Lagree Social Club

Directions Website

Lagree Social Club Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Lagree Social Club, Health & Wellness Website, Tbilisi.

LAGREE SOCIAL CLUB • TBILISI
Private training • Limited access
MICROFORMER
მაღალი ინტენსივობის/დაბალი დატვირთვის ვარჯიშები • ინდივიდუალური მიდგომა • ძლიერი სხეული

08/10/2026

არსებობს ადგილები, სადაც რაღაცის გასაკეთებლად მიდიხარ.და არსებობს ადგილები, სადაც უბრალოდ ყოფნისთვის მიდიხარ.ამჯერად არა...
22/08/2026

არსებობს ადგილები, სადაც რაღაცის გასაკეთებლად მიდიხარ.
და არსებობს ადგილები, სადაც უბრალოდ ყოფნისთვის მიდიხარ.

ამჯერად არაფერს ვაუმჯობესებთ.
არც სხეულს.
არც კვებას.
არც პროდუქტიულობას.
არც საკუთარ თავს.

არ ვითვლით კალორიებს, არ ვჩქარობთ, არ ვადგენთ გეგმებს და რამდენიმე დღით ვივიწყებთ ყველაფერს, რასაც თანამედროვე ქალს ყოველდღე ახსენებენ —
უნდა. საჭიროა. მოასწარი. გახდი უკეთესი.

რაჭაში მივდივართ იმისთვის, რომ ცოტა ხნით საერთოდ აღარავის არაფერი დავუმტკიცოთ.

კარგად გამოვიძინოთ.
დილა ნელა დავიწყოთ.
ვიმოძრაოთ იმიტომ, რომ სხეულს ეს სიამოვნებს და არა იმიტომ, რომ „საჭიროა“.
ვჭამოთ გემრიელად, დანაშაულის გრძნობის გარეშე.
ვისაუბროთ საინტერესო თემებზე. ან საერთოდ არ ვილაპარაკოთ.
ვისუნთქოთ მთის ჰაერი, ვიყოთ ბუნებაში და კარგ ადამიანებთან ერთად.

ქალებს ხშირად გვავიწყდება, რომ ენერგია მხოლოდ დასვენებით არ ბრუნდება.
ის ბრუნდება ბუნებასთან კავშირში.
სხვა ქალებთან ურთიერთობაში.
სიცილში, სიმშვიდეში, გემრიელ სუფრასთან და იმ იშვიათ მომენტებში, როცა არსად გვეჩქარება.

4–6 სექტემბერი | Gona, Racha

სამი დღე ყოველგვარი „უნდა“-ს გარეშე.

უბრალოდ შენ.
ბუნება.
მოძრაობა.
კარგი ადამიანები.
და ცხოვრება, რომელსაც ამჯერად არ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ — უბრალოდ ვცხოვრობთ.

Disconnect to reconnect.

ყოფილი ბალერინა — ქალი, რომელმაც პილატესი საქართველოში შემოიტანა და ადამიანებს მისი ნამდვილი მნიშვნელობა გააცნო. ქალი, რ...
06/08/2026

ყოფილი ბალერინა — ქალი, რომელმაც პილატესი საქართველოში შემოიტანა და ადამიანებს მისი ნამდვილი მნიშვნელობა გააცნო. ქალი, რომელმაც შთაგონება საქმედ აქცია, საქმე კი — საქართველოში ყველაზე დიდ პილატესის სტუდიათა ქსელად.

დღეს Polestar Pilates სწორედ მას ანდობს საქართველოში ახალი ინსტრუქტორების მომზადებას. ამ წლების განმავლობაში, მისი ცოდნისა და გამოცდილების წყალობით, ბევრმა ქალმა ახალი პროფესია შეიძინა — პროფესია, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, სხვა ქალებსაც დაეხმარონ.

მაია ის ადამიანია, რომელიც საქართველოში პილატესის სფეროში არსებულ ყველა ხარვეზს ამჩნევს. მან იცის ყველა პრობლემა, გულწრფელად განიცდის თითოეულ მათგანს და ყოველდღე მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში ყველა ქალს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაიცნოს საკუთარი სხეული, გათავისუფლდეს ტკივილისგან და შეიგრძნოს იმ სხეულის სილამაზე და ძალა, რომელშიც ცხოვრობს.

უკვე ერთი წელია, რაც მაიასთან ერთად ვმუშაობ. ახლა ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს იყო სტუდიათა ქსელის მფლობელი: ატარო უდიდესი პასუხისმგებლობა, დაეხმარო სხვებს — ხშირად საკუთარი თავის ხარჯზე — და ამ ყველაფრის მიუხედავად, არ დაკარგო საკუთარი თავი. ისევ მაია დარჩე.

გააგრძელე. არ გაჩერდე. ბოლომდე მიიყვანე. იარე წინ.
LET THE WORLD WAIT. THEN LET IT WATCH. Maia Khidesheli ℙ𝕚𝕝𝕒𝕥𝕖𝕤 𝕋𝕓𝕚𝕝𝕚𝕤𝕚

29/06/2026
05/06/2026

Certification ≠ Competence. Uncomfortable? Maybe. True? Absolutely. It is what it is.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lagree Social Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share