25/08/2026
🇮🇳🪷სულ სხვა ინდოეთი
✨ალბათ ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც ინდოეთში მოგზაურობაზე ერთხელ მაინც არ უფიქრია. ეს არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მეასე ვიზიტზეც კი სრულიად ახალი სახით დაგხვდეთ — გაგიჩინოთ განცდა, რომ სწორედ იმ წამს, სწორედ იმ ადგილას უნდა ყოფილიყავით და იქ გატარებული დრო სამუდამოდ იქცეს ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მოგონებად.
✨ამჯერად Travel as Art სრულიად განსხვავებული ფორმატის მოგზაურობას გთავაზობთ. ტურს, სადაც ინდოეთის აღმოჩენას მხოლოდ ღირსშესანიშნაობების მონახულებას აღარ ნიშნავს.
ბოლივუდის ფერადი და ხმაურიანი სამყარო, მუმბაის საოცარი რიტმი, სამხრეთ ინდოეთის უძველესი ტაძრები, კერალას ჩაის პლანტაციებით დაფარული მთები, ტროპიკული ბუნება, წყლის არხები და ინდოეთის ოკეანის ლაჟვარდოვანი სანაპიროები ერთ მოგზაურობაში გაერთიანდება ფსიქოლოგიურ რითრითთან და რამდენიმე დღიან აიურვედულ აღდგენასთან.
🪷ტურის განსაკუთრებული ნაწილი იქნება 5-დღიანი გეშტალტ-რითრითი ფსიქოლოგ ნინო კერესელიძესთან, რომელიც კერალას გასაოცარი ბუნების, ტროპიკული სიმშვიდისა და ოკეანის გარემოში მონაწილეებს შესთავაზებს მუშაობას ისეთ თემებზე, როგორიცაა:
• ქრონიკული სტრესი, დაძაბულობა და ემოციური გადაღლა;
• შფოთვა და აწმყოში დაბრუნების სირთულე;
• წარსულიდან დარჩენილი წყენა, ბრაზი და დაუმთავრებელი ემოციური გამოცდილებები;
• ურთიერთობების, დაშორებისა თუ დანაკარგის შემდეგ დაგროვილი ემოციების გაცნობიერება;
• დანაშაულის განცდა და საკუთარი თავის მიმართ ზედმეტი კრიტიკულობა;
• შინაგანი შიში და განცდა — „არ ვარ საკმარისი“;
• პირადი და პროფესიული რეალიზაციის შემაფერხებელი შინაგანი ბლოკები;
• საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების გაცნობიერება;
• პირადი საზღვრების გაძლიერება და „არა“-ს თქმის სწავლა;
• შინაგანი რესურსების აღმოჩენა და ახალი მიზნების ჩამოყალიბება.
ეს არ იქნება მხოლოდ სალექციო ფორმატის შეხვედრები. პროგრამაში გთავაზობთ გეშტალტ-ექსპერიმენტებს, სხეულებრივ გაცნობიერებაზე მუშაობას, მეტაფორულ ასოციაციურ ბარათებს, „ცარიელი სკამის“ ტექნიკას, არტ-თერაპიულ ელემენტებს, ოკეანის პირას სიმბოლურ გაშვების რიტუალს, ჩაის ცერემონიას, ჯგუფურ მუშაობასა და ინდივიდუალური გამოცდილების ინტეგრირებას.
ყველაფერს დაემატება რამდენიმე დღე AyurSoma Ayurveda Royal Retreat-ში — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აიურვედული მიმართულების ატმოსფეროში, სადაც გთავაზობთ ექიმის კონსულტაციის საფუძველზე შერჩეულ აიურვედულ პროცედურებს, მასაჟებს, იოგას, მედიტაციას, სპეციალურ კვებასა და სპა-რელაქსაციას.
