04/09/2026
შესანიშნავი სტატია იმის შესახებ, თუ როგორ ვისწავლოთ საკუთარი ცხოვრების უფრო მეტად დაფასება.
რეკომენდაცია, რომ ყველამ წაიკითხოს წელიწადში ერთხელ მაინც.
👉დროულად წადით ყველაფრისგან, რაც გღლით და გაკავებთ: სახლიდანაც კი, სადაც არავინ გელოდებათ, მობეზრებული წვეულებიდან, უადგილო ურთიერთობებიდან და მავნე ჩვევებიდან. წადით დეპრესიიდან, მძიმე ფიქრებიდან, წარსულის მოგონებებიდან, ურესურსო კავშირებიდან და იმ ადამიანებისგან, ვინც ანგრევს თქვენს ცხოვრებას.
👉მიეცით სხვასაც და საკუთარ თავსაც იმის შანსი, რომ იპოვოთ ისეთი ადამიანი (ან უბრალოდ საკუთარი თავი), ვისთანაც უფრო კომფორტულად და მშვიდად იგრძნობთ თავს. თუკი ამის მიცემა ერთმანეთისთვის არ შეგიძლიათ, ნუ წაართმევთ ერთმანეთს შანსს, რომ ბედნიერება სხვაგან ან საკუთარ თავში იპოვოთ.
👉ნუ იქნებით ძუნწები, ნუ წაართმევთ სხვებს და საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას. თითოეული ჩვენგანი თავის გზას გადის, თავის რიტმში ცხოვრობს და საკუთარ გამოცდილებას იღებს.
👉თუ ვინმესთან ერთ ტალღაზე ხართ — ერთად ცეკვავთ ამ ცხოვრებას. ხოლო თუ სრული გაუგებრობა და დისონანსია — მიიღეთ ეს გამოცდილება, მადლობა თქვით და დროულად წამოდით.
👉ნუ ჩაერთვებთ ისეთ სიტუაციებში, რომლებიც მძიმე ტვირთად დაგაწვებათ და გაიძულებთ, სხვების აზრის გამო არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ნუ შესწირავთ თქვენს სიმშვიდესა და მოთმინებას იმას, რომ ვიღაცის „გადარჩენა“ ან რაღაცის შენარჩუნებაა საჭიროა.
👉დროულად წადით, რომ ცხოვრებაზე მძიმე ჭრილობები არ დაგრჩეთ. დააფასეთ საკუთარი თავი სხვებზე მეტად. არავინ მოსულა ამ ქვეყნად იმისთვის, რომ სხვების მსხვერპლი გახდეს.
👉საკუთარი თავის პოვნა რთულია, მაგრამ სანამ უაზროდ წირავთ თავს სხვისი ცხოვრების გამო, იფიქრეთ იმაზე, რომ ამით საკუთარ თავს აკლებთ იმ ძალასა და ენერგიას, რომელიც თავად გჭირდებათ.
👉ნებისმიერი ურთიერთობა კარგია, როცა ორმხრივია. მაგრამ თუ ერთმანეთს მხოლოდ ტკივილს აყენებთ, ეს ცეკვა უნდა შეწყდეს. ისწავლეთ დროულად წასვლა — როგორც სიტუაციებიდან, ისე ურთიერთობებიდან.
👉ცუდი ადამიანები არ არსებობენ, უბრალოდ ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება. მთავარი პასუხისმგებლობა კი პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე გვაქვს.
👉ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენივე ნებართვით ხდება. ჩვენვე ვუშვებთ იმას, რომ გვეშინოდეს ან თავი სუსტად ვიგრძნოთ. იქნებ დროა, ამას მივხედოთ? წასვლა რთულია, მაგრამ აუცილებელი.
👉წადით დროულად მავნე ილუზიებისა და თავსმოხვეული შიშებისგან, მაგრამ განაგრძეთ სწრაფვა, განაგრძეთ ოცნება, განაგრძეთ ცდა - ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ თქვენ ცდილობდით. ნუ შეგეშინდებათ სხვა ადამიანების რეაქციის, თქვენ მაინც ვერ შეძლებთ ასპროცენტიან თავის მოწონებას ყველასთვის, გააკეთეთ ჩაფიქრებული, თუ შეძლებთ - მით უმეტეს, შიში აზრს კარგავს. სამაგიეროდ, გექნებათ შანსი, დროულად წახვიდეთ. დიახ, ზუსტად რომ წახვიდეთ და იმოძრაოთ, იაროთ წინ. ნუ მიექცევით სხვების აზრის ზედავლენის ქვეშ, იპოვეთ თქვენი შინაგანი საყრდენი. ბედნიერება სხვებში არ არის, თუ ის შიგნით არ გაქვთ. მიეცით თავს ოცნების, ცდისა და შეცდომების დაშვების უფლება.
👉მესმის მტკივნეულია, როდესაც არ გაქვს ის, რაც გსურდა გქონოდა, როდესაც არ მოგცეს ის, რასაც ელოდით. მაგრამ ოდესმე თუ დაფქრებულხართ, რა სარგებელი და წყალობაა ან შესაძლო დაცვაა იმაში, რომ არ მიიღე სასურველი.
👉ჭეშმარიტება მარტივია: ყველაფერი დროულად მოდის, თუნდაც სასწაულები. ყველაფერი თავის დროზე ხდება. ამიტომ წადით დროულად და ნუ შეაყოვნებთ სხვებს, რადგან როცა ანთავისუფლებთ, ცხოვრების სცენარი ორივესთვის იცვლება.
GT Evolution Center
#გამოღვიძებისდროა #სულისევოლუცია #კვანტურიფსიქოლოგია #ქოუჩინგი #ფსიქოლოგია #სამყაროსანაბანა #ცნობიერებისფილტრები #სიყვარულისდროა