03/08/2026
👉🏻თუ კანზე შეამჩნიეთ სხვადასხვა ფერის (მოთეთრო, მოყავისფრო ან ვარდისფერი) მცირე ზომის ლაქები, რომლებიც განსაკუთრებით რუჯის მიღების შემდეგ ხდება თვალსაჩინო, შესაძლოა საქმე ნაირფერ პიტირიაზთან გქონდეთ.
🔍 როგორ ამოვიცნოთ ნაირფერი პიტირიაზი?
1. სხვადასხვა ფერის ლაქები: ლაქები შეიძლება იყოს კანის ტონთან შედარებით ღია, მუქი,ვარდისფერი ან მოყავისფრო.
2. ლაქების ზედაპირზე ხშირად შეიმჩნევა ოდნავ შესამჩნევი, ფქვილისებრი აქერცვლა (განსაკუთრებით კანის მსუბუქად გაფხაჭნისას).
3. გარუჯვის შემდეგ დაზიანებული ადგილები არ ირუჯება და ჯანსაღ კანთან შედარებით უფრო მკვეთრად ჩნდება (ღია ლაქების სახით).
4. ყველაზე ხშირად გვხვდება ზურგზე, გულმკერდზე, კისერზე, მხრებსა და მკლავების ზედა ნაწილში (სადაც ცხიმოვანი ჯირკვლები აქტიურია).
5. როგორც წესი, ტკივილი ან ძლიერი ქავილი არ ახასიათებს (იშვიათად შეიძლება ახლდეს მსუბუქი ქავილი ცხელ ამინდში ან გაოფლიანებისას).
ჩვენი მისამართია:
📍 მ. ვარკეთილი, ჯავახეთის ქ. N9 (1-ლი შესახვევი)
დაგვიკავშირდით:
📞 + 995 555 23 47 74