ამგვარად, მოგზაურობის მეორე ნაწილი გადაიქცევა არა მხოლოდ დასვენებად, არამედ საკუთარი თავისთვის დათმობილ განსაკუთრებულ დროდ, როდესაც სამხრეთ ინდოეთის ბუნება, ოკეანე, აიურვედა და ფსიქოლოგიური მუშაობა ერთ საერთო გამოცდილებად ერთიანდება.
სათავგადასავლო-შემეცნებითი ტური კერალაში + 5-დღიანი გეშტალტ-რითრითი + აიურვედა
🗓️ტურის თარიღები: 1–13 მარტი
✈️დღე 1: მუმბაი
„ქალაქი რომელსაც არასდროს სძინავს“, „ოცნების ქალაქი“ - ეს საყოველთაოდ ცნობილი მეტსახელებია მეგაპოლის მუმბაისთვის. გამთენიის რეისით სწორედ ამ საოცარ ქალაქში ჩავალთ.
სასტუმროში განთავსების და მცირე დასვენების შემდეგ პირდაპირ მუმბაის ნავსდგურისკენ გავეშურებით და ბორანით ელეფანტას კუნძულზე ინდოეთის უძველესი გამოქვაბულების სანახავად წავალთ. ეს არის ადგილი, სადაც მისტიკა და რეალობა ერთ მთლიან აღქმას ქმნიან. ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნით დათარიღებულ ქვაბულებში წარმოუდგენელი ოსტატობით შექმნილი და დღემდე შენარჩუნებული ძეგლები გვხვდება.
უკან დაბრუნებულები ფოტოგაჩერებას ცნობილ ინდოეთის კარიბჭესთან მოვიწყობთ, შემდეგ კი უელსის პრინცის მუზეუმში მივალთ. იქ შენახული ინდუს ველის ცივილიზაციის არტეფაქტები უნიკალური და ერთადერთია მთელს ინდოეთში.
მოგვიანებით მანი ბჰავანს, მაჰათმა განდის მემორიალს, ვეწვევით და საღამოს დროს მსოფლიოში ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრებში შოპინგით გავიყვანთ.
🏨ღამისთევა :
President - IHCL SeleQtions
https://www.booking.com/Share-kBqUHq
✈️დღე 2: ბოლივუდის ტური
მუმბაი- კინოინდუსტრიის მსოფლიოში სიდიდით მეორე სახლი, ბოლივუდის სამშობლო.
ბოლივუდი- ადგილი, სადაც ცნობილი კინოპროდუსერები და მსახიობები ერთხელ მაინც ხვდებიან. ბოლივუდის ტური ბევრი ადამიანის ოცნებაა და აი, ჩვენც ავიხდენთ. დილიდან ყველაზე ცნობილ სტუდიებს ვეწვევით. დავათვალიერებთ ადგილებს, სადაც საკულტო სუპერვარსკვლავები და მოცეკვავეები მოღვაწეობენ.
შემდეგი ვიზიტის ადგილია Shivaji Terminus - Chhatrapati Shivaji Maharaj Terminus, საყოველთაოდ ცნობილი როგორც CST იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, იგივე 1888 წელს აშენებული საკულტო სარკინიგზო სადგური და შტაბი, თავისი ვიქტორიანულ გოთური არქიტექტურით. დღეს ეს ადგილი ტურისტებისთვის საინტერესო და საყვარელ გასართობად იქცა.
უდაოდ საინტერესოა რამოდენიმე ათეულ მილიონიანი ქალაქის სამრეცხაოს ნახვა. Mahalaxmi Dhobi Ghat - ქალაქის ცენტრში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი გარე სამრეცხაოა. აქ არის გადაღებული უამრავი ფილმი. ზოგადად, ეს ქუჩა -Ghat - მთელს მსოფლიოში განთქმულია თავისი მდიდარი ისტორიით. აუცილებლად შევივლით „ მოდის ქუჩაზე“, სადაც ერთ სივრცეში დედამიწაზე ყველაზე მეტი სავაჭრო ობიექტია კონცენტრირებული. ამბობენ, რომ ყველაზე ძუნწი და ხელმოკლე ადამიანიც კი ხელცარიელი ამ ტერიტორიიდან არ დაბრუნებულაო.
