრინოლოგი
Dr Lika Mindadze | Endocrinologist

#ჯანსაღიკვება #ბოსტნეული

🥬🥒მომდევნო თემა — ბოსტნეული.რა ადგილი უჭირავს ბოსტნეულს ჰარვარდის ჯანსაღი კვების თეფშზე და რატომ არის მრავალფეროვნება მნ...
03/09/2026

🥬🥒მომდევნო თემა — ბოსტნეული.

რა ადგილი უჭირავს ბოსტნეულს ჰარვარდის ჯანსაღი კვების თეფშზე და რატომ არის მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი.

Next — Vegetables.

Where vegetables belong on the Harvard Healthy Eating Plate—and why variety matters.

#ჯანსაღიკვება #ბოსტნეული

🍣🫘ჰარვარდის „ჯანსაღი კვების თეფშზე“ ჯანსაღ ცილას დაახლოებით ¼ ეთმობა. თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ...
30/08/2026

🍣🫘ჰარვარდის „ჯანსაღი კვების თეფშზე“ ჯანსაღ ცილას დაახლოებით ¼ ეთმობა. თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ცილის წყაროც.

უპირატესობა მიანიჭეთ პარკოსნებს, ტოფუსა და სოიას, თევზს, ზღვის პროდუქტებსა და ფრინველს. კაკალი და თესლი მიიღეთ მცირე ულუფით - დაახლოებით 20-30 გ და არა თეფშის სრული მეოთხედი.

კვირის პრაქტიკული განაწილების ერთ-ერთი მაგალითია:

• მცენარეული ცილა - 3 დღე;
• თევზი ან ზღვის პროდუქტი - მინიმუმ 2 დღე;
• ფრინველი - 1 დღე;
• წითელი ხორცი - მაქსიმუმ 1 დღე.

დამუშავებული ხორცი - ძეხვი, სოსისი, ბეკონი, ლორი და ხორცის დელიკატესები - მიიღეთ რაც შეიძლება იშვიათად.

წონის კლებისას, ხანდაზმულ ასაკში და GLP‑1/GIP თერაპიის დროს ცილის საკმარისი მიღება და ძალოვანი ვარჯიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთოვანი მასისა და ძალის შესანარჩუნებლად. კონკრეტული საჭიროება ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.

On Harvard’s Healthy Eating Plate, healthy protein occupies approximately one-quarter of the plate-but the protein source matters as much as the portion.

Prioritize beans, lentils, chickpeas, tofu and soy, fish and seafood, and skinless poultry. Nuts and seeds are nutritious but energy-dense, so keep the portion modest-around 20-30 g rather than a full quarter of the plate.

A practical weekly rotation may include plant protein on three days, fish or seafood on at least two days, poultry on one day and red meat on no more than one day. Keep processed meat to a minimum.

During weight loss-including GLP‑1/GIP-supported treatment-and with ageing, adequate protein combined with resistance training can help preserve lean mass and strength. The ¼-plate principle is a visual guide; individual protein requirements depend on age, body size, activity, medical conditions and treatment.

ლიკა მინდაძე | ექიმი-ენდოკრინოლოგი
Dr Lika Mindadze | Endocrinologist

#ჯანსაღიკვება

🍳შემდეგი თემა - ჯანსაღი ცილა.როგორ შევავსოთ თეფშის ¼ და რომელი წყაროები ავირჩიოთ.Next - Healthy Protein.What belongs in ...
30/08/2026

🍳შემდეგი თემა - ჯანსაღი ცილა.

როგორ შევავსოთ თეფშის ¼ და რომელი წყაროები ავირჩიოთ.

Next - Healthy Protein.

What belongs in this quarter of the plate.

Address

Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 21:00
Sunday 10:00 - 21:00

Telephone

+995322903090

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Medi Prive • მედი პრივე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share