18/06/2026
🇬🇪🇮🇳მოხარული ვართ, რომ საქართველოში ვუმასპინძლეთ ინდოეთის რაჯაგირის ჰოსპიტლის (Rajagiri Hospital) დელეგაციას! 🇬🇪🇮🇳
გვქონდა საპატიო შესაძლებლობა, შევხვედროდით ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას:
🔹 Fr. Johnson Vazhappilly CMI - აღმასრულებელი დირექტორი და CEO
🔹 Mr. Jose Paul - ვიცე-პრეზიდენტი (Healthcare Promotions)
რაჯაგირის ჰოსპიტალი ჯანდაცვის სფეროში გამორჩეულია შემდეგი მიღწევებით:
✨️JCI აკრედიტაცია: კლინიკა ფლობს საერთაშორისო ჯანდაცვის კომისიის (JCI) ოქროს სტანდარტს
✨️ინტეგრირებული სამედიცინო სერვისები
✨️ინოვაცია და ტექნოლოგიები, რაც მას რეგიონის მასშტაბით ლიდერად აქცევს.
✨️ჰოსპიტალი გამოირჩევა ჰუმანური ფილოსოფიით, სადაც პაციენტის კეთილდღეობა და კომფორტი თითოეული სამედიცინო მანიპულაციის ცენტრშია.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ინოვაციებზე. მოუთმენლად ველით სამომავლო ერთობლივ პროექტებს!