ნია ონიაშვილის კლინიკა ბაიები / Nia Oniashvili Clinic Baiebi

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნია ონიაშვილის კლინიკა ბაიები / Nia Oniashvili Clinic Baiebi

ნია ონიაშვილის კლინიკა ბაიები / Nia Oniashvili Clinic Baiebi კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლინიკა ბაიების ფეისბუქ გვერდზე

Welcome to Medical Clinic Baiebi page

10/09/2026

🌍 For English, scroll down ⬇️

📢 „შეკითხვა ექიმს“ რუბრიკის ფარგლებში, დღეს თქვენს კითხვას მეან-გინეკოლოგი — ნია ონიაშვილი უპასუხებს.

❓ შეკითხვა: „უსაფრთხოა თუ არა მილების გადაკეტვა?“

💬 თუ გაქვთ შეკითხვა, რომელზეც ჩვენი სპეციალისტების პასუხის მიღება გსურთ, დაგვიტოვეთ კომენტარებში. 🩵💚

📅 ყოველ ხუთშაბათს დაელოდეთ ახალ პასუხებს ჩვენი სპეციალისტებისგან.

⸻

📢 As part of our “Ask the Doctor” series, today your question will be answered by obstetrician-gynecologist Nia Oniashvili.

❓ Question: “Is tubal ligation safe?”

💬 If you have a question you would like answered by one of our specialists, leave it in the comments. 🩵💚

📅 Join us every Thursday for new answers from our specialists.

#შეკითხვაექიმს #კლინიკაბაიები #ექიმისრჩევები #მილებისგადაკეტვა #კონტრაცეფცია #ქალისჯანმრთელობა

🌍 For English, scroll down ⬇️🌿 როდის არის საჭირო პროფილაქტიკური გინეკოლოგიური ვიზიტი ?  გინეკოლოგთან ვიზიტისთვის ყოველთვ...
09/09/2026

