ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- საქართველო / Lions Eye Diabet Clinic

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- საქართველო / Lions Eye Diabet Clinic

ლაიონსების თვალის დიაბეტური  კლინიკა- საქართველო / Lions Eye Diabet  Clinic თვალის კლინიკა/ Eye clinic

"ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო" დაარსდა 2014 წლის 11 ნოემბერს. კლინიკის აღჭურვა განხორციელდა ჩრდილო ევროპული ქვეყნების – შვედეთის, დანიის, ნორვეგიის, ფინეთის, ისლანდიის ლაიონს კლუბებისა და “ლაიონს კლაბს ინეთერნეიშენელ ფაუნდეიშენის” – LCIF ფონდის მხარდაჭერით. "ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო” პაციენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციური ექიმების მსოფლიო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, თანამედროვე აპარატურით და თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომას.
თვალის კლინიკის მიმართულებებია: თვალის სხვადასხვა დაავადების ქირურგიული, ლაზერული და თერაპიული მკურნალობა, პედიატრიული ოფთალმოლოგია.

გთხოვთ, დარეკეთ და წინასწარ ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე.
ტელ: (032) 2 24 0114
571 24 14 01
მის: გ. გეგეჭკორის #3

📢 ძვირფასო პაციენტებო და მეგობრებო,გაცნობებთ, რომ "ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა – საქართველო" გეგმიურ შვებულებაში...
31/07/2026

📢 ძვირფასო პაციენტებო და მეგობრებო,

გაცნობებთ, რომ "ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა – საქართველო" გეგმიურ შვებულებაში გადის.

🗓 კლინიკა არ იმუშავებს: 2026 წლის 3 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.

✅ პაციენტების მიღება განახლდება: 2026 წლის 7 სექტემბრიდან.

გთხოვთ, ვიზიტები და კონსულტაციები წინასწარ დაგეგმოთ აღნიშნული პერიოდის გათვალისწინებით.

გმადლობთ ნდობისა და თანამშრომლობისთვის! 💙

Please scroll down to view the English version.მიმდინარე წლის 4-5 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგა...
07/07/2026

Please scroll down to view the English version.

მიმდინარე წლის 4-5 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველოს სამედიცინო პერსონალმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, მორიგი, ერთობლივი, უფასო სამედიცინო აქცია, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის ჩაატარა.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 207-მა ბენეფიციარმა; განხორციელდა 421 სამედიცინო ვიზიტი; გაიცა 16 გლუკომეტრი და 336 ოპტიკური სათვალე.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი და რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე.
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

On 4–5 July of this year, the medical staff of the Lions Eye Diabetic Clinic, in collaboration with the Department of Ophthalmology of Tbilisi State Medical University, conducted another joint free charitable medical outreach campaign for war veterans, Defence Forces veterans, and their family members residing in the municipalities of Tskaltubo and Khoni. The campaign was organized by the State Service of Veterans Affairs of Georgia.

A total of 207 beneficiaries of the State Service received free medical care during the campaign. Overall, 421 medical consultations were provided, 16 glucometers and 336 pairs of prescription eyeglasses were distributed free of charge.

The campaign was attended by Jandri Ubiria, Deputy Director of the State Service of Veterans Affairs; Valerian Dzebisashvili, Head of the Department of Social Affairs and Registration-Analytical Services; Vazha Dalakishvili, representative of the same department; and Gela Tsinadze, Head of the Imereti Regional Office of the Department of Regional Management.

Free charitable medical campaigns for veterans and their family members will continue to be organized throughout Georgia. Veterans will be informed in advance about the dates and locations of upcoming campaigns.

24/06/2026

თანამედროვე ეპოქაში ფინანსები ადამიანის არა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის წყაროა, არამედ დიდად განაპირობებ...

პროფ. ნინო კარანაძე, მონაწილეობდა EuDEC 2026 – European Dry Eye Society Congress-ში, რომელიც 18–20 ივნისს, მილანში (იტალ...
22/06/2026

პროფ. ნინო კარანაძე, მონაწილეობდა EuDEC 2026 – European Dry Eye Society Congress-ში, რომელიც 18–20 ივნისს, მილანში (იტალია) გაიმართა.

