ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8

ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8 Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8, Medical and health, 7ბ, ელიზბარ მინდელის ქუჩა (მეტრო "უნივერსიტეტთან"), Tbilisi.

🩺 მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, სადაც ერთ სივრცეში მიიღებთ 30-მდე სრულ სამედიცინო მომსახურეობას🩺
📍 საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო
"სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიმდებარედ)
☎️0322560044

18/08/2026

დაღლილობა, ტკივილი, სტრესი? - ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა ყოველთვის არსებობს ამით გამოწვეული დისკომფორტის მოგვარების გზა ✅

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის მასაჟს თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის:
- სამკურნალო
- სარეაბილიტაციო
- სპორტული
- ზურგისა და წელის
- პოსტტრავმული აღდგენითი

👉 ჩვენი მასაჟები დაგაბრუნებთ სრულფასოვან ცხოვრებას
👉 4&8-ის პროფესიონალები დაგეხმარებიან ძალების აღდგენასა და სხეულის გაჯანსაღებაში.

🏥 „ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8“ - ის სარეაბილიტაციო ცენტრი
📍 გელოდებით მშვიდ და კომფორტულ გარემოში!

📞 დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0322 56 00 44
📍 მისამართი: ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო “სახელმწიფო უნივერისტეტის” მიმდებარედ)

17/08/2026

🥼 გაიცანით ჩვენი გუნდის ახალი წევრი 👉 ფსიქიატრი მაგდა გერანტია
📖 ევროპის ფსიქიატრთა ასოციაციისა (EPA) და NAEMT - ის წევრი (National Association of Emergency Medical Technicians)

✅ ასე რომ, ჩვენს კლინიკაში დღეიდან უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ფსიქიატრის მომსახურებითაც

🏥 „ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8“
📍 გელოდებით მშვიდ და კომფორტულ გარემოში!

📞 დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0322 56 00 44
📍 მისამართი: ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო “სახელმწიფო უნივერისტეტის” მიმდებარედ)

14/08/2026

🔹 რა არის #ბრტყელტერფიანობა და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

👉 ხშირად ფეხების სწრაფად დაღლას, სიმძიმეს ან ტკივილს დატვირთულ დღესა და უხერხულ ფეხსაცმელს ვაბრალებთ, თუმცა ეს შესაძლოა ტერფის თაღის დეფორმაციის — ბრტყელტერფიანობის პირველი ნიშანი იყოს.

📌 რა არის ბრტყელტერფიანობა?
👉 ეს არის ტერფის ანატომიური ცვლილება, როდესაც მისი სიგრძივი ან განივი თაღი დაწეულია (ან სრულად გამსხვილებული/გაბრტყელებული) და ტერფი მთელი ზედაპირით ეყრდნობა იატაკს. ეს არღვევს ამორტიზაციის ფუნქციას, ზრდის დატვირთვას მუხლებზე, მენჯ-ბარძაყის სახსრებსა და ხერხემალზე, რაც იწვევს მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დისბალანსს.

⚠️ ყურადღება მიაქციეთ ძირითად სიმპტომებს:
💥 ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ტერფებში, წვივებსა და მუხლებში;
⚡ ფეხების სწრაფად დაღლა ხანმოკლე სიარულის ან დგომის დროსაც კი;
🦶 ფეხსაცმლის არათანაბარი, ცალმხრივი (ძირითადად შიდა მხრიდან) გაცვეთა;
🚶‍♂️ ტერფის შეშუპება და დაჭიმულობა დღის ბოლოს;
📉 ტანდეგობის დარღვევა და ყრუ ტკივილის გავრცელება წელის არეში.

💡 გახსოვდეთ: ბრტყელტერფიანობა განაჩენი არ არის! დროული დიაგნოსტიკით, ინდივიდუალური სუპინატორების (ორთოპედიული ღაბაშების) შერჩევით, სამკურნალო ვარჯიშებითა და ფიზიოთერაპიით შესაძლებელია დისკომფორტის სრული მოხსნა, პროგრესირების შეჩერება და მსუბუქი ნაბიჯების დაბრუნება.
🎥 ნახეთ ვიდეო:
დეტალურად მოგიყვებით ამ გავრცელებული პრობლემის შესახებ
🏥 „ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8“
📍 გელოდებით მშვიდ და კომფორტულ გარემოში!

📞 დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0322 56 00 44
📍 მისამართი: ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო “სახელმწიფო უნივერისტეტის” მიმდებარედ)

Send a message to learn more

13/08/2026

ახალი შესაძლებლობები რეაბილიტაციისთვის 💙

დღეს “სარეაბილიტაციო ცენტრში 4&8” BTL -ის აპარატურის ინსტალაცია და სპეციალიზებული ტრენინგი ჩატარდა.

