09/07/2026
დამოკიდებულება - ზოგჯერ ეს არის შიში, როცა საკუთარ სახეს სარკეში ვეღარ ცნობ, რადგან დიდი ხანია სხვისი თვალებით ვცდილობ საკუთარი თავის დანახვას. ელოდები ერთ შეტყობინებას, ერთ სიტყვას, ერთ ღიმილს — და ამ ლოდინში იკარგება ის, ვინც ვიყავი იქამდე, ვიდრე ეს ლოდინი დაიწყებოდა.
ზოგჯერ კი ეს არის ხმა, რომელიც გვეუბნება — "ერთხელაც და მორჩა" და ეს უკვე ასჯერაა ნათქვამი. ის, რაც შვებას გპირდებოდა, ნელ-ნელა ბადესავით გეხვევა გარშემო, საიდანაც გამოსვლა უფრო და უფრო ძნელი ხდება .
და მაინც — ორივე შემთხვევაში, სიღრმეში, იგივე ტკივილია: საკუთარ თავთან კავშირის დაკარგვის შიში.
ალბათ თავისუფლება იწყება იქ, სადაც ვბედავთ ჩვენს თავს ვკითხოთ — რისთვის ვარ ასე მიჯაჭვული? რა დამრჩება, თუ ამ მიჯაჭვულობას გავუშვებ?
პასუხი არ არის ადვილი. მაგრამ კითხვის დასმაც კი — უკვე ნაბიჯია თავისუფლებისკენ. 🤍