პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center

პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center ჩვენ გასწავლით სიცოცხლის გადარჩენას!

პირველადი დახმარების ტრენინგები ყველა პროფესიის ადამიანისთვის 💙

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგები ნებისმიერი პროფესიის მსმენელთათვის, წარმატებით გავლისას გაიცემა სერთიფიკატი

🚨 პირველადი დახმარების უნარები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უბედური შემთხვევის შემდეგ, კრიტიკული გადაუდებელი მდგომარეობები...
12/09/2026

🚨 პირველადი დახმარების უნარები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უბედური შემთხვევის შემდეგ, კრიტიკული გადაუდებელი მდგომარეობების დროს.
😌 ეს საბაზისო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნა ადამიანს ეხმარება, შეინარჩუნოს სიმშვიდე და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე სწორად და ეფექტიანად იმოქმედოს.

📊 ბრიტანეთის წითელი ჯვრის 2024 წლის კვლევის მიხედვით, დახმარების სურვილსა და რეალურ მზადყოფნას შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა:
ℹ️ მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველა თვლის, რომ პირველადი დახმარების გაწევის ცოდნა და უნარი ყველას უნდა ჰქონდეს და სურთ ადამიანების დახმარება,
▪️ ქუჩაში დაცემული ადამიანის დასახმარებლად მზადაა 71%,
▪️ მაგრამ მძიმე სისხლდენის დროს მოქმედებას შეძლებდა მხოლოდ 50%,
▪️ ასფიქსიისას - 45%,
▪️ უგონო მდგომარეობისას - 41%,
▪️ ხოლო ეპილეფსიური გულყრისას კი 37%.

⚠️ ეს სხვაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული მდგომარეობების დროს, როდესაც თავის ტვინში შეუქცევადი პროცესები იმაზე სწრაფად იწყება, ვიდრე გადაუდებელი დახმარების ჯგუფი შეძლებს შემთხვევის ადგილზე მისვლას.

⚠️ ამ კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების გაწევის მთავარი ბარიერი, ხშირად, არა დახმარების სურვილის ნაკლებობა, არამედ სტრესულ სიტუაციაში საკუთარ ცოდნასა და უნარებში არასაკმარისი თავდაჯერებულობაა.

✨ თავდაჯერებულობა კი ცოდნითა და პრაქტიკით ყალიბდება.
✨ ამიტომ, გამოყავი 5 წუთი და გადაამოწმე:

1. გადიხარ თუ არა პერიოდულად პირველადი დახმარების პრაქტიკულ ტრენინგს?
2. გაქვს თუ არა პირველადი დახმარების ჩანთა სახლში და სამუშაო სივრცეში?
3. ბინტების და ბამბების გარდა, შეიცავს თუ არა ჩანთა გულ-ფილტვის რეანიმაციის ნიღაბს, სისხლდენის შესაჩერებელ ტურნიკეტს, სამკუთხა სახვევსა და დიდი ზომის სამედიცინო მაკრატელს?
4. არის თუ არა შენს სამუშაო სივრცეში ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი (AED)?

⭐️ გახსოვდეს, სასწრაფოს მოსვლამდე, დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვში მთავარი რგოლი სწორედ შენ ხარ.

💼 თუ გსურთ თქვენს ორგანიზაციაში უსაფრთხოების კულტურის დანერგვა, პირველადი დახმარების ცენტრი გთავაზობთ პირველადი დახმარების პრაქტიკულ ტრენინგებს; პირველადი დახმარების ჩანთებსა და ქართულენოვან სრულად ავტომატურ გარეგან დეფიბრილატორს.

ჩვენ გასწავლით სიცოცხლის გადარჩენას ❣️

💌 [email protected]
📞 574806060

🤰🏻 ორსულმა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში მყოფმა ქალებმა კვირის განმავლობაში მინიმუმ 150 წუთი ფიზიკურ აქტივობას უნდა და...
25/07/2026

🤰🏻 ორსულმა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში მყოფმა ქალებმა კვირის განმავლობაში მინიმუმ 150 წუთი ფიზიკურ აქტივობას უნდა დაუთმონ.