🌍 For English, scroll down ⬇️

🌿 როდის არის საჭირო პროფილაქტიკური გინეკოლოგიური ვიზიტი ?
გინეკოლოგთან ვიზიტისთვის ყოველთვის არ არის საჭირო ტკივილი, დისკომფორტი ან სხვა ჩივილი.
ზოგიერთი გინეკოლოგიური მდგომარეობა საწყის ეტაპზე შესაძლოა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს, ხოლო რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტი შესაძლებლობას გვაძლევს, შევაფასოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინდივიდუალური რისკები და საჭიროების შემთხვევაში დროულად დავგეგმოთ შესაბამისი კვლევები.
👧 როდის უნდა დაიწყოს გინეკოლოგთან ვიზიტი?
საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, პირველი რეპროდუქციული ჯანმრთელობის ვიზიტი შესაძლებელია დაახლოებით 13–15 წლის ასაკიდან.
ამ ასაკში ვიზიტი უმეტეს შემთხვევაში არ გულისხმობს გინეკოლოგიურ გასინჯვას. მისი მიზანია მოზარდს ჰქონდეს შესაძლებლობა ექიმთან განიხილოს მენსტრუალური ციკლი, სხეულის განვითარება, ჰიგიენა, HPV ვაქცინაცია და მისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.
📅 რამდენად ხშირად უნდა მივმართოთ გინეკოლოგს?
ზრდასრულ ასაკში რეკომენდებულია პროფილაქტიკური ვიზიტი დაახლოებით წელიწადში ერთხელ, თუმცა კონკრეტული კვლევებისა და სკრინინგების სიხშირე ყველასთვის ერთნაირი არ არის — ის დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობის ისტორიაზე, რისკ-ფაქტორებსა და წინა კვლევების შედეგებზე.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ყოველწლიური ვიზიტი არ ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ყველა გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, რა არის საჭირო კონკრეტულ ეტაპზე.
👩‍⚕️ რას შეიძლება მოიცავდეს პროფილაქტიკური ვიზიტი?
საჭიროების მიხედვით ექიმი აფასებს:
• მენსტრუალური ციკლის თავისებურებებს
• სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას
• კონტრაცეფციის ან ორსულობის დაგეგმვის საკითხებს
• საშვილოსნოს ყელის სკრინინგის საჭიროებას
• ინფექციებისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემების რისკებს
• მენოპაუზასთან დაკავშირებულ ცვლილებებს
• საჭიროების შემთხვევაში — დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობას
🌸 და მენოპაუზის შემდეგ?
მენსტრუაციის დასრულება არ ნიშნავს, რომ გინეკოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტები აღარ არის საჭირო.
პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის შემდეგაც მნიშვნელოვანია ქალის ჯანმრთელობის რეგულარული შეფასება — მათ შორის ასაკისა და ინდივიდუალური რისკების შესაბამისი სკრინინგი, ვულვოვაგინალური და შარდსასქესო სისტემის ცვლილებები, სექსუალური ჯანმრთელობა და სხვა საკითხები.
🩵💚 გინეკოლოგიური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე — მაშინაც კი, როდესაც თავს კარგად გრძნობთ.
პროფილაქტიკური ვიზიტის მიზანია არა მხოლოდ უკვე არსებული პრობლემის აღმოჩენა, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნება, რისკების შეფასება და საჭირო ცვლილებების დროული გამოვლენა.
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის ან ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
032 275 29 96
🌿 Preventive Gynecological Visits — Why Are They Important Even When You Have No Symptoms?
You do not need to have pain, discomfort, or another concern to visit a gynecologist.
Some gynecological conditions may develop without symptoms in their early stages, while regular preventive visits give us an opportunity to assess your overall health, identify individual risk factors, and, when necessary, plan appropriate investigations in a timely manner.
👧 When should gynecological visits begin?
According to international recommendations, the first reproductive health visit can take place at approximately 13–15 years of age.
At this age, the visit usually does not involve a pelvic examination. Its purpose is to give adolescents an opportunity to discuss their menstrual cycle, physical development, hygiene, HPV vaccination, and other health concerns that may be important to them.
📅 How often should you visit a gynecologist?
In adulthood, a preventive visit approximately once a year is generally recommended. However, the frequency of specific examinations and screening tests is not the same for everyone — it depends on age, medical history, individual risk factors, and previous test results.
It is important to remember: an annual visit does not mean that every examination or test needs to be performed every year. Your doctor will determine what is appropriate for you at each stage of life.
👩‍⚕️ What may a preventive gynecological visit include?
Depending on your individual needs, your doctor may assess:
• Your menstrual cycle and any changes
• Sexual and reproductive health
• Contraception or pregnancy planning
• The need for cervical cancer screening
• Risk factors for infections and other gynecological conditions
• Changes associated with menopause
• The need for additional investigations, when indicated
🌸 What about after menopause?
The end of menstruation does not mean that preventive gynecological care is no longer necessary.
During perimenopause and after menopause, regular assessment of women's health remains important. This may include age- and risk-appropriate screening, evaluation of vulvovaginal and urinary changes, sexual health, and other relevant concerns.
🩵💚 Gynecological health matters at every stage of life — even when you feel well.
The purpose of preventive care is not only to identify existing problems, but also to maintain your health, assess potential risks, and detect important changes in a timely manner.
📞 For more information or to schedule an appointment, contact us:
032 275 29 96

#კლინიკაბაიები #გინეკოლოგია #ქალთაჯანმრთელობა #პროფილაქტიკა #გინეკოლოგიურივიზიტი #მენოპაუზა #რეპროდუქციულიჯანმრთელობა

🌍 For English, scroll down ⬇️პაციენტის უსაფრთხოება — როგორ ვზრუნავთ მასზე ბაიებში?პაციენტის უსაფრთხოება მხოლოდ მკურნალობ...
05/09/2026

🌍 For English, scroll down ⬇️
პაციენტის უსაფრთხოება — როგორ ვზრუნავთ მასზე ბაიებში?
პაციენტის უსაფრთხოება მხოლოდ მკურნალობის პროცესს არ გულისხმობს — ის მოიცავს ყოველდღიურ ყურადღებას, სტანდარტების დაცვას, ინფორმაციის სწორად მართვას და სამედიცინო გუნდის შეთანხმებულ მუშაობას.
🏥 რას ვაკეთებთ ბაიებში პაციენტის უსაფრთხოებისთვის?
ბაიებში მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პაციენტის უსაფრთხოებაა.
პაციენტის უსაფრთხოების საკითხებს ჩვენს კლინიკაში პაციენტის უსაფრთხოების კომიტეტი აკვირდება. კომიტეტი ყოველწლიურად განსაზღვრავს უსაფრთხოების პრიორიტეტებს და მონიტორინგს უწევს მათი შესრულების ხარისხს.
🎯 2026 წლის ჩვენი სამი ძირითადი მიზანია:
🧼 ხელის ჰიგიენის დაცვა
ხელის ჰიგიენა ინფექციების პრევენციისა და უსაფრთხო სამედიცინო გარემოს შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
📋 სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა
სრული, ზუსტი და დროული სამედიცინო ჩანაწერები მნიშვნელოვანია, რათა სამედიცინო გუნდს ჰქონდეს საჭირო ინფორმაცია და პაციენტის მოვლა იყოს თანმიმდევრული და უსაფრთხო.
🩺 ჯანმოს ქირურგიული უსაფრთხოების ფორმის გამოყენება
ქირურგიული ჩარევების დროს სტანდარტიზებული საკონტროლო სიის გამოყენება ხელს უწყობს პაციენტის, პროცედურისა და მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხების გადამოწმებას და გუნდში ეფექტურ კომუნიკაციას.
ეს შეიძლება ერთი შეხედვით მარტივ ნაბიჯებად ჩანდეს, თუმცა სწორედ ყოველდღიურად დაცული სტანდარტები, მონიტორინგი და გუნდური მუშაობა ქმნის პაციენტის უსაფრთხოების კულტურას.
🩵💚 პაციენტის უსაფრთხოება ჩვენთვის ერთჯერადი ინიციატივა არ არის — ეს ყოველდღიური პროცესია, რომლის გაუმჯობესებაზეც მუდმივად ვმუშაობთ.

