REHEALTH • რეჰელსი

REHEALTH • რეჰელსი REHEALTH - Your Trusted Partner in World-Class Healthcare
(2)

🚀 შემოუერთდი REHEALTH-ის გუნდს!📈 REHEALTH იზრდება და ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზრდებიან.🌱 ვეძებთ...
11/08/2026

🚀 შემოუერთდი REHEALTH-ის გუნდს!

📈 REHEALTH იზრდება და ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზრდებიან.

🌱 ვეძებთ განვითარებაზე ორიენტირებულ და ამბიციურ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ ახალი იდეები 💡, არ ეშინიათ პასუხისმგებლობის და სურთ იყვნენ იმ გუნდის ნაწილი, რომელიც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჯანდაცვაში 🩺, საერთაშორისო თანამშრომლობასა 🌍 და განათლებაში 🎓.

დაინტერესებულმა პირებმა დაგვირეკეთ:
📞504 444 204

🎗️ ონკოლოგი პროფ. Özlem Sönmez - 26 აგვისტოს კლინიკა REHEALTH-ში🔴 26 აგვისტოს კლინიკა REHEALTH-ში პაციენტებს მიიღებს Acı...
07/08/2026

🎗️ ონკოლოგი პროფ. Özlem Sönmez - 26 აგვისტოს კლინიკა REHEALTH-ში

🔴 26 აგვისტოს კლინიკა REHEALTH-ში პაციენტებს მიიღებს Acıbadem-ის ექიმი, სამედიცინო ონკოლოგი, პროფესორი Özlem Sönmez - საერთაშორისო აკადემიური გამოცდილებისა და თანამედროვე პერსონალიზებულ ონკოლოგიაში მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე სპეციალისტი.

🔬 კონსულტაციის ძირითადი მიმართულებები:

✅ ძუძუს კიბო
✅ საკვერცხის კიბო
✅ ფილტვისა და სხვა თორაკალური სიმსივნეები
✅ კუჭისა და პანკრეასის სიმსივნეები
✅ კოლორექტალური კიბო
✅ პროსტატის კიბო
✅ რთული და არასტანდარტული ონკოლოგიური შემთხვევების შეფასება
✅ მეორე საექსპერტო მოსაზრება
✅ მკურნალობის თანამედროვე და პერსონალიზებული სტრატეგიის განსაზღვრა

კონსულტაცია ჩატარდება ქართველ ექიმთან ერთად, პაციენტის სამედიცინო ისტორიის, არსებული კვლევებისა და ჩატარებული მკურნალობის გათვალისწინებით.

მიღებული რეკომენდაციები გამოყენებული იქნება პაციენტის შემდგომი მართვის გეგმის დასაზუსტებლად.

📌 წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.

📅 26 აგვისტო

📍 კლინიკა REHEALTH, პეკინის 5, თბილისი

📞 577 00 30 01
📞 504 444 204

REHEALTH - როცა გჭირდება საუკეთესო.

#ონკოლოგია #ონკოლოგი

🌍 ძალიან მალე, REHEALTH Clinic-ში, პაციენტებს მიიღებს საერთაშორისო დონის ინტერვენციული ენდოსკოპიის ექსპერტი, პროფესორი ფ...
06/08/2026

🌍 ძალიან მალე, REHEALTH Clinic-ში, პაციენტებს მიიღებს საერთაშორისო დონის ინტერვენციული ენდოსკოპიის ექსპერტი, პროფესორი ფათიჰ ასლანი (Prof. Fatih Aslan)

👨‍⚕️ გასტროენტეროლოგი | ინტერვენციული ენდოსკოპიის საერთაშორისო ექსპერტი

REHEALTH Clinic ქმნის შესაძლებლობას, ქართველმა პაციენტებმა საქართველოში მიიღონ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ექსპერტული შეფასება და რეკომენდაციები.

🏥 პროფ. ფათიჰ ასლანი არის Koç University-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი და Koç University Hospital-ის გასტროენტეროლოგი. იგი საერთაშორისო დონეზე აღიარებული სპეციალისტია რთული ინტერვენციული ენდოსკოპიური პროცედურების მიმართულებით და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კუჭ-ნაწლავის დაავადებების მინიმალურად ინვაზიურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

🌐 პროფესორი ფათიჰ ასლანი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში, არის მრავალი საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი და ლექტორი მსოფლიოს წამყვან გასტროენტეროლოგიურ კონგრესებსა და სასწავლო პროგრამებში.

🔬 მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა Advanced Therapeutic Endoscopy, სადაც თანამედროვე ენდოსკოპიური მეთოდებით შესაძლებელია რთული პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რიგ შემთხვევებში ღია ქირურგიული ჩარევის გარეშე.