BTL წარმოადგენს კლასიკური ფიზიოთერაპიის თანამედროვე სისტემას, რომელიც ერთ აპარატში აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან თერაპიულ მიმართულებას:

🔹 ელექტროთერაპია
🔹 ულტრაბგერითი თერაპია
🔹 მაგნიტოთერაპია
🔹 ლაზერული თერაპია

აპარატის მრავალფუნქციურობა საშუალებას აძლევს სპეციალისტებს, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, გამოიყენონ სხვადასხვა ფიზიოთერაპიული მეთოდი და შექმნან უფრო სრულყოფილი სარეაბილიტაციო პროგრამა.

დღეს ინსტალაციასთან ერთად ცენტრის სპეციალისტებისთვის ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგიც — აპარატის შესაძლებლობების, ფუნქციებისა და სწორად გამოყენების შესახებ.

🏥 „ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8“
📍 გელოდებით მშვიდ და კომფორტულ გარემოში!

📞 დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0322 56 00 44
📍 მისამართი: ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო “სახელმწიფო უნივერისტეტის” მიმდებარედ)

Send a message to learn more

12/08/2026

🩸 რა გავლენას ახდენს დიაბეტი მამაკაცის პოტენციაზე? 👉 ჩვენს კითხვას 28 წლიანი გამოცდილების მქონე ექიმი სექსოლოგი არკადი მოროზოვი პასუხობს

📲 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 514 00 44 88
🏬 მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო “სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიმდებარედ)

10/08/2026

🧠 რა შეიძლება იწვევდეს მეხსიერების პრობლემებს?
🎥 უყურეთ ვიდეოს: ჩვენი კლინიკის ნევროლოგი ნანო ქიშმარია დეტალურად მოგვიყვება იმ
ფაქტორების შესახებ, რაც გავლენას ახდენს ჩვენი ტვინის მუშაობაზე

🏥 „ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8“
📍 გელოდებით მშვიდ და კომფორტულ გარემოში!

📞 დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0322 56 00 44
📍 მისამართი: ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო “სახელმწიფო უნივერისტეტის” მიმდებარედ)

07/08/2026

🔹 რა არის #სქოლიოზი და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?
👉 ხშირად ზურგის უმნიშვნელო ასიმეტრიას ან ტკივილს არასწორ ჯდომასა და დაღლილობას ვაბრალებთ, თუმცა ეს შესაძლოა ხერხემლის გამრუდების — სქოლიოზის პირველი ნიშანი იყოს.

📌 რა არის სქოლიოზი?
👉 ეს არის ხერხემლის მდგომარეობა, როდესაც სვეტი გვერდით გადაიხრება (S-ის ან C-ს ფორმით) და ხშირად საკუთარი ღერძის გარშემოც შემობრუნდება. ეს იწვევს ტანდეგობის დარღვევას, კუნთოვან დისბალანსს და შორეულ ეტაპებზე შინაგან ორგანოთა ფუნქციის შეზღუდვას.

⚠️ ყურადღება მიაქციეთ ძირითად სიმპტომებს:
💥 მხრების, ბეჭების ან თეძოების უთანაბრო სიმაღლე;
⚡ ვიზუალური ასიმეტრია წელისა და ნეკნების არეში;
🦶 სწრაფად დაღლა ფეხზე დგომისას ან სიარულისას;
🚶‍♂️ ყრუ ტკივილი და დაჭიმულობა ზურგის კუნთებში;
📉 ტანის წინ დახრისას ზურგის ერთ მხარეს გამოხატული ამაღლება (ნეკნოვანი კუზი).

💡 გახსოვდეთ: სქოლიოზი განაჩენი არ არის! ადრეულ ეტაპზე გამოვლენით, სპეციალური სამკურნალო ვარჯიშებითა და სწორად დაგეგმილი რეაბილიტაციით შესაძლებელია პროცესის შეჩერება, ტანდეგობის გასწორება და სრულფასოვან ცხოვრებასთან დაბრუნება.

🎥 ნახეთ ვიდეო:
დეტალურად მოგიყვებით ამ გავრცელებული პრობლემის შესახებ

🏥 „ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8“
📍 გელოდებით მშვიდ და კომფორტულ გარემოში!

📞 დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0322 56 00 44
📍 მისამართი: ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო “სახელმწიფო უნივერისტეტის” მიმდებარედ)

04/08/2026

ესთეტიკური ფლებოლოგია - ვარიკოზის მკურნალობა ოპერაციული ჩარევის გარეშე 👉 მაქსიმალური შედეგის მისაღებად:
🔹 Cutera excel V+
🔹 სკლეროთერაპია
#ვარიკოზულივენები #სისხლძარღვები ⭕