Patient Safety — How Do We Care for It at Baiebi?
Patient safety is not only about the treatment process — it also includes daily attention, adherence to standards, proper management of information, and effective teamwork among healthcare professionals.
🏥 What do we do at Baiebi to ensure patient safety?
At Baiebi, we have a Quality Management System, with patient safety as one of its key areas of focus.
Patient safety matters are overseen by our Patient Safety Committee. The Committee sets safety priorities each year and monitors how effectively they are implemented.
🎯 Our three key patient safety goals for 2026 are:
🧼 Hand Hygiene Compliance
Hand hygiene is one of the most important measures for preventing infections and creating a safe healthcare environment.
📋 Medical Records Management
Complete, accurate, and timely medical records ensure that the healthcare team has the information they need and that patient care remains consistent and safe.
🩺 Use of the WHO Surgical Safety Checklist
Using a standardized checklist during surgical procedures helps verify the patient, the procedure, and key safety considerations, while also supporting effective communication within the healthcare team.
These may seem like simple steps at first glance, but it is the consistent application of standards, monitoring, and teamwork every day that creates a culture of patient safety.
🩵💚 Patient safety is not a one-time initiative for us — it is an ongoing process that we continuously work to improve.
#ბაიები #პაციენტისუსაფრთხოება #ხარისხიანისამედიცინომომსახურება #ხარისხისმართვა #უსაფრთხოება

🌍 For English, scroll down ⬇️🛡️ სექტემბერში ჩვენი ყურადღება პაციენტის უსაფრთხოებაზეა📅 17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოებ...
02/09/2026

🌍 For English, scroll down ⬇️
🛡️ სექტემბერში ჩვენი ყურადღება პაციენტის უსაფრთხოებაზეა
📅 17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, სექტემბრის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პაციენტის უსაფრთხოებას და გაგიზიაროთ პრაქტიკული რჩევები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვაში — როგორც დღეს, ისე მომავალში. 🩵💚
პაციენტის უსაფრთხოება მხოლოდ მკურნალობის პროცესს არ გულისხმობს — ის მოიცავს პრევენციას, ინფორმირებულობასა და საკუთარ ჯანმრთელობაზე დროულ ზრუნვასაც.
💊 რატომ გეკითხებით ალერგიებისა და მედიკამენტების შესახებ?
ექიმთან ვიზიტისას ხშირად გეკითხებით:
🔹 გაქვთ თუ არა ალერგია რომელიმე მედიკამენტზე;
🔹 რომელ მედიკამენტებს იღებთ ამჟამად;
🔹 რა დოზით და რამდენად ხშირად იღებთ მათ;
🔹 იღებთ თუ არა ვიტამინებს, საკვებ დანამატებს ან სხვა პრეპარატებს.
ეს კითხვები ფორმალობა არ არის — სწორი ინფორმაცია გვეხმარება თქვენთვის უსაფრთხო მკურნალობის შერჩევაში.
მედიკამენტებისა და ალერგიების შესახებ ინფორმაციის ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა სამედიცინო გუნდმა შეძლოს:
✅ ალერგიული რეაქციის რისკის შემცირება;
✅ მედიკამენტებს შორის არასასურველი ურთიერთქმედების თავიდან აცილება;
✅ თქვენთვის შესაბამისი პრეპარატისა და დოზის შერჩევა;
✅ პროცედურის, ოპერაციის ან ანესთეზიის უსაფრთხოდ დაგეგმვა.
📋 მნიშვნელოვანია: ექიმს ყოველთვის მიაწოდეთ სრული ინფორმაცია იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ — მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც სხვა ექიმმა დაგინიშნათ ან რეცეპტის გარეშე შეიძინეთ.
🩵💚 პაციენტის უსაფრთხოება იწყება სწორი ინფორმაციით და სამედიცინო გუნდთან ღია კომუნიკაციით.
🛡️ This September, Our Focus Is on Patient Safety
📅 September 17 is World Patient Safety Day. That is why, throughout September, we have decided to place a special focus on patient safety and share practical advice and important information to help you take care of your health and safety — both today and in the future. 🩵💚
Patient safety goes beyond the treatment process — it also includes prevention, being well-informed, and taking timely care of your health.
💊 Why do we ask about your allergies and medications?
During a medical visit, we will often ask:
🔹 Whether you are allergic to any medications;
🔹 Which medications you are currently taking;
🔹 What doses you take and how often;
🔹 Whether you take any vitamins, supplements, or other medications.
These questions are not just a formality — accurate information helps us choose the safest treatment for you.
Knowing about your medications and allergies helps the medical team:
✅ Reduce the risk of allergic reactions;
✅ Prevent potentially harmful interactions between medications;
✅ Select the appropriate medication and dosage for you;
✅ Safely plan procedures, surgery, or anesthesia.
📋 Important: Always provide your doctor with complete information about all medications you are taking — including those prescribed by another doctor and any medications purchased over the counter.
🩵💚 Patient safety starts with accurate information and open communication with your healthcare team.
#პაციენტისუსაფრთხოება #კლინიკაბაიები #მედიკამენტებისუსაფრთხოება #ალერგია #ჯანმრთელობა