🔹 პროფესორის ძირითადი მიმართულებებია:

▪️ ენდოსკოპიური სუბმუკოზური დისექცია (ESD)
▪️ ენდოსკოპიური მუკოზური რეზექცია (EMR)
▪️ ERCP
▪️ ენდოსკოპიური ულტრასონოგრაფია (EUS)
▪️ POEM - აქალაზიის ენდოსკოპიური მკურნალობა
▪️ G-POEM - გასტროპარეზის ენდოსკოპიური მკურნალობა
▪️ რთული პოლიპებისა და ადრეული სტადიის კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების ენდოსკოპიური მკურნალობა
▪️ სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
▪️ სხვა რთული ინტერვენციული ენდოსკოპიური ჩარევები

🇬🇪 ძალიან მალე პროფესორი ფათიჰ ასლანი REHEALTH Clinic-ში, ქართველ ექიმთან ერთად, ჩაატარებს პაციენტების კონსულტაციებს.

📋 კონსულტაციის ფარგლებში შეფასდება პაციენტის სამედიცინო ისტორია, ჩატარებული კვლევები და სამედიცინო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც განისაზღვრება შემდგომი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რეკომენდაციები.

⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

📌 კონსულტაციაზე დასწრებისთვის აუცილებელია:
▪️ წინასწარი რეგისტრაცია
▪️ სამედიცინო დოკუმენტაციის წინასწარ გამოგზავნა

📍 REHEALTH Clinic
პეკინის გამზირი №5, თბილისი

📞 +995 577 003 001
📞 +995 504 444 204

REHEALTH - როცა გჭირდება საუკეთესო.

👩‍⚕️ 3 სექტემბერს, REHEALTH Clinic-ში, განსაკუთრებული შესაძლებლობა ბავშვების ჯანმრთელობისთვისპროფესორი ნურაი უსლუ ქიზილქ...
06/08/2026

👩‍⚕️ 3 სექტემბერს, REHEALTH Clinic-ში, განსაკუთრებული შესაძლებლობა ბავშვების ჯანმრთელობისთვის

პროფესორი ნურაი უსლუ ქიზილქანი (Prof. Nuray Uslu Kızılkan)

ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ჰეპატოლოგი და კვების სპეციალისტი

🌍 REHEALTH Clinic ქმნის შესაძლებლობას, ქართველმა პაციენტებმა საქართველოში მიიღონ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ექსპერტული შეფასება და რეკომენდაციები.

პროფ. ნურაი უსლუ ქიზილქანი არის Koç Üniversitesi -ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი და University Hospital-ის ბავშვთა გასტროენტეროლოგი. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ბავშვთა კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და კვებასთან დაკავშირებული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვას.

🔹 პროფესორის ძირითადი მიმართულებებია:

• ბავშვთა კუჭ-ნაწლავის ქრონიკული და მწვავე დაავადებები
• ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიები
• ცელიაკია და საკვების აუტანლობა
• გასტროეზოფაგური რეფლუქსი
• ნაწლავის ანთებითი დაავადებები
• კვებითი დარღვევები და ზრდის შეფერხება
• ეოზინოფილური ეზოფაგიტი
• ბავშვთა ციროზი და ღვიძლის რთული დაავადებები

🤝 3 სექტემბერს პროფესორი ნურაი უსლუ ქიზილქანი ქართველ ექიმთან ერთად ჩაატარებს პაციენტების კონსულტაციებს.

📑 კონსულტაციის ფარგლებში შეფასდება პაციენტის სამედიცინო ისტორია, ჩატარებული კვლევები და არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრება შემდგომი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რეკომენდაციები.

⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

📌 კონსულტაციაზე დასწრებისთვის აუცილებელია:

• წინასწარი რეგისტრაცია
• სამედიცინო დოკუმენტაციის წინასწარ გამოგზავნა

📅 3 სექტემბერი
📍 REHEALTH Clinic, პეკინის გამზირი №5
📞 504 444 204
📞577 003 001

REHEALTH - როცა გჭირდება საუკეთესო.

REHEALTH — ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც Antalya American Hospital-ის ოფიციალურ გახსნაზე იყო მოწვეული🏥 28 ივლისს ა...
03/08/2026

REHEALTH — ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც Antalya American Hospital-ის ოფიციალურ გახსნაზე იყო მოწვეული

🏥 28 ივლისს ანტალიაში ოფიციალურად გაიხსნა Antalya American Hospital. გახსნის ღონისძიებაზე საქართველოდან ერთადერთი მოწვეული სტუმარი იყო REHEALTH-ის დამფუძნებელი, ექიმი ვასილი გერგედავა.