🏨ღამისთევა:
President - IHCL SeleQtions
https://www.booking.com/Share-kBqUHq
✈️დღე 3: აურანგაბად-კოჩი-ალეპეი
საუზმის შემდეგ ინდოეთის სამოთხედ წოდებულ რეგიონისკენ გავფრინდებით. ყველას გვსმენია კერალას მხარის სილამაზის შესახებ. დღეიდან უახლოესი რამოდენიმე დღე სწორედ აქაურობის აღმოჩენას შევალევთ.
კოჩინში ჩასვლისთანავე ალეპეისკენ გავემგზავრებით. ალბათ ბავშვობაში ბევრ ჩვენთაგანს უოცნებია ზღაპრულ, უცნაურ სახლზე. სწორედ ასეთია ჩვენი სასტუმრო, სახლი ნავზე, შუაგულ წყალში... მთელ დარჩენილ დღეს იქაურობის აღმოჩენაში გავატარებთ. ეს არის საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ უსმინო ბუნებას და შეიცნო საკუთარი უკეთესი მე. სასტუმრო ნავზე, სრულად ხელშეუხებელი და ველური ბუნება, მისი ხმები დაგაბრუნებთ საკუთარ საწყისთან. ამ დღეს კიდევ უფრო ბევრ დადებით თვისებებს აღმოაჩენთ თქვენში.
🏨ღამისთევა :
Taj Kumarakom Resort and Spa Kerala
https://www.booking.com/Share-svU6DV
✈️დღე 4: ალპეი - მუნნარი
ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, სამი მთის შუაგულში, ინდოეთში საოცარი ადგილი მუნნარი მდებარეობს. მთების: მუდრაპუჟას, ნალატანის და კუნდელის შესართავთან მდებარე ეს ადგილი საუკუნეების მანძილზე ბრიტანეთის მთავრობის კუთვნილ საზაფხულო კურორტს წარმოადგენდა სამხრეთ ინდოეთში. მუნარში ტურის ფარგლებში მოვინახულებთ მატურპეტის უძლიერეს კაშხალს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუნდალის ტბას. იცოდით, რომ რაჯამალაიში მთის თხის უიშვიათესი სახეობა "ნილგირითარსი" ცხოვრობს? ღამეს ზუსტად მაგ მიდამოში გავათენებთ. ვნახავთ უძველესი საბრძოლო ტრადიციული ხელოვნების შოუს. ღამეს სად ვათევთ იცით? სულს რომ შეგიგუბებს ბედნიერებისგან და გული რომ სიხარულით აგევსება, იმგვარ ხედიან სასტუმროში. მარტივად შეიძლება ამ ადგილს უწოდოთ ხედი სამოთხეზე.
🏨 ღამისთევა: The Fog Munnar
https://www.booking.com/Share-TnyXQ6
✈️დღე 5: მუნნარი - მადურაი
კერალას რეგიონში მუნნარიდან მადურაისკენ გზას სამოთხის ბილიკებს უწოდებენ. გგონია, რომ ღრუბლებში დადიხარ. შენს თვალწინ საოცარი ხედები და ფერთა გამა იშლება. ჩიტების ანსამბლი არაამქვეყნიური ჭიკჭიკით ყურს გწყვეტს და მანქანას გაჩერებინებს. ამ ემოციებს ვერასდროს დაივიწყებთ. ეს გზა კი კიდევ უფრო საოცარ ადგილას - მადურაიში ჩაგვიყვანს.
საღამოს მეანაქშის ტაძარში აართის საყურებლად მივალთ.