06/08/2026

🌍 For English, scroll down ⬇️

📢 „შეკითხვა ექიმს“ რუბრიკის ფარგლებში, დღეს თქვენს კითხვას მეან-გინეკოლოგი — ია ონიაშვილი უპასუხებს.

❓ შეკითხვა: „რა არის ხსენი და რა მნიშვნელობა აქვს მას?“

💬 თუ გაქვთ შეკითხვა, რომელზეც ჩვენი სპეციალისტების პასუხის მიღება გსურთ, დაგვიტოვეთ კომენტარებში. 🩵💚

📅 ყოველ ხუთშაბათს დაელოდეთ ახალ პასუხებს ჩვენი სპეციალისტებისგან.

⸻

📢 As part of our “Ask the Doctor” series, today your question will be answered by obstetrician-gynecologist Ia Oniashvili.

❓ Question: “What is colostrum, and why is it important?”

💬 If you have a question you would like answered by one of our specialists, leave it in the comments. 🩵💚

📅 Join us every Thursday for new answers from our specialists.

#შეკითხვაექიმს #კლინიკაბაიები #ექიმისრჩევები #ხსენი #ძუძუთიკვება #ახალშობილი #ორსულობა

🤱🩵💚 მშობიარობის შემდგომი აღდგენა — როგორ დავეხმაროთ ჩვენს ორგანიზმს?ბავშვის დაბადების შემდეგ დედის ორგანიზმს დრო სჭირდებ...
05/08/2026

🤱🩵💚 მშობიარობის შემდგომი აღდგენა — როგორ დავეხმაროთ ჩვენს ორგანიზმს?

ბავშვის დაბადების შემდეგ დედის ორგანიზმს დრო სჭირდება აღსადგენად. ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში სხეული მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, ამიტომ მშობიარობის შემდგომი პერიოდი არის მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

🌿 ფიზიკური აქტივობა მშობიარობის შემდეგ

ფიზიკური დატვირთვის ეტაპობრივი ზრდა ხელს უწყობს ორგანიზმის გაძლიერებას, ენერგიის აღდგენას და ყოველდღიურ აქტივობებთან ადაპტაციას.

✅ მსუბუქი სიარული და ზომიერი მოძრაობა ხშირად შეიძლება დაიწყოს მაშინ, როდესაც დედა თავს მზად გრძნობს;
✅ ვარჯიშის ინტენსივობა უნდა გაიზარდოს ეტაპობრივად და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით;
✅ მნიშვნელოვანია სხეულის ნიშნების დაკვირვება და გადატვირთვის თავიდან აცილება.

