In Vivo Pharma • ინ ვივო ფარმა

In Vivo Pharma • ინ ვივო ფარმა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from In Vivo Pharma • ინ ვივო ფარმა, Obstetrician-gynaecologist, Tbilisi.

☀️ ინტიმური ბალანსი — ოთხივე სეზონზე  🌊🌿ზაფხული დასვენების, ზღვისა და აუზების სეზონია. თუმცა მაღალი ტემპერატურა, ზღვისა ...
06/08/2026

☀️ ინტიმური ბალანსი — ოთხივე სეზონზე 🌊🌿

ზაფხული დასვენების, ზღვისა და აუზების სეზონია. თუმცა მაღალი ტემპერატურა, ზღვისა და აუზის წყალი, ასევე სველი საცურაო კოსტიუმით ხანგრძლივად ყოფნა შეიძლება გახდეს ვაგინალური მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსის დარღვევის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რაც დისკომფორტისა და ინფექციების განვითარების რისკს ზრდის.

სწორედ ამიტომ, ზაფხულშიც მნიშვნელოვანია ინტიმურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ბუნებრივი მიკროფლორის შენარჩუნება.

Dermolivo®️ ხელს უწყობს:
✔️ ინტიმური მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსის მხარდაჭერას;
✔️ ლორწოვანის დატენიანებასა და დაცვას;
✔️ წვის, ქავილისა და გაღიზიანების შემცირებას;
✔️ ბაქტერიული დისბალანსისა და სოკოვანი ინფექციების პრევენციასა და მკურნალობის პერიოდში ეფექტურ ზრუნვას.

🌿 დატკბით ზაფხულის დღეებით მეტი თავდაჯერებულობითა და ინტიმური კომფორტით — Dermolivo®️-სთან ერთად.

🤰 უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
📖 გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.

24/07/2026

In Vivo Pharma • ინ ვივო ფარმას პროფესიული შეხვედრა რუსთავის #2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმებთან.

💙 მართეთ ყაბზობა სწორად.🌿 სტიპსიგოლი®️ — ფიზიოლოგიური მიდგომა ნაწლავის ბუნებრივი მოქმედების აღსადგენად.თუ ნაწლავის მოქმე...
24/07/2026

💙 მართეთ ყაბზობა სწორად.

🌿 სტიპსიგოლი®️ — ფიზიოლოგიური მიდგომა ნაწლავის ბუნებრივი მოქმედების აღსადგენად.

თუ ნაწლავის მოქმედება იშვიათი, რთული ან არასრულია, დროთა განმავლობაში შესაძლოა გაჩნდეს შებერილობა, მუცლის დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება, მადის დაქვეითება და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება.

ბევრი ადამიანი პრობლემას მხოლოდ სიმპტომურად უდგება — იყენებს სწრაფად მოქმედ საფაღარათო საშუალებებს, რომლებიც ნაწლავის ხელოვნური სტიმულირების გზით მოქმედებს. თუმცა, ხშირი გამოყენებისას ასეთმა საშუალებებმა შესაძლოა ნაწლავის ფიზიოლოგიური მუშაობა კიდევ უფრო დაარღვიოს.

💧 სტიპსიგოლი®️ (მაკროგოლი 3350, 10 გ) განსხვავებული პრინციპით მოქმედებს:

✅ არ ასტიმულირებს ნაწლავს;

💧 აკავებს წყალს ნაწლავის სანათურში, არბილებს განავალს და აღადგენს მის ბუნებრივ კონსისტენციას. შედეგად, ნაწლავის დაცლა უფრო ბუნებრივად მიმდინარეობს.

🌱 ყაბზობის სწორად შერჩეული მართვის მიზანი მხოლოდ ერთი დეფეკაციის მიღწევა კი არ არის, არამედ ნაწლავის ნორმალური ფუნქციის აღდგენა და რეგულარული, კომფორტული მოქმედების დაბრუნებაა.

💙 რატომ სტიპსიგოლი®️?

✔ მოქმედებს ფიზიოლოგიურად და არ აღიზიანებს ნაწლავს.

✔ არბილებს განავალს წყლის შეკავების ბუნებრივი მექანიზმით.

✔ არ ფერმენტირდება ნაწლავის მიკრობიოტის მიერ, ამიტომ არ იწვევს აირების წარმოქმნასა და მუცლის შებერილობას.

✔ ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია მრავალ კლინიკურ კვლევასა და საერთაშორისო რეკომენდაციებში.

✔ უსაფრთხოა მთელი ოჯახისთვის და ხანგრძლივი გამოყენების დროს.

💧 ყაბზობის მართვაში მედიკამენტთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლაც.

🥛 მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი (1.5–2 ლიტრი დღეში);

🥗 მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი საკვები;

🚶‍♀️ იყავით ფიზიკურად აქტიური;

⏰ ჩამოიყალიბეთ ნაწლავის მოქმედების რეგულარული რეჟიმი.

💙 სტიპსიგოლი®️ — ფიზიოლოგიური მიდგომა ყაბზობის მართვაში.