👉 ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა, როგორც თავად ორსული ქალის, ისე ბავშვის ჯანმრთელობისთვისაც, რადგან ის:

▪️ ხელს უწყობს წონის მართვას
▪️ ამცირებს მშობიარობის შემდგომი დეპრესიისა და არტერიული წნევის მატების რისკებს
▪️ გვეხმარება გესტაციური დიაბეტის პრევენციაში
▪️ აუმჯობესებს ფიზიკურ გამძლეობას, ძილის ხარისხსა და განწყობას

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

#ექიმიმარშანია

☀️ კარგ ამინდებში პიკნიკი და ლაშქრობა ძალიან კარგია, თუმცა, სხვადასხვა რისკებთან ერთად, არსებობს ტკიპის ნაკბენის რისკიც,...
18/07/2026

☀️ კარგ ამინდებში პიკნიკი და ლაშქრობა ძალიან კარგია, თუმცა, სხვადასხვა რისკებთან ერთად, არსებობს ტკიპის ნაკბენის რისკიც, რაც, შესაძლოა, ინფექციური სნეულელების გამავრცელებელი იყოს, ყველაზე ცნობილი ამ დაავადებებიდან არის ბორელიოზი.

🧑‍⚕️ გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე, ტკიპის ნაკბენთან დაკავშირებით.

❓ საჭიროა თუ არა კლინიკაში მისვლა ტკიპას ამოსაღებად?
✅ არ არის აუცილებელი კლინიკაში ვიზიტი. მეტიც - რაც მალე ამოვიღებთ კანიდან ტკიპას, მით ნაკლებია ინფიცირების შანსი.

❓ როგორია ტკიპის ამოღების ტექნიკა?
✅ წვრილწვერიანი პინცეტი ჩასჭიდეთ ტკიპას კანთან რაც შეიძლება ახლოს. მოქაჩეთ ზემოთ თანაბარი, სტაბილური ძალით. არ დაატრიალოთ და არ ამოაძროთ ტკიპა მკვეთრი მოძრაობით. ტკიპის მოშორების შემდეგ, ნაკბენი ადგილი და ხელები კარგად გაისუფთავეთ სამედიცინო სპირტით ან საპნითა და წყლით.

❓ როგორ მოვიქცე, თუ ამოღების შემდეგ ტკიპის პირის ნაწილები ჩარჩა კანში?
✅ შეგიძლიათ ისინი პინცეტით მოიცილოთ ფრთხილად. თუ მათი ადვილად ამოღება ვერ ხერხდება, ნუ ეცდებით ძალით ამოღებას, დატოვეთ ისე, როგორც არის. კანის შეხორცების პროცესში ორგანიზმი ამ ნაწილებს დროთა განმავლობაში ბუნებრივად გამოდევნის.

❓ საჭიროა თუ არა პროფილაქტიკის მიზნით მედიკამენტის მიღება?
✅ ზოგადად, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ტკიპის ნაკბენის შემდეგ, ტკიპისმიერი დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ანტიბიოტიკების რუტინული მიღების რეკომენდაციას არ იძლევა. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ეს შესაძლოა საჭირო იყოს, ამიტომ, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

❓ რა სიმპტომებს დავაკვირდე ნაკბენის შემდეგ?
✅ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შემთხვევიდან 30 დღის განმავლობაში გამოგივლინდათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:
■ გამონაყარი
■ ცხელება
■ დაღლილობა
■ თავის ტკივილი
■ კუნთების ტკივილი
■ სახსრების შეშუპება ან ტკივილი.

ℹ️ ტკიპებით გადამდები დაავადებების უმეტესობა ანტიბიოტიკების მოკლე კურსით წარმატებით იკურნება.

❓ შეიძლება თუ არა ინფიცირება კბენის გარეშე, თუ ტკიპა უბრალოდ აღმოვაჩინეთ კანზე?
✅ თუ ტკიპა კანზე ჯერ არ არის მიმაგრებული, ის დაავადების გადადებას ვერ შეძლებს. თუმცა, თუ სხეულზე მცოცავი ტკიპა შენიშნეთ, ყურადღებით შეიმოწმეთ მთელი სხეული ტკიპების არსებობაზე.

❓ რამდენ ხანს უნდა იყოს ტკიპა კანზე მიმაგრებული, რომ ინფექცია გადაგვედოს?
✅ ინფექციის გადადებისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია როგორც ტკიპის, ისე დაავადების გამომწვევის ტიპზე. ზოგ შემთხვევაში, ამისთვის რამდენიმე წუთიც საკმარისია, ზოგში კი, ტკიპა კანზე რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა იყოს მიმაგრებული.

ℹ️ ბორელიოზის გადადების რისკი დაბალია, თუ ტკიპა კანზე 24 საათზე ნაკლები ხნის განმავლობაში იყო მიმაგრებული.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი სხეულის შემოწმება, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროთ ტკიპა.