🩵💚 მენჯის ჯანმრთელობა მშობიარობის შემდეგ

ორსულობისა და მშობიარობის დროს მენჯის ფსკერის კუნთები დიდ დატვირთვას განიცდის. მათი ფუნქცია მნიშვნელოვანია შარდის ბუშტისა და ნაწლავის კონტროლისთვის, სხვა ორგანოების მხარდაჭერისთვის და საერთო ფიზიკური კომფორტისთვის.

მშობიარობის შემდეგ ზოგიერთ ქალს შესაძლოა ჰქონდეს:

შარდის შეუკავებლობა ან შარდის გაჟონვა;
მენჯის არეში სიმძიმის ან დისკომფორტის შეგრძნება;
ტკივილი სქესობრივი ცხოვრების განახლებისას;
მენჯის ფსკერის კუნთების სისუსტე.

💪 მენჯის ფსკერის კუნთების სწორად შერჩეული ვარჯიშები, კეგლის ვარჯიშების ჩათვლით, და საჭიროების შემთხვევაში ფიზიოთერაპევტის დახმარება ხელს უწყობს ფუნქციის აღდგენასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

🩵💚 დიასტაზი — მუცლის კუნთების დაშორება

ორსულობის დროს მუცლის კუნთები ბუნებრივად იწელება, რათა ადგილი დაუთმოს მზარდ ბავშვს. ზოგიერთ ქალს მშობიარობის შემდეგ შესაძლოა დარჩეს მუცლის კუნთების დაშორება — მდგომარეობა, რომელსაც დიასტაზი ეწოდება.

დიასტაზის დროს შეიძლება გამოვლინდეს:

მუცლის შუა ხაზის სისუსტე ან ამობურცვა;
მუცლის კუნთების სისუსტე;
ზურგის ტკივილი ან სხეულის სტაბილურობის გაუარესება.

🌸 სწორი ვარჯიში და ეტაპობრივი აღდგენა ეხმარება ბევრ ქალს მუცლის კუნთების ფუნქციის გაუმჯობესებასა და სხეულის კონტროლის დაბრუნებაში.

⚠️ მნიშვნელოვანია, რომ მშობიარობის შემდეგ ფიზიკური აქტივობა განახლდეს ეტაპობრივად და ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით — განსაკუთრებით საკეისრო კვეთის, გართულებული მშობიარობის ან ტკივილის არსებობის შემთხვევაში.

👩‍⚕️ გახსოვდეთ — აღდგენის გზა ყველა დედისთვის განსხვავებულია. ექიმთან კონსულტაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ, როდის და როგორ დაუბრუნდეთ ვარჯიშსა და აქტიურ ცხოვრებას უსაფრთხოდ.

🩵💚 ბაიები — თქვენს გვერდით ორსულობის, მშობიარობისა და დედობის ყველა ეტაპზე.

📞 ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 275 29 96

🤱🩵💚 Postpartum Recovery — How Can We Help Our Body Recover?

After the birth of a baby, the mother’s body needs time to recover. Pregnancy and childbirth bring significant physical changes, making the postpartum period an important time to pay special attention to your own health and wellbeing.

🌿 Physical Activity After Childbirth

A gradual increase in physical activity helps strengthen the body, restore energy, and support the return to everyday activities.

✅ Gentle walking and moderate movement can often be started when the mother feels ready;
✅ Exercise intensity should be increased gradually and according to your doctor’s recommendations;
✅ It is important to listen to your body’s signals and avoid overexertion.

🩵💚 Pelvic Health After Childbirth

During pregnancy and childbirth, the pelvic floor muscles experience significant strain. These muscles play an important role in bladder and bowel control, supporting the pelvic organs, and maintaining overall physical comfort.

After childbirth, some women may experience:

Urinary incontinence or urine leakage;
A feeling of heaviness or discomfort in the pelvic area;
Pain when resuming sexual activity;
Weakness of the pelvic floor muscles.

💪 Properly selected pelvic floor exercises, including Kegel exercises, and, when needed, support from a physiotherapist can help restore function and improve quality of life.

🩵💚 Diastasis — Separation of the Abdominal Muscles

During pregnancy, the abdominal muscles naturally stretch to make room for the growing baby. After childbirth, some women may continue to have a separation of the abdominal muscles, a condition known as diastasis recti.

Signs of diastasis recti may include:

Weakness or bulging along the midline of the abdomen;
Reduced abdominal muscle strength;
Back pain or decreased core stability.

🌸 The right exercises and a gradual recovery approach can help many women improve abdominal muscle function and regain control and strength.

⚠️ It is important to return to physical activity gradually after childbirth and consider your individual condition — especially after a Cesarean section, a complicated delivery, or if you are experiencing pain.

