16/03/2023
გასული წლის 14 ივლისს, ცენტრის ბედიანის თავშესაფარში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შემოწმება ჩაატარა სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურმა და 2022 წლის 25 აგვისტოს N003885/ო „მითითებით“ ცენტრს მიეცა 8 (რვა) მითითება და მათ შესასრულებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.
ცენტრის დირექტორმა, „მითითებების“ მიღებისთანავე, კერძოდ კი, 2022 წლის 1 სექტმებერს გამოსცა Nორგ/036 ბრძანება, რომლითაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი 5 (ხუთი) პირის შემადგენლობით, რომელსაც დაევალა აღნიშნულ მითითებებზე მუშაობა და სამუშაოების დასრულება არაუგვიანეს 2022 წლის 20 სექტემბრისა.
აღნიშნულმა ჯგუფმა 2022 წლის 16 სექტემბერს დაასრულა მუშაობა, რის შესახებაც აცნობა დირექტორს N168 მოხსენებითი ბარათით. დირექციამ კი, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე აცნობა სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურს.
სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურმა ე.წ. რეინსპექტირება (შესრულებული საქმის გადამოწმება) დაიწყო 2022 წლის N LIO 9 22 N00602665 წერილისა და 2022 წლის 05 დეკემბრის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
აღნიშნულ სამსახურთან საკონტაქტო პირად განისაზღვრა კონსულტანტი ორგანიზაციულ საკითხებში, თამარ ბუზალაძე.
სამსახურმა გამოითხოვა სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი დოკუმენტაცია, რის შესწავლის შედეგადაც მოამზადა თავისი 2023 წლის 2 თებერვლის N003885/შ შემოწმების აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაცემული 8 (რვა) „მითითებიდან“ ყველა შესრულებულია.