❓ სად გვხვდება ტკიპები?
✅ ტკიპები ყველაზე ხშირად გვხვდებიან შემდეგ ადგილებში:

■ ტყეში
■ ბუჩქნარით დაფარულ ადგილებში
■ ბალახიან ტერიტორიებზე
■ ბაღებში
■ პარკებში

ℹ️ ტკიპები არც დაფრინავენ და არც ხტუნავენ. ისინი, როგორც წესი, მცენარეებზე/ბალახზე არიან დამაგრებული და ადამიანის შეხების შემდეგ გადადიან მის სხეულზე.

❓ როგორ ავიცილოთ თავიდან ტკიპის ნაკბენი?
✅ ტკიპის კბენის რისკის შესამცირებლად, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

■ ბუნებაში სეირნობისას იარეთ ბილიკებზე და მოერიდეთ მაღალ ბალახში სიარულს.
■ ჩაიცვით გრძელმკლავიანი ტანსაცმელი, ხოლო შარვლის ტოტები ჩაიტანეთ წინდებში.
■ უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის ტანსაცმელს - მასზე ტკიპის შემჩნევა უფრო ადვილია.
■ სხეულის დაუფარავ ნაწილებზე გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო რეპელენტი.
■ ბუნებიდან დაბრუნების შემდეგ, ყურადღებით შეიმოწმეთ კანი და ტანსაცმელი ტკიპების არსებობაზე.
■ ყურადღებით შეამოწმეთ ბავშვების კანი, მთელი სხეული, განსაკუთრებით თავი, კისერი და თმიანი ნაწილი.
■ დარწმუნდით, რომ შინაურ ცხოველებს ბეწვით ტკიპები არ მოჰყვათ სახლში.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

#ექიმიმარშანია

💥 ახალი კვლევით 2016-2024 წლებში 9-დან 26 წლამდე ასაკის 2.9 მილიონზე მეტი მამაკაცის მონაცემები გააანალიზეს.ℹ️ გამოიყო ორ...
15/07/2026

💥 ახალი კვლევით 2016-2024 წლებში 9-დან 26 წლამდე ასაკის 2.9 მილიონზე მეტი მამაკაცის მონაცემები გააანალიზეს.

ℹ️ გამოიყო ორი ჯგუფი და ერთმანეთს შეადარეს მათი მონაცემები:
▪️ ვაქცინირებულები: 510,260 მონაწილე (მიიღეს მინიმუმ ერთი დოზა)
▪️ არავაქცინირებულები: 510,260 მონაწილე

ℹ️ კვლევამ შეაფასა HPV-სთან დაკავშირებული ისეთი ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე, როგორიცაა თავ-კისრის, საყლაპავის, ანალური და სასქესო ასოს კიბო.

📊 საერთო ეფექტურობა:
▪️ ვაქცინაცია ასოცირებული იყო კიბოს განვითარების 46%-ით დაბალ რისკთან.

📊 ეფექტი ასაკის მიხედვით:
▪️ დამცავი ფუნქცია ყველა ჯგუფში გამოვლინდა. 9-14 წლის ასაკში ვაქცინაციამ რისკი 42%-ით შეამცირა (HR 0.58), ხოლო 15-26 წლის ასაკში — 50%-ით (HR 0.50).

❓ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
👉 მიუხედავად იმისა, რომ პაპილომავირუსი ორივე სქესისთვის სახიფათოა, ისტორიულად ვაქცინაციის კამპანიები ქალებზე იყო ფოკუსირებული (საშვილოსნოს ყელის კიბოსთან კავშირის გამო).
👉 ეს კვლევა კი აჩვენებს, რომ მამაკაცების ვაქცინაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ინდივიდუალური დაცვისთვის, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტვირთის შესამცირებლად, რადგან კვლევამ გამოავლინა მნიშვნელოვანი უარყოფითი კავშირი 9-ვალენტიან HPV ვაქცინასა და მოზარდებსა და ახალგაზრდა მამაკაცებში HPV-სთან ასოცირებულ კიბოს შემთხვევებს შორის.
👉 ეფექტურობის სრული მასშტაბის დასაზუსტებლად გრძელვადიანი კვლევებია საჭირო, რომელიც გრძელდება, თუმცა, არსებული მონაცემები უკვე იძლევა მყარ საფუძველს ბიჭებსა და ახალგაზრდა მამაკაცებში ვაქცინაციის პროცესის აქტიურად მხარდასაჭერად.

