19/08/2026
🛡️ ტექნიკა „ჩემი საზღვრები“
🎯 მიზანი:
ვიპოვოთ, შევიგრძნოთ და გავამყაროთ პირადი საზღვრები. გავარკვიოთ, სად მთავრდება „მე“ და სად იწყება „სხვა“.
📝 საჭირო მასალა: ქაღალდი, ფერადი ფანქრები, კალამი. 🎨✏️
1. 🧘♀️ ტექნიკის შესასრულებლად შეარჩიეთ მშვიდი გარემო.
2. 🌬️ გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. მიაქციეთ ყურადღება თქვენს სხეულს: სად არის სხეულში დაჭიმულობა. ჩაიხედეთ თქვენს სხეულში „შინაგანი მზერით“, დაათვალიერეთ და შეიგრძენით „შინაგანი მე“.
3. 🎨 დახატეთ ქაღალდზე საკუთარი თავის სიმბოლო, ეს შეიძლება იყოს სილუეტი, ფიგურა, წრე, ნებისმიერი ხატ-წარმოდგენა, რაც ასოცირდება თქვენთან.
4. 🛡️ ახლა მონიშნეთ ამ ფიგურის საზღვრები, შემოხაზეთ და შემოფარგლეთ ის ხაზებით. ეს არის თქვენი პირადი საზღვრები. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა:
💭 „როგორია ჩემი საზღვრები ახლა?“
ამ პასუხიდან გამომდინარე, საზღვრის ხაზები ნახატზე შესაძლოა იყოს:
• 🖊️ მყარი ან ოდნავ შესამჩნევი
• ➖ წყვეტილი ან უწყვეტი
• 📏 სქელი ან თხელი
✨ მიენდეთ პროცესს, როგორც გრძნობთ, ისე.
5. 💗 ფიგურის საზღვრებს შიგნით ჩაწერეთ:
• რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებული.
• 💭 გრძნობები, რომლებიც გინდათ დაიცვათ.
• 🫶 ის, რაც „თქვენია“ (მაგ. „ჩემი დრო“, „ჩემი შეხედულებები“, „ჩემი სხეული“, „ჩემი არჩევანი“, „ჩემი აზრი“).
6. 🚫 ფიგურის საზღვრებს გარედან დაწერეთ:
• 💔 ის, რაც გულს გტკენთ.
• ⛔ ის, რაც არ გინდათ შემოუშვათ.
• ⚠️ სიტუაციები, სადაც თქვენი საზღვრები ირღვევა (მაგ. „ზეწოლა“, „გაუფასურება“, „სხვისი რჩევები“).
7. 👀 დააკვირდით ნახატს და ჰკითხეთ საკუთარ თავს:
• სადაა ჩემი საზღვრები ყველაზე სუსტი?
• 💪 სადაა ჩემი საზღვრები ყველაზე მტკიცე?
• 🔄 მინდა რამე შევცვალო?
თუ პასუხია დიახ, დაამატეთ ნახატს, მაგ. სიმბოლოები, სინათლე, ფერები, ფიგურები, გააძლიერეთ ხაზები. ✨🎨 დაამატეთ დაცვა. 🛡️ ყველაფერი ის, რაც დაგეხმარებათ ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერაში.
8. 💬 ახლა ჩამოაყალიბეთ 3-5 „ფრაზა-საზღვარი“, რომლებსაც ცხოვრებაში გამოიყენებთ. მაგალითად:
• 🗣️ „ეს მე ახლა არ მჭირდება.“
• ⏳ „დავფიქრდები და მოგვიანებით გიპასუხებ.“
9. 💖 შეხედეთ თქვენს ნახატს და უთხარით საკუთარ თავს:
🌸 „მე მაქვს უფლება, მქონდეს საზღვრები.“
🛡️ „მე შემიძლია დავიცვა ჩემი საზღვრები.“
🌬️ გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა და მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს შესრულებული სამუშაოსთვის. 🤍