🥤 როგორ მივიღოთ?

გახსენით საშეტი, ჩაყარეთ მისი შიგთავსი ჭიქაში, დაამატეთ 125–150 მლ წყალი, კარგად მოურიეთ და მიიღეთ.

👨‍👩‍👧 გამოყენების წესი და დოზირება: 1–3 საშეტი დღეში.

📌 დოზირება შესაძლებელია შეიცვალოს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.

🇮🇹 მწარმოებელი: S.I.I.T. S.r.l., Aurora Biofarma S.r.l.-ის დაკვეთით, იტალია.

📖 გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.

#სტიპსიგოლი #ყაბზობა #ნაწლავისჯანმრთელობა

💧 ბუნებრივი ბალანსი იწყება სწორი მოვლით.🌊 ზაფხული აქტიური დასვენების სეზონია. ზღვა, აუზი, მოგზაურობა და ყოველდღიური ცხოვ...
19/07/2026

💧 ბუნებრივი ბალანსი იწყება სწორი მოვლით.

🌊 ზაფხული აქტიური დასვენების სეზონია.

ზღვა, აუზი, მოგზაურობა და ყოველდღიური ცხოვრების რიტმის ცვლილება ხშირად ინტიმურ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს. სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაგინალური გარემოს ბუნებრივი ბალანსისა და ფიზიოლოგიური pH-ის შენარჩუნება. 🌿

Dermolivo®️ ვაგინალური შხაპი წარმოადგენს მჟავე pH-ის მქონე ვაგინალურ ხსნარს, რომელიც შექმნილია ინტიმური ზონის ნაზი გაწმენდისა და ბუნებრივი ბალანსის მხარდასაჭერად.

მისი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ შემთხვევებში, როდესაც ინტიმურ ზონას დამატებითი მოვლა სჭირდება, მათ შორის:

✔️ მენსტრუაციის შემდეგ;

✔️ ანტიბიოტიკოთერაპიის ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის დასრულების შემდეგ;

✔️ ვაგინალური დისკომფორტის, ქავილის, წვისა და გაღიზიანების დროს;

✔️ ვაგინალური ფლორის დისბალანსის შემთხვევაში.

Dermolivo®️ ვაგინალური შხაპი ხელს უწყობს:

💚 ვაგინალური pH-ის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენა/შენარჩუნებას.

💚 ბუნებრივი ბაქტერიული ფლორის შენარჩუნებას;

💚 ვაგინალური ლორწოვანის დატენიანებასა და დაცვას;

💚 ქავილის, წვის, გაღიზიანებისა და ინტიმური დისკომფორტის შემცირებას.

🌿 უნიკალური ფორმულა აერთიანებს DuoLact®️-ის თინდალიზებულ პრობიოტიკებს, ლაქტოფერინს, EvoGold®️-ს (ორგანულ ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთსა და ბუნებრივ ვიტამინ E-ს) და რძემჟავას, რომელთა ერთობლიობაც ხელს უწყობს ვაგინალური მიკროფლორისა და ბუნებრივი გარემოს ბალანსის მხარდაჭერას.

☀️იზრუნეთ ინტიმურ ჯანმრთელობაზე ზაფხულშიც — ბუნებრივი ბალანსი ყოველდღიური კომფორტის საფუძველია.

📖 გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.

☀️ ინტიმური ბალანსი — ზღვაზეც. 🌊🌸ზაფხული დასვენების, ზღვისა და აუზების სეზონია. თუმცა, მაღალი ტემპერატურა, ზღვის წყალი დ...
10/07/2026

☀️ ინტიმური ბალანსი — ზღვაზეც. 🌊🌸

ზაფხული დასვენების, ზღვისა და აუზების სეზონია.
თუმცა, მაღალი ტემპერატურა, ზღვის წყალი და სველი საცურაო კოსტიუმი შეიძლება გახდეს ვაგინალური მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსის დარღვევის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რაც დისკომფორტისა და ინფექციების განვითარების რისკს ზრდის.

ამ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინტიმურ ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და დროულ პრევენციას.

Dermolivo®️ ხელს უწყობს:
✔️ ვაგინალური მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსის აღდგენას;
✔️ ლორწოვანის დატენიანებასა და დაცვას;
✔️ წვის, ქავილისა და გაღიზიანების შემცირებას;
✔️ ბაქტერიული დისბალანსისა და სოკოვანი ინფექციების პრევენციისა და მკურნალობის პერიოდში მხარდაჭერას.

🌿 გაატარეთ ზაფხულის დღეები მეტი სიმშვიდით — Dermolivo®️-თან ერთად.

🤰 უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
📖 გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.

📍 2026 წლის 4–5 ივლისს, ქობულეთში, სასტუმრო „Georgia Palace“-ში გაიმართა ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამა (თე...
06/07/2026

📍 2026 წლის 4–5 ივლისს, ქობულეთში, სასტუმრო „Georgia Palace“-ში გაიმართა ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამა (თერაპია), რომელიც საქართველოს უწყვეტი სამედიცინო განათლების ასოციაციისა და საქართველოს პირველადი ჯანდაცვის ექიმთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებამ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები გააერთიანა თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხების ირგვლივ.