👩‍⚕️ Remember — every mother’s recovery journey is different. Consulting with your doctor can help you understand when and how to safely return to exercise and an active lifestyle.

🩵💚 Baiebi — by your side throughout pregnancy, childbirth, and every stage of motherhood.

📞 To book an appointment, contact us at: 032 275 29 96

#ბაიები #მშობიარობისშემდგომიაღდგენა #მენჯისჯანმრთელობა #დიასტაზი #ფიზიკურიაქტივობა #ახალბედადედა #დედადაბავშვი

📢 კლინიკა „ბაიები“ აცხადებს ვაკანსიებს!ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ თანამშრომლებს შ...
04/08/2026

📢 კლინიკა „ბაიები“ აცხადებს ვაკანსიებს!

ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ თანამშრომლებს შემდეგ პოზიციებზე:

🔹 საოპერაციო მედდის დამხმარე — ყოველდღიური სამუშაო გრაფიკი;
🔹 სანიტარი განყოფილებაში — 24-საათიანი მორიგეობის გრაფიკი;
🔹 ექთანი სამეანო განყოფილებაში — ყოველდღიური სამუშაო გრაფიკი;
🔹 მორიგე ექთანი — 16-საათიანი სამუშაო გრაფიკი.

📩 დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:

[email protected]

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.

შემოუერთდით კლინიკა „ბაიების“ პროფესიონალ გუნდს! 🩵💚

#ვაკანსია #დასაქმება #კლინიკაბაიები #სამედიცინოვაკანსია #ექთანი #სამედიცინოპერსონალი

👶🩵💚 მშობიარობის ეტაპები — როდის უნდა წავიდეთ სამშობიაროში?მშობიარობა ბუნებრივი პროცესია, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება. ...
03/08/2026

👶🩵💚 მშობიარობის ეტაპები — როდის უნდა წავიდეთ სამშობიაროში?

მშობიარობა ბუნებრივი პროცესია, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება. იმის ცოდნა, თუ რა ხდება თითოეულ ეტაპზე, დაგეხმარებათ იყოთ უფრო მომზადებული და მშვიდად შეხვდეთ თქვენი პატარას დაბადებას.

1️⃣ პირველი ეტაპი — საშვილოსნოს ყელის გახსნა

პირველი ეტაპი იწყება რეგულარული შეკუმშვების დაწყებიდან და სრულდება მაშინ, როდესაც საშვილოსნოს ყელი სრულად იხსნება.

იგი იყოფა ორ ძირითად ფაზად:

🩵💚 ადრეული (ლატენტური) ფაზა — 0-დან 4 სმ-მდე გახსნა

ამ პერიოდში იწყება საშვილოსნოს ყელის ცვლილებები. შეკუმშვები შეიძლება იყოს მსუბუქი, არარეგულარული ან თანდათან გახდეს უფრო ხშირი და ძლიერი.

🩵💚 აქტიური ფაზა — 4 სმ-დან სრულ გახსნამდე

ამ ეტაპზე შეკუმშვები უფრო ინტენსიური, ხანგრძლივი და რეგულარული ხდება. საშვილოსნოს ყელი აქტიურად იხსნება და დედა თანდათან ემზადება ბავშვის დაბადებისთვის.

📍 როდის უნდა წავიდეთ სამშობიაროში?

დაუკავშირდით თქვენს ექიმს და გაემართეთ სამშობიაროში, თუ:

შეკუმშვები ხდება რეგულარული, ძლიერდება და მეორდება დაახლოებით ყოველ 5 წუთში (ან თქვენი ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციის შესაბამისად);

დაღვარეთ სანაყოფე წყლები;

გაქვთ სისხლიანი გამონადენი;

ბავშვის მოძრაობები შესამჩნევად შემცირდა;

ან გაქვთ რაიმე სიმპტომი, რომელიც გაწუხებთ.

2️⃣ მეორე ეტაპი — ჭინთვები და ბავშვის დაბადება

ამ ეტაპზე საშვილოსნოს ყელი სრულად არის გახსნილი და იწყება ჭინთვები. დედა მეან-გინეკოლოგისა და ბებიაქალის მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობს ბავშვის დაბადებაში.

👶 ამ პროცესში ნეონატოლოგის გუნდიც მზად არის, რათა შეაფასოს ახალშობილის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს პირველადი დახმარება.

3️⃣ მესამე ეტაპი — პლაცენტის გამოძევება და აღდგენის პერიოდი

ბავშვის დაბადების შემდეგ ხდება პლაცენტის გამოძევება. ამ დროს სამედიცინო გუნდი აკვირდება დედის მდგომარეობას, აფასებს სისხლდენას, საშვილოსნოს შეკუმშვას და ზრუნავს უსაფრთხო აღდგენაზე მშობიარობის შემდეგ.