🤝 ვიზიტის ფარგლებში Koç Healthcare-ის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების მთავარი თემა სამედიცინო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ექიმების, რეზიდენტებისა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კლინიკური ობსერვერშიფების, პროფესიული გადამზადებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შესაძლებლობების გაფართოებას.

🌍 Koç Healthcare-ის საერთაშორისო და აკადემიურ შესაძლებლობებს აძლიერებს Mayo Clinic Care Network-თან თანამშრომლობაც. American Hospital და Koç University Hospital 2024 წელს ამ ქსელის პირველი ევროპული წევრები გახდნენ.

📍 იმავე წელს Koç Holding-მა შეიძინა ანტალიის რეგიონში მოქმედი Anatolia Hospitals-ის მმართველი კომპანიის 80%-იანი წილი. აღნიშნული ქსელი შვიდ კლინიკას აერთიანებს, ხოლო Antalya American Hospital-ის გახსნა რეგიონში Koç Healthcare-ის განვითარების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია.

🎓 REHEALTH-ისთვის ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანია საერთაშორისო აკადემიური რესურსებისა და კლინიკური გამოცდილების ქართველი ექიმებისთვის, რეზიდენტებისა და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და მიღებული ცოდნის საქართველოს სამედიცინო პრაქტიკაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ძლიერი ჯანდაცვა იწყება ძლიერი სამედიცინო განათლებით.

REHEALTH — the Only Georgian Company Invited to the Official Opening of Antalya American Hospital

🏥 On July 28, Antalya American Hospital was officially opened in Antalya. The only invited guest from Georgia was Dr. Vasili Gergedava, Founder of REHEALTH.

🤝 During the visit, meetings were held with senior representatives of Koç Healthcare, focusing primarily on the development of cooperation in medical education. Particular attention was given to expanding opportunities for Georgian physicians, residents, and medical students through clinical observerships, professional training, and joint educational projects.

🌍 Koç Healthcare’s international and academic capabilities are further strengthened through its collaboration with the Mayo Clinic Care Network. In 2024, American Hospital and Koç University Hospital became the network’s first members in Europe.

📍 In the same year, Koç Holding acquired an 80% stake in the company managing Anatolia Hospitals, a network of seven hospitals operating in the Antalya region. The opening of Antalya American Hospital represents a new and important stage in Koç Healthcare’s regional development.

🎓 For REHEALTH, the principal objective of this cooperation is to expand access to international academic resources and clinical expertise for Georgian physicians, residents, and medical students, while supporting the integration of acquired knowledge into medical practice in Georgia.

Strong healthcare begins with strong medical education.

30/07/2026

🌍 საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტი კლინიკა REHEALTH-ში ✨
Prof. Yaşar Çolak
💙 REHEALTH - როცა გჭირდება საუკეთესო

Acıbadem Sağlık Grubu Eko Khorguani Vasiko Gergedava

23/07/2026

📍 როგორ მოვიდეთ კლინიკა რეჰელსამდე? / How to get to REHEALTH clinic
ამ ვიდეოში გაჩვენებთ ორ მარტივ საფეხმავლო მარშრუტს, რომლითაც შეგიძლიათ კლინიკა რეჰელსში მოხვიდეთ.
In this video, we show you two easy walking routes to REHEALTH Clinic.
🏥 REHEALTH Clinic
📍 პეკინის გამზირი 5, თბილისი
📍 5 Pekini Avenue, Tbilisi
📞 +995 577 003 001
📞 +995 504 444 204
💙 REHEALTH — როცა გჭირდება საუკეთესო.
💙 REHEALTH — When you need the best.
#თბილისი Healthcare

👏👏👏
20/07/2026

👏👏👏

17/07/2026

🇺🇸 ამერიკული განათლება, მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება და ინტერვენციული ენდოსკოპიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი.

🎥 Prof. Dr. Yaşar Çolak პირადად გიწვევთ REHEALTH Clinic-ში.

📅 მხოლოდ 24 ივლისს - პერსონალური კონსულტაციები საქართველოში.

თუ გაწუხებთ კუჭის, ნაწლავის, ღვიძლის, პანკრეასის ან სანაღვლე გზების დაავადებები, ეს არის შესაძლებლობა მიიღოთ საერთაშორისო დონის ექსპერტის შეფასება საქართველოში.

📍 REHEALTH Clinic
📞 წინასწარი ჩაწერა აუცილებელია.
577 003 001
504 444 204

რეჰელსი - როცა გჭირდება საუკეთესო 👌

17/07/2026

Address

Pekini 5
Tbilisi
0160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when REHEALTH • რეჰელსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share