🏨ღამისთევა :
Heritage Madurai
https://www.booking.com/Share-FNb0c3f
✈️დღე 6: მადურაი
მადურაიში მდინარე ვაიგაის სანაპიროზე მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი, უდიდესი და წმინდა ინდუისტური ტაძარი მეენაკში, რომელიც ეძღვნება ქალღმერთ მეანაქშის, ქალღმერთ პარვატის და მის მეუღლეს-სუნდარეშვარს. იქაურობას ლორდ შივას სადიდებლადაც ეწვევიან ხოლმე და იგი ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს შივას ტაძრად მთელს მსოფლიოში. ყოველწლიურად მილიონობით მომლოცველი სტუმრობს იქაურობას და ჩვენც ამ დღის შემდეგ ამ იღბლიანების სტატისტიკაში ჩავეწერებით. თუკი ამ დღეს ინდუისტურ რელიგიაში ჩაღრმავებას მივუძღვნით, უნდა ვეწვიოთ თირუპპარამკუნრამისმურუგანის და პალამუტირსოლაისმურუგანის ტაძრებსაც. ამბობენ, რომ ინდოეთის უძვირფასესი სასახლეების ხუთეულში შედის ჩვენი მოსანახულებელი ტირუმალნაიაკის სასახლეც. დღის მეორე ნახევარში ალაგარკოილსდაგანდის მუზეუმებს დავათვალიერებთ.
🏨ღამისთევა:
Heritage Madurai
https://www.booking.com/Share-FNb0c3f
✈️დღე 7: - მადურაი - რამეშვარამი
მადურაიდან ზუსტად სამი საათის გზაზე ტამილ ნადუს მხარეში მდებარეობს საოცარი ქალაქი რამეშვარამი. აქ მდებარე პანჩამუხ ჰანუმანის ტაძარი თავისი უნიკალური ვიზუალით მთელს დედამიწაზე ერთადერთია.
აქვეა პამბანის საკულტო ხიდი, რომელიც კონტინენტზე პირველ აშენებულ საზღვაო ხიდიად ითვლება. იქვეა ქალაქი დანუშკოდი თავისი საოცარი სანაპიროთი და დრავიდის ტაძრებით. დაისისას განსაკუთრებით ჯადოსნურ 24 კუნდალასადარამანათასვამის ტაძარს - ინდოეთის 12 ჯიოტირლინგის ტაძრიდან ერთ-ერთის სტუმრობაა.
🏨ღამისთევა:
The Residency Towers
https://www.booking.com/Share-8piHUC
✈️დღე 8: რამეშვარამი – კანიაკუმარი
დილიდან ინდოეთის ყველაზე სამხრეთული წერტილისკენ — კანიაკუმარისკენ გთავაზობთ გამგზავრებას.
ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც ინდოეთის ოკეანე, არაბეთის ზღვა და ბენგალის ყურე ერთმანეთს ხვდება. თავად ბუნებამ თითქოს სპეციალურად შექმნა ეს სივრცე იმისთვის, რომ ადამიანი გაჩერდეს, მიმოიხედოს და ყოველდღიური ცხოვრების ტემპიდან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხიოს.
კანიაკუმარიში გთავაზობთ ცნობილი Vivekananda Rock Memorial-ის მონახულებას — კლდოვანი კუნძულის, რომელიც სვამი ვივეკანანდას სახელს უკავშირდება და სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ ადგილად ითვლება.
ასევე გთავაზობთ ქალღმერთ კანია კუმარის უძველესი ტაძრის მონახულებას და დღის ბოლოს — ზღვის ჰორიზონტზე მზის ჩასვლის შეხვედრას.
სწორედ აქ დაიწყება ტურის სრულიად განსხვავებული ნაწილი — 5-დღიანი გეშტალტ-რითრითი ფსიქოლოგ ნინო კერესელიძესთან.
რითრითის დღე 1 — „კონტაქტის საზღვარი“
პირველი შეხვედრის მთავარი თემა იქნება ყოველდღიური ხმაურიდან გამოსვლა და საკუთარ თავთან დაბრუნება.
გთავაზობთ მუშაობას კითხვაზე:
„ვინ ვარ მე აქ და ახლა?“
გეშტალტური გაცნობიერების ტექნიკების საშუალებით მონაწილეები დააკვირდებიან საკუთარ სხეულს, ემოციებს, აზრებსა და იმ მდგომარეობას, რომელშიც მოგზაურობის ამ ეტაპზე იმყოფებიან.