💥 𝐂𝐮𝐭𝐞𝐫𝐚 𝐄𝐱𝐜𝐞𝐥 𝐕+ 💥 ამერიკული უახლესი აპარატი, რომლის შესაძლებლობებიც აუცილებლად უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე ! 🇺🇸
🔹 𝐄𝐱𝐜𝐞𝐥 𝐕+ არის მრავალფუნქციური ლაზერული პლატფორმა, რომელიც ეფექტურად გამოიყენება შემდეგი დიაგნოზების დროს:
• კაპილარები და სისხლძარღვოვანი დაზიანებები
• როზაცეა
• პიგმენტური ლაქები
• კანის სიწითლე და დისქრომია
• აკნე და პოსტაკნე
• კანის ტონის და ტექსტურის გაუმჯობესება
• ანტი ეიჯ პროცედურები

📲 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ: 550 00 22 77
📍 საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო “სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიმდებარედ)

03/08/2026

🔹 რა არის #თიაქარი და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?
👉 ხშირად წელის ან კისრის არეში დისკომფორტს და ტკივილს უბრალო დაღლილობას ვაბრალებთ, თუმცა ეს შესაძლოა მალთაშუა დისკის თიაქრის პირველი ნიშანი იყოს.

📌 რა არის დისკის თიაქარი?
👉 ეს არის მდგომარეობა, როდესაც ხერხემლის მალთაშუა დისკის გარეთა ბოჭკოვანი რგოლი ზიანდება და შიდა ბირთვი გარეთ გამოდის. ეს იწვევს ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლას, რასაც თან ახლავს მწვავე ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა.

⚠️ ყურადღება მიაქციეთ ძირითად სიმპტომებს:
💥 მჭრელი ან ყრუ ტკივილი წელის, კისრის ან ზურგის არეში;
⚡ ტკივილის გადაცემა ფეხში, დუნდულში ან მკლავში;
🦶 კიდურების დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან სუსტი მგრძნობელობა;
🚶‍♂️ კუნთების სისუსტე და მოძრაობის გაძნელება;
📉 ტკივილის გაძლიერება დახრისას, ჯდომისას ან სიმძიმის აწევისას.

💡 გახსოვდეთ: თიაქარი განაჩენი არ არის! სწორად დაგეგმილი რეაბილიტაციით შესაძლებელია ტკივილის სრული დამარცხება და აქტიურ ცხოვრებასთან დაბრუნება ქირურგიული ჩარევის გარეშეც.

🎥 ნახეთ ვიდეო:
ჩვენი კლინიკის ექიმი-რეაბილიტოლოგი ნატო მელანაშვილი დეტალურად მოგვიყვება ამ გავრცელებული პრობლემის შესახებ

🏥 „ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8“
📍 გელოდებით მშვიდ და კომფორტულ გარემოში!

📞 დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0322 56 00 44
📍 მისამართი: ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო “სახელმწიფო უნივერისტეტის” მიმდებარედ)

☀ზაფხულში ჩვენი ოფთალმოლოგიური სამსახური არ ისვენებს! 👁🏝️ ზაფხული დასვენების, მოგზაურობისა და აქტიური ცხოვრების სეზონია,...
31/07/2026

☀ზაფხულში ჩვენი ოფთალმოლოგიური სამსახური არ ისვენებს! 👁
🏝️ ზაფხული დასვენების, მოგზაურობისა და აქტიური ცხოვრების სეზონია, თუმცა სწორედ ამ პერიოდში ხშირია თვალის დაზიანებები და გადაუდებელი ოფთალმოლოგიური შემთხვევები.
ენდოკრინოლოგიური კლინიკა „4&8“-ის ოფთალმოლოგიური სამსახური მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მზად არის გაგიწიოთ კვალიფიციური დახმარება.

📍 შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ შემთხვევებში:
👁 თვალში უცხო სხეულის მოხვედრა
👁 თვალის ქიმიური დამწვრობა
👁 თვალის ფოტოდამწვრობა (ელექტროშედუღების შედეგად)
👁 თვალისა და თვალბუდის მცირე ტრავმები
👁 თვალთან და თვალბუდესთან დაკავშირებული მცირე ქირურგიული პროცედურები

👨 ნუ გადადებთ ვიზიტს — თვალის დაზიანების შემთხვევაში დროულად გაწეული დახმარება ხშირად გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

💻 ასევე გთავაზობთ ოფთალმოლოგის ონლაინ კონსულტაციას, თუ ქალაქიდან ხართ გასული, იმყოფებით საზღვარგარეთ ან სხვა მიზეზით ვერ ახერხებთ კლინიკაში მოსვლას. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ექიმი დისტანციურად შეგიფასებთ მდგომარეობას, მოგცემთ რეკომენდაციებს და განსაზღვრავს შემდგომი მოქმედების ტაქტიკას.

📞 დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0322 56 00 44
📍 მისამართი: ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო “სახელმწიფო უნივერისტეტის” მიმდებარედ)

Address

7ბ, ელიზბარ მინდელის ქუჩა (მეტრო "უნივერსიტეტთან")
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share