თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა, Hospital, გივი ჟვანიას ქუჩა 11, 15 თბილისი, საქართველო • 11, 15 Givi Zhvania Street, Tbilisi.

01/07/2026

🌾 დღეს ჩვენი კლინიკა კომპანია FaFina • ფაფინა -ს მასპინძლობდა. კომპანიის სამეცნიერო კონსულტანტმა შეხვედრის ფარგლებში კლინიკის ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს ფინური, უმაღლესი ხარისხის მარცვლეულის ასორტიმენტი წარუდგინა და პროდუქცია საჩუქრად გადასცა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის მსგავსი მაღალი ხარისხის პროდუქტების გაცნობა მნიშვნელოვანია, რადგან სწორი და ეკოლოგიურად სუფთა კვება ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

💙 მადლობას ვუხდით FaFina • ფაფინა-ს საინტერესო პრეზენტაციისა და კლინიკის პერსონალზე მზრუნველობისთვის!

📢 ვაცხადებთ ვაკანსიას! 💙 ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა. თუ...
30/06/2026

📢 ვაცხადებთ ვაკანსიას!

💙 ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა. თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 32 250 03 03

გისურვებთ წარმატებებს! 🙌🏼


#ვაკანსია

29/06/2026

☀️ რიგით მეოთხე საზაფხულო დიაბეტური ბანაკი წარმატებით გაიმართა!

სასტუმრო „სოლო გრანდში“, ქვემო ბოშურში, გაიმართა ჩვენი კლინიკის აღრიცხვაზე მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზარდებისთვის რიგით მეოთხე საზაფხულო დიაბეტური ბანაკი. 🏕️

💙 ბანაკი განხორციელდა ჩვენი პარტნიორების, დიაბეტიან ბავშვთა უფლებების ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელის სიმონ გაბრიჭიძის და დიაბეტის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით.

მონაწილეებს დახვდათ თბილი და მეგობრული გარემო, მრავალფეროვანი აქტივობები, ახალი გამოცდილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიაბეტის მართვის შესახებ პრაქტიკული და საინტერესო სწავლება. 📚✨

👩‍⚕️ საგანმანათლებლო ნაწილში აქტიურად იყო ჩართული ჩვენი კლინიკის ექიმი თეონა კუხალეიშვილი, რომელმაც მოზარდებს გაუზიარა მნიშვნელოვანი ცოდნა და პრაქტიკული რეკომენდაციები დიაბეტის ეფექტური მართვის შესახებ.

💙 მადლობა ყველას, ვინც ამ განსაკუთრებული დღეების შექმნაში მიიღო მონაწილეობა!


#ზაფხული

27/06/2026

🔹 მე-8 ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესზე კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინე გორდელაძემ წარადგინა მოხსენება თემაზე:

„რა განსაზღვრავს ადამიანის სქესს?“

🔹 პროფესორი მარინე გორდელაძე გახლავთ თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ენდოკრინოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი და საქართველოს პედიატრ ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

💙 მოხსენებამ დიდი ინტერესი და მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც კონგრესის დამსწრე საზოგადოების, ისე უცხოელი სპიკერების მხრიდან.

☀️ მშობლებო, სანამ ბავშვს საზაფხულო ბანაკში, სპორტულ სექციაში ან აქტიურ საზაფხულო პროგრამაში ჩაწერთ, დარწმუნდით, რომ მის...
13/06/2026

☀️ მშობლებო, სანამ ბავშვს საზაფხულო ბანაკში, სპორტულ სექციაში ან აქტიურ საზაფხულო პროგრამაში ჩაწერთ, დარწმუნდით, რომ მისი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა მზად არის გაზრდილი ფიზიკური დატვირთვისთვის.

📚 სასწავლო წლის განმავლობაში, ხანგრძლივმა ჯდომამ და ნაკლებმა მოძრაობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ტანდეგობის ფარული დარღვევები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

🔹 ბავშვთა ორთოპედის კონსულტაცია დაგეხმარებათ:

✅ სქოლიოზისა და კიფოზის საწყისი ნიშნების დროულ გამოვლენაში;
✅ ბრტყელტერფიანობისა და სახსრების თავისებურებების შეფასებაში;
✅ ტრავმების რისკის შემცირებაში;
✅ თქვენი შვილისთვის ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო ფიზიკური აქტივობის შერჩევაში.

🤸‍♀️ ცურვა, ფეხბურთი, ჩოგბურთი თუ საზაფხულო ბანაკი — აქტიური ზაფხული ბავშვის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, სპორტული დატვირთვა მისი ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს.

💙 იზრუნეთ ბავშვის ჯანმრთელობაზე დღესვე და დაგეგმეთ პროფილაქტიკური ვიზიტი ბავშვთა ორთოპედთან.

☎️ კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 32 250 03 03
📍გივი ჟვანიას ქუჩა N11,15


#ზაფხული

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪 გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას! 💙 #ესდღეჩვენია
26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას! 💙

#ესდღეჩვენია

თსსუ-ის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებით დასრულდა. 🇬🇪🤝🇨🇳მ...
25/05/2026

თსსუ-ის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებით დასრულდა. 🇬🇪🤝🇨🇳

მოხარულები ვართ, აღვნიშნოთ, რომ დელეგაციის შემადგენლობას ჩვენი კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო ცხვედიანიც ახლდა. 💫

საერთაშორისო პარტნიორობა და გლობალური გამოცდილების გაზიარება ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია! 💙

🔗 ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://l1nq.com/axwussz


#თსსუ

Address

გივი ჟვანიას ქუჩა 11, 15 თბილისი, საქართველო • 11, 15 Givi Zhvania Street
Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა:

Shortcuts

Share

Category