ABA თერაპიის სივრცე • ABA Therapy Space

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ABA თერაპიის სივრცე • ABA Therapy Space
Directions

ABA თერაპიის სივრცე • ABA Therapy Space Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ABA თერაპიის სივრცე • ABA Therapy Space, Psychologist, Poti 12, Tbilisi.

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი.

⚡ ბავშვის განვითარების ეტაპების დეტალური შეფასება.
⚡ ინდივიდუალური, შედეგზე ორიენტირებული პროგრამა.

• ABA თერაპია
• მეტყველების თერაპია
• ჯგუფური თერაპია

📍თბილისი, ფოთის ქუჩა #12/14
📞555 48 65 59

📢📢📢 ABA თერაპიის სივრცე აცხადებს ბავშვების მიღებას ინდივიდუალურ ქცევით (ABA) თერაპიაზე.თერაპიის დაწყებამდე ტარდება ბავშვ...
02/09/2026

📢📢📢

ABA თერაპიის სივრცე აცხადებს ბავშვების მიღებას ინდივიდუალურ ქცევით (ABA) თერაპიაზე.

თერაპიის დაწყებამდე ტარდება ბავშვის უნარებისა და განვითარების ეტაპების დეტალური, ინდივიდუალური შეფასება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება თერაპიული მიზნები და დგება ინდივიდუალური პროგრამა.

📋 შეფასების პროცესში, ბავშვის საჭიროებების შესაბამისად, გამოიყენება საერთაშორისო შეფასების ინსტრუმენტები: VB-MAPP, MOTAS, EESAPP, ABLLS-R და EFL.

🌱 თერაპიის ძირითადი მიმართულებებია:

🔹 მეტყველება და კომუნიკაცია
🔹 სოციალური და თამაშის უნარები
🔹 სწავლისა და სასკოლო მზაობის უნარები
🔹 დამოუკიდებლობა და ყოველდღიური ცხოვრების უნარები
🔹 ქცევითი და თვითრეგულაციის უნარები
🔹 რთული ქცევის შეფასება, ინტერვენცია და ფუნქციური ალტერნატიული ქცევების ფორმირება

თერაპიული პროგრამა მორგებულია თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

📊 თერაპიის პროცესში მიმდინარეობს ბავშვის პროგრესისა და შედეგების სისტემატური მონიტორინგი — მონაცემების რეგულარული შეგროვება და ანალიზი, რომლის საფუძველზეც საჭიროების შემთხვევაში ხდება მიზნებისა და პროგრამის განახლება.

👨‍👩‍👧 თერაპიული პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია მშობლების ჩართულობა — მშობლებთან თანამშრომლობა, კონსულტაცია და რეკომენდაციების მიწოდება, რათა მიღებული უნარების გამოყენება და განვითარება გაგრძელდეს ბავშვის ყოველდღიურ გარემოშიც.

📍 ABA Therapy Space
📞 555 48 65 59
📩 [email protected]

დეტალური ინფორმაციისა და ჩაწერისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

🌿 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

01/08/2026
📢📢📢ახალი შეფასების ინსტრუმენტი! 💥💥💥 ახლა უკვე ჩვენს ცენტრში!!! MOTAS (Meaningful Outcomes Treatment & Assessment Scale) ...
22/07/2026

📢📢📢
ახალი შეფასების ინსტრუმენტი!

💥💥💥 ახლა უკვე ჩვენს ცენტრში!!!

MOTAS (Meaningful Outcomes Treatment & Assessment Scale) არის კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება აუტიზმისა და მასთან დაკავშირებული განვითარების თავისებურებების მქონე პირების ფუნქციური უნარების შესაფასებლად და ინდივიდუალური ინტერვენციის დასაგეგმად.

MOTAS აფასებს პირის ამჟამინდელ უნარებს, განსაზღვრავს განვითარების საჭიროებებს და ეხმარება სპეციალისტებს ისეთი მიზნების დასახვაში, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ინსტრუმენტი მოიცავს დაახლოებით 1 200 შეფასების პუნქტს 20 სხვადასხვა სფეროში.

შეფასების ძირითადი სფეროებია:

🟠კომუნიკაცია;
🟠თვითშეგნება და თვითცნობიერება;
🟠სოციალური ქცევა;
🟠ცვლილებებსა და გადასვლებთან ადაპტაცია;
🟠ტუალეტის უნარები;
🟠ჰიგიენა და პირადი მოვლა;
🟠ჩაცმა;
🟠კვება და საკვების მომზადება;
🟠ძილი;
🟠თავისუფალი დროის (ლეიზერის) უნარები;
🟠საოჯახო საქმეები;
🟠უსაფრთხოება;
🟠აკადემიური მზაობა;
🟠ურთიერთობები;
🟠სხვისი პერსპექტივის გაგება და კოგნიტური მოქნილობა;
🟠 საყიდლები;
🟠ტრანსპორტის გამოყენება;
🟠დროის მართვა;
🟠დასაქმებისთვის საჭირო უნარები;
🟠ფინანსების მართვა.

MOTAS განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრაქტიკულ და ინდივიდუალურად მნიშვნელოვან შედეგებს, მათ შორის მოქნილობის, პრობლემების გადაჭრისა და უსაფრთხო ქცევის განვითარებას. შეფასების შედეგები გამოიყენება ინდივიდუალური თერაპიული და საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვისა და პროგრესის მონიტორინგისთვის.