პროგრამაში გთავაზობთ:
• „გაცნობიერების წრის“ ექსპერიმენტს;
• სხეულის შეგრძნებებზე დაკვირვებას;
• ფრაზებთან მუშაობას — „ახლა მე ვგრძნობ...“, „ახლა მე მინდა...“, „ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია...“;
• ჯგუფთან უსაფრთხო კონტაქტის შექმნას;
• სხეულებრივი რეზონანსის სავარჯიშოებს.
დღის მიზანია მონაწილემ თანდათან შეანელოს ყოველდღიური ცხოვრების ტემპი და ყურადღება კვლავ საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე გადაიტანოს.
🏨ღამისთევა:
AyurSoma Ayurveda Royal Retreat
✈️დღე 9: კანიაკუმარი – კოვალამი
დილით გთავაზობთ ტრივანდრუმისკენ გამგზავრებას და სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავის — Sri Padmanabhaswamy Temple-ის მონახულებას.
ტაძარი არა მხოლოდ არქიტექტურული და რელიგიური მნიშვნელობით გამოირჩევა, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სალოცავადაც არის ცნობილი.
დღის განმავლობაში კერალას სანაპიროს გასწვრივ გთავაზობთ რეგიონის რამდენიმე საინტერესო ადგილის მონახულებას, რის შემდეგაც ჯგუფი კვლავ AyurSoma Ayurveda Royal Retreat-ში დაბრუნდება.
მოგზაურობის აქტიურ ნაწილს ამ დღიდან თანდათან შეცვლის უფრო მშვიდი რიტმი — ოკეანე, ტროპიკული ბაღები, აიურვედული გარემო და დრო საკუთარი თავისთვის.
რითრითის დღე 2 — „დაუსრულებელი გეშტალტი“
დღის მთავარი თემა იქნება ის ემოციები და ისტორიები, რომლებიც ფორმალურად დასრულდა, თუმცა ადამიანის შინაგან სამყაროში ჯერ კიდევ აგრძელებს არსებობას.
ფსიქოლოგ ნინო კერესელიძესთან მუშაობის დროს გთავაზობთ ყურადღების გამახვილებას:
• ძველ წყენებზე;
• დაუფარავ ბრაზზე;
• უთქმელ სიტყვებზე;
• წარსულ ურთიერთობებზე;
• დანაკარგსა და დაშორებაზე;
• დანაშაულის განცდაზე;
• ემოციებზე, რომლებსაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ატარებს.
ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი იქნება ცნობილი გეშტალტური „ცარიელი სკამის“ ტექნიკა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სიმბოლურად გაგრძელდეს ის დიალოგი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ვერ შედგა ან ვერ დასრულდა.
საღამოს შეხვედრა დაეთმობა სევდის მიღებასა და მის გაცნობიერებას — არა როგორც სისუსტის, არამედ როგორც ადამიანის ბუნებრივი ემოციური პროცესის.
აიურვედული ნაწილი
ამ დღიდან გთავაზობთ ინდივიდუალური აიურვედული პროგრამის დაწყებას — ექიმის კონსულტაციას და საჭიროებების შესაბამისად შერჩეულ პროცედურებს.
🏨ღამისთევა:
AyurSoma Ayurveda Royal Retreat
✈️დღე 10: კოვალამი
ეს დღე მთლიანად განსხვავებულ რიტმში ჩაივლის.
დილით გთავაზობთ იოგას ან მედიტაციის სესიას, აიურვედულ პროცედურებს, სპა-თერაპიასა და დასვენებას ტროპიკული ბუნებით გარშემორტყმულ გარემოში.
დღის გარკვეული ნაწილი მონაწილეებს თავისუფლად ექნებათ ოკეანესთან სასეირნოდ, დასვენებისთვის ან უბრალოდ საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად.