🩵💚 გახსოვდეთ, ყველა მშობიარობა განსხვავებულია. თქვენი ექიმი ორსულობის პერიოდში მოგაწვდით ინდივიდუალურ რეკომენდაციებს და აგიხსნით, როდის არის თქვენთვის საუკეთესო დრო სამშობიაროში მოსასვლელად.

ბაიები — თქვენს გვერდით ორსულობის, მშობიარობისა და დედობის პირველ წუთებში.

📞 ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 275 29 96.

👶🩵💚 Stages of Labor — When Should You Go to the Maternity Hospital?

Labor is a natural process that develops gradually in stages. Understanding what happens during each stage can help you feel more prepared and approach the birth of your baby with confidence and calm.

1️⃣ First Stage — Cervical Dilation

The first stage begins with the onset of regular contractions and ends when the cervix is fully dilated.

It is divided into two main phases:

🩵💚 Early (Latent) Phase — 0 to 4 cm dilation

During this phase, changes in the cervix begin. Contractions may be mild, irregular, or gradually become more frequent and stronger.

🩵💚 Active Phase — 4 cm dilation to full dilation

During this phase, contractions become stronger, longer, and more regular. The cervix continues to dilate, and the mother gradually prepares for the baby’s birth.

📍 When should you go to the maternity hospital?

Contact your doctor and come to the maternity hospital if:

Your contractions become regular, stronger, and occur approximately every 5 minutes (or according to the individual recommendations provided by your doctor);

Your waters break;

You have bloody discharge;

You notice a significant decrease in your baby’s movements;

Or you experience any symptoms that concern you.

2️⃣ Second Stage — Pushing and Birth of the Baby

At this stage, the cervix is fully dilated and pushing begins. With the support of the obstetrician and midwife, the mother actively participates in the birth of her baby.

👶 During this process, the neonatology team is also prepared to assess the newborn’s condition and provide immediate medical care if needed.

3️⃣ Third Stage — Delivery of the Placenta and Recovery Period

After the baby is born, the placenta is delivered. During this time, the medical team monitors the mother’s condition, assesses bleeding and uterine contractions, and ensures a safe recovery after childbirth.

🩵💚 Remember — every labor is unique. During pregnancy, your doctor will provide individual recommendations and explain the best time for you to come to the maternity hospital.

Baiebi — by your side throughout pregnancy, childbirth, and the first precious moments of motherhood.

📞 To book an appointment, contact us at: 032 275 29 96

#ბაიები #მშობიარობა #ორსულობა #მშობიარობისეტაპები #მომზადებამშობიარობისთვის #დედადაბავშვი #უსაფრთხომშობიარობა

01/08/2026

🌍 For English, scroll down ⬇️

📢 „შეკითხვა ექიმს“ რუბრიკის ფარგლებში, დღეს თქვენს კითხვას მეან-გინეკოლოგი — ნანა ჯაგოდანიძე უპასუხებს.

❓ შეკითხვა: „რა შემთხვევაში დგება მშობიარობის დროს საკეისრო კვეთის საჭიროება?“

💬 თუ გაქვთ შეკითხვა, რომელზეც ჩვენი სპეციალისტების პასუხის მიღება გსურთ, დაგვიტოვეთ კომენტარებში. 🩵💚

📅 ყოველ ხუთშაბათს დაელოდეთ ახალ პასუხებს ჩვენი სპეციალისტებისგან.

⸻

📢 As part of our “Ask the Doctor” series, today your question will be answered by obstetrician-gynecologist Nana Jagodanidze.

❓ Question: “When does a cesarean section become necessary during childbirth?”

💬 If you have a question you would like answered by one of our specialists, leave it in the comments. 🩵💚

📅 Join us every Thursday for new answers from our specialists.

#შეკითხვაექიმს #კლინიკაბაიები #ექიმისრჩევები #საკეისროკვეთა #მშობიარობა #ორსულობა #მეანგინეკოლოგი

🤱💙 რატომ არის მნიშვნელოვანი მშობიარობის შემდგომი ვიზიტი?ბავშვის დაბადება დიდი ცვლილებების დასაწყისია — ამ პერიოდში დედის...
29/07/2026

🤱💙 რატომ არის მნიშვნელოვანი მშობიარობის შემდგომი ვიზიტი?
ბავშვის დაბადება დიდი ცვლილებების დასაწყისია — ამ პერიოდში დედის ორგანიზმი თანდათან უბრუნდება ორსულობამდე არსებულ მდგომარეობას, ხოლო დედა და ახალშობილი ეჩვევიან ცხოვრების ახალ ეტაპს.
მშობიარობის შემდგომი ვიზიტი გინეკოლოგთან არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დედის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესაფასებლად.
🩺 რას მოიცავს მშობიარობის შემდგომი ვიზიტი?