ორდღიანი სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში განხილული იყო არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, საერთაშორისო კლინიკური გაიდლაინები, კარდიოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, უროლოგიის, ნევროლოგიისა და პირველადი ჯანდაცვის პრაქტიკაში არსებული უახლესი რეკომენდაციები.

🤝 „ინ ვივო ფარმასთვის“ დიდი პატივია, ყოფილიყო აღნიშნული ღონისძიების სპონსორი.

გვჯერა, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა ხარისხიანი ჯანდაცვის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია ისეთი პროფესიული ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ექიმებს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

კომპანია „ინ ვივო ფარმა“ მომავალშიც აქტიურად განაგრძობს პროფესიული საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერასა და საქართველოში ევროპული ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

💚 მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ სამედიცინო საზოგადოების პროფესიული განვითარების თანამონაწილეები.

☀️ მზე ყოველთვის არ არის საკმარისი.მიუხედავად იმისა, რომ D₃ ვიტამინს „მზის ვიტამინს“ უწოდებენ, თანამედროვე ცხოვრების წეს...
29/06/2026

☀️ მზე ყოველთვის არ არის საკმარისი.
მიუხედავად იმისა, რომ D₃ ვიტამინს „მზის ვიტამინს“ უწოდებენ, თანამედროვე ცხოვრების წესი ხშირად არ გვაძლევს მის საკმარის რაოდენობას. ოფისში გატარებული დრო, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, სეზონური ცვლილებები და მზეზე შეზღუდული ყოფნა D₃ ვიტამინის დეფიციტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია.
Nateo D₃ — მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე ბუნებრივი წარმოშობის, ევროპული D₃ ვიტამინია, რომელიც ორგანიზმს ეხმარება D₃ ვიტამინზე ყოველდღიური მოთხოვნილების შევსებაში.
D₃ ვიტამინი ხელს უწყობს:
✔ იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;
✔ ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
✔ კალციუმისა და ფოსფორის ნორმალურ შეწოვასა და გამოყენებას;
✔ კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას;
✔ სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას.
აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი დოზა:
🟡 2,000 სე
🟣 4,000 სე
Nateo D₃
ბუნებრივი ევროპული D₃ ვიტამინი — მაღალი ბიოშეღწევადობით.

✨ 2026 წლის 22-23 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობეს...
24/06/2026

✨ 2026 წლის 22-23 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების თანამედროვე მიდგომების შესახებ, რომელიც საქართველოს მეან-გინეკოლოგებისთვის იყო განკუთვნილი.

კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო ორგანიზაციების FIGO-სა და EBCOG-ის მონაწილეობით და GOGA-ს ორგანიზებით.

✅ ღონისძიებას ესწრებოდა სამი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი.

✅ კომპანია “ინ ვივო ფარმასთვის” დიდი პატივია, იყოს საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების სპონსორი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი კომპანიის მისია ეფუძნება მტკიცებით მედიცინას და საქართველოში ხელმისაწვდომს ხდის იმ პრეპარატებს, რომლებიც შეტანილია საერთაშორისო პროტოკოლებსა და გაიდლაინებში, გავლილი აქვთ მრავალი კლინიკური კვლევა და მათი ეფექტურობა დადასტურებულია არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციით.

✅ „ინ ვივო ფარმას“ მიერ წარმოდგენილი პრეპარატები გამოირჩევა ევროპული ხარისხით, უსაფრთხოებითა და ხელმისაწვდომობით.

✅ „ინ ვივო ფარმა“ ზრუნავს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ფიზიოლოგიური ორსულობის მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის კომფორტულ მართვაზე.

✅ მადლობას ვუხდით საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციას კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

▶️ 20 ივნისს, ქ.თბილისში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ას...
21/06/2026

▶️ 20 ივნისს, ქ.თბილისში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის პირველი კონგრესი.
✅️ კონგრესზე წარსდგნენ ქართველი მომხსენებლები და ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები.
✅️კონგრესზე განიხილებოდა თანამედროვე მიდგომები როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მომიჯნავე სპეციალობების მკურნალობის პრინციპები რაც ხელს უწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
🙏🏽დიდი მადლობა ორგანიზატორს, რომ ინ ვივო ფარმას მიეცა საშუალება ყოფილიყო ასეთი მნიშვნელოვანი კონგრესის სპონსორი.

#ვაგივიტალისგელი
#ლივეოინტიმი
#ინვივოფარმა

07/06/2026

✨️საქართველოს მამაკაცის ჯანმრთელობის ასოციაციის კონგრესი✨️
#ინვივოფარმა
#ბროსერი
#ლივეოინტიმი

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when In Vivo Pharma • ინ ვივო ფარმა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to In Vivo Pharma • ინ ვივო ფარმა:

Shortcuts

Share