რითრითის დღე 3 „წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება“
ფსიქოლოგიური პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე დაეთმობა გაშვების თემას.
გთავაზობთ არტ-თერაპიულ და გეშტალტურ ექსპერიმენტს, რომლის დროსაც მონაწილეები წერილებისა თუ ნახატების საშუალებით გამოხატავენ იმას, რაც დიდი ხანია აწუხებთ — წყენას, ბრაზს, სევდას, დანაშაულის განცდას, დასრულებულ ურთიერთობას ან სიტყვებს, რომლებიც არასოდეს უთქვამთ.
საღამოს, მზის ჩასვლისას, ოკეანის პირას გთავაზობთ სიმბოლურ „გაშვების რიტუალს“.
წერილები სიმბოლურად დასრულდება ცეცხლის რიტუალით, რის შემდეგაც საღამო გაგრძელდება მშვიდი ჩაის ცერემონიით — ახალი სივრცის, სიმშვიდისა და განცდების ინტეგრაციისთვის.
ეს იქნება ერთ-ერთი იმ საღამოთაგანი, როდესაც კერალას ოკეანე უბრალოდ მოგზაურობის დეკორაცია აღარ არის — თავად ხდება გამოცდილების ნაწილი.
🏨ღამისთევა:
AyurSoma Ayurveda Royal Retreat
✈️დღე 11: კოვალამი
დილა კვლავ სხეულის მოვლასა და დასვენებას დაეთმობა.
გთავაზობთ ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით აიურვედულ მასაჟებსა და პროცედურებს, იოგას, მედიტაციას, ბუნებაში გასეირნებასა და აუჩქარებელ საუზმეს.
რითრითის დღე 4 „შინაგანი ბლოკები და წარმატება“
ამ დღის განმავლობაში ფსიქოლოგ ნინო კერესელიძე გთავაზობთ მუშაობას იმ შინაგან წინააღმდეგობებზე, რომელთა არსებობაც ადამიანს ხშირად გაცნობიერებული არ აქვს.
რა გვაჩერებს?
რატომ შეიძლება ვიცოდეთ, რა გვინდა, მაგრამ ნაბიჯს მაინც ვერ ვდგამდეთ?
რა დგას ფრაზების უკან:
„არ ვარ საკმარისად კარგი“
„ვერ გამომივა“
„ჯერ მზად არ ვარ“
„სხვები ჩემზე უკეთესები არიან“
„წარმატება შეიძლება საშიში იყოს“?
გთავაზობთ მუშაობას მეტაფორული ასოციაციური ბარათებით (MAC) და გეშტალტურ დიალოგს საკუთარ წარმატებულ „მე“-სა და შინაგან საბოტაჟს შორის.
მიზანია მონაწილემ უკეთ დაინახოს საკუთარი შინაგანი წინააღმდეგობები, შიშები და ქცევის განმეორებადი მოდელები და მოძებნოს რესურსი ცვლილებისთვის.
საღამოს დარჩენილი დრო გთავაზობთ მშვიდად გაატაროთ ოკეანის სანაპიროზე ან აიურვედას ცენტრის სივრცეში.
🏨ღამისთევა:
AyurSoma Ayurveda Royal Retreat
✈️დღე 12: კოვალამი – ტრივანდრუმი
ყველა მოგზაურობას აქვს ბოლო დღე, თუმცა ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რა მიგვაქვს იქიდან სახლში.
რითრითის დასკვნითი შეხვედრა დაეთმობა უკანასკნელი დღეების გამოცდილების გაერთიანებასა და მომავლისკენ გადატანას.
რითრითის დღე 5 „რა არის ჩემი ახალი ფიგურა?“
ფსიქოლოგ ნინო კერესელიძესთან გთავაზობთ „მომავლის ექსპერიმენტს“.