კონგრესი აერთიანებს თვალის ზედაპირისა და მშრალი თვალის დაავადებების სფეროში მომუშავე წამყვან სპეციალისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო უახლესი სამეცნიერო კვლევები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, ასევე საერთაშორისო გამოცდილება.

მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად ვიყოთ ინფორმირებული დარგის უახლესი მიღწევების შესახებ და ჩვენი პაციენტებისთვის საუკეთესო პრაქტიკა და თანამედროვე ცოდნა დავნერგოთ.

🏠👁️ ოფთალმოლოგის გამოძახება ბინაზეთუ კლინიკაში მოსვლა გიჭირთ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის ან სხვა მიზეზების გამო, ჩ...
10/06/2026

🏠👁️ ოფთალმოლოგის გამოძახება ბინაზე
თუ კლინიკაში მოსვლა გიჭირთ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის ან სხვა მიზეზების გამო, ჩვენ გთავაზობთ ოფთალმოლოგის ბინაზე გამოძახების სერვისს.
👨🏻‍⚕️ ჩვენი გამოცდილი ოფთალმოლოგები თქვენთან მოვლენ და ჩაატარებენ თვალის სრულფასოვან კონსულტაციასა და გამოკვლევას კომფორტულ გარემოში.
სერვისი განსაკუთრებით რეკომენდებულია:
✔️ ხანდაზმული პაციენტებისთვის
✔️ შეზღუდული გადაადგილების მქონე პირებისთვის
✔️ პოსტოპერაციული პაციენტებისთვის
✔️ მათთვის, ვისაც კლინიკაში მოსვლა უჭირს
📞 ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
+995 322 240 114
+995 571 24 14 01

ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
📍 მისამართი: თბილისი, გეგეჭკორის ქ. 3

ვზრუნავთ თქვენს მხედველობაზე იქ, სადაც თქვენთვის ყველაზე კომფორტულია — თქვენს სახლში. 👁️💛

მიხეილ კურტანიძე - ოფთალმოქირურგი, მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ოფთალმოლოგიის როგორც კლინიკურ, ისე ქირურგიულ მიმარ...
04/06/2026

მიხეილ კურტანიძე - ოფთალმოქირურგი,
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ოფთალმოლოგიის როგორც კლინიკურ, ისე ქირურგიულ მიმართულებებს. იგი სპეციალიზებულია კატარაქტის თანამედროვე ქირურგიაში, ვიტრეორეტინალურ ქირურგიასა და თვალის დიაბეტური დაავადებების მართვაში. პროფესიული განვითარების მიზნით გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო სასწავლო პროგრამა და პრაქტიკული კურსი ევროპის წამყვან ოფთალმოლოგიურ ცენტრებში, მათ შორის გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. მისი საქმიანობა დაკავშირებულია თანამედროვე ოფთალმოლოგიური ტექნოლოგიებისა და მკურნალობის მეთოდების დანერგვასა და გამოყენებასთან, რაც პაციენტებს მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკურ და ქირურგიულ მომსახურებას სთავაზობს.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
📞 ტელ: +995 322 240 114
📍 მისამართი: თბილისი, გეგეჭკორის ქ. 3

22/05/2026

ჩვენს კლინიკაში პაციენტების თვალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატურით მიმდინარეობს 👁️✨

უახლესი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების დახმარებით ვატარებთ თვალის სრულყოფილ და ზუსტ კვლევებს, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეულ პაციენტს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და მაქსიმალური სიზუსტე დიაგნოსტიკაში.

თქვენი მხედველობა - ჩვენი პრიორიტეტია 💙

Address

გიორგი გეგეჭკორის ქ. 3
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995571241401

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- საქართველო / Lions Eye Diabet Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- საქართველო / Lions Eye Diabet Clinic:

Shortcuts

Share