#მითებივაქცინებზე

წყარო: JAMAOncology: Nine-Valent Human Papillomavirus Vaccination and Related Cancers in Males

🥰 პირველადი დახმარების ტრენინგზე ისწავლით, როგორ გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე შემდეგ სიტუაციებში:▪️ გულის უეცარი გაჩერ...
04/07/2026

🥰 პირველადი დახმარების ტრენინგზე ისწავლით, როგორ გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე შემდეგ სიტუაციებში:

▪️ გულის უეცარი გაჩერება
▪️ ფიბრილაცია
▪️ სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა
▪️ სხვადასხვა ტიპის სისხლდენა

📆 ტრენინგის თარიღი - 11 ივლისი
🕙 დაწყების დრო - 10:00 საათი

👉🏼 დეტალების სანახავად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://forms.gle/3Sucb3jHP7FPXBpX7

✉️ კორპორატიული შეთავაზების მისაღებად, მოგვწერეთ [email protected]

📊 დიდ ბრიტანეთში, ორგანიზაცია St. John Ambulance-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მოსახლეობის მესამედს ქალისთ...
29/06/2026

📊 დიდ ბრიტანეთში, ორგანიზაცია St. John Ambulance-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მოსახლეობის მესამედს ქალისთვის გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ჩატარების ეშინია, რადგან მკერდთან შეხების გამო უხერხულობას გრძნობს.

👉 ამ ბარიერის დასაძლევად, ნორთჰემპტონშირის სახანძრო და სამაშველო სამსახურმა სასწავლო პროგრამაში სპეციალური, ქალის ანატომიის მქონე მანეკენი დაამატა.
👉 ინოვაციის მიზანია ადამიანებისთვის იმ თავდაჯერებულობის შემატება, რაც რეალურ საგანგებო სიტუაციაში სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს.

⭐️ ეს პრობლემა არც ჩვენი რეალობისთვისაა უცხო. სწორედ ამიტომ, „პირველადი დახმარების ცენტრში“ სასწავლო პროცესში უკვე დიდი ხანია დავაინტეგრირეთ ქალი მანეკენები.
⭐️ ჩვენი მსმენელები პირველივე დღიდან სწავლობენ დახმარების აღმოჩენას ყოველგვარი სტერეოტიპებისა და უხერხულობის გარეშე.

🤝 ჩვენი მიზანია, რომ სასწავლო აღჭურვილობა და მეთოდოლოგია მაქსიმალურად მივუახლოვოთ რეალურ ცხოვრებისეულ სცენარებს.

📚 გახსოვდეს, უბედური შემთხვევისთვის მზაობა ყოველთვის სწორი ცოდნის მიღებით იწყება.

ინდივიდუალური ან კორპორაციული თანამშრომლობისთვის, დაგვეკონტაქტეთ:
💌 [email protected]
📲 574 80 60 60

ჩვენ გასწავლით სიცოცხლის გადარჩენას ❣️

🧋გაეცანი მარტივ რჩევებს, რომლებიც შაქრიანი სასმელების მოხმარების შემცირებაში დაგეხმარება.1️⃣ ხშირად დალიე წყალი:✨ სუფთა ...
24/06/2026

🧋გაეცანი მარტივ რჩევებს, რომლებიც შაქრიანი სასმელების მოხმარების შემცირებაში დაგეხმარება.

1️⃣ ხშირად დალიე წყალი:

✨ სუფთა წყალი საუკეთესო საშუალებაა სხეულის ჰიდრატაციისთვის და ის ბუნებრივად არ შეიცავს შაქარს.

✨ ატარე მრავალჯერადი ბოთლი და ეცადე, ხშირად გხვდებოდეს თვალში, რათა წყურვილის შემთხვევაში, პირველ რიგში წყალი გაგახსენდეს.

✨ უფრო გემრიელად მისართმევად, შეგიძლია წყალს შენი საყვარელი ხილის ნაჭრები ან კენკრა დაამატო. ასევე, ალტერნატივად შეგიძლია მინერალური, გაზიანი წყალიც განიხილო.

2️⃣ დოზა შეამცირე ნელ-ნელა:

✨ თუ შაქრიან სასმელს რეგულარულად მოიხმარ, ეცადე, ყოველდღიურად უფრო ნაკლებ შაქრიანი ალტერნატივა აირჩიო.

✨ მაგალითად, თუ ყავას ორი კოვზი შაქრით მიირთმევ, სასურველია, ერთი კოვზი იკმარო.

✨ თანდათან კი, შეეცადე, ნულამდე დაიყვანო დამატებითი შაქრის რაოდენობა.

3️⃣ ჩაანაცვლე ხილის სმუზით:

✨ თუ ორგანიზმი ტკბილ სასმელს გთხოვს, ან ენერგიის მოსაკრებად სწრაფი საშუალება გჭირდება ხოლმე, ტკბილი გამაგრილებელი სასმელების ნაცვლად, ხილითა და რძით მომზადებული სმუზი მოიმარაგე.