მონაწილეები შეეცდებიან განსაზღვრონ:
• რა შეიცვალა მათი ხედვის კუთხეში;
• რის დატოვებას აპირებენ წარსულში;
• რისი გაგრძელება სურთ დაბრუნების შემდეგ;
• სად სჭირდებათ უფრო მკაფიო პირადი საზღვრები;
• რა არის მათი ახალი მიზანი ან მოთხოვნილება;
• რა კონკრეტული პირველი ნაბიჯი შეუძლიათ გადადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ.
რითრითის დასასრულს გთავაზობთ სარკისებურ უკუკავშირსა და მადლიერების წრეს, სადაც ჯგუფი ერთმანეთისგან მიიღებს იმ დაკვირვებებსა და მხარდაჭერას, რომელიც ამ ხუთი დღის განმავლობაში შეიქმნა.
ასე დასრულდება გეშტალტ-რითრითის ხუთდღიანი ციკლი — „აქ და ახლა“-დან ახალი მიმართულების აღმოჩენამდე.
დღის მეორე ნახევარში გთავაზობთ ტრივანდრუმის საინტერესო ადგილების მონახულებას — Kanakakunnu Palace-სა და Kuthiramalika Palace Museum-ს, რომელსაც გარშემო განლაგებული ხის ცხენების ფიგურების გამო „ცხენების სასახლესაც“ უწოდებენ.
დარჩენილი დრო დაეთმობა ადგილობრივ ბაზარსა და სუვენირების შეძენას, რის შემდეგაც გთავაზობთ ტრივანდრუმის საერთაშორისო აეროპორტისკენ გამგზავრებას.
საქართველოში დაბრუნება ამჯერად მხოლოდ კიდევ ერთი მოგზაურობის დასრულება აღარ იქნება.
ეს იქნება ინდოეთიდან დაბრუნება ახალი შთაბეჭდილებებით, სხეულისთვის დათმობილი აიურვედული დღეებით, საკუთარ თავთან უფრო ახლოს მისვლის გამოცდილებით და კერალას ბუნებაში შექმნილი სრულიად განსხვავებული მოგონებებით.
☀️ღირებულება ერთ ადამიანზე 3850 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
✅ფასი მოიცავს:
✔ საერთაშორისო ავიაბილეთები - თბილისი-მუმბაი, ტრივანდუმი-თბილისი
✔ შიდა ფრენის ავიაბილეთები: მუმბაი- -კოჩი
✔ ვიზა
✔ ყველა ტრანსფერი ინდოეთის ტერიტორიაზე
✔ სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში
✔ ყველა შესასვლელი და აქტივობის ბილეთები, რაც ტურის პროგრამით გათვალისწინებულია
✔ სასტუმროში 1 ადამიანის განთავსება 2 კაციან ნომერში
✔ საუზმე
✔ ქართულენოვანი გამყოლი
✔ ადგილობრივი გიდი
✔ დაზღვევა
⛔️ტურის ფასში არ შედის:
❌ერთ კაციან ნომერში განთავსება ( ღირებულებას ემატება 1320$)
❌კვებას, რომელიც არ არის მითითებული ტურში
❌დამატებით უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებს
❌ფსიქოლოგ ნინო კერესელიძის თერაპიები 200$
❌აიურვერდას სპა თერაპიები, ადგილზე ირჩევთ სასურველი ღირებულების პაკეტს
❌პირად ხარჯებს
❌ნებისმიერ სხვა რამეს, რაც არ არის ტურის ჩამონათვალში
❗️❗️❗️გთხოვთ გაითვალისწინეთ :
🛑ტურში ადგილი დადასტურდება 550$ გადაახდის შემდეგ;
🛑თქვენი მიზეზით პირობის დარღვევის (წამოუსვლელობის) შემთხვევაში, ტურში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება;
🛑დარჩენილი გადასახადი თანხა შესაძლებელია მოერგოს თქვენთვის სასურველ გადახდის გრაფიკს;
🛑ტურის თანხა სრულად უნდა დაიფაროს წასვლამდე 30 სამუშაო დღით ადრე.
☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 555 24 73 73 ; 0 32 2 088 888