IBT ტრენინგი
06/05/2026

IBT ტრენინგი

📢 ვაცხადებთ მიღებას ქცევითი თერაპევტის მოსამზადებელ 40 საათიან კურსზე,
IBT ტრენინგზე

გინდა დაიწყო კარიერა ქცევის ანალიზში ან გაიღრმავო ცოდნა თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მიდგომებში?

➡️ტრენინგი ამზადებს სპეციალისტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

🔹კურსი აღიარებულია ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBAO) მიერ, როგორც IBT ტრენინგის შესაბამისი პროგრამა.
📍 კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
🔹ABA პრინციპების პრაქტიკაში გამოყენებას
🔹პრაქტიკის გავლის შემდეგ შეძლებს მუშაობას სუპერვიზიის ქვეშ როგორც დამწყები ქცევითი თერაპევტი (IBT კანდიდატი)
🔹პროფესიული განვითარების გაგრძელებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
🔹შესაბამისი სუპერვიზიისა და პრაქტიკული საათების დაგროვების შემთხვევაში, საერთაშორისო ქცევის თერაპევტის - IBT გამოცდაზე გასვლას.
🔸 ტრენერი: ანა ლელუაშვილი – ფსიქოლოგი, საერთაშორისო ქცევის ანალიტიკოსი - IBA,
სუპერვიზორი და ტრენერი,CBA-S.

🔺 კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა სწავლება + 1 კვირა შეფასება, 40 საკონტაქტო საათი (+5 საათი პრაქტიკა)
📅 დაწყების თარიღი: 30 მაისი.
💸 საფასური: 400 GEL
📌 გაიცემა ორენოვანი (ქართული/ინგლისური) სერტიფიკატი
💻 ფორმატი: ჰიბრიდული (დასწრებული + ონლაინ)
📍 ლოკაცია: გორი
🌐 რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfC_8ENWLeHoGBrpi8wWsFjptxO2VnRyhYyOKOhUbQJdtenbw/viewform?usp=header

რას აფასებს EESAPP ინსტრუმენტი?ადრეული ექო უნარების შეფასებისა და პროგრამის დაგეგმვის ინსტრუმენტი (EESAPP) შექმნილია იმი...
16/03/2026

რას აფასებს EESAPP ინსტრუმენტი?

ადრეული ექო უნარების შეფასებისა და პროგრამის დაგეგმვის ინსტრუმენტი (EESAPP) შექმნილია იმისთვის, რომ მეტყველების სწავლების პროცესი უფრო ეფექტური და სტრუქტურირებული გახდეს.

EESAPP ეხმარება სპეციალისტებს განსაზღვრონ ბავშვის ვოკალური იმიტაციისა და ადრეული მეტყველების უნარების დონე.

EESAPP აფასებს შემდეგ უნარებს:

✅ ბგერების იმიტაციას.
✅ მარცვლებისა და ბგერათა კომბინაციების გამეორებას.
✅ სიტყვების (იმიტაციას) გამეორებას.
✅ ვოკალურ რეპერტუარს.
✅ მეტყველების სირთულეებს.
✅ ვოკალურ რეაქციებზე სტიმულის კონტროლს.
✅ მეტყველების განვითარების საწყის ეტაპებს.

EESAPP შეფასება გვეხმარება:

✔ გამოვავლინოთ ბგერების,მარცვლების და სიტყვების გამეორების სირთულეები.

✔ განვსაზღვროთ ბავშვის ექოიკური (ვოკალური იმიტაციის) უნარების დონე.

✔ დავგეგმოთ ბავშვისთვის ინდივიდუალური პროგრამა ვოკალური იმიტაციის უნარების გასაუმჯობესებლად.

დეტალებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით

📞 555 48 65 59

რას აფასებს VB-MAPP ინსტრუმენტი?VB-MAPP არის შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება ბავშვის განვითარების ეტაპის განსა...
10/03/2026

რას აფასებს VB-MAPP ინსტრუმენტი?

VB-MAPP არის შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება ბავშვის განვითარების ეტაპის განსაზღვრაში.

VB-MAPP აფასებს შემდეგ სფეროებს:

✅ მოთხოვნის უნარს (Mand)
✅დასახელების უნარს (Tact)
✅მსმენელის უნარებს (მოსმენის საფუძველზე გარჩევა და ინსტრუქციის შესრულების უნარს)
✅ვიზუალურ აღქმას და შესაბამისობის უნარს
✅თამაშის უნარებს
✅სოციალური ურთიერთობის უნარებს
✅ იმიტაციის უნარებს
✅ვოკალურ იმიტაციას (ბგერების,სიტყვების,.ფრაზების გამეორების უნარი)
✅ლინგვისტურ სტრუქტურას
✅ინტრავერბალურ უნარებს (კითხვებზე პასუხი, დიალოგი)
✅საკლასო და ჯგუფური მუშაობის უნარებს
✅კოგნიტურ და აკადემიურ უნარებს

VB-MAPP შეფასება გვეხმარება ზუსტად განვვსაზღვროთ ბავშვის განვითარების დონე და დავგეგმოთ ბავშვისთვის ინდივიდუალური თერაპიული პროგრამა.

📞 დეტალებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით
555 48 65 59

12/02/2026
 #კომუნიკაცია  #მეტყველება  #ქცევითითერაპია
25/01/2026

#კომუნიკაცია #მეტყველება
#ქცევითითერაპია

Address

Poti 12
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 16:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ABA თერაპიის სივრცე • ABA Therapy Space posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category