4️⃣ გაეცანი ეტიკეტზე მოთავსებულ ინფორმაციას:

✨ სასმელები, რომლებიც ენერგიის მოკრებაში გეხმარება, შესაძლოა, ძალიან ბევრ შაქარს შეიცავდეს.

✨ გარდა უშუალოდ შაქრებისა, დააკვირდი შემდეგ ტერმინებსაც: სუკროზა, გლუკოზა, მალტოზა, დექსტოზა, სიროფი, ხილის კონცენტრირებული წვენი, აჰავა და თაფლი.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

#ექიმიმარშანია

👨‍⚕️ მოზარდებში სქესობრივი განათლება მნიშვნელოვანია, რადგან:✓ ის მათ ეხმარება ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ძა...
22/06/2026

👨‍⚕️ მოზარდებში სქესობრივი განათლება მნიშვნელოვანია, რადგან:

✓ ის მათ ეხმარება ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ძალადობისგან თავის დაცვაში.
✓ თვითშეფასების ამაღლებასა და საკუთარი სხეულის მიმღებლობაში.
✓ ამცირებს გენდერულ უთანასწორობას.
✓ ეხმარება ახალგაზრდებს, მოემზადონ სქესობრივი მომწიფებისთვის.
✓ ამცირებს ნაადრევი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკებს.

⭐️ ჯანმრთელობას გისურვებთ.

#ექიმიმარშანია

👨‍⚕️ ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული ახალი, მასშტაბური კვლევის თანახმად, იმ ქალებში, რომლებმაც ადრეულ მოზარდობაში (1...
19/06/2026

👨‍⚕️ ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული ახალი, მასშტაბური კვლევის თანახმად, იმ ქალებში, რომლებმაც ადრეულ მოზარდობაში (12-13 წლის ასაკში) პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, 30 წლამდე საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაცვალების რისკი პრაქტიკულად ნულამდე შემცირდა!

▪️ ვაქცინაციამ, 2008 წლიდან დღემდე, მხოლოდ ინგლისში, ასობით ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე გადაარჩინა.
▪️ მეტიც - ისტორიაში პირველად, 2020-2024 წლებში ინგლისში 20-დან 24 წლამდე ასაკის არცერთი ქალი აღარ გარდაცვლილა საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით.

👨‍⚕️ მნიშვნელოვანი ფაქტები კვლევიდან:

▪️ 12-13 წლის ასაკში აცრილებისთვის 30 წლამდე სიკვდილიანობის რისკი თითქმის 0%-ია.
▪️ 30-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობის რისკი 63%-ით არის შემცირებული.

ℹ️ ვაქცინა, ასევე, იცავს სხვა სახის ონკოლოგიური დაავადებებისაგანაც (ანალური, ყელის და პენისის კიბოსგან).

⚠️ თუმცა, პანდემიის შემდეგ თინეიჯერებში ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირდა.
⚠️ თუ ტემპი ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდება, ეს გამოიწვევს სიკვდილის ათობით და ასობით ისეთ შემთხვევას, რომელთა თავიდან არიდებაც სრულიად შესაძლებელია.
⚠️ HPV ვაქცინაციისა და დროული სკრინინგის კომბინაციას შეუძლია ეს დაავადება საერთოდ გააქროს.

🤝 შეგახსენებთ, რომ საქართველოში პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

#ექიმიმარშანია

👨‍⚕️ ანემიის ხშირად გამოხატული სიმპტომები მოიცავს:⏺ დაღლილობის შეგრძნებას⏺ თავბრუსხვევას⏺ ხელებისა და ფეხების უმიზეზო სი...
17/06/2026

👨‍⚕️ ანემიის ხშირად გამოხატული სიმპტომები მოიცავს:
⏺ დაღლილობის შეგრძნებას
⏺ თავბრუსხვევას
⏺ ხელებისა და ფეხების უმიზეზო სიცივეს
⏺ თავის ტკივილს
⏺ სუნთქვის გაძნელებას (განსაკუთრებით, ფიზიკური დატვირთვისას)
⏺ არათანაბარ გულისცემას

ℹ️ თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე ხშირად გაწუხებს და ის ჯანმრთელობის სხვა გართულებას არ უკავშირდება, მიმართე შესაბამის სპეციალისტს ჰემოგლობინის დონის შესამოწმებლად.

ჯანმრთელობას გისურვებთ ❣️

www.firstaidcenter.ge / www.defibrillator.ge

#ექიმიმარშანია

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center:

Shortcuts

Share