👩‍⚕️ დედის ფიზიკური მდგომარეობის შეფასება
მეან-გინეკოლოგი აფასებს მშობიარობის შემდეგ აღდგენის პროცესს, საშვილოსნოს მდგომარეობას, მშობიარობის დროს მიღებული დაზიანებების ან საკეისრო კვეთის შემდგომ შეხორცების პროცესს.

💙 ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემების დროული გამოვლენა
ვიზიტის დროს შესაძლებელია ისეთი მდგომარეობების შეფასება, როგორიცაა ჭარბი სისხლდენა, ტკივილი, ინფექციის ნიშნები ან სხვა სიმპტომები, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას.

🤱 ძუძუთი კვების მხარდაჭერა
ექიმი დაგეხმარებათ ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში და საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ რეკომენდაციებს.

🌿 ემოციური მდგომარეობის შეფასება
მშობიარობის შემდეგ ჰორმონული ცვლილებები და ახალი პასუხისმგებლობები შესაძლოა ემოციურად რთული იყოს. მნიშვნელოვანია დედის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვაც.

👶 რეკომენდაციები მომავალზე
ვიზიტის დროს შეგიძლიათ განიხილოთ კონტრაცეფციის, ფიზიკური აქტივობის, კვებისა და ჯანმრთელობის სხვა საკითხები.

📅 როდის უნდა ჩაინიშნოს მშობიარობის შემდგომი ვიზიტი?
ჩვეულებრივ, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია მშობიარობიდან 1-2 კვირის განმავლობაში, თუმცა ზუსტი დრო განისაზღვრება ინდივიდუალურად - თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მშობიარობის მიმდინარეობის მიხედვით.

💙 გახსოვდეთ, დედის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ახალშობილზე ზრუნვა.
ბაიები - თქვენს გვერდით ორსულობის, მშობიარობის და დედობის პირველ მნიშვნელოვან ეტაპებზე.

📞 ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 275 29 96.

🤱💙 Why Is a Postpartum Visit Important?

The birth of a baby marks the beginning of a major period of change. During this time, the mother’s body gradually recovers after pregnancy and childbirth, while both mother and newborn adapt to a new stage of life.
A postpartum visit with your obstetrician-gynecologist is an important step in assessing and supporting the mother’s health and wellbeing.

🩺 What does a postpartum visit include?
👩‍⚕️ Assessment of the mother’s physical recovery
The obstetrician-gynecologist evaluates the recovery process after childbirth, the condition of the uterus, healing after birth-related injuries, or recovery after a Cesarean section.

💙 Early identification of potential health concerns
During the visit, the doctor can assess symptoms such as heavy bleeding, pain, signs of infection, or other concerns that may require medical attention.

🤱 Breastfeeding support
Your doctor can help address breastfeeding-related questions and provide recommendations if needed.

🌿 Assessment of emotional wellbeing
Hormonal changes and the new responsibilities that come after childbirth can sometimes be emotionally challenging. Caring for the mother’s mental and emotional wellbeing is an important part of postpartum care.

👶 Recommendations for the future
During the visit, you can discuss contraception, physical activity, nutrition, and other aspects of your ongoing health.

📅 When should you schedule a postpartum visit?
A consultation with your doctor is usually recommended within 1-2 weeks after delivery; however, the exact timing is determined individually based on your health condition and the course of your childbirth.

💙 Remember - taking care of the mother’s health is just as important as caring for the newborn.
Baiebi - by your side throughout pregnancy, childbirth, and the first important steps of motherhood.
ki
📞 To book an appointment, contact us at: 032 275 29 96.
#ბაიები #მშობიარობისშემდგომივიზიტი #დედისჯანმრთელობა #ახალბედადედა #ძუძუთიკვება #ორსულობა #დედადაბავშვი

Address

ჟანი კალანდაძის 26/Bezhan Kalandadze Street 26
Tbilisi
0114

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნია ონიაშვილის კლინიკა ბაიები / Nia Oniashvili Clinic Baiebi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ნია ონიაშვილის კლინიკა ბაიები / Nia Oniashvili Clinic Baiebi:

Shortcuts

Share